Page 3 of 3

ნუნისის ეკლესია-ვახანის ციხე თოვლში, 03.02.2011

Posted: 14 თებ 2011, 15:39
by ლეონტი
karavi87
1 თხოვნა მაქვს, ბევრ სურათს ნუ ჩაყრი 1 პოსტში(წერილში).
თუ რატომ ალბათ ხვდები.
ამ გვერდის გახსნას უნდება 10 წუთი და თან ვერაფერს წაიკითხავ, ხტუნავს.
ასე 3-4 პოტო საკმარისის, მერე სხვა გვერდზე გადავა და ნორმალური იქნება
ანუ იგივე რაოდენობის ფოტოები 4-4 ად დაყავი სხვადასხვა პოსტებში.

ნუნისის ეკლესია-ვახანის ციხე თოვლში, 03.02.2011

Posted: 14 თებ 2011, 15:45
by Tami
ლეონტი

+1

ნუნისის ეკლესია-ვახანის ციხე თოვლში, 03.02.2011

Posted: 14 თებ 2011, 16:03
by marita 777
რა სილამაზეა, სისათუთე , სიფაფუკე და სინაზე...რა დროს არ ვიყავი ჯანზე?

ძალიან საყვარელი კუსებია თოვლში ამოვლებული და კიდევ ძალიან ლამაზია ფერადი სკები თოვლში, საოცრებაა...

მიხარია, რომ ისიამოვნეთ და ყველაფერმა გემრიელად ჩაიარა..

ჰო, კიდევ მომეწონა ლოცვა სულიერი სიმშვიდისათვის...

და მომეწონა თოვლი თოვლი და თოვლი, ბეეეეეეეეევრი თოვლი....მესიამოვნა : ))

ნუნისის ეკლესია-ვახანის ციხე თოვლში, 03.02.2011

Posted: 14 თებ 2011, 23:33
by Nika
Kakha wrote:შაბათს ვიყავი წასული ვახანში, გასვენებაში. ვახანი, ცენტრალური ტრასიდან, რომ გადაუხვევ 27 კილომეტრშია. ამ 27 კილომეტრს 3 საათი მოვანდომე. თოვლი მეტრზე მეტია. ჩემმა პაჯერომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. უკან წამოსვლა იმავე დღეს ვერ გავრისკე. დაბნელებულზე სადმე რომ გვჭედილიყავი კაცი მშეველელი არ იქნებოდა. ჰოდა დავრჩი ვახანში. ღამე არ უთოვია, მაგრამ აი დილას, კვირას, 13 თებერვალს, თოვა რომ დაიწყო თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა თავლის საფარი. ძლივს გადმოვასწარი რიკოთზე. ტრასას კი წმენდნენ მაგრამ ისე ბარდნიდა, რომ ვერ აუდიოდნენ.
ზვარეში ველაპარაკეთ ტელეფონზე (ნუნისი ზვარის თემს ეკუთვნის) 2 მეტრამდე მოთოვა უკვე. ხალხს ძველ სახლებში გაჩერება ეშინია თურმე სახურავის ჩანგრევის საფრთხის გამო და ვისიც შედარებით ახალია იმათთან არიან გადახიზნულები.

ნუნისის ეკლესია-ვახანის ციხე თოვლში, 03.02.2011

Posted: 15 თებ 2011, 00:20
by guruli
Nika
ხალხს ძველ სახლებში გაჩერება ეშინია თურმე სახურავის ჩანგრევის საფრთხის გამო და ვისიც შედარებით ახალია იმათთან არიან გადახიზნულები.
ვაოფებ, მაგრამ სახლების ჩამოთოლვა არ იციან მაგ ქვეყანაში?
გადამრევს ეს ხალხი, ფოტოები და რეპორტაჟი კი მაგარია. მომინდა მასეთ თოვლში.

ნუნისის ეკლესია-ვახანის ციხე თოვლში, 03.02.2011

Posted: 15 თებ 2011, 00:52
by Falcon
ძალიან მაგარი გასვლა გამოგსვლიათ. კარგია კარგი თოვლი.
რამდენიმეჯერ გადავუარე სურათებს და ალბათ კიდევ ბევრჯერ შემოვიხედავ აქ.

ვახანის ციხეზე ასული სურო ხომ მაგარია? ნახევარ ციხეზეა ლამის და როცა ირგვლივ ტყე გამწვანებულია, ციხეც მაინცდამაინც ადვილი შესამჩნევი არ არის შორიდან - სუროს გამო ისიც მწვანედ ჩანს.

Kakha wrote:შაბათს ვიყავი წასული ვახანში, გასვენებაში. ვახანი, ცენტრალური ტრასიდან, რომ გადაუხვევ 27 კილომეტრშია. ამ 27 კილომეტრს 3 საათი მოვანდომე. თოვლი მეტრზე მეტია. ჩემმა პაჯერომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. უკან წამოსვლა იმავე დღეს ვერ გავრისკე. დაბნელებულზე სადმე რომ გვჭედილიყავი კაცი მშეველელი არ იქნებოდა. ჰოდა დავრჩი ვახანში. ღამე არ უთოვია, მაგრამ აი დილას, კვირას, 13 თებერვალს, თოვა რომ დაიწყო თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა თავლის საფარი. ძლივს გადმოვასწარი რიკოთზე. ტრასას კი წმენდნენ მაგრამ ისე ბარდნიდა, რომ ვერ აუდიოდნენ.
ვარლამი ბაბუას გასვენებაში იქნებოდი შენ.

ნუნისის ეკლესია-ვახანის ციხე თოვლში, 03.02.2011

Posted: 17 თებ 2011, 09:21
by Nika
guruli wrote:Nika
ხალხს ძველ სახლებში გაჩერება ეშინია თურმე სახურავის ჩანგრევის საფრთხის გამო და ვისიც შედარებით ახალია იმათთან არიან გადახიზნულები.
ვაოფებ, მაგრამ სახლების ჩამოთოლვა არ იციან მაგ ქვეყანაში?
გადამრევს ეს ხალხი, ფოტოები და რეპორტაჟი კი მაგარია. მომინდა მასეთ თოვლში.
იციან მარა ზოგი ისეთ დღეშია რომ სახურავზე ასვლაც სახიფათოა.

ნუნისის ეკლესია-ვახანის ციხე თოვლში, 03.02.2011

Posted: 20 თებ 2011, 20:21
by Ledi
ჩემთვის თოვლი დადებითთან ასოცირდება.
რა სითეთრე და სილამაზეა, მიდიხარ დათოვლილ გზაზე დაივსები სუფთა ჰაერით, თუ რათქმაუნდა სუნთქვა არ შეგეკრა ამ სილამაზისგან.
კი არ გცივა, პირიქით, თითქოს თოვლი გათბობს.
მიდიხარ, მიდიხარ, მიდიხარ და გგონია, რომ არასოდეს ცუდი არაფერი მოხდება.

ნუნისის ეკლესია-ვახანის ციხე თოვლში, 03.02.2011

Posted: 20 თებ 2011, 20:38
by Nika
სურამის უღელტეხილზე თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა. დროზე მოგისწრიათ გადასვლა. კაი ხანია ასეთი უხვთოვლიანი ზამთარი არ ახსოვს იქ ხალხს. არა და დეკემბერ-იანვარი სულ სხვას გვპირდებოდა თითქოს.

ნუნისის ეკლესია-ვახანის ციხე თოვლში, 03.02.2011

Posted: 21 თებ 2011, 09:44
by Kakha
Falcon
ეტყობა ვახანიდან ხარ. ზუსტად ეგრეა, ვარლამის გასვენებაში ვიყავით. მისი შვილიშვილი ჩვენი რძალია.

უკაცრავად გაოფებისათვის.

ნუნისის ეკლესია-ვახანის ციხე თოვლში, 03.02.2011

Posted: 29 მარ 2011, 20:20
by karavi87
ლეონტი wrote:karavi87
1 თხოვნა მაქვს, ბევრ სურათს ნუ ჩაყრი 1 პოსტში(წერილში).
თუ რატომ ალბათ ხვდები.
ამ გვერდის გახსნას უნდება 10 წუთი და თან ვერაფერს წაიკითხავ, ხტუნავს.
ასე 3-4 პოტო საკმარისის, მერე სხვა გვერდზე გადავა და ნორმალური იქნება
ანუ იგივე რაოდენობის ფოტოები 4-4 ად დაყავი სხვადასხვა პოსტებში.
ეგ ინტერნეტის ბრალია :)