Page 3 of 6
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 10:30
by Mta Mkvarebia
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 10:45
by Mta Mkvarebia
ერთერთ უღელტეხილზე (ასეთი კი 5 გავიარეთ) კოკისპირულმა წვიმამ დასცხო, მანამდე კი ნისლიან აღმართებს მივუყვებოდით. მაგრამ გიორგი უპრობლემოდ უმკლავდებოდა დაბრკოლებებს, ზვიადზე ხომ არაფერს ვამბობ.
ამინდის გამო, ცოტა არ იყოს ხასიათი გაგვიფუჭდა, თან საშინლად ციოდა.
ღამის 3 საათის მერე ჩავედით გიორემში და დავბინავდით გამოქვაბულის ტიპის სასტუმროში.
ეს უკვე დილით. პირველი ღამის გამოქვაბულში გათენება რომ მოვიფიოქრეთ ამ გადაწყვეტილებით არ გვინანია, მართლაც ეგზოტიკური და სასიამოვნო გარემო დაგვხვდა იქ, რაც უფრო მეტ კომფორტზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. :
"კარავზეც" შევიჭყიტეთ, რომ გაგვეგო, რა ხდებოდა ოჯახში
მერე ცოტა ვიმაიმუნეთ
...
თუშომ აუზთან ბაყაყი იპოვა, აკოცა და....
...ჰოი, საოცრებავ
....
ჯიმის + ანუ მისი დედიკო ინა, ძალიან საყვარელი ადამიანი :*
პირველ დღეს ცა ღრუბლებით იყო დაფარული, მართალია ლურჯი ცის ჭვრეტის ბედნიერება არ გვქონდა, მაგრამ რომ არ წვიმდა მაინც მადლობელი ვიყავით. მთელი ღამე წვიმის მერე ღრუბლიანი ამინდი ჩვენთვის მისწრება იყო. საეროდ კაპადოკიაში ნალექი იშვიათად იცის, მაგრამ წინა დღეს მთელი თვის ნალექი ჩამოიღვარა ციდან, როგორც ჩანს.
მაგრამ ღრუბლების მიუხედავად ისედაც ჩანდა რომ წინ დიდი სილამაზე გველოდა
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 10:53
by Mta Mkvarebia
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 11:22
by Mta Mkvarebia
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 11:28
by Mta Mkvarebia
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 11:40
by Mta Mkvarebia
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 11:46
by Iako.
ისევ მინდა კაბადოკიაში
თან თქვენთან ერთად
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 12:01
by Mta Mkvarebia
მერე გიორემის ღია ცისქვეშ მუზეუმისკენ გავემარტეთ, მაგრამ დაკეტილი დაგვხვდა.
ამიტომ გვერდით მდებარე ტოკლი კილისეს ეკლესიასი შევედით ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკის სანახავად, რომლის მიხედვითაც ირაკლი ცინცაძემ "შენ ხარ ვენახი" დაწერა, ფრესკის კონტურები საქართველოს ისტორიული რუკის მოხაზულობას იმეორებს. მართლა გასაოცარი სანახავია. ფოტოების გადაღება არ შეიძლებოდა, მაგრამ იმდენად მინდოდა ფრესკის ფოტო მქონოდა, მაინც გადავიღე და გამომაგდეს კიდეც გარეთ. თუმცა დიდად არ მინაღვლია, მეორე დღესაც გვქონდა ეკლესიის მონახულება გეგმაში.
ორი წლის წინ ეკლესიებში მაშუქის გარეშე შეიძლებოდა ფოტოების გადაღება, მაგრამ ეტყობა მუზუმის მესვურებმა გადაწყვიტეს, რომ ტურისტების გადაღებული ფოტოები მათ ისედაც აყვავებულ ტურისტულ ბიზნესს საფრთხეს შეუქმნიდა, ამიტომ ფოტოების გადაღება ყველგან აკრძალეს, თუმცა დვალას მოხერხებულობის და მცველებისადმი მეგობრული ურთიერთობების წყალობით ფოტოების გადაღების უფლებას გვაძლევდნენ თუ ახლომახლო ტურისტები ან სხვა მეგზურები არ იყვნენ.
ამ აქლემების მეპატრონის ბიზნესსაც უშლიდა ეტყობა ფოტოების გადაღება ხელს, რადგან მისკენ მიშვერილი ფოტოაპარატის დანახვაზე კილომეტრიდან ყვიროდა : "დევუშკა, ნოუ ფოტოო" , მაგრამ ვის ესმოდა მისი? დაილოცოს "ზუმის" გამომგონებელი
. ამიტომ იყო "ნოუ ფოტო" და "ნოუ ფლეში" ჩვენი გასვლის კოდურ სიტყვებად რომ იქცა. ნუ სხვა კოდურ სიტყვებზე ხმა არ ამომაღებინოთ თქვენთვისაც ჯობია და ჩვენთვისაც.
))
მერე ფაშა ბარი ანუ ფაშას ვენახები (ფაშა ბაღლარი) მოვინახულეთ. თუმცა რადგან ბინდდებოდა იქ მოსვლაც ხელმეორედ, კარგი განათების პირობებში გადავწყვიტეთ.
შებინდებულზე დავბრუნდით სასტუმროში, რომლის შემინული აივნიდან დიდხანს ვუმზერდით ასეთ ხედებს
:
ასე დასრულდა ჩვენი მოგზაურობის მეორე დღე
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 12:09
by qvevri
დავტკბი
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 12:16
by Mta Mkvarebia
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 12:24
by Mta Mkvarebia
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 12:43
by Mta Mkvarebia
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 13:00
by Mta Mkvarebia
შემდეგ კვლავ ღირშესანისანაოებების მოსანახულებლად გავემარტეთ. დერინქუის მიწისქვეშა ქალაქის და იჰლარას ხეობის მონახულება გვქონდა გეგმაში. გზად გორეს პროვინცია გავიარეთ და ის ეკლესია-სატუსაღო დავინახეთ წინა დრეს რომ მოვინახულეთ. ძალიან დავითრგუნეთ მაგ ეკლესიის მონახულებისას, საკურთხეველის ადგილას საპირფარეშო ჰქონდათ ამოჭრილი
(
ეს უკვე დერინქუის მიწისქვეშა ქალაქში ვართ, რომელიც გიორემიდან დაახლოებით 50 კმ-ითაა დაშორებული. კაპადოკიაში რამდენიმე მიწისქვეშა ქალაქია, მაგრამ დერინქუი ყველაზე გრანდიოზულია. 80 მეტრის სიღრმეში ხუთი სართულით დაბლა ჩავედით, ვნახეთ მიწისქვეშა ეკლესია, საჯინიბოები, საცხოვრებელი, ცხოველთა სადგომები. მოკლედ გრანდიოზული კომპლექსია თავისი იდეალური სავენტილაციო სისტემით, ისეთით, რომ მეგონა მთის ჰაერს ვსუნთქავთქო.
აქვე გადმოვიტან გვალვას მიერ სამომავლო გეგმებში დადებულ ფოტოს, რომელიც ამ ქალაქის გეგმას ასახავს:
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 13:56
by Mta Mkvarebia
კაპადოკია, ბანა, ტრაპიზონი, სუმელა და მცირე აია-სოფია 29.10.
Posted: 08 ნოე 2010, 14:08
by Mta Mkvarebia