დილის 4 საათზე გავიღვიძე, ავანთე ფანარი და ფეხები ბეტადინით დავიმუშავე.
ცოტა მოვწესრიგდი, შემდეგ კი გუშინდელი ძეხვი ჩამოვიღე რომელიც კატისგან დასაცავად
კედელზე გვქონდა ლურსმნით დაკიდებული.
ცოტა გაბერილი იყო სიცხისგან.
ამ დღისთვის განსაკუთრებული ენერგია მჭირდებოდა, მაგრამ პირველი ნაჭრის შემდეგ მეორე არც მიცდია.
აუცილებელი საზრდო ცოტაოდენი "პეჩენიით" შევივსე.
დილის დამამშვიდებელი და ცოტაოდენი ქრისტიანული (შეძლებისდაგვარად) ნუგეშინისმცემლური საუბრის შემდეგ
დავემშვიდობე ბესოს და ავუყევი დიდი სვანეთის აღმართებს.
მთვარე ჯერ ისევ ანათებდა, ამ დღეს 50 კილომეტრი უნდა გამევლო. (უფრო სწორად ამევლო
![Very Happy :D](./images/smilies/icon_biggrin.gif)
)
რაღაც უჩვეული განცდა მეფულებოდა, სვანეთის აღმართებზე მივდივარ მარტო. (მაგარი იყო ძაან!!!)
ხოკოს უღელტეხილზე ასვლისას ისეთი ძლიერი თბილი ქარი ქროდა რომ მთელი სხეულით ვცდილობდი წინ გადავხრილიყავი.
ასეთმა ბუნებრივმა პირობებმა დიდი ენერგია წამართვა.
ენგურჰესის კაშხალი
რუსეთის ჯარების ყოფილ ბლოკპოსტთან ასეთ ტრაფარეტს ნახავთ.
იქვე ქვემოთ მომავალი წითელი ნივიდან ახალგაზრდა კაცი რუსულად მომესალმა
პრივეტ ტურისტ. გდე ტი იდიოშ-ო?
მე სვანურად ვუპასუხე:
"თბილისხენ ონღვრი ჭიშხვშ, უშგულთე მიპირა ლიზი" - თქო.
ვაჰ სვანი ხარო, ისე გაუხარდა, დათო მქვია გაბლიანი და სოფელ იდლიანში ვცხოვრობო.
მოდი დღეს მესტუმრე და ჩემთან დარჩიო.
ისეთი დადებითი ემოცია მოდიოდა მისგან რომ - რა გითხრათ.
გზისგან გამოსულელებულმა ვერ მოვიფიქრე ერთი სურათი მაინც გადამეღო მისთვის. (ასეთი ლაფსუსები კიდევ გამეპარება მოგვიანებით)
ამდენ დღიანი მგზავრობის განმავლობაში გზაზე არასდროს დიდად არ მიგრძვნია შიმშილი.
მაგრამ სვანეთის გზამ თუ იქაურმა ფლორის სურნელმა სასწაული მადა აღმიძრა,
მითუმეტეს იმ დილით თითქმის არაფერი მქონდა ნაჭამი.
თითო-თითო პეჩენიით ვატყუებდი კუჭს, მაგრამ ენერგიისთვისაც მჭირდებოდა საწვავი.
მალე ასეთი მშვენიერი სანახაობა გადაიშალა
ეს ბიჭები წალენჯიხელი მეფუტკრეები არიან,
ზაფხულობით სვანეთის გზებზე ამოდიან და სკები ამოაქვთ.
ამ სურათს რომ ვუყურებ რატომღაც ქრისტეს 12 მოწაფე მახსენდება.
მარცხენა ბიჭი, თავისი ჯოხით და ღრმა თვალებით მებადური სიმონ-პეტრეს ასოციაციებს იწვევს.
მივდივარ და გონებაში ბარჯაში მიტრიალებს.
ეს არის გზისპირა ძალიან პატარა დასახლება რომლის სასადილოშიც კუბდარებს აცხობენ.
ბარჯაშის ოცნებებში გართული წალენჯიხელ მეგზევეებს გადავეყარე,
მათ მითხრეს რომ დაახლოებით 15 კილომეტრი გექნება დარჩენილი კუბდარებამდეო.
![Smile :)](./images/smilies/icon_smile.gif)
ეს იმას ნიშნავდა რომ მინიმუმ 3 საათი ისევ მშიერი ვიქნებოდი.
აი ისინიც
რატომღაც არ დავიჯერე მათი და ცოტა მოშორებით, გზის პირას დაბანაკებულ მეფუტკრეს შევეკითხე, ბარჯაშამდე მანძილი.
მიპასუხა 5 კილომეტრი არისო.
განსაკუთრებული სიხარული ვიგრძენი
მივდივარ და არ ილევა 5 კილომეტრი, საშინლად გაიწელა.
წყალს მაინც დავლევთქო და იქვე გზიდან ბუნების წიაღში გადავუხვიე,
თან დავისვენე.
დასვენებაზე გამახსენდა (ბევრს გეცოდინებათ) ბერძნულ მითოლოგიაში არის პერსონაჟი
რომელსაც ტანტალოსი ჰქვია და იყო ლიდიის მეფე.
რადგან მან ადამიანებს ღვთიური საიდუმლო გაუმხილა, ღმერთებმა ის ჰადესში (საიქიო) სამუდამო სატანჯველით დასაჯეს.
იგი ყელამდე წყალში იდგა, თავთან კი დახუნძლული ხეხილის ტოტები ირწეოდა.
მწყურვალი როცა თავს დახრიდა, წყალი დაბლა იწევდა, ხოლო როცა მშიერი თითქოს
უნდა მიმწვდარიყო ხეხილს, ტოტები ზემოთ იწეოდა.
ტანტალოსის სატანჯველი ანუ როდესაც ძალიან ახლოს ხარ სასურველ მიზანთან და ვერ აღწევ მას.
ჩემს შემთხვევაში რატომ დამჭირდა ამ იდიომის გამოყენება?
როცა დავჯდებოდი და ფეხს გავშლიდი, დასვენება შვებას ვერ მგვირდა.
მაგრამ ბუნების პეიზაჟებით ვტკბებოდი
და უცბად ერთ-ერთ მოსახვევში გამოჩნდა სასადილო!
სულ "ვააა ბარჯაში"-ს გავიძახდი სიხარულით
ავიღე კუბდარი და ნამცხვრის დიდი ნაჭერი
მიუხედავად იმისა რომ ხორცი ჰქონდათ შემცირებული, მაინც გემრიელი მომეჩვენა.
ნაცხვარიც ნორმა.
კარგად დანაყრებული გარეთ გამოვედი და იქვე მოპირდაპირე მხარეს მდებარე კაფის მეპატრონე ქალმა ყავაზე შემიპატიჟა.
შემოდი ნახე რა ხედია ჩემი აივნიდანო.
მართლაც მწვანეში ჩაფლული ენგურჰესის აუზს გადაჰყურებდა.
ეს გოგოები ალბათ მისი შვილები არიან -
ჭკადუები იყვნენ გვარად.
თავად ქერათმიანია.
დავემშვიდობე ამ სასიამოვნო ხალხს და გავაგრძელე გზა.
საკვებმა ისე დამამძიმა, რომ ლამის თავბრუმეხვეოდა. კარგი იქნებოდა ერთი ნაჭერი კუბდარი და ნამცხვარი მეჭამა მხოლოდ.
მალე წითელნივიანი დათო დამეწია ისევ, ოღონდ ამჯერად სახლში ბრუნდებოდა. მითხრა რა სწრაფი ნაბიჯებით გივლიაო.
არაფრით არ მომეშვა სანამ ცხელი ლავაში, ყველის დიდი ნაჭერი და პამიდორი არ მომცა (მე კიდევ ამის დამატება მინდოდა?
![Smile :)](./images/smilies/icon_smile.gif)
)
აუ რა კაი კაცი!
მალე პატარა სოფელ შგედში მივედი და კოკაკოლა ვიყიდე ამ ხის ჯიხურში.
ეს ბავშვებიც და-ძმა ჭკადუები იყვნენ.
მე რომ რეჟისორი ვყოფილიყავი უკან მდგომ გოგონას კლეოპატრას ბავშობას ვათამაშებდი ფილმში
ხოო ზუსტად კლეპოატრას სახასითო სახე აქვს! IMHO
წყალი, წყალი, წყალი...
სოფელ ხაიშში ჩემი ბიძაშვილი შოთიკო დამხვდა და მთხოვა ჭუბერის გადასახვევიდან მანქანით წაგიყვანთო.
რა პასუხი მექნებოდა!!!
მარცხნივ შოთიკო ცინდელიანი, შუაში სოსი ვიბლიანი, მარჯვნივ მირზა ცინდელინი.
ენგური !!!!!!!!!!
ენგურისა და ჭუბრულას შესართავი
და გადავუხვიე ჭუბერისკენ.
გზა კოდორის ხეობისკენ
ჯერ დაბინდებული არ იყო სოფლის ცენტრში რომ შევედი.
ხალხი (ადგილობრივები, დამსვენებლები) მოემართებოდა ჩემსკენ, მანქანებიდანაც გადმოდიოდნენ, ყველას აინტერესებდა ჯვარიდან ვინ ან რატომ ამოვიდა ფეხით ჭუბერშიო
![Very Happy :D](./images/smilies/icon_biggrin.gif)
უი ხო, თან ის ტიპი თბილისიდანაც ფეხით მოდისო
მე სახე და თვალები ამდენი გამონაბოლქვისგან და მტვრისგან ისე მეწვოდა სათვალეებსაც ვერ ვიხსნიდი.
რამდენიმე წუთზე მეტი ვერ გავჩერდი მათთან არადა როგორ უნდოდათ საუბარი და უბრალოდ ურთიერთობა.
ძალიან ამაღელვებელი და სითბოს გამომჟღავნების მაგალითი იყო ბიძაჩემის და ბიცოლაჩემის შეხვედრა.
- როგორ მიყვარს სვანეთი და იქაური სუპერ სითბო!
ჩემი ფეხი კი ასე გასივდა მეორე დღეს, ქუსლზე ახალი წყლულიც გამიჩნდა
ჭუბერში 2 დღე დავყავი მაგრამ სურათები არ გადამიღია, ფეხებს ვასვენებდი დიდი აღმართებისთვის რომელიც მომდევნო დღეებში მელოდა.
ამიტომ შემოგთავაზებთ ბოლო სამი წლის განმავლობაში გადაღებულ სურათებს.
ჩემი სოფელი, ეზო და გარემო ხომ უნდა გქონდეთ ნანახი.
ზოგიერთმა თქვენგანმა იცით, მაგრამ გამეორება არ იქნებოდა ცუდი
![Smile :)](./images/smilies/icon_smile.gif)
დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ !
გაზაფხული ჩემს ეზოში
ეს კი ზაფხული იმავე ეზოში
![Smile :)](./images/smilies/icon_smile.gif)
(სვანეთში ისევე სუფთად ითიბება მინდვრები როგორც პრემიერლიგის მოედნები
![Very Happy :D](./images/smilies/icon_biggrin.gif)
)
გარემოსაც დააკვირდით, მაღალი ტყიანი მთები + კლდეები + სუბალპური მთები) ჰარმონია
ეზოს მეორე მხარე (ნახეთ რა ლამაზი დაისი და ხედია)
ჩემი რომ არის მხოლოდ ამიტომ არ ვწერ ამდენს, უბრალოდ მართლა რომანტიკის განსაკუთრებულ შეტევებს იწვევევს ჭუბერი!
ვედის მთები
ხედი ჩემი საძინებელი ოთახიდან
ადგილი სახლიდან ერთ კილომეტრში
ტრადიციული სვანური სახლი "ლუშნუ ქორ"
სხვანაირია არა?
გადახურვის სტილს დააკვირდით, წაუსკანდინავიურებს
![Very Happy :D](./images/smilies/icon_biggrin.gif)
პრინციპში გეოგრაფიულადაც ევროპაშია სვანეთი
აი ნამდვილი კუბდარი!
1. ცომის ფენა თხელი! (სქელი როცაა პურის ჭამის ეფექტი აქვს)
2. ხორცი უხვად.
3. ქონები პირში არ უნდა გხვდებოდეს, არამედ ისეთ ზომებად უნდა იყოს დაჭრილი რომ ცხიმად იღვრებოდეს.
4. კარგად შეკმაზული!
სახლი
ჩრდილოეთ ამერიკაში გრიზლები რომ დარბიან ეგეთი ადგლია "მაშრი ჭალა"
მომავალ შეხვედრამდე:)
http://www.youtube.com/watch?v=OVcoXzbGBp4