Page 12 of 14

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 29 ივლ 2009, 02:24
by MIRANDA
limpompo wrote:MIRANDA
ეს ტარტარზი ერთ-ერთი დათოა მაგას მივხვდი, მაგრამ რომელიი? :roll:
ჯიპიანი დათო.. ჩვენი გასვლის ერთ-ერთი ნათელი წერტილი :D

ტარტაროზი (ან ტარტაროზა) არის მისი სახელი off-road.ge-ზე :)

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 29 ივლ 2009, 10:55
by arcivi9
limpompo wrote:arcivi9
შენ ხომ კარგად იჯექი მეფესავით :D :D
კოღოები მჭამდნენ სამაგიეროდ :D

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 29 ივლ 2009, 14:07
by MIRANDA
arcivi9
ეეეჰ.. კოღო ყველას ჭამდა... კოღოები რომ არა ფანტასტიურად იყო ყველაფერი... ერთ-ერთი მიზეზი რატომაც აღარ გავაგრძელე გზა ფეხით სამებიდან კოღოების შიში იყო, მაგრამ რა ხეირი ყველგან გვაგნებდნენ, მზეში, ჩრდილში, მანქანაში...

ისე, მგონი ყველაზე მეტად თამთა დაკბინეს. ყოველ შემთხვევაში დღის ბოლოს ასე ჩანდა და.. :roll:
რომ მცოდნოდა კოღოები იყვნენ წამოვიღებდი სპეციალურ მაზს, მაგრამ აზრზე არ ვიყავი :(
ფეხებიც და ხელებიც ისეთ ცუდ დღეში მაქვს, რომ მცხვენია და ვმალავ :lol:

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 29 ივლ 2009, 14:32
by Tamari-ch.
MIRANDA
კი - მე ვიყავი ყველაზე დაზარალებული -
ახლა უკვე ჩაცხრა ჩემი ჭრილობები..
თითქმის აღარ მეტყობა

მიუხედავად ყველაფრისა
ხაშმი დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორც ერთ ერთი ყველაზე საუკეთესო და მხიარული გასვლა...
:lol:

მომავალშიც წავიდოდი - დიიიიდი სიამოვნებით.
:lol:

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 29 ივლ 2009, 15:21
by MIRANDA
Image

ოოოო, ეს ის მომენტია, როცა უკვე ძააალიან ავნერვიულდით და მანქანით ერთი და იმავე გზის ხუთჯერ და ექვსჯერ გავლა მოგვიწია, რომ როგორმე რადარებით დაგვეჭირა ერთმანეთის ხმა და გაგვეგო რა ხდებოდა..

აქ როგორ ავძვერი არ ვიცი.. მაგარი წონასწორობა მქონია, აძრომისას დავრწმუნდი :)

ხელში რადარი მიჭირავს აქ და ყოველ 20 წამში : კურკა, კურკა, გესმის? ვიძახდი და ხელს ჰაერში ვწევდი, მაღლა, რომ უფრო კარგად დაეჭირა კავშირი რადარებს :)

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 29 ივლ 2009, 16:21
by Tamari-ch.
ოოოო, ეს ის მომენტია, როცა უკვე ძააალიან ავნერვიულდით და მანქანით ერთი და იმავე გზის ხუთჯერ და ექვსჯერ გავლა მოგვიწია, რომ როგორმე რადარებით დაგვეჭირა ერთმანეთის ხმა და გაგვეგო რა ხდებოდა..
ამ დროს ჩვენთან რა ხდებოდა:
მობილური საერთოდ არ იჭერდა არც მაგთი და არც ჯეოსელი,
დარჩა მხოლოდ რაცია და ისიც წყდებოდა...

გიონი ცდილობდა ამძვრალიყო ხეზე და გაერკვია მიმართულება

მიშა გავარდა თავისი ჯიპიესით სადღაც ტყეში, რომელიც არაფერს არ აჩვენებდა-
და ვივლი ერთი და მივხვდებით საით მივდივართო

მეორე გიომ დაიჭირა რუქა და ცდილობდა გაერკვია სად იყო დასავლეთი და აღმოსავლეთი

დათო კი დაბაჯბაჯებდა დათვივით
და რაღაცას ბუტბუტებდა...

მე კი ბოლოს საერთოდ გავჩერდი
არაფერს აღარ ვაკეთებდი...
მთაზე ავიდეთ მეთქი და იქედან რამეს დავინახავთ თქო -
- ერთი კი ვთქვი,
მაგრამ უკვე 5 საათი იყო
და მალე დაბნელდებოდა-
არ იყო ეს მთლად კარგი იდეა...
:lol:

ბოლოს ისევ დათომ ითავა - ღელეს გავყვეთ -
ყველა ვარიანტში იორში ჩაედინებაო..

გავყევით დათოს და 15 წუთში თქვენც გამოჩნდით...
:lol:

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 29 ივლ 2009, 23:55
by limpompo
ბოლომდე მჯეროდა , რომ კარგად დამთავრდებოდა ყველაფერი...და დავინახეთ სინათლე ანუ ჯიპი გვირაბის ბოლოში :D :D :D და სამნი დიდი მოთმინებით (4 საათზე მეტი გველოდნენ) მომლოდინე ადამიანი

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 29 ივლ 2009, 23:56
by limpompo
Image
ბედნიერი დასასრული

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 29 ივლ 2009, 23:59
by limpompo
ისე ხანდახან მეჩვენებიან ის მწარე კოღოები :oops:

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 30 ივლ 2009, 11:25
by Tamari-ch.
კურკა, კურკა, გესმის?
Image

ამხელა კაცი თუ კურკაა და

მაშიმ მე ვყოფილვარ ჭიკარტი ..

:lol:

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 31 ივლ 2009, 21:59
by Bivrili
კოღოები რატომ არ ჩამომიყვანეთ
ცოტას მეც დავაკბენინებდი თავს და შევიგრძნობდი ხაშმს



ძალიან კარგი რეპორტაჟია :)
მაგრად ვიხალისე



პირველად გავაცდინე ლაშქრობა იმისთვის, რომ ჩამეძინა
არადა ექვსზე მეღვიძა
:(

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 01 აგვ 2009, 16:43
by arcivi9
Bivrili wrote:კოღოები რატომ არ ჩამომიყვანეთ
რატომ არ დაგვაბარე მერე? ;)

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 15 მარ 2012, 01:14
by shoda1121
ახლაც კაი ტალახი იქნება :)

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 15 მარ 2012, 09:27
by Tamari-ch.
shoda1121
ძაან მაგარი გასვლა იყო!!!

დღესაც ვიხსენებ ხოლმე ღიმილით....

:lol:

კოღოზოზავრები, ტალახის აბაზანები და წითელი ქოლგა - 26.07.09

Posted: 15 მარ 2012, 13:34
by Nika
კვირას ვიყავით. დილით გაყინული იყო ყველაფერი. მერე დადნა და ატალახდა.
ამ სიცივეში ცხადია კოღოზოზავრები არ იყვნენ.