Page 2 of 2

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 16 იან 2012, 23:08
by Falcon
Ketevan Guliashvili wrote:ესეც ჯგუფური ფოტო: ...ფალკონ
ქეთ (და სხვებმაც რომ გაითვალისწინოთ სამომავლოდ), ჩემი თხოვნა იქნება კარავულ სახელს ნუ შემიცვლით და "ფალკონ"-დ ნუ გადამიკეთებთ :)
ფალკონ ვარ ფალკონ. ლათინური ასოებით დაწერის შემთხვევაში კი - Falcon (და არა Falkon რაც ასევე მინახავს ხოლმე).

არც მატეო და არც ჯოვანი (და კიდევ არც სხვა ვინმე) ფალკონე არ ყოფილა არაფერ შუაში, როდესაც მე აქაურ სახელს ვირჩევდი. უბრალოდ დარეგისტრირებისას კირკიტა (ფრინველია) დამტრიალებდა თავზე, რომელიც შევარდნებს მიეკუთვნება და ჩემი სახელიც ამასთანაა დაკავშირებული (შევარდენი - ინგლისურად Falcon, ლათინურად Falco). ;) თანაც მიყვარს ეგ ფრინველები :roll:
...ჰოდა, ზემოთ თუ ჩაასწორებ დიდად დამავალებ ;) :lol:

~
ეხლა გასვლას რაც შეეხება, ძალიან კარგი დღე იყო, ცოტა მუხლიც გავშალე და თოვლიც ვნახე (თორემ თბილისში ამ გაზაფხულის ამინდებმა ლამის "გამარეკინა")

Image

მადლობა 2განიზატორებს და ყველა მონაწილეს. ჩემგან განსაკუთრებული მადლობა ლომს, მის ეკიპაჟს და ასევე შამილას, რომელიც (რა თქმა უნდა პატრონთან ერთად) კარგად დაეხმარა სხვა რკინის რაშებს :))

ნაი, გასვლის აღწერაში "სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილებში" ან სადმე ჩავამატებდი ცემში მდებარე სარკინიგზო ხიდს ("კუკუშკა" რაზეც გადის), რომელიც რომანოვებს საფრანგეთში შეუკვეთავთ და არც მეტი არც ნაკლები თვით გუსტავ ეიფელის მიერ არის კონსტუირებული თურმე და საქართველოში 1902 წელს ჩამოუტანიათ.
ესეც ამ ხიდის ფოტო (ხარისხზე ბოდიში)
Image


სხვა ფოტოებს მოგვიანებით დავდებ.

15 იანვარი - დაბის ეკლესია, ტიმოთესუბანი და ლიბანი

Posted: 17 იან 2012, 17:51
by LiBrA
მიხარია, რომ 15 იანვარი თქვენთან ერთად გავატარე, ვიბოდიალეთ თოვლიან გარემოში, მოვილოცეთ ულამაზესი ტაძრები. განსაკუთრებით, დაბის ეკლესიის ადგილმდებარეობით მოვიხიბლე. კიდევ ის, რომ დავიბედეთ კარგი განწყობა. თქვენი არ ვიცი და მე ქალაქური სიმღერები აშკარად დამებედა :lol: :lol:
მოკლედ, ფრიად კმაყოფილ :)
Naia wrote: დროდადრო კაკატულის წამოღებულ ცეცხლოვან და ჯადოსნულ ლიქიორს ვწრუპავდით :)
მართლაც რომ კარგი პატივი გვცა კაკატულის ცეცხლოვანმა ლიქიორმა :D
თან როგორი მოთხოვნადი იყო :)


Falcon wrote: ფალკონ ვარ ფალკონ.

ხოდა ამიტომ გადაირქვი და გახდი შევარდენი :lol: :lol: