თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
baqo
მაწანწალა
Posts: 341
Joined: 01 ივნ 2009, 20:57
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by baqo » 29 ოქტ 2010, 12:32

გაიხარე ძმაო.

User avatar
iano
ბოდიალა
Posts: 244
Joined: 28 მაი 2010, 01:30
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by iano » 31 ოქტ 2010, 15:29

ძალიან სიანტერესოდ წერ შენ თავგადასავალს მოუთმენლად ველი გაგრძელებას

:)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 ოქტ 2010, 23:51

ამ შესანიშნავი გასვლის თემას, დიდი ხანია, ველოდი.
თხრობა მშვენიერია.
ახლა სულ უფრო და უფრო მეტი საინტერესო ამბების მოყოლის მოლოდინი მაქვს.

აქვე, შემოგთავაზებთ :კარავის: ბმულს, რომელიც ამ გასვლის 1გვარი დღიურიც არის:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4443&start=0
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ინა-უნა
ბოდიალა
Posts: 280
Joined: 19 მაი 2010, 23:16
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by ინა-უნა » 01 ნოე 2010, 00:20

აქ ღოჩაღს ვერ იტყვი.
ძლიერი ადამიანი ყოფილხარ სულით-ხორცამდე :!:

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 01 ნოე 2010, 15:53

baqo
iano
GAMARJOBA SAKARTVELO
ინა-უნა

გაიხარეთ :)


........................................

გათენებისთანავსე მივხვდი რომ რამდენიმე დღე მომიწევდა ხაშურში დარჩენა.
რადგან ფაქტიურად ვერ დავდიოდი, ძლივს და ისიც რამეზე ან ვინმეზე დაყრდნობით.
მარჯვენა მუხლს ვერ ვშლიდი, მყესები გამიდიდა და ქვასავით გახდა.
სხვა გზა არ იყო დიკლობერნის ნემსების გარდა, ხოდა მეც მიკეთებდნენ 3 დღის განმავლობაში
ფეხებს კი მარილიან წყალში ვდგამდი და კიდევ ათასნაირი ხსნარებით ვიმუშავებდი.
აბაიაძეების ოჯახში სრულად შემექმნა პირობები რომ "მალე" გამოვჯანმრთელებულიყავი
თან ხაშურის ისტორიებსაც ვისმენდი გულდასმით :)

Image

ამ ქალაქშვე ვიყიდე შედარებით მაგარ ძირიანი სანდლები და სპორტული ნასკები (ჩემი აზრით გამოსადეგი)
სინთეტიკას ხომ 100%-იანი კოტონით ვანაცვლებდი, მართლაც ძალიან კომფორტული და ჰაეროვანი იყო.
სხვა რაღა უნდა ყოფილიყო ამაზე შესაბამისი?! :) როგორ ვცდებოდი თურმე....
კოტონის ნასკები ფეხის სისველეს და ოფლს შეისრუტავს და იქვე ტოვებს, ანუ არ აორთქლებს.
ეს კი მაზოლებისა და წყლულებისათვის შესანიშნავი წინაპირობაა.

და აი 4 დღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გავუდექი რიკოთისაკენ გზას.


ფოტოაპარატის ბატარიები დამეკარგა, მეორე წყვილი დაუტენელი ყოფილა
და მოკლედ ხან ტელეფონით ვიღებდი ხანაც შემდგომში ციფრულით.
Image

Image

სურამში ძალიან შემაწუხა მუხლის სახსარმა და დავიწყე აფთიაქის ძიება რათა დიკლაკის გელი მეყიდა,
დილის 7-ის ნახევარი იყო და ბუნებრივია დაკეტილი დამხვდა, თან მალე არც გაიხსნებოდა ამიტომ გზა უწამლოდ გავაგრძელე.
სურამს გავცდი თუ არა ტკივილი მომეხსნა და უკვე იტრია ჩუმათელეთის საზღვარზე სასწაული ტემპი მქონდა აკრეფილი.
ისეთ სიხარულს განვიცდიდი - აღარ ვდარდობდი სარეაბილიტაციოდ დაკეტილ რიკოთის გვირაბში გამატარებდნენ თუ არა?

Image

გადავიარე სათადარიგო 4.5 კმ–იანი უმშვენიერესი გზა
და აი ასეთი ლამაზი ჩინური იეროგლიფები ვიხილე დასასრულს :D

Image

მალე იმერულ ხაჭაპურზე შევიარე აი აქ

Image

სადაც ფულს არ მართმევდნენ, ამხელა გზაზე ხარ და როგორ გამოგართვათო,
მუშაკი იმსახურებს თავის საზღაურსო ეს ჯერ კიდევ როდის იწერებოდა. ასე რომ უფულოდ არსად ვჭამდი.

სოფელ ხევში ამ ბიჭმაც დამპატიჟა სიმინდზე.

Image

მალე ვერტყვიჭალის მოქეიფე ჯგუფმაც მიმიპატიჟა :)

Image

და შემდეგ კი საქასრიას ბირჟამაც არ მომაკლო სითბო :)

Image


ტკბილია იმერეთი! დღესაც იგივეა რაც კლდიაშვილის მოთხრობებში ამოგვიკითხავს. სტუმართმოყვარე და ცოტათი სევდისმომგვრელი...
Last edited by Lahil on 01 ნოე 2010, 16:57, edited 1 time in total.
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 01 ნოე 2010, 16:39

გავაგრძელე გზა, იმ საღამოს ვაპირებდი უბისის მონასტერში მისვლას და ბერებისთვის გასათევი ადგილის თხოვნას,
მაგრამ იმავდროულად კარაველი Chiamaya – სგან მქონდა შემოთავაზება დეიდამისთან დავრჩენილიყავი
სოფელ შროშაში.
რახან დაღამებას ბევრი არ აკლდა ვიფიქრე უბისის მონასტრისკენ ჩავუხვევთქო. მაგრამ იქვე გზაზე
4 ადგილობრივი კარგად გამომთვრალი ბიჭი ბოთლებს ისროდნენ და ხმამაღლა ყვიროდნენ. (მაგარი მთვრალები)
ვიფიქრე ამ ჩემი ტურისტული ჩაცმულობით მათი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დამძიმება და შეურაცყოფის სურვილი არ გამომეწვია,
მეც ხომ სვანი ვარ და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება სავარაუდო განსაცდელს გავცლოდი და გავაგრძელე გზა შროშისკენ.
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 01 ნოე 2010, 17:19

გზაზე დამიღამდა,
როგორც იქნა პირველივე "თიხის სავაჭრო ცენტრამდე" :D მივაღწიე და იქაურებს შევეკითხე
ჯონდო გველესიანი (Chiamaya - ს ბიძა) სად ცხოვრობსთქო, არვინ იცოდა. :) ისე გველესიანების უბანი "ზვარე"
აქედან 2 კილომეტრშიაო :D რა მექნა ავანთე ფანარი და გავაგრძელე სვლა დაუსახლებელ ტრასაზე.
Chiamaya - ს დეიდა და ბიძა მხოლოდ ზაფხულობით ჩადიან იქ და ამიტომ არ იცნობდნენ მათ მოშორებით მცხოვრებნი.
ძალიან კოლორიტული და თბილი იმერელი ცოლქმარი დამხვდა! მართლა მშვენიერი იყო მათთან გატარებული საღამო.
იმერული სულისკვეთება სუფევდა ირგვლივ, სახლიდან დაწყებული ბატონი ჯონდოს მიერ შორაპნის მაზრის ისტორიებით დამთავრებული

აი ისინიც !


Image

ეს კი მათი მწვანე გარემო

Image
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Archil » 01 ნოე 2010, 22:02

Lahil

იმერლების მასპინძლობა ყველას ტკბილად გვახსენდება.

წინდებთან დაკავშირებით მეტი ინფო თუ შეიძლება.
მე მამბისას ვანიჭებ უპირატესობას, სინთეტიკას ორგანულად ვერ ვიტან. ყველაზე კარგად მაინც მატყლის წინდა მიმაჩნია.

ბუნებრივია წინდებს გამოცვლა უნდა და სუფთად შენარჩუნება-ხმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. (წელიწადში ერთხელ გამოცვლა რეკომენდირებული არაა ;) )
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

mamu
მაწანწალა
Posts: 891
Joined: 15 სექ 2009, 11:37
Location: tbilisi
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by mamu » 01 ნოე 2010, 22:13

საღოლ რა ძმაო შენ კეთილი შურით მშურს შენი რა

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 02 ნოე 2010, 13:55

mamu
:)

Archil
არჩილ, ე.ი ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი ჯერ.
თავიდან მეცვა სინთეთიკური წინდები + დაბალყელიანი სალაშქრო ფეხსაცმელი Columbia (ძალიან ხარისხიანი და გამძლე)
მაგრამ ამათმა კომბინაციამ და პაპანაქება სიცხეში გავლილ 40, 45 კმ გზამ გამოიწვია ის რასაც თავიდან ვერ ავიცილებდი, წყლულები...
იმის თქმა რომ სინთეთიკური წინდები ჰაიკინგისთვის არ გამოსადეგია მცდარი იქნება. ეს დამოკიდებულია თუ რა ტიპის ლაშქრობისთვის ვიყენებთ.
ხაშურიდან 100%-იანი კოტონის წინდებით გავაგრძელე სვლა. თან უკვე სანდლები მეცვა. მინდა გითხრა რომ ფეხის მიერ გამოყოფილ სისველეს შეისრუტავდა და იქვე ტოვებდა. გაშრობითაც შედარებით ნელა შრება.
თან ვამბობ რომ სანდლებთან ერთად მეცვა, მე რომ დახურული ფეხსაცმელი მცმოდა უფრო სავალალო შედეგი მექნებოდა.

ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ რომ ერთ ან ორ დღიან საზაფხულო გასვლაში როცა მთლიანობაში 20 კილომეტრი გაქვს ფეხით გასავლელი ბამბის წინდები შეიძლება ჩაიცვას კაცმა და არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნას...
მაგრამ ჩემს სიტუაციაში ეს იყო დაუშვებელი.

თბილისში დაბრუნებულმა ნეტში დავიწყე გამოცდილი მოლაშქრეების რეცენზიების და სპეც საიტების კითხვა სადაც აღმოვაჩინე ის რასაც მე ვწერდი.
ბამბის წინდებზე. რომ დასერჩოთ google-ში hiking socks ამოგიგდებთ უამრავ მასალას...

ახლა რაც შეეხება ჩემი გამოცდილების მიღმა ვარაუდებს მაგრამ სხვებისთვის უკვე აპრობირებულ მეთოდს
მთელი სხეულით და შინაგანი წინათგრძნობით მგონია რომ მატყლის წინდები არის საუკეთესო არჩევანი არამარტო ზამთრის არამედ ცხელ სეზონში სალაშქროდაც.
ჩვენი მამაპაპური მატყლის წინდების მინუსი ის არის რომ ძალიან "იკბინება"
არსებობს უახლესი ტექნოლოგიებით დამუშავებული მატყლის წინდები რომელიც ძალიან რბილი და კომფორტულია

აი მერსედესი ბრენდები :D

საუკეთესო 5-ეული:

1. Smartwool (მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა Merino Wool)
2. Coolmax (ბრენდიც არის და ქსოვილის შეკერვის სტილიც)
3. Thorlo
4. Wigwam
5. Darn Tough

მათი პროდუქცია იაფი ნამდვილად არ არის, მაგრამ მე თუ მკითხავთ როგორც არ შეიძლება სალაშქრო ფეხსაცმელზე და ზურგჩანთაზე კომპრომისის გაკეთება ასევე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული წინდი.
მას შეუძლია მთელი ლაშქრობა სევდიან მოგონებად დაგიტოვოს აღარაფერს ვამბობ დარღვეულ ჯანმრთელობაზე. ასეთი მწარე გამოცდილების გამო და იმიტომაც რომ ქართულ ვებ სივრცეში მწირი ინფორმაცია მოიპოვება აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა ძალიან სიფრთხილით და დაკვირვებით ვილაპარაკო ამ თემაზე სწორედ მე რომელმაც საკუთარ ტყავზე გამოვცადე ფეხის ტრამვების საშინელებანი.
დავუბრუნდეთ სინთეტიკურ წინდებს, ჰაიკერების დიდი ნაწილი მიუხედავად ცხელი ამინდებისა, ამჯობინებენ 2 წყვილი წინდის ჩაცმას.
ჯერ იცვამენ ე.წ ლაინერებს (LINER) რომელიც სხვადასხვა სინთეტიკური ბოჭკოსგან არის შეკერილი, ჩვეულებრივად ისინი თხელია.
ან სინთეტიკა + 20% მატყლი.
ხოლო ზემოდან ჩასაცმელი წინდა უმეტეს შემთხვევაში 60-70 ან 100%-იანი მატყლისაა.

ჯერ ერთი რომ ამ ორი წინდის კომბინაცია ხახუნის ძალას ამცირებს. (ლაინერსა და წინდას შორის უფროა)
მოერე ის რომ ფეხის მთლიანი ზედაპირი რბილად გაქვს,
მესამე კი ე.წ ლაინერები სისველეს ატარებს გარეთ და გადასცემს მატყლის წინდს რომელიც უკვე სწრაფად აორთქლებს და შიდა აკუმულირებას არ იწვევს.

რათქმაუნდა შეიძლება ლაინერის გარეშეც ჩავიცვათ მატყლის წინდა, ესეც თავისთავად შეიძლება.
ისინი თავის მხრივ იყოფიან 3 კატეგორიად: მჩატე, ნახევარდსქელი და სქელი. პირველი ორის ჩაცმა ცხელ სეზონებში შეიძლება ხოლო მესამე ზამთრისთვის უფროა რეკომენდირებული, თუმცა ზოგიერთი ზაფხულშიც იცვამს.

.....................

მოგზაურობის ამბებს გავაგრძელებ, როცა ოდნავ თავისუფალი დრო გამომიჩნდება.
მალე :)
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 03 ნოე 2010, 15:02

მოკლედ იმ საღამოს შროშაში დავისვენე გემრიელად,
რადგანაც მეორე დღეს ზესტაფონამდე მხოლოდ 18 კმ მქონდა გასავლელი ,
თავს უფლება მივეცი დილით ადრე არ ავმდგარიყავი.
ასე 4 საათი იქნებოდა გზას რომ გავუდექი,

როგორ მინდოდა ძირულაში მეც ჩავმხტარიყავი :)


Image

სადღაც არ მისული შორამპნამდე სვანეთიდან მომავალი 17 კაციანი დელეგაცია შემხვდა :)
ერთ-ერთს ჩუმად გადაუღია სურათი მანქანიდან :D

ფორუმელებიც არიან მათ შორის :)

Image


სურათში ჩანს რომ სანდლები მაცვია, ამასთან დაკავშირებითაც მინდა ცოტა რამ გითხრათ.

ჩემი ტრამვების შემდეგ აუცილებელი იყო ღია ფეხსაცმლით შემეცვალა სალაშქრო.
და აი მეც ხაშურის ბაზრის პირობაზე რისი შერჩევაც შეიძლებოდა ვიყიდე.

ქვემოთ რასაც დავწერ, თქვენ კარაველებს ნაკლებად გეხებათ, რადგანაც ძალიან გამოცდილები ხართ მსგავ თემებში.
ეს უფრო თბილისის ფორუმისთვის დაწერილი ტექსტია.
მაგრამ რადგანაც ჩემს გამოცდილებაზე ვსაუბრობ ნუ დამზრახავთ რომ
რამდენიმე რჩევა მაინც დავწერო, სწავლა სიკვდილამდეო :)
თუ ოდესმე გადაწყვიტავთ სიცხეში ბევრი კილომეტრის გავლას, მაშინ გახსოვდეთ რომ
ჯობია სალაშქრო სანდლები გამოიწეროთ რომელსაც აუცილებლად გამძლე სქელი ძირები ექნება.
გამოწერას ერთი უარყოფითი მომენტი აქვს, ზოგჯერ მთალად არ არის ის რაც ჩვენ გვაქვს საიტზე ნანახი,
ან ფერშია სხვაობა ან ზომას ვცდებით და ა.შ
მაგრამ რადგანაც ჩვენთან განსაკუთრებით სალაშქრო სანდლების არჩევანი თითქმის არ არსებობს მაინც ინტერნეტს უნდა ვენდოთ.

უბრალო სანდლები არ ჩაიცვათ (თუნდაც ძალიან რბილი და კომფორტული)
ეს სირბილე და "კომფორტი" საპირისპიროდ შემოგიტრიალდებათ.

საქმე იმაშია რომ გზის გვერდით როგორც იცით ყრია "შებენი"
ხოლო თქვენ გიწევთ სწორედ ამ ხრეშზე სიარული.
ზოგი მოზრდილი ქვა განსაკუთრებით უხერხულად აწვება ფეხის ზედაპირს.
ეს იმას ჰგავს რომ მთელი დღე პლიაჟის ქვებზე "შლოპანცებით" იაროთ.
სანდლები სოფლის უსწორმაწორო ნიადაგზეც შეიძლება ჩავიცვათ თუ ძალიან ცხელა.
მაგრამ ხანდახან შეიძლება ფეხის თითები ქვებზე მოგვიხვდეს, ამიტომ ჯობია
ნახევრადდახურული სანდლები თუ გვეცმევა, წინა დამცავი შრით.

მოკლედ იმის თქვა მინდა რომ სქელძირიან სანდლებს დაეწაფეთ :D

ამ სფეროში სპეციალიზირებული სამი ცნობილი ბრენდი,
რომელთაც ყველაზე დიდი კოლექციები აქვთ,
ფასიდან და ხარისხიდან გამომდინარე უამრავი მომხმარებელი ჰყავთ.
დიზაინიც მშვენიერი.
ისინი აწარმოებენ როგორც ნახევრად დახურულ ასევე ღია სანდლებს.

1.Keen
2.Teva
3.Merrell

..............................

დელეგაციას დავემშვიდობე და განვაგრძე გზა.
ზესტაფონში უკვე დაღამებულზე შევედი.
ქალაქის ცენტრში პროჟექტორებით გაჩახჩაღებულ ფანტანებს უამრავი
ხალხი მიეზიდა იქვე ბაღში სასეირნოდ.
ვიფიქრე ვაა, ეს ბარსელონაა თუ ზესტაფონითქო :D
მათი სიხარული და ტუსოვკა ხალის-გუნებას ვერ მიკეთებდა რადგან არ ვიცოდი სად გამეთია ის ღამე :D
ხოდა მეც მივადექი პოლიციის შენობას, ვთხოვე სადმე კარიდორში დავიძინებთქო.
მათ გამომართვეს პირადობის მოწმობა და ამიყვანეს უფროსთან.
ვიღაც მგზავრს სურს ღამის გათევა ჩვენს შენობაშიო :D

მაგრა თბილად მიმიღეს, შედეგად კი
ბედნიერად გავშალე ამ ოთახში პარალონი და სპალნიკი


Image

Image




ხო მართლა მინდა აღვნიშნო ის ფაქტი რომ, ჩემი მოგზაურობის
მეოთხე დღიდან იწყება საპატრულო სამსახურის მაქსიმალური ყურადრება ჩემს მიმართ.
თურმე ფორუმის თემა წაუკითხიათ და ეგრევე დამიკავშირდნენ.
მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის მანძილზე მოდიოდნენ
საპატრულო ეკიპაჟები ჩემთან და მეკითხებოდნენ ხომ ვგრძნობდი თავს ნორმალურად.
რადგან მართლა აუტანელ სიცხეში მიწევდა ათეულობით კილომეტრის გავლა.
მათი სახელების და გვარების ჩამოთვლა არ იქნება კორექტული (ვინმე გამომრჩება)
და ისედაც სურათების გადაღებასაც ერიდებოდნენ რადგან პოლიციის შიდა განაწესი თუ რაც არის გამორიცხავს მსგავს აქტივობებს.

ნუ მე მადლობის მეტი რა მეთქმის ამ ხალხის მიმართ!!!
ძალიან თბილები და ზრდილები... კარგადაც გამოიყურებოდნენ გაპიწკინებულ ფორმებში.

მადლიერების გრძნობა ის მთავარი ღირსება მგონია ადამიანში რომელიც
არ უნდა დავკარგოთ.

გთხოვთ ამ გამოსვლით არ ჩათვალოთ რომ ამ სტრუქტურას ვაპიარებდე,

პირიქითაც ვიტყოდი, ჩემი დიდი პროტესტი მაქვს ძალიან ძალიან ბევრი რამის მიმართ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში,
პირველ რიგში ადამიანის უფლებების სფეროში... არ გავაგრძელებ ბევრს. ისედაც მიხვდით ჩემი განწყობები ხაშურის ბანერიდან გამომდინარე!!!


ჰო, კიდევ მიკავშირდებოდნენ ჯანდაცვიდან! თითოჯერ დამირეკეს სპორტის და რეგიონალური განვითარების სამინისტროებიდან!
დიდი მადლობა მათ!

კერძო სამედიცინო კომპანია "მედიქლაბ ჯორჯია"-მ უშგულიდან ჩამოგიყვანთ ტრანსპორტითო, ჩემი ფეხების ამბები რომ გაიგეს :D
დიდი მადლობა გადავუხადე და რათქმაუნდა უარი ვუთხარი...
Last edited by Lahil on 03 ნოე 2010, 15:42, edited 2 times in total.
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Kakha » 03 ნოე 2010, 15:23

Lahil
ძალზე საინტერესო საკითხავია შენი თავგადასავალი. ველი ხოლმე ახალ-ახალ ნაწილებს.

რაც შეეხება ფეხსაცმელისა და წინდის შერჩევის პრობლემას. მე ვიტყოდი რომ ლაშქრობისთვის მომზადების დროს უმთავრესი ფეხსაცემელია ზოგადად, ამის მერე მოდის ზურგჩანთა, რადგან თუ ტანზე სწორედ არაა მორგებული გაგტანჯავს და თუ მძიმე ზურგჩანთაა სულაც შეიძლება ხერხემალი დაიზიანო და მერე უკვე დანარჩენი აღჭურვილობა.

ახლა რაც შეეხება ფეხსაცმელს, უფრო სწორედ წინდას - შალის და მხოლოდ შალის წინდა. იმ სინთეთიკას რომელსაც შენ ამბობ აქ ვერ იშოვი. ამოტომ მამაპამური შალის წინდა. ერთ დროს არქეოლოგიურ ექსპედიციებში ვმუშაობდი ჰოდა ექსპედიციის წევერების უმეტესობას ან შალის წინდაზე ბათინკები ეცვა ანდა იყვენე ფეხშველები და ეცვათ რასაც შლოპანცს ვეძახით. არადა ისეთ სიცხეში ვმუშაობდით, რომ ტვინი დუღდებოდა.

იგივე პრინციპია ლაშქრობაშიც ან მთალად გრილად უნდა იყო და პირდაპირ შიშველ ფეხზეც შეიძლება სანდლები გეცვას ანდა ბათინკი და შალის წინდა.

ცუდია, რომ იგივე დასკვნამდე საკუთარი შეცდომის ხარჯზე მიხვდედი. თუმცა, რადგან ძალზე კითხვად ფორუმებზე ყვები თავგადასავალს ალბათ ბევრი გაითვალისწინებს შენს გამოცდილებას....

აბა ველით თხრობის გაგრძელებას.

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 03 ნოე 2010, 15:39

Kakha
დიახ, კახა

შალი!!!

გეთანხმები!!!

:)
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 05 ნოე 2010, 16:22

ტელეფონის მაღვიძარა დილის 5-ზე მქონდა დაყენებული,
4 საათზე გამეღვიძა, იატაკზე მაინც ვერ ისვენებ კაცი რაც არ უნდა "რბილი პარალონი" გქონდეს დაფენილი.
ბეტადინით დავიმუშავე ტერფები და ქუსლები და გავუდექი გზას...

ყოველთვის მაინტერესებდა თუ რა ხდებოდა ზესტაფონის ასეთ დახრილ ნაგებობებში :D
ალბათ ფეროა არა? :)

Image

რადგანაც დილით უჭმელი გამოვედი სოფელ არგვეთასთან ძალიან მომშივდა
და იქვე გზის პირას მდებარე სასადილოში შევედი.

საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელმა "სასაუზმემ" და მასში შემომავალმა დილის მზის სხივებმა
განსაკუთრებულ რომანტიკულ ხასიათზე დამაყენა :)

Image

Image

სუპხარჩო უგემრიელესი აღმოჩნდა, ლიმონათიც ძალიან ტკბილი.
დასავლეთ საქართველოში ხშირად მიწევდა ადგილობრივი წარმოების ლიმონათის დაგემოვნება. სასმელის სათაური არასდროს რომ არ მსმენია აი ისეთის :)
კაცმა არ იცის როგორ ან სად ამზადებენ, შეიძლება სადმე ვანაში. ტელევიზორით რომ გვიჩვენებენ ხოლმე :D
ან შეიძლება ვაზვიადებ... ყოველშემთხვევაში კოკაკოლაზე უკეთესი იყო დასალევად. :)


ეს კი თერჯოლაში მევენახეობა "ხარების" ტერიტორიები

Image

ესეც იმერეთის დაბლობი სოფელ სიმონეთთან ახლოს

Image

დღის განმავლობაში გზაში 2-ჯერ არასდროს მიჭამია მაგრამ
ამ დღეს თერჯოლის რაიონმა რარაცნაირად მომაშია.

ესეც ქვემო სიმენეთში :)

Image

უნდა აღვნიშნო რომ თერჯოლელ ნოქრებს და სასადილო-მაღაზიების მფლობელებს ყველაზე დიდი მოგების მარჟები აქვთ დაწესებული
ვიდრე სხვა იმერული რაიონების კოლეგებს :D
ამას მხოლოდ ამ მოგზაურობის გამოცდილებით არ გიყვებით :)

სოფელ ნახშირღელესთან სამი ასე 13-15 წლის ბიჭი დამეწია, მივხვდი რომ ცნობისმოყვარეობა კლავდათ,
ძალიან უნდოდათ ჩემთან გამოლაპარაკება.
მეც გავუადვილე ამოცანა და პირველი თავად გავესაუბრე.
შევეკითხე ქუთაისამდე რამდენი კილომეტრი იყო დარჩენილი.
უცბად ისეთი მოლაპარაკე და თბილი ბავშვები შემრჩნენ ხელში რომ ძალიან ვისიამოვნე მათი საზოგადოებით.
მითხრეს მდინარე ჭიშურაზე მივდივართ საბანაოდო და მეც შემომთავაზეს იქ მათთან ერთად წასვლა.
ამ მდინარის შესახებ ქუთაისის ფორუმიდან მსმენოდა.
გზიდან სოფელ ნახშირღელეს რომ გახედავ ვერანაირად ვერ იფიქრებ ამ ერთი შეხედვით გადახრუკულ ადგილას თუ შეიძლება ისეთი
ედემი არსებობდეს როგორიც მდინარე ჭიშურა და მისი მიმდებარე ტერიტორიაა.


Image

Image

ცნობისმოყვარე კეთილი ბავშვები :)

Image
Last edited by Lahil on 24 იან 2011, 15:02, edited 1 time in total.
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by paata_ » 05 ნოე 2010, 17:22

ვახ რა ცოტას დებ ხოლმე, არ მყოფნის :)


უნდა დავაგროვო რამდენიმე დღის რა

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]