28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Post by Tamari-ch. » 06 მარ 2010, 22:25

qvevri
რადგან თემა მაინც იქაურობას ეხება თქვენისავე ნებართვით (თემის გასამდიდრებლად) ორიოდე სურათს დავდებ
აი ესაა წმ. ევსტათის (ესტატე) სახელობის ეკლესია.
ეს ეკლესია არაა ბაგრატიონის დისკზე
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Post by qvevri » 07 მარ 2010, 13:51

ჩემი ბრალია რამე?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Post by Tamari-ch. » 07 მარ 2010, 14:47

qvevri wrote:ჩემი ბრალია რამე?
:lol:
უბრალოდ იქნებ მიუთითო რომელ ადგილასაა...
:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Post by UTUFURS » 08 მარ 2010, 20:51

ბოდიში შეყოვნებისთვის :) ვაგრძლებ ჩვენი თავგადასავლის თხრობას.

წყარისთავს რომ გამოვცდით, მზემ შუადღის სხვივები უხვად უბოძა კახეთის ველებს, საგრძლობლად დათბა, დაცხა კიდეც... :) მივედით ნინოწმინდაში. გრანდიოზულმა კომპლექსმა დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. ნეტავ ეს ტაძარი დანგრევამდე რამხელა იყო?

მცირე ინფო:
ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია. დიდი გუმბათქვეშა სივრცის სესაქმნელად ცენტრალური კვადრატის კუთხეებში ოთხ აფსიდს შორის დიაგონალურ ღერძებზე თითო დამატებითი მცირე სადგომია ჩასმული. გარედან ტაძარი გეგმით ვარსკვლავისებრი ნაგებობა იყო, სიდიდის მიხედვით მონაცვლეობით განლაგებული ნახევარწრიული მოხაზულობის შვერილი აფსიდებით. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდს შუა ნაწილში, სადაც სარკმლებია გაჭრილი, აქვს წახნაგოვანი ფორმა. შენობა წარმოადგენდა ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს და ჯვრის ტიპის ძეგლთა უშუალო წინამორბედს. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ საფუძვლიანად (XI-XII სს., XVI ს.). საბოლოოდ დაინგრა 1824 და 1848 მიწისძვრის დროს.

ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდით ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. იგი XVI-XVIII საუკუნეების აგურის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. ქვემო სამ სართულში თითო კამაროვანი ოტახია ისრული სარკმლებით, ნიშებითა და ბუხრებით. მეოთხე სართული საკუთრივ სამრეკლოა - რვაბოძიანი თაღებით გახსნილია ფანჩატური. ფასადები დამუშავებულია აგურის წყობით გამოყვანილი და სიმეტრიულად განლაგებული ისრული თაღებით, რომბებით, ჯვრებით.

გალავანი:

Image


ჭიშკარი:

Image


დიდებული ნანგრევები:

Image


აღმოსავლეთ ფასადი:

Image


შიგნიდან, შემორჩენილია ფრესკების ნაწილი:

Image


წარწერები ძველ ქვებზე:

Image


და დიდებული სამრეკლო:

Image




qvevri
წყაროსთავის სამება. ამ ტაძარს საკმაოდ საინტერესო აღმოსავლეთის სარკმელ-სანიავებლები აქვს და არ გადაგიღია?
სამწუხაროდ, არა.

User avatar
UTUFURS
ბოდიალა
Posts: 184
Joined: 27 დეკ 2009, 18:49
Location: 4/6/1/1
28.02.2010 - გარე კახეთი პატარძეულიდან მელაანამდე

Post by UTUFURS » 20 მარ 2010, 00:11

ნინოწმინდადან საგარეჯოს გავლით გავემართედ სოფელ მანავისკენ.

ჯერ მოვინახულეთ ღვთისმშობლის ეკლესია:

Image

გუმბათი შიგნიდან:

Image


შემდეგ კი ავუყევით აღმართს, ზემოთ მთის წვერზე აღმართული მანავის ციხისკენ....

Image


ქოშინით ავაღწიე (ჩემი ღიპის პატრონმა!) და აზეთი ხედი გადამეშალა:

Image

სამი საინტერესო ეკლესია, ძველი საფლავის ქვები და მძლავრი თავდაცვითი ზღუდეები:

Image

Image


და საოცარი ხედები, მანავის ციხე მართლაც უზარმაზარი ტერიტორიის გაკონტროლების საშუალებას მისცემდა მფლობელს.

სოფელი მანავი და გარე-კახეთის ველები:

Image

სახელოვანი ვენახები "მანავის მწვანისა" :)

Image

გზა ჩალაუბნისკენ, შორს მოსჩანს ჩაილურის ციხე:

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]