დემანოვსკას მღვიმეები სლოვაკეთში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Druides
იეტი
Posts: 1933
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
დემანოვსკას მღვიმეები სლოვაკეთში

Post by Druides » 22 სექ 2018, 01:31

ნანახი მღვიმეები , დემანოვკას ყინულის მღვიმეები Demänovská ľadová jaskyňa და დემანოვკას თავისუფლების მღვიმე Demänovská jaskyňa Slobody
დავიწყებ მოყოლას დემანოვკას თავისუფლების მღვიმეთი Demänovská jaskyňa Slobody.
მდებარეობა : სლოვაკეთი , ქვემო ტატრები , დემანოვკას ხეობა , GPS კოორდინატები N 48,9981003 E 19,5851002 , https://www.google.com/maps/place/48%C2 ... 19.5851002
ყველაზე ახლოს მდებარეობს ქალაქი ლიპტოვსკი მიკულაშ Liptovský Mikuláš , რომელიც წარმოადგენდა სლოვაკეთში მნიშვნელოვან სავაჭრო და კულტურულ ქალაქს . ძალიან პატარა ქალაქია , ერთ დღეში თავისუფლად შეიძლება დათვალიერება . ქალაქის დასახალება მოდის ისტორიული რეგიონიდან ლიპტოვიდან და წმინდა ნიკოლოზიდან ( Mikuláš - ნიკოლოზი) .
სანახავი ადგილები: Kostol sv. Mikuláša წმინდა ნიკოლოზის სახელობის კათოლიკური ეკლესია,
ევანგელისტური ეკლესია Evanjelický kostol ,
კლასიკური სეცესიური სინაგოგა Synagóga v Liptovskom Mikuláši,
პონგრაცოვების სასახლე Pongrácovská kúria,
მმართველის სასახლე (ჟუპანის სასახლე_ Illešházyovská kúria ანუ Bývalý Župný dom .
ოკოლიჩანოვების სასახლე Kaštieľ rodiny Okoličániovcov v Okoličnom,
ყოფილი იეზუიტების მონსატერი Bývalý jezuitský kláštor ,
ფრანცისკანელების მონასტერი (Kostol a kláštor františkánov
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1933
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
Re: დემანოვსკას მღვიმეები სლოვაკეთში

Post by Druides » 22 სექ 2018, 02:19

რაც შეეხება მღვიმეებს , დემანოვსკა თავისუფლების მღვიმე Demänovská jaskyňa Slobody მდებარეობს ზღვის დონიდან 870მ სიმაღლეზე, აღმოაჩინეს 1921წელს , ტურისტებისთვის გაიხსნა 1924 წელს. ამჯერად ტურისტებისთვის მარშრუტი შეადგენს 2 კმ მონაკვეთს , მღვიმეს მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 8126მ .
ტურისტებს მარტო არ უშვებენ, მხოლოდ გამყოლ გიდთან ერთად, არის 2 ტრასა, 100წუთიანი -2150მ და 60 წუთიანი -1150მ . საშუალო ტემპერატურა მღვიმეში შეადგენს 6,1- 7 °C, ტენიანობა 97 -99%. მღვიმე აგებულია მონაცრო - ლურჯი კირქვული ქანებისგან , რომლებიც წარმოიშვა ტრიასულ პერიოდში , მდინარე დემიანოვკის მიწისქვეშა ეროზიულ და კოროზიულ ზემოქმედების შედეგად .
სამწუხაროდ, სურათების გადაღებას გვიკრძალავდნენ და მკაცრად აკონტროლებდნენ . აქ არის ვიდეო https://www.youtube.com/watch?v=o7ZPEl7DjZQ , ასევე შეიძლება ოფიციალურ ვებ გვერდზე სურათების ნახვა http://www.ssj.sk/pl/jaskyna/4-demianow ... a-wolnosci.

ვდებ ინტერნეტში ნანახ რამოდენიმე სურათს https://zapodaj.net/99ff5f2dbaf4f.jpg.html
https://zapodaj.net/5912423800e89.jpg.html
https://zapodaj.net/3e24009e91d1c.jpg.html
https://zapodaj.net/3e647e76c773c.jpg.html
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1933
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
Re: დემანოვსკას მღვიმეები სლოვაკეთში

Post by Druides » 22 სექ 2018, 23:11

მეორე ობიექტი იყო დემანოვსკას ყინულოვანი მღვიმე Demänovská ľadová jaskyňa , რომელიც წარმოადგენს ზედა პოსტში აღწერილი მღვიმის ( Demänovská jaskyňa slobody )ჩრდილოეთ ნაწილს . პირველი ცნობები ამ მღვიმის შესახებ 1299 წლით არის დათარიღებული. ტურისტებისთვის მარშრუტის სიგრძე 850მ-ია , მთლიანი სიგრძე 1975მ,სიმაღლე 57მ .
მდებარეობა : N 49,0162010 E 19,5827999 , 10 კმ-ში ქ. ლიპტოვსკი მიკულაშინიდან .
ტემპერატურა მღვიმეში 0°C, ტენიანობა 92-98% .
მღვიმეში უხვად არის ყინულის სტალაგმიტები და სტალაქტიდები , ასევე სტალაგნატები .
მღვიმეში აღმოჩენილია სხვადასხვა ცხოველების ნაშთები .
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1933
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
Re: დემანოვსკას მღვიმეები სლოვაკეთში

Post by Druides » 22 სექ 2018, 23:18

სამწუხაროდ დროის უკმარისობის გამო ვერ მოვახერხე მენახა სხვა მღვიმეები Belianska jaskyňa , Brestovská jaskyňa , Bystrianska jaskyňa , Dobšinská ľadová jaskyňa , Domica , Driny , Gombasecká jaskyňa , Harmanecká jaskyňa , Jasovská jaskyňa , Ochtinská aragonitová jaskyňa , Važecká jaskyňa .... სანახავი კიდევ ბევრია :) ....
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6868
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
Re: დემანოვსკას მღვიმეები სლოვაკეთში

Post by Archil » 27 სექ 2018, 22:35

მაგარია
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]