ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
tushi aleko
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 23 ივლ 2009, 14:39
Location: თუშეთი-წოვათა
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by tushi aleko » 05 მაი 2011, 22:20

დილაც ცოტა სუსხიანი გათენდა. წესით ასე 6 საათისკენ სატყეოს მანქანას უნდა ჩამოევლო და გზის ბოლომდე უნდა გავყოლოდით მაგრამ ისევ არ გაგვიმართლა-მეტყევეს ან ძალიან ადრე გაეღვიძა, ანდაც მეტად გაუგრძელდა ძილი. მოკლეთ მანქანა აგვიანებდა, ჩვენ კი დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვქონდა, ღმერთი ვახსენეთ და დავიძარით. თბილისიდან ნახევარი ლიტრი სახლის არაყი მქონდა წამოღებული, ამდენივე ლიქიორი GIO GEO-ს დეიდამ მოგვცა, მაგრამ მაინც გვეცოტავებოდა, ამიტომ იქვე ბოლო მოსახლესთან ნახევარი ლიტრიც დავიმატეთ და უკვე დამშვიდბულები შევუყევით ხობის წყლის ხეობას.
Image


Image

ხეობა მეტად ლამაზია, გზად ბევრი პატარ-პატარა ხევები და ნაკადულები ჩამოდის. ერთ-ერთი ასეთია გვალაშარა. GIO GEO ხშირად ისვენებდა მუხურში და მისი თქმით საუცხოოდ ლამაზი ჩანჩქერები ყოფილა გვალაშარას ხეობაში. მარტო ეს სურათი რად ღირს ამის დასტურად.
Image

გვალაშარას ცქერით გავძეხით და გზა გავაგრძელეთ. შემდეგი ხეობა კიდევ უფრო ლამაზი აღმოჩნდა და ასე გულგრილად ვერ ავუარეთ გვერდი.
Image

Image

ამინდი საკმაოდ ცხელი დაგვემთხვა, რაც ერთიორად ართულებდა ჩვენს ლაშქრობას. სამანქანე გზა დაახლოებით 25-30 კილომეტრამდე იყო. რაც უფრო მივიწევდით გზა მითუფრო რთულდებოდა. ტემპიც შეგვიმცირდა ,მაგრამ მაინც საკმაო სიჩქარით ვმოძრაობდით. გზის ნახევარზე მეტი გვქონდა დაფარული მანქანის გუგუნი რომ მოგვესმა შორიდან. დარწმუნებული არ ვიყავით რომ ხმა ჩვენსკენ მოდიოდა მაგრამ იმედი მოგვეცა, გავხალისდით და გაორმაგებული შემართებით შევეკიდეთ აღმართს. როგორც იქნა ჩვენც გაგვიმართლა და მანქან წამოგვეწია.

Image

Image


დაახლოებით 3 საათის გზა ნახევარ საათში ავიქროლეთ, ამაზე უკეთესს ვერც კი ვინატრებდით იმ დროისთვის. მეტყევეს მადლობით გამოვეთხოვეთ და ბილიკს ავუყევით. ეს იყო სამანქანე გზის დასასრული, სულ რამოდენიმე წუთში ალპურშიც აედით და საზაფხულო ქოხიც გამოჩნდა.

Image


Image

Image


Image


მართალია ტრანსპორტიც მოგვეშველა, მაგრამ წინა წელთან შედარებით მაინც დაუჯერებლად მცირე დროში მივედით ქოხთან. ჯერ შუადღე რიგიანადაც არ დამდგარიყო, ჩვენ კი უკვე ჩმმ-ს(ერთგვარი თამაშია და ყველა ტობელი დამეთანხება რომ საკამოდ სახალისოც) ადგილას ვისვენებდით :D :D :D . აქ გენერალური შესვენება მოვაწყეთ და ზეიკიძესაც გამოვჭერით ყელი :D :D მე და გიომ.

Image


ეგ საწყალი ისე ფართხალებდა რომ ორი ტაეკვონდოსიტიც კი ძლივს ვაკავებდით :lol: :lol: :lol:. ხელდახელ სუფრაც გაიწყო, ჭაჭის ნაჟურით ღმერთი ვახსენეთ და მადლობა შევწირეთ იმ სილამაზისთვის რომელიც გარს გვეხვია

Image

ზემოთაც ვახსენე რომ მართლაც დაუჯერებლად მცირე დროში მივედით ამ ქოხთან. აღებული ტემპის და დიდი მონდომების გათვალისწინებით გაჩნდა გიჟური იდეა: "ამ ღამეს ოხოჯეზე ვათენებთ". ამ განზრახვის შესრულების ბოლომდე ალბათ არცერთს გვჯეროდა, მაგრამ მიზანი დავისახეთ და შევუდექით მის განხორციელებას. ქოხთან დიდხანს აღარ გავჩერდით და დავიძარით. როგორც გითხარით უკვე ალპურ ზონაში ვიყავით ასულები და ბილიკიც წელამდე დეკიანს მიუყვებოდა. ფერდობები ულამაზესი ყვავილებით იყო მორთული, ხევები ნისლში ჩაძირულიყო და ულამაზეს ხედებს გვპარავდა. უკან დიდი სისწრაფით ვიტოვებდით არაჩვეულებრივ სილამაზეს, მაგრამ გული არ გვწყდებოდა რადგან ყოველი ნაბიჯი უფრო დიდ სილამაზესთან გვაახლოვებდა.
Image


Image

ტყის ფერდობი ჩავიარეთ და პატარა შენაკადს მივადექით. გაგრილება მოგვინდა და ოპლააა....
Image


Image


ცოტა ფორმაში მოვედით, პატარა აღმართი ავიარეთ და თოლორდავების ქოხსაც მივადექით. წელიწადი იყო გასული იმ სითბოსგან და შესაშური მასპინძლობისგან რომელიც ამ ქოხიდან გვახსოვდა. იგივეს ველოდით ამჯერათაც და ძველი მეგობრების მოკითხვის წყურვილით მივუახლოვდით ქოხს, მაგრამ.... ძაღლები არ გამოგვეგებნენ, ირგვლივ სიჩუმე იდგა, ბინა ცარიელი იყო. მცირე იმედგაცრუება ვიგრძენით და სინანულით გავიხსენეთ შარშანდელი. სამივეს თვალწინ გვედგა ცხელი რძე, უგემრიელესი სულგუნი და ის სითბო რომელიც მწყემსებმა გვაგრძნობინეს.

Image



Image


Image


Image

ნაბანაკართან სული მოვითქვით, წყალი შევივსეთ და მაღლობს შევუყევით. ტემპი მართლაც რომ შესაშური გვქონდა, ერთმანეთს ვამხნევებდით მაგრამ ყველაზე მეტ სტიმულს ოხოჯე გვაძლევდა, თითქოს ჩაგვესმოდა "ცოტაც გაიჭირვეთ და სიხარულით გელითო". უღელტეხილი გადავიარეთ, ზამთრის ნაშთებით სახე გავიგრილეთ
Image

და მონადირეების სადგომს მივადექით. ეს, ქვებით ერთი მეტრის სიმაღლეზე ამოყვანილი კედლები გახლდათ, რომელსაც მონადირეები ცელოფანს აფარებენ და გამეს ათევენ. აქ ცოტა წავიხემსეთ თაფლით და თხილით, რადგან ვიცოდით რომ წინ ყველაზე დიდი და მომქანცველი აღმართი გველოდა. 3000-ზე ავდიოდით და სუსხიანმა ნიავმაც არ დააყოვნა. აღმართი გაჭირვებით, საკმაო შესვენებებით ავიტანეთ. აღმართის თავზე ცოტას ივაკებდა და შემდეგ ისევ აღმართი, ამჯერად უკვე თოვლიანი იწყებოდა. ჩემი ფეხსაცმელი არცთუისე კარგად გამოიყურებოდა და გაყინულ თოვლზე სიარული საკმაოდ გამიჭირდა.
Image


Image


Image



Image

ბოლო აღმართიც ავიარეთ და გამოჩნდა სანატრელი ლურჯიც, თუმცა ლურჯი?... არა თეთრი ყოფილა მთლად თეთრი. ეს დაუჯერებელი იყო. ივლისის ბოლო დღეს ტბის 80% გაყინული იყო. თოვლიანი დაღმართი რეაქტიული სისწრაფით ჩავირბინეთ და, და მივედიიიიიიიით

Image


Image



Image



Image


Image

როგორც გამოჩნდა ამინდი საკმაოდ ცუდი დაგვახვედრა ოხოჯემ. ტბა ნისლში იყო ჩაძირული და წესივრად ვერც ვნახეთ. დაღამებას არაფერი აკლდა და სასწრაფოდ კარავი გავშალეთ ტბის პირას. კარავი გამოუცდელი იყო და იმედი გვქონდა გაამართლებდა. ცელოფანი გვქონდა წაღებული, ყოველი შემთხვევისთვის გადავაფარეთ, გარშემო ქვები შემოვუწყვეთ და შევძვერით. დაუჯერებელი იყო მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. წინა წელთან შედარებით არც მეტი არც ნაკლები 4-ჯერ სწრაფად დავლაშქრეთ ოხოჯემდე მნძილი. მშვიდობიანი და რაც მთავარია მშრალი გამის იმედით ძილინებისა ვუსურვეთ ერთმანეთს და გავინაბეთ. წვიმა იქ უცხო ხილი სულაც არიყო, მაგრამ გრიგალი თუ გაგვაღვიძებდა შუაღამეს ნამდვილად არ ველოდით. ისეთი წვიმანარევი ქარი ქროდა რომ ჩვენი ცელოფანი სადაცაა გაფრენას აპირებდა ჯონიმ რომ იყოჩაღა. გარეთ გავარდა წამიერად იმ წარღვნაში, კარვის ბოლოებს გამოაბა ცელოფანი, კიდევ რაღაც ჯადოქრობა ჩაატარა და გადაგვირჩინდა კარავი. ცოტა ხანში წვიმა შეწყდა და როგორც იქნა ჩაგვეძინა. დილამდე აგარც გავტოკებულვართ.
:)
წამო თუშეთში

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by zura N. » 05 მაი 2011, 23:10

tushi aleko wrote:
ბოლო აღმართიც ავიარეთ და გამოჩნდა სანატრელი ლურჯიც, თუმცა ლურჯი?... არა თეთრი ყოფილა მთლად თეთრი. ეს დაუჯერებელი იყო. ივლისის ბოლო დღეს ტბის 80% გაყინული იყო. თოვლიანი დაღმართი რეაქტიული სისწრაფით ჩავირბინეთ და, და მივედიიიიიიიით

Image


Image
:)
ძალიან მაგრებია ეს ორი... რაღაც ძალიან მისტიური მეჩვენება... :roll: :shock: :)
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
tushi aleko
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 23 ივლ 2009, 14:39
Location: თუშეთი-წოვათა
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by tushi aleko » 05 მაი 2011, 23:41

ხოოო ეგ ორი მართლა ძალიან მაგარი გამოვიდა ზურა :) :) :) :)
წამო თუშეთში

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by Naia » 06 მაი 2011, 09:46

tushi aleko
წინა წელთან შედარებით არც მეტი არც ნაკლები 4-ჯერ სწრაფად დავლაშქრეთ ოხოჯემდე მნძილი.
ანუ, სოფლიდან დილით გასულები, საღამოს უკვე ტბაზე იყავით? :shock:

აი, მესმის ტემპი :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by Mta Mkvarebia » 06 მაი 2011, 10:31

აი მესმის ტემპი, მართლა არბენა გამოგსვლიათ, ყოჩაღ თქვენ! :DD
იმედს ვიტოვებ , მეც მეღირსება მაგ ადგილების ნახვა :D
Image

User avatar
GIO_GEO
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 25 აგვ 2007, 17:05
Location: მთვარე
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by GIO_GEO » 06 მაი 2011, 11:09

tushi aleko wrote:
ტყის ფერდობი ჩავიარეთ და პატარა შენაკადს მივადექით. გაგრილება მოგვინდა და ოპლააა....
Image


აქ დედიშობილაც იბანავა ვიღაცამ მახსოვს :lol: ხოდა ამსახველი ფოტოც იყო მაგ ყველაფრის, მაგრამ მოგვიანებით გაქრა რატომღაც :roll: :lol:
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...

User avatar
GIO_GEO
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 25 აგვ 2007, 17:05
Location: მთვარე
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by GIO_GEO » 06 მაი 2011, 11:20

tushi aleko wrote:
Image

"ჯონი მფატრავი” :twisted: :twisted:
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by Wanderer » 06 მაი 2011, 11:26

ვაჰ ვაჰ, რა ლაშქრობა! რა ხალხი! რა ადგილები! ყოჩაღ თქვენ რა! მაგრები ხართ! :)
თოლორდავების ქოხსაც მივადექით. წელიწადი იყო გასული იმ სითბოსგან და შესაშური მასპინძლობისგან რომელიც ამ ქოხიდან გვახსოვდა. იგივეს ველოდით ამჯერათაც და ძველი მეგობრების მოკითხვის წყურვილით მივუახლოვდით ქოხს, მაგრამ.... ძაღლები არ გამოგვეგებნენ, ირგვლივ სიჩუმე იდგა, ბინა ცარიელი იყო. მცირე იმედგაცრუება ვიგრძენით და სინანულით გავიხსენეთ შარშანდელი. სამივეს თვალწინ გვედგა ცხელი რძე, უგემრიელესი სულგუნი და ის სითბო რომელიც მწყემსებმა გვაგრძნობინეს.
მე და ნინოს გვქონდა ბედნიერება კიდევ ერთხელ დაგვეგემოვნებინა ეგ რძე-მაწონი უკანა გზაზე. ;)

მაგრამ რატომ აღარ იყვნენ ნეტა? :( ალბათ გაანებეს მეურნეობას თავი... მთლად გაუკაცრიელებულა ეგ არემარე და ეგაა... :(
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
GIO_GEO
ბოდიალა
Posts: 112
Joined: 25 აგვ 2007, 17:05
Location: მთვარე
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by GIO_GEO » 06 მაი 2011, 11:26

Naia wrote:tushi aleko
წინა წელთან შედარებით არც მეტი არც ნაკლები 4-ჯერ სწრაფად დავლაშქრეთ ოხოჯემდე მნძილი.
ანუ, სოფლიდან დილით გასულები, საღამოს უკვე ტბაზე იყავით? :shock:

აი, მესმის ტემპი :)
კიი საღამოს უკვე ტბაზე ვიყავით :wink: :wink:
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...

User avatar
tushi aleko
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 23 ივლ 2009, 14:39
Location: თუშეთი-წოვათა
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by tushi aleko » 09 მაი 2011, 18:22

აი გათენდა კიდეც როგორც იქნა. ძალიან ცუდად გვეძინა სამივეს. საძილეები თითქმის ბოლომდე დგვისველდა. კარვიდან თავი გამოვყე და როგორც იქნაააა- ცაზე ღრუბლის ნაფლეთიც არსად ჩანდა. სხვებიც გავაღვიძე და გამოვძვერით ბუდედან. დილა საკმაოდ სუსხიანი იყო, მზე ჯერ კიდევ მთებს ეფარებოდა . ერთი სული გვქონდა სხივებს გამოეჭყიტა რომ ცოტა შევმთბარიყავით. ცოტა ხანში ნატვრაც აგვისრულდა და ბარგის გამზეურებას შევუდექით. თითქმის ყველაფერი სველი გვქონდა და იქვე ლოდებზე მივაფინეთ. უღრუბლო ცის ხანგრძლივობის დიდი იმედი არ გვქონდა, ამიტომაც ვეშურებოდით ცოტა მაინც შეგვეშრო საძილეები და ტანსაცმელი. "უბორკა" :D დავამთავრეთ და კუჭებზე ზრუნვაც დადგა დღის წესრიგში. ხელდახელ წავუსაუზმეთ, ამასობაში აპარატის ელემენტებიც შეშრა და ფოტოსესიაც დაიწყოოოო :D :D :D :D

Image



Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


Image


ცოტაც და ჯონი ისკუპებდა ოხოჯეშიიი :D :D :D

Image


Image


Image


Image


წამიერად თეთნულდიც(თუარ ვცდები) გამოჩნდა

Image


შემდეგ კი ჯონი დაგვეკარგა რამოდენიმე საათით და დაბრუნებულმა ეს მშვენიერება მოგვიტანა:

Image


Image


Image


Image


ეს ის მთაა რომელზეც ერთი წლის წინ ჯონი აბობღდა და ჩამოსვლა კი ისე გაუჭირდა რომ ძირს ჩამოსულს GIO GEO ლოცვით შეეგება

Image


ეს კი ტობავარჩხილზე გადასავლელი უღელტეხილია, რომელიც მეორე დღეს გვქონდა გადასალახი და ჯონიმ წინასწარ შეგვამზადა :lol: :lol:

Image


Image


Image


Image


Image


Image


აკი გითხარით ჯონი რამდენიმე საათით დაგვეკარგა მეთქი და რომ შეაგვიანდა საძებნელად წავედი. ყველაზე მაღალ მთაზე ავედი საიდანაც ხელისგულივით ჩანდა არემარე და წესით ძებნის ოქიექტიც უნდა გამოჩენილიყო მაგრამ ჯონი თურმე უკვე ბრუნდებოდა, მე კი შეუდარებელი ხედები შემრჩა და წაუზაგრე კიდეც :D :D :D

Image


Image

სანამ მზე ჯერ კიდევ გვარიანად გვაცხუნებდა ისე გავთამამდით რომ ნუდისტური პლიაჟიც მოვაწყეთ ტბის ნაპირას. პლიაჟი რის პლიაჟია თუ წყალსაც არ გაუსინჯე გემო და აი შედეგიც :D :D :D

http://www.youtube.com/user/tobatravel? ... QvrDAZIoXM

წყალი ისეთი გაყინული იყო რომ ამოსულებს ლოლოები გვეკიდა თმებზე. მოგვიანებით მზე ნისლებში ჩაიკარგა.
დიდი მიხვედრა არუნდა რომ პირველმა ღამემ ოხოჯეზე საკმაოდ გაგვაწვალა და რახამც იმ ღამესაც იქვე ვაპირებდით დარჩენას უკეთეს საბანაკე ადგილზე დავიწყეთ ზრუნვა. შარშანდლიდან გვახსოვდა რომ იქვე მიდამოებში რაღაც გამოქვაბული უნდა ყოფილიყო და ძებნა დავიწყეთ. რაღაცას კი მივაგენით მარა არცთუ კარგი აზრი იყო იქ გათევა, ძალიან სივიწროვე და სიბინძურე იყო, ამიტომ ისევ ღია ცის ქვეს ვამჯობინეთ კარვის გაშლა. თუმცა მოგვიანებით შემთხვევით ისეთ ადგილს მივაგენით რომ ზღაპარშიც ვერ ვიოცნებებდით.

Image


Image

ეს იყო უზარმაზარი ლოდი რომელსაც ძირი "გამოჭმული" ქონდა და დაახლოებით 15-20 კვადრატის ფართობი იყო დატოვებული ღიად მიწასა და ლოდს შორის. მართალია სიმაღლეში მთლათ იდეალური შეიძლება არ გეჩვენოთ, მაგრამ დამიჯერეთ იმ დროისთვის იმ ადგილას მართლაც იდეალურზე მეტი იყო. იმ მხრიდან, საიდანაც სავარაუდოდ ქარს შეეძლო შევეწუხებინეთ ამოშენება გადავწყვიტეთ და შესანიშნავადაც გამოგვივიდა. თავშესაფარს სასტუმრო "ოხოჯე" დავარქვით.

Image

მართლაც რომ ხუთვარსკვლავიანი იყო ჩვენი სასტუმრო. მას თითქმის ყველა დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა, რაც ნამდვილ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აქვს-შესანიშნავი აპარტამენტები, აუზი, თან იმხელა რომ მისი სიდიდით დუბაის 7 ვარსკვლავიანი სასტუმროც კი ვერ დაიკვეხნის :D :D :D

Image



ჩოგბურთის კორტებისთვის მინდვრები იმხელაა რომ მთელ კომპლექსს გააშენებთ. ხედი ხომ საერთიდ საუცხოო

Image

საკომფერენციო დარბაზსაც მივხედავთ უახლოეს მომავალში და ნამდვილი "ოხოჯე*****" გვექნება. :D :D :D
საინჟირნო-სამშენებლო საქმიანობაში საკმაო დრო გაგვივიდა და მოსაღამოვდა კიდეც. საძილე ტომრები გავშალეთ და ვახშამიც გავმართეთ :lol: :lol:
Image


Image

ვახშამზე თითო პისტონი :D :D :D ჩავარტყით და ცანგალა და გოგონამაც არ დააყოვნა :D :D

Image

ოხოჯე თავის ჩვეულ სტიქიაში იყო და ისე ქუხდა, რომ ლამის ცა ჩამოგვამხო თავზე. ხო, ცა კი შეიძლებოდა მაგრამ აი ჭერს კი ნამდვილად ვერ ჩამოგვამხობდა :D :D ნომერში :lol: მისხალი წვიმაც კი ვერ აღწევდა. ერთი სიტყვით შესაშური საღამო გავატარეთ, ბევრი ვიხალისეთ და ემოციებისგან დაცლილებს ძილიც მოგვერია. მომდევნო ორი ღამე უკვე ტობავარჩხილზე გვქონდა დაგეგმილი და უკეთესის მოლოდინში ძილისპირული ვიმღერეთ :D :D
წამო თუშეთში

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by CheLo » 09 მაი 2011, 20:43

აუ რა მაგარია :( :( :( :( :( ზახფულში მინდა აქ წასვლა თორე თოვლში სიარული არ მხიბლავს ამხელა გზაზე... და თუ საიდუმლო არაა რამდენი კილომეტრი იარეთ ერთი გზა?

User avatar
tushi aleko
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 23 ივლ 2009, 14:39
Location: თუშეთი-წოვათა
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by tushi aleko » 09 მაი 2011, 23:10

მანდ თუ წახვალთ ალბათ მარტო ზაფხულში თორე ისე ძალიან სახიფათო და სარისკო იქნება. რაც შეეხება კილომეტრაჟს ზუსტად ნადვილად არ ვიცი, სამანქანე გზა დაახლოებით 25-30 კილომეტრამდეა მუხურელებმა გვითხრეს ესეც, ხოლო ფეხით სასიარულოც რომ დაემატოს ალბათ 35-40 კილომეტრამდე, ნუ თუ ზუსტი არარის ეს ვარაუდი არც ძალიან მცდარი იქნება, არც ბევრად მეტი და არც ბევრად ნაკლები.
წამო თუშეთში

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by CheLo » 09 მაი 2011, 23:18

tushi aleko გაიხარე რათქმაუნდა თუ წავალთ მანქანით წავალთ... ისეთი ლამაზი სურათები გადაგიღია ამის გამო თუნდაც 20 კილომეტრს გავივლი ციცაბო კლდეზე :D :D :D :D :D

User avatar
tushi aleko
ბილიკზე მოარული
Posts: 77
Joined: 23 ივლ 2009, 14:39
Location: თუშეთი-წოვათა
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by tushi aleko » 09 მაი 2011, 23:23

კი მანქანა სერიოზული შეღავათია და სრულიად რეალურად არის შესაძლებელი ერთ დღეში ასცლა პირველ ტბასთან. ნამდვილად ღირს 20-ის კიარა ორჯერ მეტის გავლა და ნამდვილად არ ინანებ. სურათებში ხო ლამაზია მაგრამ საკუთარი თვალით ნანახს არაფერი შეედრება
წამო თუშეთში

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ყველაზე სწრაფები მსოფლიოში-არბენა ჯადოსნურ ტობავარჩხილზე2010

Post by Archil » 10 მაი 2011, 01:21

ყოჩაღთ, მშვენიერი ხედებია, მშვენიერი ლაშქრობა.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]