თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Forrest Gump
ასფალტზე მოარული
Posts: 6
Joined: 29 აპრ 2010, 21:44
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Forrest Gump » 05 ნოე 2010, 21:12

ერთი კაი წიგნი დაიბეჭდებოდა

მაგარია !


User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 06 ნოე 2010, 19:08

ბავშვებს დავემშვიდობე და განვაგრძე გზა ქუთაისისკენ.
ნახშირღელეს შემდეგ ლამაზი ტყიანი აღმართებია ასავლელი,
ხოლო აღმართების ბოლოს გზაგასაყარი რომელიც მარცხნივ ქუთაისისკენ მიგვითითებს.
გამიხარდა ვიფიქრე ქალაქში შევდივართქო, მანქანით მგზავრობისას დროისა და მანძილის სხვა აღქმა გვაქვს.
თურმე ამის შემდეგ კაი 5 თუ 6 კილომეტრი ყოფილა მოტიტვლებულ გზაზე სასიარულო,
ისე რომ ბუჩქსაც ვერ ნახავდით ცოტა ხნით ფეხების გასანიავებლად თავი რომ შეგეფარებინათ მზისთვის.
რაღაც მანძილის გავლის შემდეგ სოკარის ბენზოგასამართ სადგურამდე მივაღწიე,
უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი, სახეზე ოფლი ჩამომდიოდა მომეტებულად, პერანგიც სულ სველი მქონდა,
მივედი და წყალი ვთხოვე მომუშავე პერსონალს, მათ გვერდით ჰალსტუხიანი ახალგაზრდა ბიჭიც იმყოფებოდა (სავარაუდოდ მენეჯერი)
ჩემს შეკითხვაზე ამ ბიჭმა მომიგო, წყალი ჭაშია და ამოიღეო.
ისეთი ღრმა იყო რომ ძლივს ძლივობით ამოვათრიე ნახევრად სავსე "ვედრო"
სითხეს მუქი მოყავისფრო ფერი ჰქონდა რაღაცნაირი, მაგრამ მაგას დავეძებდი? ისე მწყუროდა...
ამ ტიპებს მადლობა გადავუხადე თუ არა იმ წუთსვე დამირეკა ჩემმა მეგობარმა,
ძალიან გამიხარდა და მხიარული საუბარი გავაბი, ლაპარაკის დროს ვიდექი კარებთან რომელსაც
ან ბუღალტერია ეწერა ან ფინანსური განყოფილება, ზუსტად ვერ ვიხსენებ.
ეს მენეჯერი გამოემართა ჩემსკენ და როგორ ვთქვა "მთელი სხეულით რომ იგრძნობ რომ ვიღაცას მაგრა აღიზიანებ"
მითხრა გავცლოდი იმ ადგილს, ანუ იმ ოთახის სიახლოვეს.
არადა არანაირი აკრძალვის ნიშანი არ შემინიშნავს რომ იქ დგომა არ შეიძლება.
მთელი მოგზაურობის განმავლობაში ადამიანური სითბოს, თანაგრძნობის, შეცოდების თუ სიყვარულის მეტი არაფერი მინახია ჩვენი ხალხისგან.
ამ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით.
ახლა კიდევ ერთხელ დავფიქრდი ღირდა თუ არა დასაწერად ეს ფაქტი, მაგრამ რატომაც არა.
ეს ხომ ჩემი მოგონებებია.
შემდეგ ავუყევი ქუთაისის შესასვლელისკენ მიმავალ დიდ აღმართს და როგორც იქნა ქალაქშიც შევაღწიე.
ეს დღე უნდა დასრულებულიყო ქუთაისის ე.წ "სამტრედიის ხიდთან"
თითქოს მოშუშებულმა წყლულებმა ისევ სასტიკად გამახსენეს თავი.
ამიტომ ჩემმა ნათესავებმა წყალტუბოში წამიყვანეს 2 დღით, სადაც შედარებით მოვიშუშე ფეხები.
2 დღის შემდეგ კი ისევ იმ ადგილას დამტოვეს სადაც მსვლელობა შევწყვიტე, "სამტრედიის ხიდთან"
იმავე ხიდზე სვანეთში მარშუტკით მიმავალ კარაველებს დავუნახივარ თურმე :)
სანამ ჩამოყალიბდებოდნენ ვიყავი თუ არა მე, ან იქნებ სხვა იყო, მძღოლს უკვე საკმაო მანძილზე ჰყავდა ისინი წაყვანილი.
ასე რომ ბუნებრივია აზრი არ ჰქონდა მანქანის შემობრუნებას!

ბუღია და ფაჩაჩო ქუთათელაძეები :D იმერეთივით ტკბილი და მურაბა ხალხი:)

Image

Image

Image

Image

Image

Image

სამტრედიის შესასვლელი.

Image

Image

Image



ამ დღეს მარნამდე ვაპირებდი მიღწევას, რომელიც აბაშის რაიონის პირველი სოფელია, სამტრედიიდან კი 5 კილომეტრით არის დაშორებული.
სადაც უნდა გამეთია ღამე ის ოჯახი (არ ვიცნობდი მათ) თურმე სხვა სოფელში წასულა იმის იმედით რომ
საღამოს 8 საათამდე მაინც ვერ მივიდოდი, მე კი იმ დღეს (პრინციპში როგორც ყოველთვის) ჩქარი ტემპით ვიარე
და დაახლოებით 15:30 - თვის სამტრედიაში ვიყავი.
სად უნდა გამეტარებინა დარჩენილი საათები?
ჯერ ინტერნეტ კაფეში შევედი, მოგვიანებით კი მშენებარე ეკლესიაში რომელიც მე-11 საუკუნისთვის დამახასიათებელი სტილით შენდება, ქვის გადახურვით და საცრემლეებით (პირველად გავიგე მსგავსი დეტალები)
ნანახმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.
პირდაპირ მსხდომი არქიტექტორი ნადირაძეა, მარჯვნივ კიპროექტის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი კობა ძიძიგური.

Image

მშენებლობის დაწყებიდან დიდი დროა გასული, ფინანსების სიმწირის გამო ჭიანურდება დასრულება.
თურმე თავად სამტრედიელები როგორც ამიხსნეს დეციმეტრი ჩუქურთმის დამუშავებაში 5 ლარის ნაცვლად 1 ლარს იღებენ.
თავიანთი წვლილის და ღვაწლის შეტანა სურთ ამ შესაშურ საქმეში.
რაღაცნაირი კეთილი სახეები ჰქონდათ ყველას.

ეს ქალბატონი სატრაპეზოში ფუსფუსებდა, მეორე კი ქვის ოსტატია.

Image

Image

Image


ცხოვრება რა არის ისე :) ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი თუ ოდესმე ხაშური და სამტრედია უტკბილეს მოგონებებს დამიტოვებდა.
ეს 2 სარკინიგზო ქალაქი :D
ფეხით მოგზაურობას რამდენი პლიუსი ჰქონია.

და აი როგორც იქნა მივედი არც იმერულ და არც მეგრულ სოფელ მარანში :)
აქ ეზო-კარი ტიპიური მარგალური აქვთ მაგრამ ლაპარაკით ვერ ლაპარაკობენ მეგრულად :)
მხოლოდ ესმით...

Image



ეს კი ჩემი მასპინძელი ჯალაღანიების ოჯახი, პატივისცემა ჰაი კლასს! :)

Image

იმ საღამოს 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებზე იყო საუბარი.
ზვიადი, ჯაბა, მხედრიონი, ქობალია და ა.შ

მე მსმენელის როლში :D

მეორე დილას ხობის რაიონის სოფელ ხეთაში ვაპირებდი წასვლას...
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by guruli » 06 ნოე 2010, 22:18

Lahil
მარჯვნივ კი პროექტის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი კობა ძიძიგური.
ზვიად ძიძიგურის ძმა.
ძალიან დიდი ხანი აშენებენ მაგ ეკლესიას და ვერა და ვერ დაადგა საშველი.
და აი როგორც იქნა მივედი არც იმერულ და არც მეგრულ სოფელ მარანში
აქ ეზო-კარი ტიპიური მარგალური აქვთ მაგრამ ლაპარაკით ვერ ლაპარაკობენ მეგრულად
მხოლოდ ესმით...
მარნელებზე ხუმრობენ, მზის ამოსვლიდან 12 საათამდე იმერლები არიან. მერე კი, როცა მზე გადაიშუადღევებს და მოშივდებათ, მეგრელებიო. :D
მაგრამ რატომ ტიპურად მარგალური ეზო-კარი? სახლის წინ სწორი, დაცემული და ფართე მინდორი იმერული პეიზაჟია.

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 06 ნოე 2010, 22:31

guruli

თურმე ამ ეკლესიაში თავადაც ბევრი ჩუქურთმა ჰქონია თავისი ხელით შესრულებული ზვიადს.

იმერულ-მეგრულ კარმიდამოზე შენ ვერ შეგეკამათები, ირა :)
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 08 ნოე 2010, 13:38

მარანზე კიდევ რისი თქმა შემიძლია?
ერთი შეხედვით მშვენიერი სოფელია, მაგრამ მათი ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი პრობლემა ქარია .
ხეხილს არაფერს არჩენს ზედო.
სოფელი ტყარი ყოფილა სადღაც მათ ახლოს, ხოდა ამ სოფლის ნიადაგს და მოსავალს შეჰნატროდნენ.
(ზუსტად ვერ ვიხსენებ ტყარი ერქვა თუ რაიმე მსგავსი, ერთი ნამდვილად ვიცი რომ "ტყ" ერია სახელწოდებაში)

მარნიდან დილის 6 საათზე გავედი.
ეს დღე განსაკუთრებული შემართებით დავიწყე.

აბაშის რაიონის ლანშაფტმა იქაურებს ველოსიპედი შეაყვარა. :)
ძალიანაც კარგი!!!

Image

Image

ბევრი ვიარე თუ ცოტა, მივადექი სენაკის საზღვარს,
პირველი სოფელია გრძელი და ვრცელი ნოსირი. ძლივს გავაღწიე იქედან :D


ეს თავად სენაკია.
მეგრული ოდა რაიონის პარკში

Image


იქვე მეც :)


Image

Image


აკაკი ხორავას სახელობის თეატრი - რა ლამაზია!!! :up:

Image

სენაკში 2 საათი შევჩერდი, სუპერ სიცხის გამო :)

შემდეგ იყო სოფელი თეკლათი სადაც მამა შვილმა არჩაიებმა ცივი წყალი დამალევინეს :)

Image

ამასობაში მივადექი გზაგასაყარს, მარცხნივ ფოთი მარჯვნივ კი ზუგდიდის მიმართულება


Image

და მალევე დაიწყო ხობის რაიონი.

ამ ბიჭებმაც წყალი დამალევინეს სოფელ ქვალონში

Image

ეს ხობის შესასვლელში :) ანუ ხვდებით რომ წყალი რა როლს თამაშობდა ჩემს მოგზაურობაში!!!

Image

მერე სასადილო აღმოვაჩინე :) მეგრული ოსტრი იყო ჩემი ფავორიტი :D

Image

მდინარე ხობისწყალი

Image

Image

ხობის ულამაზესი ეკლესია

Image

ღვთისნიერი რუსულენოვანი მებაღე....

Image

ხობში უკვე ძალიან მტკიოდა ტერფები, მაგრამ კიდევ 7 კილომეტრი მქონდა ხეთამდე გასავლელი.


ვინმე ბიზნესმენი გოდერძი ბუკია აშენებს ამ ეკლესიასო.
ძალიან მომეწონა

Image

Image

და როგორც იქნა მივაღწიე ხეთამდეც
გზის მარჯვნივ სახლებს უკან მწვანე ტყიანი გორაკი გასდევდა.
რადგან მანქანები იშვიათად მოძრაობდნენ ხშირად გაიგებდით ამ გორაკიდან ბუნების რაღაცნაირ შარიშურს.
თავიდანვე ჩანდა რომ ეს სოფელი მომეწონებოდა.

ეს კი ჩემი მასპინძელი გიგა ბუკია.

Image

მივედი თუ არა, მე ვიცი შენ ახლა მგზავრობით გამოწვეული გადაღლილობა და სტრესები როგორ მოგიხსნაო :)
და წამიყვანა ცნობილ ტბაზე რომელსაც პაპანწყვილ ჰქვია, რომელიც ნიშნავს დამხრჩვალ მღვდელს.
ტბა მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს და ძალიან ცივია, თუმცა იმ დღეებში ისეთი სიცხეები ყოფილა რომ მე პირადა სასიამოვნო თბილი მომეჩვენა.
ცნობა ტბის შესახებ: http://zugdidi-view.narod.ru/lake_ge.html
ძააააააალლიიიიააანნნნნ მაგარია სოფელი ხეთა!!!!!! :)

Image

სახლში უგემრიელესი მეგრული კერძები და ატმის ფანტასტიური კომპოტი მელოდა. მასპინძლები კი თბილი თბილი!

იმ დღეს 47 კილომეტრი გამივლია საპატრულოს თანამშრომლების გამოთვლით.
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 09 ნოე 2010, 16:13

მეორე დილას 7-ზე ავდექი,ბუკიას დავემშვიდობე და განვაგრძე გზა ზუგდიდისკენ.
ამ დღეს გასავლელი იყო მხოლოდ 22 კილომეტრი, ამიტომ განწყობაც მშვენიერი მქონდა:)

Image

სოფელ ხამისკურის მწავნე ხეივნები მომეწონა ძალიან.

Image


ამავე სოფელში გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები.
მათ მიმიპატიჟეს მაღაზიის წინ მოწყობილ ღია კაფეში,.
ლუდზე და საკვებზე უარი რომ ვუთხარი, შეწუხდნენ რითი გცეთ პატივიო.
არაფრით არ მოისვენეს სანამ ფანტა მაინც არ დამალევინეს :D

მარცხნივ ძმები ფარცვანიები.
მარჯვნივ ლევან სერგია

Image


შემდეგ კი


Image

სოფელ ცაიშში დილის 9-სთვის ვიყავი უკვე.
ვაპირებდი ჩემი მეგობარი წიწავების ოჯახში შესვენებას.
სახლში მხოლოდ დიასახლისი დამხვდა, რადგან დანარჩენები ზუგდიდის ბაზარში ყოფილან წასული.
ჩემს საპატივცემულოდ ხომ უნდა მოეტანათ ხორაგი :D
ვააჰ მაგარი ხალხია მეგრელები! სტუმართმოყვარეობა არც-ერთ კუთხეს არ აკლია, მაგრამ აქ რაღაც სხვა ფენომენთანაც გვაქვს საქმე! :D

აი მათი კოლხური გარემოც :)

Image

Image

Image

ამის შემდეგ ავედი ცაიშის ცნობილ ეკლესიაში რომელიც მდინარე ჯუმის მარჯვნივ მაღლობზე მდებარეობს.

Image

Image

Image

ბევრმა იცით ალბათ რომ ეს სოფელი განთქმულია თავისი ბუნებრივი გოგირდის წყლებით.
პირდაპირ ღია ცისქვეშ შეგიძლიათ მიიღოთ მშვენიერი ვანები ან გადაივლოთ კარგი ჭავლი. (ეს უფრო ჭავლია ვიდრე შხაპი)

Image

Image


XXXX
18+ :D


Image

Image


მხოლოდ შუადღის 5 საათისთვის მოვახერხე ამ სამოთხისებრ ადგილს მოვსწყდომოდი.
სამეგრელოს ცენტრისკენ მოშვებულად და ჰაეროვნად გავაგრძელე გზა :)

სოფელ ჭითაწყარში ამ პიროვნებამ რომელსაც საკუთარი ვულკანიზაცია ჰქონდა, კოკაკოლაზე დამპატიჟა.
ეტყობოდა რომ გულიანი ბიჭი იყო, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია :D

Image

მან გულდასმით ამიხსნა - ჩვენს ზუგდიდში და საერთოდაც ყველგან ძროხა რო ძროხაა მაგასაც ვერ იპარავენ უკვეო.
სააკაშვილს კოსმოსში ისეთი დანადგარი აქვს რომ, ყველაფერს აკონტროლებს და ზუმის პრინციპით ახლოს ახლოს მოაქვს კადრებიო!
აბა როგორ გინდაო! :D არ შეიძლებოდა ამ ნეტარი პიროვნების სურათი არ შემომეთავაზებინა თქვენთვის

ეს კი ზუგდიდის შესასვლელში მდებარე ლამაზი ტაძარი.

Image

Image

იქვე ახლოს გზის მოპირდაპირე სავალი ნაწილიდან ახალგაზრდა ბიჭი ინგლისურად მომესალმა, Hello mister!
აქედან ვუპასუხე გაგიმარჯოს ძმაოთქო :)
ეგრევე გადმოაჭრა და მოვიდა ჩემთან, უცხოელი მეგონეო.
როგორ ვოცნებობ მეც მოგზაურობაზეო.თავაზიანი ბიჭი ეტყობოდა.
გულითადი საუბრის შემდეგ ვკითხე წინააღმდეგი ხომ არ იქნები სამახსოვრო სურათი რომ გადაგიღოთქო.
უცბად შეკრთა, შევატყვე გადაწყვეტილების მიღება რომ უჭირდა, თან რაღაცნაირი თვალებით მიყურებდა. აი გოგო არც კის რომ ამბობს და არც არას :D
მაშინათვე გავუადვილე მდგომარეობა, ვხედავ რომ რაღაც გაკავებს და ამიტომ არ დაგაძალებთქო. (შეგიძლიათ პარალელი აქაც გაავლოთ :D )
სხვანაირად არ გამიგო იეღოვას მოწმე ვარო.
მგონი გამოცემა "საგუშაგო კოშკი"-ს შემოთავაზებას აპირებდა
მაგრამ რატომღაც გადაიფიქრა :) - (ალბათ სვანი არ წაიკითხავსო) :D
ვუსურვე წარმატება და დავემშვიდობე :)

ქალაქის ცენტრში ლურჯ მინებიან (მგონი გამგეობა) შენობას ვუღებდი სურათს, ამ დროს იქვე მდგომმა დაცვის ბიჭმა მკითხა რატომ უღებ და საერთოდ ვინ ხარო?
შენი პირადობა მაჩვენეო.
როგორც ვხვდები ასე მოიქცა იმიტომ რომ დაბნეული იყო.
ჩემი ეკიპირებით, დაღლილი და გაოფლილი რომელიც გამგეობას უღებს სურათებს, მისთვის სრულიად ეგზოტიკური თან "შეიძლება სახიფათო" ეგზემპლიარი ვიყავი. :D
ვინ იცის იქნებ ენვერიც...
ავუხსენი ამ ახალგაზრდა გამოუცდელ თანამშრომელს ადამიანის უფლებები.
რომ ყველას აქვს საჯარო ობიექტების გადაღების უფლება ქუჩიდან და რომ ასევე მოქალაქეს აქვს უფლება პირადობის მოწმობა არ ატაროს.
ამას რომ ვეუბნებოდი ორივეს რაღაცნაირად გვეცინებოდა, თვითონაც მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა.
დავემშვიდობე... ის სურათი მოგვიანებით მე თვითონ წავშალე.
პრინციპში საერთოდ რატომ ვუღებდი გამგეობის შენობას ნეტა?!

ესეც ჩემი ყურადღებიანი მასპინძელები თამაზი და დოდო მედეას ქუჩიდან!


Image

იმ საღამოს ტკბილად მეძინა, რადგან მეორე დილით არ ვაპირბდი დილაუთენია გამგზავრებას.
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by qvevri » 09 ნოე 2010, 16:27

Lahil
ცაიშის ცნობილ ეკლესიაზე რაიმე წარწერა ან ჩუქურთმა ხომ არ შეგინიშნავს?

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 09 ნოე 2010, 16:41

qvevri

კი შევნიშნე, ვიდეო კოლაჟის მესამე ნაწილშია!
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 10 ნოე 2010, 15:36

დილით ნახევრად გაღვიძებულს მომესმა -
ვიღაცა ჩემ სახელს და გვარს ახსენებდა.
ხმა ეზოდან ამოდიოდა.
წამოვდექი და ფანჯრიდან გადავიხედე, პატრულის თანამშრომლები იყვნენ.
აინტერესებდათ თუ როდის გავიდოდი ქალაქიდან.
მითხრეს ზუგდიდის შემდეგ რაღაც ზონა (ვერ დავიმახსოვრე) იწყებაო და იქ უკვე ყურადღებას ვეღარ მოგაქცევთო.
სწორადაც უთქვიათ, უკვე აქედან თვით უშგულამდე ჩემით დაინტერესებული პოლიციელი აღარ მინახავს.
ვფიქრობ რომ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრის სიახლოვეს უკავშირდება ეს ამბავი.
ნუ მოკლედ არ ვიცი, შეიძლება ვცდებოდე.

ამ დღეს დაბა ჯვარამდე უნდა მივსულიყავი, გასავლელი მქონდა 30 კმ.
გზას შუა დღის 2 საათზე გავუდექი.
სანამ ქალაქს დავტოვებდი, იქვე ცენტრში დამირეკა რუსთავი2-ის კორესპონდენტმა ემა გოგოხიამ.
მთხოვა ინტერვიუს ჩაწერა, ოღონდ მხოლოდ ერთ საათში შევძლებ მოსვლასო და იქნებ დამელოდოო.
ბოდიშის მოხდით უარი ვუთხარი დალოდებაზე, რადგან ძალიან მიგვიანდებოდა, არ მინდოდა გზაში დამღამებოდა.
- ერთ საათში მხოლოდ 5 კილომეტრი მექნება გავლილი და მანქანით შეგიძლიათ დამეწიოთთქო.
კარგიო!


Image


საჯვაროს გზაგასაყართან (პირდაპირ აფხაზეთი, მარჯვნივ წალენჯიხის რაიონი და შემდეგ სვანეთი)
ორი პიროვნება შევნიშნე, რომლებიც ნაყინს შეექცეოდნენ :)
მივუახლოვდი, ახლახანს გადაღებული ვიდეოს შემდეგ ფოტოაპარატის ზურგჩანთაში ჩადება ვთხოვე.
რათქმაუნდა დამეხმარა ის ერთ-ერთი, ამ დროს კი მეორემ ცნობისმოყვარეობით მკითხა სად მიდიხარო.
ეს თქვა თუ არა მაშინათვე მივხვდი რომ სვანები იყვნენ :D

მარცხნივ ზური ჩხეტიანი, მარჯვენა გოდერძი ჩხვიმიანი.

Image

თან ჭუბერლები, ჩემი დედულეთი :)

საუბარი სვანურად გავაგრძელეთ, ერთმანეთი შევიცანით, თუ ვინ ვინ იყო ! :)
დამშვიდობებისას კი სვანურად დამლოცეს და კეთილი მგზავრობა მისურვეს ისე რომ თან კეთილად ეღიმებოდათ ჩემ საქციელზე!
ფილმი მთიელი გინახავთ ალბათ, იქ რომ კონან მაკლაუდი იმუხტება ენერგიებით აი ასეთი ეფექტი ჰქონდა მათ დალოცვას სვანურ ენაზე! :)

Image

გზა ამაღლებული განწყობით განვაგრძე.

ცოტა ხანში კი ეს ბიჭი წამომეწია და მანქანით მგზავრობა შემომთავაზა :)

Image

შემდეგ გავიარე ერთი სოფელი, მერე მეორე და მივადექი ზედა ეწერის ქარსაცავებს
და იქვე მდებარე სვანურ დასახლებას

Image


აქ კი ჩემი მეგობარი მამუკა გვარმიანი ცხოვრობს.


აი ნახეთ რა გამომეტყველება ჰქონდა როცა გაიგო თბილისადან უშგულამდე
ფეხით მგზავრობის ამბავი :D (სუფთა და უღალატო ტიპია)

მისი გაკვირვება ვცადე გადმომეტანა ელექტრონულ პიქსელებზე :D


Image


აქ ემოცია ცოტა დამცხრალია :)


Image


მასთან სახლში 20 წუთი შევისვენე და ისევ განვაგრძე გზა ჯვარისკენ.

სოფელ ჩხორიას ბირჟა
დაკითხვის პროცედურების შემდეგ :)

Image


ლია (ეს უკვე წალენჯიხის რაიონია)
ბავშობიდანვე მიყვარდა ეს სოფელი, არ ვიცი რატომ, მაგრამ მიყვარდა :)

Image

ეს კი ამ სოფლის მკვიდრი,
კილომეტრაჟის თაობაზე მომაწოდა ინფორმაციები.


Image

გზიდან ხელმარჯვნივ ავუხვიე ბუნებაში დასასვენებლად.

Image

ამ სოფლის ბირჟა, ერთ-ერთმა მათგანმა ჩემი მისამართი ჩაიწერა
თბილისში ჩამოვალ და ამ სურათს გამოგართმევო. :D

Image

ლიაში უგემრიელეს "ბუხანკა" პურს აცხობენ.
ეს ცნობისთვის! :)

დაბა ჯვარში უკვე დაღამებულზე მივაღწიე.
მთელი ქალაქი ჩაბნელებული იყო, მგონი რაღაც სამუშაოები ტარდებოდა.
ერთ-ერთ მაღაზიაში ვიყიდე იოგურტი, ძეხვი, შოკოლადები და "პეჩენია"
ნახევარი მოერე დღის ხანგრძლივი მგზავრობისთვის მჭირდებოდა.

ის ადგილი სადაც მე უნდა დავრჩენილიყავი, ქალაქის ცენტრიდან კილომეტრნახევრით იყო მოშორებული და სვანეთის აღმართების დასაწყისში მდებარეობდა.
უკუნითი სიბნელე იყო ამ გზაზე, მანქანები საერთოდ არ მოძრაობდნენ, მხოლოდ ჩემი ფანრის შუქი იყო ერთადერთი ნუგეში :D

Image

გვერდით ტყიდან ხანდახან რაღაცის გაკრთომის ხმები მომესმოდა.
ამ ადგილიდან ეკატერინა ონიანს მესიჯად გამოვუგზავნე, დაახლოებით ის რასაც ახლა დავწერ :)
ცოტას ვიფანტაზიორებ მაგრამ :D მაშინ იქ
ისეთი გარემო იყო კაპიშონიან კაცს ცელით ხელში რომ დალანდავ გზის ერთი მხრიდან მეორეზე გადარბენილს :)
შემდეგ ტრაფარეტს მიანათებ ფანარს და იქ კი წერია
"I KNOW WHAT YOU DID LAST SUMMER" :D
ამ ყველაფერს ენით აღუწერელ აზარტში მოვყავდი!!! :)

როგორც იქნა მივაღწიე დასახლებამდე სადაც 6 ოჯახი ცხოვრობს.
ერთ-ერთ მათგანში უნდა გამეთია ღამე.
ეს იყო ჭანტურიების სახლი სადაც მხოლოდ ერთადერთი ადამიანი ცხოვრობდა.
მას ბესო ჰქვია და არის ინვალიდი, მარჯვენა ხელი ავტოავარიის დროს დაუსახიჩრდა ისე რომ ვერ ხმარობს.
სახლის აივანზე რომ ავედით ბოდიში მომიხადა ვერაფრით ვერ გაგიმასპინძლდებიო.
არა ძმაო რას ამბობ, პირიქით აგერ მაქვს ცოტა რამ ნაყიდი და ერთად მივირთვათთქო.

გული მომიკვდა!

თურმე ჯერ მამა გარდაეცვალა, მერე ძმა დაეღუპა, შარშანწინ დედა, შემდეგ მასაც ავარია შეემთხვა და არის ასე უმწეოდ.
მათი სახლი მიანიშნებდა იმაზე რომ ადრე კარგი შეძლებული, ძლიერი ოჯახი უნდა ყოფილიყო!
ახლა კი დედა ბოძი ჰქონდა გამოცლილი.
აქ გატარებულმა ღამემ კიდევ ერთხელ დამაფიქრა ცხოვრების წარმავლობაზე
და იმაზე თუ რა შეიძლება უცბად დაირღვეს ის რის შექმნასაც თითქოსდა მთელ ჩვენს ენერგიას ვახმართ.
ამ სახლში გატარებული ყოველი წუთი ჩემდაუნებურად მაიძულებდა მეფიქრა მატერიალური სამყაროს ამაოებასა და ილუზიაზე.

და მიუხედავად განუწყვეტელი სევდისა, ეს ღამე იქნება ჩემს მოგზაურობაში ყველაზე გამორჩეული.
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 10 ნოე 2010, 18:20

http://www.youtube.com/watch?v=7x_Cd74zc0k

http://www.youtube.com/watch?v=315gAIFx ... re=related

ბოლო 2 პოსტის პარალელურად მიმდინარეობს.
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 13 ნოე 2010, 00:44

დილის 4 საათზე გავიღვიძე, ავანთე ფანარი და ფეხები ბეტადინით დავიმუშავე.
ცოტა მოვწესრიგდი, შემდეგ კი გუშინდელი ძეხვი ჩამოვიღე რომელიც კატისგან დასაცავად
კედელზე გვქონდა ლურსმნით დაკიდებული.
ცოტა გაბერილი იყო სიცხისგან.
ამ დღისთვის განსაკუთრებული ენერგია მჭირდებოდა, მაგრამ პირველი ნაჭრის შემდეგ მეორე არც მიცდია.
აუცილებელი საზრდო ცოტაოდენი "პეჩენიით" შევივსე.
დილის დამამშვიდებელი და ცოტაოდენი ქრისტიანული (შეძლებისდაგვარად) ნუგეშინისმცემლური საუბრის შემდეგ
დავემშვიდობე ბესოს და ავუყევი დიდი სვანეთის აღმართებს.
მთვარე ჯერ ისევ ანათებდა, ამ დღეს 50 კილომეტრი უნდა გამევლო. (უფრო სწორად ამევლო :D )
რაღაც უჩვეული განცდა მეფულებოდა, სვანეთის აღმართებზე მივდივარ მარტო. (მაგარი იყო ძაან!!!)
ხოკოს უღელტეხილზე ასვლისას ისეთი ძლიერი თბილი ქარი ქროდა რომ მთელი სხეულით ვცდილობდი წინ გადავხრილიყავი.
ასეთმა ბუნებრივმა პირობებმა დიდი ენერგია წამართვა.

Image

Image

ენგურჰესის კაშხალი

Image

რუსეთის ჯარების ყოფილ ბლოკპოსტთან ასეთ ტრაფარეტს ნახავთ.

Image

იქვე ქვემოთ მომავალი წითელი ნივიდან ახალგაზრდა კაცი რუსულად მომესალმა
პრივეტ ტურისტ. გდე ტი იდიოშ-ო?
მე სვანურად ვუპასუხე:
"თბილისხენ ონღვრი ჭიშხვშ, უშგულთე მიპირა ლიზი" - თქო.
ვაჰ სვანი ხარო, ისე გაუხარდა, დათო მქვია გაბლიანი და სოფელ იდლიანში ვცხოვრობო.
მოდი დღეს მესტუმრე და ჩემთან დარჩიო.
ისეთი დადებითი ემოცია მოდიოდა მისგან რომ - რა გითხრათ.
გზისგან გამოსულელებულმა ვერ მოვიფიქრე ერთი სურათი მაინც გადამეღო მისთვის. (ასეთი ლაფსუსები კიდევ გამეპარება მოგვიანებით)

ამდენ დღიანი მგზავრობის განმავლობაში გზაზე არასდროს დიდად არ მიგრძვნია შიმშილი.
მაგრამ სვანეთის გზამ თუ იქაურმა ფლორის სურნელმა სასწაული მადა აღმიძრა,
მითუმეტეს იმ დილით თითქმის არაფერი მქონდა ნაჭამი.
თითო-თითო პეჩენიით ვატყუებდი კუჭს, მაგრამ ენერგიისთვისაც მჭირდებოდა საწვავი.

მალე ასეთი მშვენიერი სანახაობა გადაიშალა

Image

Image

ეს ბიჭები წალენჯიხელი მეფუტკრეები არიან,
ზაფხულობით სვანეთის გზებზე ამოდიან და სკები ამოაქვთ.

ამ სურათს რომ ვუყურებ რატომღაც ქრისტეს 12 მოწაფე მახსენდება.
მარცხენა ბიჭი, თავისი ჯოხით და ღრმა თვალებით მებადური სიმონ-პეტრეს ასოციაციებს იწვევს.

Image

მივდივარ და გონებაში ბარჯაში მიტრიალებს.
ეს არის გზისპირა ძალიან პატარა დასახლება რომლის სასადილოშიც კუბდარებს აცხობენ.

ბარჯაშის ოცნებებში გართული წალენჯიხელ მეგზევეებს გადავეყარე,
მათ მითხრეს რომ დაახლოებით 15 კილომეტრი გექნება დარჩენილი კუბდარებამდეო. :)
ეს იმას ნიშნავდა რომ მინიმუმ 3 საათი ისევ მშიერი ვიქნებოდი.

აი ისინიც

Image

რატომღაც არ დავიჯერე მათი და ცოტა მოშორებით, გზის პირას დაბანაკებულ მეფუტკრეს შევეკითხე, ბარჯაშამდე მანძილი.
მიპასუხა 5 კილომეტრი არისო.
განსაკუთრებული სიხარული ვიგრძენი :)

Image

მივდივარ და არ ილევა 5 კილომეტრი, საშინლად გაიწელა.

წყალს მაინც დავლევთქო და იქვე გზიდან ბუნების წიაღში გადავუხვიე,
თან დავისვენე.

Image

Image

დასვენებაზე გამახსენდა (ბევრს გეცოდინებათ) ბერძნულ მითოლოგიაში არის პერსონაჟი
რომელსაც ტანტალოსი ჰქვია და იყო ლიდიის მეფე.
რადგან მან ადამიანებს ღვთიური საიდუმლო გაუმხილა, ღმერთებმა ის ჰადესში (საიქიო) სამუდამო სატანჯველით დასაჯეს.
იგი ყელამდე წყალში იდგა, თავთან კი დახუნძლული ხეხილის ტოტები ირწეოდა.
მწყურვალი როცა თავს დახრიდა, წყალი დაბლა იწევდა, ხოლო როცა მშიერი თითქოს
უნდა მიმწვდარიყო ხეხილს, ტოტები ზემოთ იწეოდა.
ტანტალოსის სატანჯველი ანუ როდესაც ძალიან ახლოს ხარ სასურველ მიზანთან და ვერ აღწევ მას.
ჩემს შემთხვევაში რატომ დამჭირდა ამ იდიომის გამოყენება?
როცა დავჯდებოდი და ფეხს გავშლიდი, დასვენება შვებას ვერ მგვირდა.

მაგრამ ბუნების პეიზაჟებით ვტკბებოდი :D

Image


და უცბად ერთ-ერთ მოსახვევში გამოჩნდა სასადილო!
სულ "ვააა ბარჯაში"-ს გავიძახდი სიხარულით :)


Image

ავიღე კუბდარი და ნამცხვრის დიდი ნაჭერი

Image

მიუხედავად იმისა რომ ხორცი ჰქონდათ შემცირებული, მაინც გემრიელი მომეჩვენა.
ნაცხვარიც ნორმა.
კარგად დანაყრებული გარეთ გამოვედი და იქვე მოპირდაპირე მხარეს მდებარე კაფის მეპატრონე ქალმა ყავაზე შემიპატიჟა.
შემოდი ნახე რა ხედია ჩემი აივნიდანო.
მართლაც მწვანეში ჩაფლული ენგურჰესის აუზს გადაჰყურებდა.

ეს გოგოები ალბათ მისი შვილები არიან -
ჭკადუები იყვნენ გვარად.
თავად ქერათმიანია.

Image


დავემშვიდობე ამ სასიამოვნო ხალხს და გავაგრძელე გზა.
საკვებმა ისე დამამძიმა, რომ ლამის თავბრუმეხვეოდა. კარგი იქნებოდა ერთი ნაჭერი კუბდარი და ნამცხვარი მეჭამა მხოლოდ.

მალე წითელნივიანი დათო დამეწია ისევ, ოღონდ ამჯერად სახლში ბრუნდებოდა. მითხრა რა სწრაფი ნაბიჯებით გივლიაო.
არაფრით არ მომეშვა სანამ ცხელი ლავაში, ყველის დიდი ნაჭერი და პამიდორი არ მომცა (მე კიდევ ამის დამატება მინდოდა? :) )
აუ რა კაი კაცი!

მალე პატარა სოფელ შგედში მივედი და კოკაკოლა ვიყიდე ამ ხის ჯიხურში.
ეს ბავშვებიც და-ძმა ჭკადუები იყვნენ.

მე რომ რეჟისორი ვყოფილიყავი უკან მდგომ გოგონას კლეოპატრას ბავშობას ვათამაშებდი ფილმში :)
ხოო ზუსტად კლეპოატრას სახასითო სახე აქვს! IMHO

Image

Image

წყალი, წყალი, წყალი...

Image

Image

Image


სოფელ ხაიშში ჩემი ბიძაშვილი შოთიკო დამხვდა და მთხოვა ჭუბერის გადასახვევიდან მანქანით წაგიყვანთო.
რა პასუხი მექნებოდა!!! :D

მარცხნივ შოთიკო ცინდელიანი, შუაში სოსი ვიბლიანი, მარჯვნივ მირზა ცინდელინი.

Image

ენგური !!!!!!!!!!

Image


ენგურისა და ჭუბრულას შესართავი


Image

და გადავუხვიე ჭუბერისკენ.

Image

Image

გზა კოდორის ხეობისკენ


Image


ჯერ დაბინდებული არ იყო სოფლის ცენტრში რომ შევედი.
ხალხი (ადგილობრივები, დამსვენებლები) მოემართებოდა ჩემსკენ, მანქანებიდანაც გადმოდიოდნენ, ყველას აინტერესებდა ჯვარიდან ვინ ან რატომ ამოვიდა ფეხით ჭუბერშიო :D
უი ხო, თან ის ტიპი თბილისიდანაც ფეხით მოდისო :D

მე სახე და თვალები ამდენი გამონაბოლქვისგან და მტვრისგან ისე მეწვოდა სათვალეებსაც ვერ ვიხსნიდი.
რამდენიმე წუთზე მეტი ვერ გავჩერდი მათთან არადა როგორ უნდოდათ საუბარი და უბრალოდ ურთიერთობა.

ძალიან ამაღელვებელი და სითბოს გამომჟღავნების მაგალითი იყო ბიძაჩემის და ბიცოლაჩემის შეხვედრა.
- როგორ მიყვარს სვანეთი და იქაური სუპერ სითბო!


ჩემი ფეხი კი ასე გასივდა მეორე დღეს, ქუსლზე ახალი წყლულიც გამიჩნდა :)

Image

ჭუბერში 2 დღე დავყავი მაგრამ სურათები არ გადამიღია, ფეხებს ვასვენებდი დიდი აღმართებისთვის რომელიც მომდევნო დღეებში მელოდა.

ამიტომ შემოგთავაზებთ ბოლო სამი წლის განმავლობაში გადაღებულ სურათებს.
ჩემი სოფელი, ეზო და გარემო ხომ უნდა გქონდეთ ნანახი.
ზოგიერთმა თქვენგანმა იცით, მაგრამ გამეორება არ იქნებოდა ცუდი :)
დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ ! :)

გაზაფხული ჩემს ეზოში

Image


ეს კი ზაფხული იმავე ეზოში :)
(სვანეთში ისევე სუფთად ითიბება მინდვრები როგორც პრემიერლიგის მოედნები :D )
გარემოსაც დააკვირდით, მაღალი ტყიანი მთები + კლდეები + სუბალპური მთები) ჰარმონია

Image


ეზოს მეორე მხარე (ნახეთ რა ლამაზი დაისი და ხედია)
ჩემი რომ არის მხოლოდ ამიტომ არ ვწერ ამდენს, უბრალოდ მართლა რომანტიკის განსაკუთრებულ შეტევებს იწვევევს ჭუბერი! :)

Image

ვედის მთები


Image


ხედი ჩემი საძინებელი ოთახიდან


Image

Image


ადგილი სახლიდან ერთ კილომეტრში


Image

Image

ტრადიციული სვანური სახლი "ლუშნუ ქორ"

სხვანაირია არა?


Image

გადახურვის სტილს დააკვირდით, წაუსკანდინავიურებს :D :D
პრინციპში გეოგრაფიულადაც ევროპაშია სვანეთი :D


Image

აი ნამდვილი კუბდარი!
1. ცომის ფენა თხელი! (სქელი როცაა პურის ჭამის ეფექტი აქვს)
2. ხორცი უხვად.
3. ქონები პირში არ უნდა გხვდებოდეს, არამედ ისეთ ზომებად უნდა იყოს დაჭრილი რომ ცხიმად იღვრებოდეს.
4. კარგად შეკმაზული!

Image

სახლი


Image

ჩრდილოეთ ამერიკაში გრიზლები რომ დარბიან ეგეთი ადგლია "მაშრი ჭალა"
:D

Image

მომავალ შეხვედრამდე:)


http://www.youtube.com/watch?v=OVcoXzbGBp4
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 16 ნოე 2010, 21:26

როგორც იცით შემდეგი 2 დღე ჭუბერში დავრჩი ფეხის გამო.
უშგულამდე დარჩენილი მქონდა 121 კილომეტრი.
რადგან საჩქარო არაფერი იყო, გადავწყვიტე ეს მონაკვეთი 5 დისტანციად დამეყო.

1. ჭუბერი - ლახამულა 40 კმ
2. ლახამულა - ბეჩო 18 კმ.
3. ბეჩო - მესტია 18 კმ.
4. მესტია - იფარი 17 კმ.
5. იფარი - უშგული 28 კმ.

17 და 18 კმ შეიძლება პატარა მანძილებად მოგეჩვენოთ იმასთან შედარებით რასაც ბარში გავდიოდი ხოლმე
მაგრამ ეს ცოტა სხვა 18 კილომეტრია :D მთის კილომეტრი.
კაი...

ჭუბერიდან გასვლის წინა ღამეს დავურეკე რუსთავი2-ის კორესპონდენტს, ვუთხარი სხვა ტელევიზიებს
სურთ სიუჟეტის მომზადებათქო და რა ვქნა, პირველი თქვენ შეგპირდით ინტერვიუს მოცემას და არ მინდა
პირობა დავარღვიოთქო.
ხვალ დილით უთენია სვანეთში ვიქნებითო :)
დილის 7-ს არ უნდა გადაეცილებინათ, რადგან დიდი გზა მქონდა გასავლელი.
დაახლოებით 9 საათისთვის გადავურეკე და მითხრეს ახლა გამოვედით ზუგდიდიდანო.
რადგან ცხენი გადმოგვიხტა გზაზე და ა.შ და ა.შ....
შევწუხდი... (მათ ბედზე)

დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე თუ თერთმეტზე ამოვიდნენ.
ჩაწერა 5 საათი გაგრძელდა, სულ გადაღებული იქნა 25 წუთი.
მონტაჟის შემდეგ დასრულებული სიუჟეტი ორ წუთნახევარია.
ვფიქრობ რომ ძალიან დადებითი, ზომიერი და თბილი გამოვიდა.
ნუ იქ ცოტა უზოსტობები კი არის, მოგზაურობის იდეასთან (ტურისტების მოზიდვა :D) - (დღეების გადანაწილება) - (წიგნის დაწერა)
მაგრამ მგონია რომ ასეთი უსაფრთხო უზუსტობები ყველა სიუჟეტში იპარება ალბათ :)
არ გამოვედი ერორის დამცველი?! :D ...
უბრალოდ შევეცადე დაუმახინჯებლად მომეთხრო ის რაც იყო!

გადაღების დასრულების შემდეგ გავლილი მქონდა 8 კმ, საგერგილის ხიდამდე,
დრო კი დაახლოებით 4-ის ნახევარი იყო.
ვერანაირად ვერ გავაგრძელებდი ლახამულისკენ გზას. ამ დღეს 40 კმ მქონდა გასავლელი.
ამიტომ ოპერატორს ვთხოვე მანქანით დავებრუნებინე სახლში.
ტრანსპორტმა ცოტა თავბრუ დამახვია (გადაჩვეჩვიე :D )
ხოო მართლა ერორის სპეციალური კორესპონდენტი ემა გოგოხია
ძალიან გამბედავი და რისკიანი აღმოჩნდა, 7 თუ 8 სურათი გადამაღებინა ისეთ
ადგილებში რომ მისი ოპერატორი განწირული ხმით გაჰკიოდა ემააა რას შვრები? თავს რატომ იკლავ! ფეხი აგიცდება. და ა.შ
სვანი ჯენტლმენის კოდექსი :D არ მაძლევს უფლებას მის დაუკითხავად ფოტოები დავდო აქ, თორემ ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა!


ბიძაჩემი მელორ ცინდელიანი მარხილით თივას ეზიდება დარბაზში.

Image

Image


ემამ ადგილობრივ გიორგი ჩხვიმიანს ინტერვიუ ჩამოართვა.


Image

Image


მოკლედ, ის დღე ჩამივარდა თქვენთვის უკვე გასაგები მიზეზების გამო.
მეორე დილას 7-ის ნახევარზე გავუდექი გზას მაგრამ არა ლახამულამდე,
არამედ ვაპირებდი ორი დისტანციის გაერთიანებას და ბეჩომდე მიღწევას რამეფრად :) მანძილი 58 კმ.
ამ დღეს უნდა მომეხსნა ჩემს მიერ გავლილი ყველა რეკორდი.

ენგურს დაახლოებით ერთი კილომეტრის მონაკვეთში შემაძრწუნებლად
გიჟური დინება აქვს!

Image

Image

ამ გვირაბებში სვანური მისტიციზმისთვის დამახასიათებელი მოვლენები ხდება-ო !!! :)


Image

Image


ასეთ გაშლილ ენგურსაც ნახავთ


Image

Image


მიმდინარეობს გზების მშენებლობა


Image


ამ წარწერას დააკვირდით. აშკარად ერთი ა ზედმეტია ხომ?
საამშენებლო რას ნიშნავს? :D

Image


სვანეთში ბევრისთვის საბედისწერო გამხდარა ეს ბალკონები.


Image

Image

იმ დღეს 14 საათი ვიარე და მოსაყოლიც ბევრი რამეა, მაგრამ ვფიქრობ ძალიან შორს წამიყვანს მათი ჩამოთვლა.

Image

სოფელ დიზის ხიდთან ამოვალაგე ბიცოლაჩემის საგზალი,
ხაჭაპური და ჭიშდვარი (ბარში რატომღაც ჭვიშტარს ეძახიან :) )
რამდენიმე ლუკმაზე მეტი ვერ გავქაჩე. ამხელა გზა მადას კლავს.

აქ 28 კმ მაქვს გავლილი, მაგრამ დარჩენილი იყო კიდევ 30 :)
Image

Image

Image

ხედავთ ალბათ რომ სვანეთი ფლორით არის მოცული!!!
წარმოიდგინეთ მარტოდ მარტო ამ ბუნბაში რომ დადიხართ!
ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად ამ ყველაფერს აღტაცებაში მოყავხართ!

Image

Image

ლახამულაში ამ ბავშვებისგან შოკოლადი ვიყიდე.
რა საყვარლად იღიმიან! :)
ამ სოფელში ჭკადუები ცხოვრობენ 98%

Image

ყანა ქვემო ლუჰაში

Image

მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია ქვემო და ზემო ლუჰას შორის მდებარეობს.


Image

ზემო ლუჰა, დადეშქელიანების ერთ-ერთი საცხოვრისი სოფელი

Image

ცნობილი ეცერის აღმართების დასაწყისში პირველად შეამჩნევთ უშბის წვერის მხოლოდ მცირე ნაწილს.
დააკვირდით მთის უკან :)

Image

ზემოთ ვახსენე ეცერის აღმართები, აქ მყოფი სვანები დამეთანხმებიან ალბათ როგორ "დაუსრულებლად" იწელება
თავიდანვე ნერვებმა არ უნდა გიმტყუნოთ და ცივსისხლიანად უნდა შეუდგეთ!
აღმართების ბოლოს კი მშვენიერი გაშლილი სოფელია.
ეცერში შესვლისთანავე ჩავრთე "ვიცბილ-მაცბილ"
ეს სიმღერა ამ სოფელში მცხოვრებ ძმებზეა. რომლებიც ტყეში იყვნენ გასული აბრაგებად.

Image

ამასობაში ვიღაც ბავშმა დამიძახა, საით მიდიხარო :)

Image

აღმოჩნდა გვარად ხორგუანი, მე ბებია მყავდა ხორგუანი - ბეჩოელი ხორგუანი.
ძალიან გამიხარდა, მეპატიჟებოდა, წამოდი პატივი უნდა გცეო :D გამაგიჟა რა თბილი იყო!

სხვათაშორის სათიბებიდანაც დამიძახა ერთი ორმა, ჩვენთან დარჩიო :)

ეცერლები იყვნენ ბებია (პაკელიანი) და ბებიის დედაც (გურჩიანი)


ქვემოთ მდებარე ადგილი არის ცხუმარი, ჩემი გვარის სოფელი.
ულამაზესი და მყუდრო სოფელია.

Image

ბეჩოსკენ მიმავალ გზაზე :)

Image


და აი ერთ-ერთი მოსახვევის შემდეგ მთლიანად გამოჩნდება უშბა!
უდიდესი სიხარული და ემოცია! :)

რამდენიმე კილომეტრიც და დღევანდელი დისტანცია დასრულებული იქნება!

ქვედა მარღი - ბეჩოს დისტანცია :)



Image

Image


უშბა მართლა სხვაა!!!!!!


Image

იმ საღამოს ბეჩოს ერთ-ერთ სოფელში ნაშთქოლში დავრჩი ბებიაჩემის ბიძაშვილის ჟორდან ხორგუანის ოჯახში.

ეს არის გოჩა ხორგუანი, დინჯი, წმინდა სულის კეთილი პიროვნება.

Image


ბეჩო განსაკუთრებული სოფელია!

მშვენივრადაც დამეძინა :)
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by ლეონტი » 17 ნოე 2010, 12:29

ისე გამიტაცა კითხვამ და თვალიერებამ, მგონი საქმეზე დავაგვიანე, წავედი.

User avatar
Lahil
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 11 სექ 2007, 13:53
თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით

Post by Lahil » 18 ნოე 2010, 10:11

ლეონტი
:)


დილის 5–ის ნახევარზე გავიღვიძე, ჩავიტარე ჯანმრთელობის პროცედურები :) და გავეშურე მესტიისკენ.
გუშინდელი დისტანციის გახსენება სხეულსა და სულში სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა.
ამპარტავნება ყოველგვარი ცოდვის დასაბამიაო და თითქმის დაუძელეველია ჩვენთვის კაცთათვისო.
მეგონა რომ წინა დღის მარშრუტის შემდეგ უფრო თავდაჯერებულად დავაბიჯებდი სვანეთის მიწაზე :D

Image

Image

უშბის საპირისპირო მხარეს მდებარეობს სვანეთის ქედი,
მას ლაჰილსაც ეძახიან, ლაილასაც და მგონი კიდევ რაღაცას.

Image

ტრაფარეტი ბეჩოს შესასვლელთან

Image

ეს არის ცხუმარისკენ გადასახვევი გზა,
სურათის მარჯვნივ ბეტონი რომ ჩანს, აი იქ ჩამოვჯექი და მზისგან დამცავი კრემი წავისვი.
ამ დროს იქვე შორიახლოს გაჩერდა მანქანა. ვხვდები რომ ჯიპის გაჩერების მიზეზი მე ვარ:D
აშკარად ვიგრძენი მანქანიდან მათვალიერებდნენ. ბოლოს გადმოვიდა მძღოლი და მითხრა ლევან არღვლიანი ხარო არა? :) კიბატონოთქო
გუშინწინ გნახეთ ტელევიზორში და ჩვენც არღვლიანები ვართ, გაიხარე ძმაოო !!! :) მას გოდერძი ერქვა
წინ სავარძელზე მისი და ზის. ძალიან, ძალიან სასიამოვნო ხალხი იყვნენ!
რამე ხომ არ გჭირდება, რით დაგეხმაროთო. შემდეგ ცხუმარში ჩასვლა შემომთავაზეს :)



Image

Image

რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ ჩემს წინ გადაიშალა ისეთი
ხედი რომელიც ალბათ ყველა ფოტოგრაფის ოცნება იქნებოდა.

ბავშობაში მთები ხომ დაგიხატავთ? თითქოს რაღაც გეომეტრიული სიზუსტით წაწვეტებული სამკუთხედები.
ხოდა აი ზუსტად ეგეთი სამკუთხედები დაგყურებთ , ერთ-ერთი თეთნულდია.
თანაც მარჯვნივ, ირგვლივ და ყველგან მთები და ტყეებია.
მათ შუაგულში კი ილანდება ლატალი, უძვირფასესი სოფელი.


მოპირდპირე დილის სხივებმა და ბინდმა ჩემს ფოტოაპარატს არ მისცა საშუალება რომ ეს საოცრება მკვეთრად დაეფიქსირებინა.
მაგრამ მაინც უნდა განახოთ ეს სურათი, თუნდაც ცუდი ხარისხით.
ნახეთ რა საოცარი პეიზაჟია.
გეფიცებით იმ წუთებში თავი ზღაპარში მეგონა.

იმ სამკუთხედებსაც დააკვირდით პირდაპირ ზემოთ!


Image

მთების კასკადურმა წყობამ ბოლო მომიღო :)

Image

ლატალელებს სათიბები რა ტყიან ადგილებში აქვთ. ნახეთ
აქ წამოგორება, ფიქრი და სხვა აქტივობები რა იქნებოდა?! :)

Image

ესეც იქვე ლაჰილი (თუმცა ლაჰილს მე ვეძახი, ისე ლაილა ან ლაჰლა ჰქვია)

Image

სათიბი მინდვრები ლატალის შესასვლელში

Image

Image

:)

Image

ეს ადგილი ალბათ გეცნოთ კინოფილმი "სვანი"-დან
გოგონა თბილად მომესალმა, თუ გინდა ეკლესიას გაგიღებო.
გვარად გირგვლიანი იყო, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ეტყობოდა!

Image




ცოტა ხანში მანქანა გაჩერდა ჩემს წინ და იქიდან მილიონი წლის უნახავი ნათესავები გადმოვიდნენ.
მარნეულიდან მესტიაში მიდიოდნენ გასვენებაში. ისეთი სითბოთი და ალერსით ჩამეხუტნენ რომ რა ვიცი... :)

Image

მათ დავემშვიდობე, შევტრიალდი მესტიის მიმართულებით და სანამ ნაბიჯს გადავდგამდი უცბად მხარზე ვიღაცამ ხელი შემახო.
გამოვხედე და tamunia_ch შემრჩა ხელში :D
აქ რა ნიკი აქვს არ ვიცი ფორუმზე ასე ჰქვია :)

მართლა ძალიან გამიხარდა მისი ნახვა.
მითხრა კარაველები ვართ დაბანაკებული ამა და ამ ადგილასო, მგონი 42 კაცი.
ხოდა გვესტუმრეო.
სვანური არქაული ტრადიციის თანახმად :D გზიდან უკან ვერ მოვბრუნდი.
და მიზეზად (სიმართლე კი იყო, მაგრამ მიზეზი უფრო) მოვიყვანე, ვახო ფილფანი მელოდება - კულტურის განყოფილების უფროსითქო :D

სურათზე: თამუნა და მისი მეგობარი

Image

თამუნას დავემშვიდობე და ლენჯერისკენ გავუყევი გზას

Image


და აი ისიც, მშვენიერი სოფელი


Image

ლენჯერის პირველი სოფელი სოლ-ი
სვანეთში აქ ყველაზე მჭიდროდ დგას კოშკები.
ვგულისხმობ ახლო-ახლოს.

Image

გზების მშენებლობაზე მომუშავე ადგილობრივები.
ერთ-ერთმა მითხრა ამ სოფელში ყველა შენი ნათესავიაო :)
ბებიის დედა იყო აქედან - გვარად გულედანი


Image

მალე მესტიაში ვიყავი, ძალიან ბევრი ხარაჩო და მტვერი.
სურათები ვერც გადავიღე, აპარატიც დამჯდარი მქონდა და ტელეფონით თუ რამეს ვიცოდვილებდი...

მამიდაჩემმა "გიჟური" შეხვედრა მომიწყო :), მესტიაში განთქმული ქალია თავისი სითბოთი.
მას ზოია არღვლიანი - ჩართოლანი ჰქვია. :) მამაჩემი იყო მისი ტყუპისცალი და მე განსაკუთრებით ვუყვარვარ :)
ერთი სურათი მაინც გადამეღო რა სულელი ვარ...

ცოტა ხანში მოვიდნენ რაიონის კულტურის განყოფილების წარმომადგენლები (7 კაცი) ვიდეოკამერით და სრული ინფო ჩაიწერეს ჩემი მოგზაურობის შესახებ, მგონი არქივისთვის. თან სვანურადაც დამლოცეს, მოკლედ ძალიან კმაყოფილი დავრჩი მათთან შეხვედრით.

შემდეგ ცალკე ნათესავები მოდიოდნენ:
ბებიაჩემის ბიძაშვილიშვილი მანანა ჯაფარიძე
ახლობლები - შუაში ნუგზარ გვარლიანი და მარცხნივ ლაშა ჩარკვიანი

Image

იმავე დღეს საავადმყოფოში წავედი მთავარ ექიმ ილიკო ჯაფარიძესთან, მან ზედმეტი დაკიდებული კანები შემომაჭრა და ხსნარით დამიმუშავა ფეხი.

Image

იქვე საავადმყოფოში ცხუმარის გადასახვევის ისტორიის მონაწილე გოდერძი არღვლიანი შემხვდა მამასთან და სიძესთან ერთად :)
ძალიან კარგი ხალხი

Image

ბეჩოდან 18 კილომეტრია მესტიამდე, Guruli-ს ტელეფონით ვუთხარი
ამოვისეირნეთქო :) მართლა ამოსეირნება იყო ჭუბერი - ბეჩოსთან შედარებით. :)

მოგვიანებით forum.ge-ელმა Lasha.-მ მომინახულა, მაგარი კაი ბიჭი!


საღამოს კი მეორე მამიდა თინასთან ასეთ სქელ მაწონს მივირთმევდი:)


Image


უშგულს ოცნებების გარდა ფიზიკურადაც ვუახლოვდებოდი :)
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრული და
იდუმალია-

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]