ბულბულების ჭალა ანუ არშემდგარი სიურპრიზი - 26.05.10

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბულბულების ჭალა ანუ არშემდგარი სიურპრიზი - 26.05.10

Post by Gvalva » 27 მაი 2010, 13:02

ეხლა ჩემი ისტორია :)

ჩემმა ძმამ მითხრა, ბავშვები უნდა წავიყვანო კუს ტბიდან ფუნიკულიორზეო. რადგან თავჩაღუნული ვშრომობ, ჩემთვის არც შემოუთავაზებია. ნამყოფი ხარ მეთქი და არაო... ნამყოფი არც ვიყავი, მაგრამ მსმენოდა, რომ არც ისე ადვილი გასაგნები იყო, როგორც ეს ჩემი ფანჯრიდან ჩანდა... კონსულტაციისთვის ვანო ავირჩიე და არც შევმცდარვარ, გუგლის რუკაზე ყველაფერი დაწვრილებით ამიხსნა...

რიგით რომელიღაც დარეკვაზე კი მკითხა რომელს საათზე მიდიხართო, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ კომპიუტერთან უნდა იჯდეს, რომ თუ დავიკარგები და დავურეკავ დახედოს და ზუსტად მითხრას მარცხნივ თუ მარჯვნივო...

მე წავიდოდი თუ არა არ ვიცოდი, მაგრამ 4-5 საათში თუ ჩავეტეოდით პრინციპში წავიდოდი...

წასვლა დილის 9-ზე ქონია ჩემს ძმას გადაწყვეტილი... კუსტ ტბაზე რომ ავედით და პირდაპირ გავიხედეთ ზემოთ ისეთი გადატვირთული მოძრაობა იყო ბილიკიზე რომ წინა დღეს ვანოსთან ნამეცადინები გვერდზე გადავდეთ და ჩვენც ამ ბილიკს ავუყევით.

ბილიკი შედის კუს ტბაზე მარჯვნიდან შემოვლას რომ დაიწყებთ, სავარჯიშოების შემდეგ მალევე, იქ ორი შესახვევია, ერთი რაღაც ჭიშკარს მიადგება და მეორე ბილიკია და იმავე მიმართულებით მიდის, საითაც კუს ტბას უვლიდით, მალე გადაივლის წყალი რომ ჩამოდის იმ ადგილს და შემდეგ ადის მაღლა. როგორც გითხარით მოძრაობა მეტად ინტენსიური იყო ამ ბილიკზე.

უკვე ქედზე რომ ახვალთ მარჯვნივ უნდა წახვიდეთ, უზარმაზარი ანძა რომ ჩანს, ანუ, მოციმციმე ანძის საპირისპირო მხარეს მაღალი ძაბვის ანძისკენ. გადასახედები რამდენიც გინდა, თან ერთმანეთზე უკეთესი!

Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბულბულების ჭალა ანუ არშემდგარი სიურპრიზი - 26.05.10

Post by Mta Mkvarebia » 27 მაი 2010, 13:05

მერე ილია, მისი და და სიძე ამოვიდნენ ბავშვებით :)

Image


Image

Image

მოკლედ ეს თამუსია რა ყოჩაღი გოგოა, დატრიალდა და დარჩენილი სორდელები შეუწვა ახლადშემომატებულებს :D

Image

Image

Image


Image

წამოსვლის წინ ფოტოც გადავიღეთ

Image

და გამოვუყევით გზას უკან

მერე გზიდან გადავუხვიეტ და კუს ტბას გადავხედეთ ზემოდან
Image

Image

Image

მზის ჩასვლასაც ვიხილეთ

Image

Image

გადავუღეთ კიდეც
Image

Image

Image

Image


Image
მერე ჩამოვედით კუს ტბაზე სადაც არჩილ დაკოტელი ვნახეთ. კუს ტბიდან ბილიკით ვაკის პარკში ჩავედით. იქიდან კი სახლებისკენ ჰერი-ჰერი :D
Last edited by Mta Mkvarebia on 27 მაი 2010, 13:15, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბულბულების ჭალა ანუ არშემდგარი სიურპრიზი - 26.05.10

Post by Mta Mkvarebia » 27 მაი 2010, 13:12

Gvalva
ეჰჰ, როგორ ვერ მოგისწარით :( , მაგრამ არა უშავს, ვინ იცის კიდევ რა ხდება, იდეებს რა დაგვილევს? :wink:

qvevri
ვისთვისაც დაიდო ეს ფოტოები, ის მიხვდება, მთავარი ესაა :wink:
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბულბულების ჭალა ანუ არშემდგარი სიურპრიზი - 26.05.10

Post by Gvalva » 27 მაი 2010, 13:23

უკვე მაღალი ძბვის ანძას რომ მიადგებით და ასე 40-50 დარჩება, მარცხნივ, ანუ ქედიდან კუს ტბის მოერე მხარეს ხევისკენ ჩამავალ ბილიკს დაინახავთ, ეგაა საჭირო ბილიკი და ის მალე პატარა ღელეზე გადაივლის და ცოტა რომ შემაღლდება გზას შეუერთდება - მარჯვნივ ბულბულბის ჭალა და იაკობის წყარო, მარცხნივ ფუნიკულიორი და ბომპორას ატრაქციონები :)

მარჯვნივ წავედით, ამ გზას ბილიკი არ ქვია :), ეს რაღაც უფრო მეტია :)

Image

ბულბულების ჭალიდან იქვე ახლოს აღმოჩნდა იაკობის წყარო, გზად მხნედ მიმავალ ორ ქალბატოსნ გამოვესაუბრე და ჩვენ უფრო შორს რომ წყაროა იმაზე მივდივართო, და მერე წყნეთშიო...

წყაროსთან კარგად დავისვენეთ და უკან დავბრუნდით

Image

ბავშვების სასახელოდ უნდა ითქვას რომ კარგად იარეს კი არა, ძლივს ვეწეოდით, წინ და უკან სირბილიში ერთ-ნახევარი იმდენი გაიარეს, რაც ჩვენ, ნუ კაი, 1,2 :). და ბომბორაში ლეო კიდევ მეკლდეურების კედელზე ავიდა (ამ ფოტოს ოდნავ მოგვიანებით დავდებ, თურმე ჩემი ტელეფონი ვიდეოს იღებდა და ეხლა ამ 3 წამიანი ვიდეოდან ფოტოს ამოღებაა საჭირო)

Image Image

გზიდან ვნახეთ აღლუმის ვერტმფრენები და ლამაზ კვამლიანი ჩემთვის უცნობი მოდელის რამდენიმე თვითმფრინავი, მთელ ქალაქზე გაწოლილი კვამლით. ძალიან გული მწყდება რომ ამის გადაღება ვერ მოვასწარი :(

გზის ამ მონაკვეთზე მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა, გარდა ჩემი დაჟინების რომ რამდენიმე ხე ურთხმელია მეთქი, რამაც ხის ქვეშ ანსხვავებულად დაყრილი წიწვებით მიიპყრო ჩემი ყურადღება

Image

კიდევ ერთი, განსაკუთრებულად ლამაზი

Image
Last edited by Gvalva on 27 მაი 2010, 13:37, edited 2 times in total.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბულბულების ჭალა ანუ არშემდგარი სიურპრიზი - 26.05.10

Post by Gvalva » 27 მაი 2010, 13:34

ეხლა რაც შეეხება მეორე ჯგუფს და ჩემს სინანულს!!!

უკვე ბომბორადან ვბრუნდებოდით, როცა ამ სიურპრიზის შესახებ გავიგე და რა თქმა უნდა ძAAAALიან დამწყდა გული!! თან ისეთი სახელები ჩამოთვალა მთაშენკამ, ყველა ძალიან მომნატრებოდა!!

ვერ მოვისვენე მერე კიდევ დავრეკე რომ ამბები დამეზუსტებინა!

საპასუხოდ ჩამოსვლისას ჩასაფრება ან რამე ასეთი გავივლე გულში მაგრამ შინაგანმა ხმამ მკაცრად მითხრა, სიგიზმუნდ, სტოი... და შემდეგ როგორც ტექსტშია :)

რომ მცოდნოდა თუ ამდენ ხანს გაჩერდებოდით მეთქი მინდა ვთქვა, მაგრამ... თან რა ხალხი დაგმატებიათ კიდევ!!

მოკლედ, ჩასთვალეთ რომ ჩაგეთვალათ და ძალიან გამილამაზეთ დღე, ვერ ვნახეთ ერთმანეთი მაგრამ ძალიან კარგები ხართ და მიყვარხართ!!!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ბულბულების ჭალა ანუ არშემდგარი სიურპრიზი - 26.05.10

Post by Mta Mkvarebia » 27 მაი 2010, 13:43

Gvalva wrote:...მოკლედ, ჩასთვალეთ რომ ჩაგეთვალათ და ძალიან გამილამაზეთ დღე, ვერ ვნახეთ ერთმანეთი მაგრამ ძალიან კარგები ხართ და მიყვარხართ!!!
ჩვენც ძალიან გვიყვარხარ და გვენატრები! :D :**

რა ყოჩაღი ძმიშვილები გყავს, ეტყობათ ვისი გორისა არიან :wink:
Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ბულბულების ჭალა ანუ არშემდგარი სიურპრიზი - 26.05.10

Post by z g a r b i » 27 მაი 2010, 13:47

Mta Mkvarebia
გაიხარე ლიკა ფოტოებისთვის! :*

ჩემი გადაღებულები ვანოსთანაა და ჯერ ვერ დავდებ..

Gvalva
ვიცოდით რომ გული დაგწყდებოდა და ცოტა ვაჯანჯლებდით თქმას, მაგრამ ბოლო მაინც გითხარით :D
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ბულბულების ჭალა ანუ არშემდგარი სიურპრიზი - 26.05.10

Post by Gvalva » 27 მაი 2010, 13:52

არა, რომ მცოდნოდა ამდენ ხანს დარჩებოდით შინაგან ხმას ჩავკლავდი!! :) :D

ეხლა ფოტოებს რომ ვათვალიერებ ძალიან, ძალიან, ძალიან... !!

ყველა!!!

ხო, ხელმა ტესტირება გაიარა, 2 თვეა ზურგჩანთა არ მკიდებია და როცა გინდაო, მე პრობლემა არა მაქვსო... პრინციპში მაგას მხარი ატარებს მკლავი კი არაო :)

კაი, წავედი.

გკოცნით ყველა სიურპრიზელს!!

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ბულბულების ჭალა ანუ არშემდგარი სიურპრიზი - 26.05.10

Post by MIRANDA » 27 მაი 2010, 15:59

ძალიან სასიამოვნო გასვლა იყო... ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად.. მანდ პირველად ვიყავი - მშვენიერი ბუნება, ჩიტების ჭიკჭიკი, ხეები, სიმწვანე, სიგრილე, პატარა წყარო, არაჩვეულებრივი ხედები (პირველად გადმოვხედე კუს ტბას ზემოდან და მომეწონააა)...

მოკლედ, ძალიან კარგი ადგილია!!! მადლობა ინტელ, ასეთი არაჩვეულებრივი იდეისთვის... გვალვა, ნეტა გცოდნოდა, რომ იმდენ ხანს დავრჩებოდით.. ან ჩვენ გვცოდნოდა რომელი საათისთვის ადიოდით ... მომენატრე ძალიან!!! მაგრამ არა უშავს... წინ კიდევ ბევრი ასეთი გასვლა გველის :) :) :)


qvevri
ასე ვიდექი ჩემთვის. ვთამაშობდით, ვერთობოდით, ჰოდა... "ღუტუ-ღუტუო" და ახლა დალურჯებული მაქვს გვერდები..

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
ბულბულების ჭალა ანუ არშემდგარი სიურპრიზი - 26.05.10

Post by Bivrili » 27 მაი 2010, 22:02

მშვენიერი დღე იყო, ადგილი კი საოცრება. სიმწვანე, სითბო, ცივი წყარო შორიახლოს, საბანაკედაც გამოდგება , სათამაშოდაც და მოსალხენადაც.

კარგად ვიხალისე, ცოტა ვირბინე, ლამაზუკა თბილისიც დავათვალიერე მაღლიდან , დღის ბოლოს კი ნესამაც გაგვახარა, ვანოს შეტყობინება გამოუგზავნა , მოგვიკითხა (თუ მოიკითხა ზუსტად არ მახსოვს შინაარსი) , მოკლედ უკვე იტალიაშია ჩვენი ნესა.

მირანდა მთელი დღე იმეორებდა არშემდგარი სიურპრიზი და შემდგარი პიკნიკი გამოგვივიდაო :) , თუმცა დარწმუნებული ვარ შემდგარ სიურპრიზებსაც მრავლად ვიხილავთ .

პ.ს. მართალია მგალობელი ბულბულები ვერ ვნახეთ, მაგრამ მოსიარულე-მოფარფატე ბულბულები თავს გვევლებოდნენ და ჰიმნიც კი შეასრულეს .
:)
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...



User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ბულბულების ჭალა ანუ არშემდგარი სიურპრიზი - 26.05.10

Post by z g a r b i » 31 მაი 2010, 19:55

dolidzeli wrote:ვიდეო#2
http://www.youtube.com/watch?v=ce8nCV33-Dk
აუ ვიდეო ეხლა ვნახე რა მაგარიაა :D
მაგარი თამაშია რა, ექსკურსიებისთვის გადასარევია გასახალისებლად
საყურებლადაც რა ხოხმაა :lol:
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ბულბულების ჭალა ანუ არშემდგარი სიურპრიზი - 26.05.10

Post by Archil » 31 მაი 2010, 20:17

სურათებიიიიიიიი
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ბულბულების ჭალა ანუ არშემდგარი სიურპრიზი - 26.05.10

Post by z g a r b i » 31 მაი 2010, 20:37

ცოტა რაღაცეები ვაჩხაკუნე და დავდებ ბარემ..
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]