Page 1 of 9

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 01 აგვ 2006, 00:24
by caucasica
Gvalva
სამწუხაროდ სადაც მე დავდივარ კუზე ეგზოტიკური არაფერი მინახავს...

ისე ხმელთაშუაზღვისპირული კუ საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი და ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება ვათავსებ მის ფოტოს....
იმედია საქართველოში ეკოტურიზმი განვითარდება,რისი პოტენციალი საბედნიეროდ ჯერ კიდევ გვაქვს და ჩვენს გვერდით მცხოვრები თანაპლანეტელები უყურადღებოდ არ დაგვრჩებიან :D :D :D :wink:

Image

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 04 იან 2007, 22:41
by caucasica
კავკასიური სალამანდრა - Mertensiella caucasica

საქართველოში გვხვდება აჭარა-იმერეთის ქედზე და თრიალეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში(ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში). ბინადრობს ფართოფოთლოვან და შერეულ ტყეებში, მცირე ზომის წყაროების მიდამოებში, ტენიან ადგილებში.
ჩვენი ენდემია...
შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში სტატუსი მოწყვლადი VU( IUCN)
კვერცხისმდებელია , ივნისის დასაწყისში ჰყრის 90-მდე დიდი ზომის ქვირითს..
საფრთხეები რომლებიც ემუქრება კავკასიურ სალამანდრას: პირველადი ტყის გაკაფვა მცირე კავკასიონზე, სალამანდრას არსებობისათვის აუცილებელია მოზრდილი ხეების არსებობა, რომლებიც ტენიან ჰავას ინარჩუნებენ. მორების თრევა წყაროების გასწვრივ, რაც ანგრევს სალამანდრას თავშესაფარს და იწვევს კვერცხების და ლარვების განადგურებას.
Image
Image

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 05 იან 2007, 00:26
by Giorgi Bagrationi
ერთი კუ მეც გადავიღე ბაგინეთში.
აი ისიც :wink:
Image

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 05 იან 2007, 12:13
by Nika
Gvalva
მე კიდე ავტოგრაფს ვთხოვდი ;)

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 05 იან 2007, 15:01
by mika
Gvalva
ჩვენი ბაგინეტის რეპორტაჯს ვეზებდი ვერ ვნახე.. აი ის მინოდა დამეკპირებინა მაოს ხელზე რომ ცაი*(&(*&სა იმ კუმ

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 05 იან 2007, 15:18
by Gvalva
არქეოლოგიაშია

Image

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 05 იან 2007, 20:52
by caucasica
გიურზა - Vipera lebetina obtusa

საქართველოში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე ძლიერი შხამის მქონე გიურზაა!!!
ამ გველის შხამი, თუ მისი საწინააღმდეგო ღონისძიებანი* დროულად არ იქნა გატარებული, ადამიანისათვის სასიკვდილოა.(გიურზას ნაკმენმა მოზრდილებში შეიძლება მძიმე მოვლენები გამოიწვიოს, ხოლო ბავშვისათვის კი სასიკვდილოც იყოს)
გიურზას შხამი მსხვერპლის სისხლის შედედებას იწვევს. ახალგამოჩეკილის შხამი ისევე ტოქსიურია, როგორც ზრდასრულისა..
მისი სხეულის სიგრძე 130-160 სმ-ია. ფერი ღია ნაცრისფერიდან მუქ ნაცრისფერამდე, წენგოსფერი ან მოყავისფრო ელფერით. ზემოდან უფრო დიდი ზომის ლაქებია ვიდრე გვერდებზე. გიურზა კარგადაა შეხამებული საბინადრო გარემოს.
გიურზა შეწყვილების პერიოდია მაისის პირველი ნახევარი , გაზაფხულზე დებს 15-118 კვერცხს, პატარები აგვისტო სექტემბერში იჩეკებიან. ამიერკავკასიური გიურზას აქტიურობა მარტის ბოლოს და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ძირითადად იგი ღამის ცხოვრებას ეწევა, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს.
იგი გვხვდება შირაქში, ელდარში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში..
ნ---------------------------------------------------------------------------------
საწინააღმდეგო ღონისძიებანი* - შხამის საწინააღმდეგო შრატის შეშხაპუნება (თუ გვაქვს), გველის მიერ დაკბენილი ადამიანი უნდა დაწვეს, შეწყვიტოს ყოველგვარი აქტიური მოძრაობა , მიიღოს სითხეები (ცხელი ჩაი და სხვ..), პანიკაში არ ჩავარდეს და გადაყვანილ იქნეს კლინიკაში...
P.S. კარგი იქნება თუ "საწინააღმდეგო ღონისძიებებს" ჩემზე კომპეტენტური ადამიანი დაწერს...

Image
Image

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 21 იან 2007, 15:29
by caucasica
ეს ერთი ჩემი მეგობრის "მოლუსკოლოგის" :D შთაგონების წყაროა, და პოსტიც მისია სანამ თავის ნიკით დარეგისტრირდება...

Helix species nova

მაშ ასე. თქვენს წინაშეა კაცობრიობისთვის დღემდე უცნობი და უკვე ნაცნობი ლოკოკინა.
ჯერ სახელი არ დაგვირქმევია, მაგრამ დიდი ალბათობით ერქმევა - "Helix goderdzi "
ცხოვრობს გოდერძის უღელტეხილიდან აღმოსავლეთით, 4-5 კილომეტრში.
ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ ევროპაში ყველაზე დიდი ხმელეთის ლოკოკინაა.

Image

ცნობისათვის: როცა ლაპარაკია ზომებზე, ლოკოკინების შემთხვევაში იგულისხმება ნიჟარის ზომები. ჰოდა ამ ვაჟბატონის სიმაღლე 62 მმ-ია, სიგანე კი 60 მმ.
* * *
ყველაზე დიდი, ხმელეთზე მცხოვრები ლოკოკინაა, დიდი აფრიკული ლოკოკინ Giant African Land Snail (Achatina fulica - ეს მისი ლათინური სახელია) . სახელიდან გამომდინარე იოლი მისახვედრია რომ ცხოვრობს აფრიკაში. მისი სიგრძე 50 სანტიმეტრს აღწევს. ლოკოკინისათვის შთამბეჭდავი ზომაა. სხვათაშორის გადაშენების პირასაა. (IUCN-ის მიხედვით).
Image

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 21 იან 2007, 20:55
by Giorgi Bagrationi
caucasica
შარშან ბოლნისთან ეს გველი შემხვდა რომელიც 1,7-1,8 მ. იქნებოდა და ძალიან სქელი იყო. მე რომელსაც დაახლოებით 40-ჯერ მაინც შემხვედრია გველები ამხელა ეგზემპლარი პიერველად დავინახე და სურათიც გადავუღე.
დანამდვილებით ვერ ვამბობ რომელი სახეობაა (გიურზასაც გავდა თითქოს მაგრამ ბევრად დიდი იყო) და იქნებ დამაკვალიანო? :wink:
Image

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 21 იან 2007, 23:20
by Mao
Gvalva

vardziashi jojo xo naxe?

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 22 იან 2007, 11:11
by Guest
რამდენიმე ნიშანი: 1. გველგესლას ტანი 2. მუქი ფერი 3. უზარმაზარი ზომა 4. გაფართოებული თავი.
სულო, ასეთი ნიშნების კომპლექსი გიურზას გარდა არცერთ გველს არ აქვს.

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 22 იან 2007, 13:42
by lama
და მე აუცილებლად დავდებ სამთავიანი გიურტზას ფოტოს რომელიც აღმოაჩინა არნოლდ გეგეჭკორმა და სად თუ იცით : ვაშლოვანის ნაკრძალში

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 22 იან 2007, 19:53
by Guest
ჰოო, აბა გამოუშვი სამთავიანი გიურზა. იმედია ცეცხლს არ აფრქვევდა და გეგეჭკორი ცოცხალია.

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 22 იან 2007, 20:09
by Guest
ხომ გინდათ გიურზაზე ერთი ორი ჭკვიანური ინფორმაცია, ჰოდა წაიკითხეთ:
თურმე გიურზა ადამიანებს დასდევს, თანაც განსაკუთრებით ბებრებს ეტანებაო ამბობენ აჭარაში. კასრისწყალში კი ბავშვები ვეხშიშვლები დარბიან მინდორში. ხომ კარგი ინფორმაციაა?

საქართველოს რეპტილიები და ამფიბიები

Posted: 23 იან 2007, 13:55
by caucasica
Giorgi Bagrationi
როგორც სტუმარი-მა აღნიშნა ეგ გველი გიურზა უნდა იყოს, თან გასათვალისწინებელია რომ საკმაოდ მრავალფერი შეფერილობის შეიძლება იყოს...
სტუმარი :lol:
რა იყო დალაგებული წერა კიდევ ვერ ისწავლე? :wink:
და კიდევ ცოტა იაქტიურე....