Birdwatching

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
Birdwatching

Post by Gvalva » 01 თებ 2007, 23:53

უკვე ყველამ იცის ამ სიტყვის თარგმანი - ფრინველების ცქერა :)

გაზაფხული ახლოვდება, მოდით დაველაპარაკოთ ამ ხალხს, გავარკვიოთ რა არის საჭირო, როგორ უნდა მოვემზადოთ, და ვნახოთ ის უმშვენიერესი ფრინველები რომლებიც თურმე საქართველოში შემოდიან

ვინმე ყოფილხართ მაცქერლებთან ერთად? მოგვიყევით როგორ ხდება ეს? რაღაცა ძალიან საინტერესო გვგონია ჩვენ და იქნებ დიდი არაფერია...

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
Birdwatching

Post by gobe » 05 თებ 2007, 12:58

მა ფრინველის გრიპი? :)

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
Birdwatching

Post by caucasica » 05 თებ 2007, 16:03

Gvalva

ბირდვოჩინგისთვის საჭირო ინვენტარი:
ფრინველების სარკვევი, დურბინდი, ტელესკოპი , ფოტოაპარატი და...

იმისდა მიხედვით რა გვინდა რომ ვნახოთ:

1. თუ გვინდა ვნახოთ ის ფრინველები რომლებიც საქართველოზე "ტრანზიტულ" გადაფრენებს ახორციელებენ :D მაშინ გვჭირდება მოვხვდეთ მათ სამიგრაციო გზებზე, ესეთი ადგილები კი არის აჭარაში, ჯავახეთში და კახეთში. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საშუალება ვნახოთ ძალიან დიდი გუნდები ერთად....

2. კარველებს ძალიან უყვართ ლაშქრობები და სულ "ლაშქრაობენ", ამიტომ ყოველთვის შეიძლება მონდომების შემთხვევაში საინტერესო ფრინველი დავაფიქსიროთ და სურათსაც თუ გადავუღებთ შეგვიძლია ჩვენს საიტზეც გავარკვიოთ ვინაა...
შეგვიძლია გავაკეთოთ სია და და ვუსვათ მინუსები, მერე კი ეს "-" თუ ფრინველს ნახავს ვინმე კარველი გადავაკეთოთ "+" მივაწეროთ კარველის სახელი ...

ჩვენთან 360 სახეობაზე მეტი ფრინველის ნახვა შეიძლება. ჰაბიტატების დიდი მრავალფეროვნება, რომლებიც მცირე არიალზეა განფენილი, 2 კვირის განმავლობაში 200-მდე სახეობის ფრინველის ნახვის საშუალებას იძლევა.

საქართველო და ზოგადად კავკასია ევროპაში არსებული სამ ენდემურ ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილიდან ერთ-ერთს წარმოადგენს და აქ ფრინველთა ოთხი ენდემური სახეობა გვხვდება: კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი, კასპიური შურთხი და კავკასიური ყარანა. ეს ნიშნავს, რომ ამ ფრინველების ნახვა არსად სხვაგან დედამიწაზე შესაძლებელი არ არის.


მე შემიძლია შემოგთააზოთ ერთი ლაშქრობა ცოტა რომ გაზაფხულდება, კახეთისკენ.. ლაგოდეხის რაიონში არის ხელოვნური ტბები სადაც შესაძლებელია საკმაოდ მრავალფერი წყლის ფრინველების ნახვა ყანჩა, გედი, ვარხვი, ბაკლანები (ჩვამა), იხვები, ბეკასი , თუ გაგვიმარლა ჭყლის ბუღა და სხვა... ასევე შეგვიძლია ვითევზავოთ და..

დაწვრილებით ყველაფრის ნახვა შეიძლება აქ : http://www.gccw.org/index.php?lang=geo& ... -bwatching

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
Birdwatching

Post by Gvalva » 05 თებ 2007, 17:47

caucasica

ძაან მინდა!! წავიდეთ რაა...

ეხლა ვნახე შენი ბმულები და რამდენი ადგილები ყოფილა...

Image

ეგ ალბათ როგორ დათბება იმაზე უფრო იქნება დამოკიდებული ვიდრე კალენდარზე ხო??

რა ვქნათ რომ არ გამოგვეპაროს ეგ მომენტი? ერთი კვირა იქ ჩასახლება ალბათ გაგვიჭირდება... მითუმეტეს თევზიც არ მიყვარს :D :lol:

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
Birdwatching

Post by caucasica » 05 თებ 2007, 18:09

Gvalva
ალბათ ესეც ნახე:

http://www.gccw.org/index.php?lang=geo&a=about-release

:D მე 4 და 5 ადგილი ვიგულისხმე სადამდეც ჩასვლა 1.5-2 საათის საქმეა
ეგ ალბათ როგორ დათბება იმაზე უფრო იქნება დამოკიდებული ვიდრე კალენდარზე ხო??
დათბობაზე ნაკლებად ....... დათბობაზე უფრო საქართველოში დამრჩენები არიან დამოკიდებული....გადამფრენები კი უფრო "გლობალისტები" არიან და მეტ ნაკლებად კალენდარზე არიან დამოკიდებული.....

მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი თან მარტში ბევრი დასვენებაა :D

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
Birdwatching

Post by Gvalva » 14 მარ 2007, 23:13

გიო, ამ შაბათ-კვირას ფრინველების ცქერა ადრეა?? :)

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
Birdwatching

Post by Linda » 18 მაი 2007, 12:58

ise aCaraSi male albaT gakeTdeba specialurad Birdwatching-is adgili. daaxloebiT maxinjaurTan axlos aris Zabri sadac yvela gadamfreni erTad iyris Tavs da mere erTad agrZeleben gzas Tbili qveynebisken

Zalian kargi faqtia rom aseTi ram albaT male iqneba,uamrav turistsac movizidavT da CvenTvisac xom Zalian sasiamovnoa :)

xo kidev Semodgomas baTumSi moewyoba uzarmazari konferencia mtacebel frinvelebTan dakavSirebiT (daaxloebiT 300 kaci) sadac iqnebian evropeli orniTologebiC.

me Cemda Tavad vapireb wasvlas da mere Tqvenc mogiyvebiT iqaur ambebs :)

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
Birdwatching

Post by lama » 18 მაი 2007, 17:21

Bala
ვა ძალან საინტერესოა რომ ასეთი რამე ხორციელდება :D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
Birdwatching

Post by Linda » 18 მაი 2007, 21:12

lama

marTla Zalian saintereso da sasiamovnoa :) mec axla gavige da erTi suli maqvs ukve rodis mova Semodgoma rom vnaxo es konferencia :)

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
Birdwatching

Post by Makena » 08 სექ 2007, 18:25

Bala wrote:ise aCaraSi male albaT gakeTdeba specialurad Birdwatching-is adgili. daaxloebiT maxinjaurTan axlos aris Zabri sadac yvela gadamfreni erTad iyris Tavs da mere erTad agrZeleben gzas Tbili qveynebisken

Zalian kargi faqtia rom aseTi ram albaT male iqneba,uamrav turistsac movizidavT da CvenTvisac xom Zalian sasiamovnoa :)

xo kidev Semodgomas baTumSi moewyoba uzarmazari konferencia mtacebel frinvelebTan dakavSirebiT (daaxloebiT 300 kaci) sadac iqnebian evropeli orniTologebiC.

me Cemda Tavad vapireb wasvlas da mere Tqvenc mogiyvebiT iqaur ambebs :)
Bala
ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა რომ ასეთი რამ კეთდება თურმე აჭარაში :) ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, კონფერენციას ვინ ატარებს ხომ არ იცი? ორგანიზატორები ვინ არიან? :)

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
Birdwatching

Post by Linda » 12 ნოე 2007, 21:10

Makena

ორგანიზატორი უნდა ყოფილიყო აღარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი, მართლა ძალიან დიდი კონფერენცია იქნებოდა მაგრამ რატომღაც აღარ შედგა, ზუსტი მიზეზები არ ვიცი :(

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
Birdwatching

Post by caucasica » 28 ივლ 2008, 17:41

ჯავახეთის ტბები და სარო-ხიზაბავრა-თოკი-კუმურდო 07.2008ში
http://karavi.ge/viewtopic.php?p=141703#141703

დაკავშირებით მინდა შემოგთავაზოთ საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრ “ბუდე”-ს პრეს რელიზებიდან ფრაგმენტები. ეს პრეს რელიზები გამოხატავს აღნიშნული ორგანიზაციის პოზიციას.

http://gccw.org/



ჯავახეთის ტბები დღეს

ჯავახეთი საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ადმინისტრაციულად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მიეკუთვნება. კულტურული მემკვიდრეობის გარდა,არანაკლებად საამაყო და ყურადღების ღირსია ამ რეგიონის მრავალფეროვანი ბუნება-ჯავხეთის მაღალმთიანი პლატო ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისითსაქართველოში ერთ-ერთი უნმიშვნელოვანესი ადგილია: აქ ექვსი დიდი და სამოცდაათამდე მცირე ზომის ტბაა განლაგებული და თითოეული მათგანი საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტატუსს იმსახურებს უნიკალურობის თვალსაზრისით.

განსაკუთრებული მნიშვნელობით ხანჩალის, ბოღდაშენის, მადატაფას და კარწახის
ტბები გამოირჩევა. ამ ტბებზე 100-მდე სახეობის ფრინველი ბუდობს, ხოლო გადაფრენებისას 200-მდე სახეობის ნახვაა შესაძლებელი, რომელთაგან ბევრი სახეობა სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებშია შეტანილი და დაცვის ქვეშ იმყოფება.

მრვლფეროვანია ამ ტბების იხტიოფაუნაც. სამწუხაროდ, დღეისათვის ამ ტბების ეკოლოგიური მნიშვნელობა ჯეროვნად არაა შეფასებული და არსებული მწირი ინფორმაცია მათ არც თუ სახარბიელო მდგომარეობაზე მეტყველებს: შეცვლილია თითქმის ყველა ტბის კონტური, მისი ბუნებრივი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე დარღვეულია მათი ეკოლოგიური წონასწორობა. ტბების არასწორი სასოფლო-სამეურნეო მოხმარება სათავეს კომუნისტების დროიდან იღებს. თუმცა იმ დროს არასწორად, მაგრამ მაინც როგორღაც რეგულირდებოდა ტბების მენეჯმენტი.
ამჟამად თითქმის ყველა ტბაზე სათევზე მეურნეობაა, სადაც იმ კომერციულ სახეობების მოშენება ხდება, რომლებიც იწვევს ადგილობრივი სახეობების მოსპობას და ზოგ შემთხვევაში ხდება ტბის ნაწილის ამოშრობა, მიმდინარეობს სათევზემეურნეობისთვის საჭირო ნაგებობების მშენებლობა, რაც ცვლის ტბებისბუნებრივ ფორმას და ეს ყველაფერი თვითნებურად, უმართავად ხდება და ძირითადად კომერციულ მიზანებს ემსახურება. თევზის უცხო სახეობების გამრავლებას კანონიც კრძალავს, ანუ სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეული კომერციული სახეობების მოშენება აკრძალულია. ეს სახეობებია სიგა, ცისარტყელა კალმახი და სხვა, ანუ ისინი, რომლებიც ბუნებრივად არ არსებობდნენ, მათ კი გააქრეს ბუნებრივი იხტიოფაუნა და აქვთ კომერციული ღირებულება.
ასევე დაუშვებელია ტბების გარშემო ბალახის უკონტროლო თიბვა, არ არსებობს თიბვის სეზონური კონტროლი (მობუდარი ფრინველების ინკუბაციისა და ბარტყობის პერიოდში), ზოგ ადგილზე საერთოდაც დაუშვებელია თიბვა (თიბვის დროს იღუპებიან ბარტყები ან მათ ჭამენ მტაცებლები, რადგან აღარ აქვთსაფარველი), ამ ყველაფერს თან ერთვის უკონტროლო ბრაკონიერობა როგორც თევზჭერის ასევე ფრინველებზე. თევზაობენ დენით, დინამიტით, საწამლავით და ა. შ., რაც ყოვლად გაუმართლებელია.


ხანჩალის ტბის უიღბლობის ამბავი, ანუ როგორ შეიძლება ადამიანმა მტრად გადაიკიდოს ბუნება

ამ სფეროში მომუშავე ადამიანთა ვიწრო წრის გარდა, ალბათ ბევრს არ სმენია ხანჩალის ტბის თავზე დატრიალებული “უიღბლობის” შესახებ. ამ ტბის უბედობის ამბავი იმის კარგი მაგალითია, თუ რა პრობლემების მოტანა შეუძლია ბუნებრივი რესურსების არასწორ მართვას: სასოფლო-სამეურნეო ექსპერიმენტების შედეგად დღეისათვის ეს ტბა გაქრობის პირასაა, რამაც საკმაოდ მძიმე პირობებში ჩააყენა მის გარშემო განლაგებული ათამდე სოფელი და ქალაქი ნინოწმინდა.

პირველად ხანჩალის ტბისთვის 1961 წელს “მოიცალეს”. მანამადე კი ის ზომითმეორე
ტბა იყო საქართველოში (1310 ჰა), რამდენიმე ასეული ათასი ფრინველისთვის საბუდარ, გამოსაზამთრებელ და დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მას საირიგაციო, სანიტარულ-ჰიგიენური და სარეკრეაციო მნიშვნელობა ჰქონდა. ამ წელს მთავრობის დაგაწყვეტილებით ხანჩალის ტბა თევზის მეურნეობად გადაიქცა: წყალი ამოაშრეს, ააშენეს სპეციალური არხები და 1964 წელს ისევ წყლით გაავსეს და გაუშვეს სარეწაო თევზი. თევზის მეურნეობა წარმატებული და მომგებიანი გამოდგა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო 1968 წელს პროექტი შეჩერდა. 1979 წელი ხანჩალის ტბას ახალ განსაცდელს უმზადებდა: ტბიდან წყალი კვლავ ამოაშრეს და მისი ფსკერი ტრანსფორმირებული იქნა როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგული: 6 წლის მანძილზე ის სახნავ-სათესი მიწის დანიშნულებას ასრულებდა. თუმცა “ვიღაცის” უსაზღვრო ფანტაზიას ბოლო არ ჰქონდა. 1985 წელს აშენდა დამბა, რომელმაც ტბა ორ ნაწილად გაჰყო - მისი
მესამედი კვლავ წყლით აავსეს, ხოლო მეორე ნაწილი “სახნავ-სათესად” დატოვეს.
1993-ში ტბის დარჩენილი მესამედი ისევ დააშრეს, მაგრამ შემდეგ წელს ეს ნაწილი
ბუნებრივად მაინც აივსო.

1997 წლის მაისში კი ბუნებამ თავისი სიტყვა თქვა: მთიდან თოვლის დნობის
შედეგად წამოსულმა ნაკადმა ძველი დამბა რამოდენიმე ადგილას გაბზარა და ხანჩალის დარჩენილი ერთი მესამედი კიდევ ერთხელ დაშრა და დაიწრიტა. საბოლოოდ დამბა აღდგენილ იქნა, მაგრამ დაირღვა ეკოსისტემა, რადგან ტბა მთელი წლის განმავლობაში კვლავ ცარიელი იყო (უკვე მერამდენედ?!). ამის შემდეგტბისთვის დრო არღარავის ჰქონდა და თავიც მიანებეს – დღეს იქ აღარცთევზის მეურნეობაა, ვერც საირიგაციოდ იყენებენ წყალს და ვეღარც დამშრალ ორ მესამედს ხმარობენ. ეს უნიკალური ტბა გაქრობის პირასაა, რაც არა მარტო იქ მობინადრე ფრინველებისთვისაა არასახარბიელო, არამედ საკამოდ ზარალდება ტბის გარშემო მოსახლეობაც – გაქრა სარწყავი წყალი და თევზი, რომელსაც მნიშვნელოვანი
წვლილი შეჰქონდა რაიონის ეკონომიკაში, გაჩნდა ეპიდემიების საშიშროებები და ბოლოს, ადამიანები მშვენიერი ტბის ადგილას ახლა ერთ უზარმაზარ ორმოს უყურებენ, რაც არც თუ ისე სასიამოვნო უნდა იყოს.


ფრინველები და ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

ბინოკლებით და ფოტოაპარატებით “შეიარაღებულ” ტურისტულ ჯგუფს თუ გადააწყდით, თურმე სრულებით არ უნდა გაგიკვირდეთ რომ ისინი ევროპიდან და ამერიკიდან საქართველოში ფრინველთა ხილვის და მათზე სულგანაბული თვალთვალის წყურვილმა ჩამოიყვანა.
თანამედროვე მსოფლიოში ფრინველებით დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ჩამოყალიბდა ტურიზმის ცალკე სახეობა, რომელსაც ეწოდა “ბორდვოჩინგი” (Bირდწატცჰინგ). იგი ინგლისური სიტყვაა და დაახლოებით ნიშნავს ფრიველებზე დაკვირვებას ან თვალთვალს. ადგილები, სადაც ფრინველთა დიდი მრავალფეროვნებაა და მათ შორის ენდემური და იშვიათი ფრინველებიც გვხვდება, იზიდავს მრავალ ბორდვოჩერს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ნაწილი ჩვეულებრივ ხმარდება ბუნების დაცვით აქტივობებს, ნაწილი კი ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. მაგალითად პატარა ადგილი აპალაჩის მთებში (პენსილვანია, აშშ), რომელსაც ჰოქმაუნთინი ჰქვია ფრინველთა გადაფრენის ფენომენის თვალსაზრისით ტურისტების ისეთ რაოდენობას იზიდავს, რომ 50 კმ-ის რადიუსში არსებულ დასახლებულ ტერიტორიას ყოველწლიურად 1.5 მილიონი აშშ დოლარი რჩება.

რატომ საქართველო?

ამ თვალსაზრისით საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსი და პერსპექტივა აქვს ტურიზმის გასავითარებლად. საქართველო და ზოგადად კავკასია წარმოადგენს ევროპაში არსებული სამი ენდემურ ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილიდან ერთ-ერთს, აქ მრავალი ის სახეობა გვხვდება, რომლებიც ევროპის კონსერვაციული საზოგა-დოების და ბერდვოჩერების დიდ ინტერესს იწვევენ.

ჩვეულებრივ, ბერდვოჩერს ის ქვეყანა იზიდავს, სადაც ფრინველთა დიდი მრავალფეროვნებაა და მათ შორის ენდემური და იშვიათი ფრინველებიც მრავლადაა. რამოდენიმე მიზეზის გამო საქართველო ასეთი ქვეყნების სიაში მოიაზრება, და უფრო მეტიც – ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთ პოტენციურ ლიდერს წარმოადგენს:
1. საქართველოში 360 სახეობაზე მეტი ფრინველის ნახვა შეიძლება. ქვეყნის ტერიტორიის მცირე ზომის და ფრინველთა სახეობების ასეთი მაღალი რაოდენობის გამო, ჩვენთან 2 კვირის განმავლობაში 200-მდე სხვადასხვა ფრინველის ნახვა შეიძლება, რაც ბევრად აღემატება ევროპის ქვეყნებს და უტოლდება ტროპიკული ქვეყნების მაჩვენებლებს.
2. საქართველოში ფრინველთა ოთხი ენდემური სახეობა გვხვდება: კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი, კასპიური შურთხი და კავკასიური ჭივჭავი. ამ ფრინველთა ნახვა მსოფლიოს ნებისმიერ სხვა რეგიონში შეუძლებელია, რაც უზომოდ მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას ბერდვოჩერებისთვის.
3. საქართველოში 20-მდე გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი და იშვიათი სახეობის ფრინველის თვალთვალია შესაძლებელი. ამ სახეობათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ევროპაში, რის გამოც მათი იქ ნახვა გაძნელებულია. ჩვენთან კი, ჯერჯერობით, ისინი უკეთეს მდგომარეობაში არიან, რის გამოც მათი ნახვის ალბათობა უფრო მაღალია და დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.
4. საქართველოში არსებული საერთაშორისო სტატუსის მქონე ჭარბტენიანი ადგილები (რამსარის კონვენციის საიტები), მთელი წლის განმავლობაში წყლის ფრინველთა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდებიან.
5. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო მნიშვნელოვანი სამიგრაციო დერეფანია გადამფრენი მტაცებელი ფრინველების, წყალმცურავებისა და ბეღურასნაირთათვის. იგი ცნობილია მთელს მსოფლიოში “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის” სახელით და ფინო-სკანდინავიიდან და რუსეთიდან ფრინველებს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკისკენ მიუძღვის. მხოლოდ სექტემბერ-ოტომბერში ბათუმის მიდამოებში 100 000-მდე არწივი, ქორი, მიმინო და სხვა მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს.
6. საქართველოში გლობალურად აღიარებული 31 “ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილია”, სადაც იშვიათი ფრინველების მნიშვნელოვანი პოპულაციებია თავმოყრილი. დაახლოვებით ნახევარი მილიონი მოზამთრე წყალმცურავი ფრინველია აღრიცხული საქართველოს ჭაობებში.
7. ბოლოს, საქართველოს უნიკალური კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია ბერდვოჩერისათვის, რომ არჩევანი სწორედ ჩვენს ქვეყანაზე შეაჩეროს

ბერდვოჩინგის ეკონომიკური პოტენციალი

ცნობილია, რომ ბიზნესის გასავითარებლად მხოლოდ რესურსის არსებობა არ არის საკმარისი. ამჟამად საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 100 ბერდვოჩერი ჩამოდის. აქტიური მარკეტინგის, ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურის, სწორი დაგეგმარებისა და კერძო და სახელმწიფო სექტორების მხრიდან მხარდაჭერისა და ინტერესის შემთხვევაში, ამ რიცხვის რამოდენიმე ათასამდე გაზრდაა შესაძლებელი. მარტივი გათვლებით შესაძლოა შევაფასოთ ბერდვოჩინგის განვითარების შედეგად მიღებული ეფექტი ეროვნული ეკონომიკითვის: ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ჩამოსული თითოეული ბერდვოჩერი დაახლოებით 4000 ლარს ხარჯავს ტრანსპორტირების, გიდის, სასტუმროს, კვებისა და სხვა მსგავსი ხარჯების დასაფარად. თუ დავუშვებთ რომ ჩვენთან წელიწადში 30 000-მდე ბერდვოჩერი შეიძლება ჩამოვიდეს (რაც საკმაოდ რეალურია), მაშინ ეროვნული შემოსავალი ამ ინდუსტრიიდან 100 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ამავე დროს, ჩვეულებრივ ბერდვოჩერი არ არის ფეშენებელური და განსაკუთრებულად ძვირფასი სასტუმროებისა და სერვისის მოყვარული ტურისტი, რის გამოც საჭირო ინვესტიციების მოცულობა ამ სფეროში შედარებით მცირეა. ძირითადად ინვესტიციები აუცილებელია მარტივი და მოხერხებული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, სპეციალიზირებული გიდების მოსამზადებლად და საერთაშორისო მარკეტინგის საწარმოებლად.
ბერდვოჩინგის როლი ასევე განსაკუთრებულია ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ზრდაშიც. კარგ სადემონსტრაციო მაგალითს ყაზბეგის რაიონი წარმოადგენს, სადაც როგორც ბოლო წლების დაკვირვებამ აჩვენა, ბერდვოჩერების რიცხვი თითქმის გაუტოლდა სხვა დანარჩენ ტურისტთა (მთასვლელები, ისტორიულ-კულტურული სფეროს ტურისტები და სხვა) რაოდენობას. შედეგად, მოსახლეობა დარწმუნდა, რომ მათ გარშემო მცხოვრებ ფრინველებს ფინანსური მოგების მოტანა შეუძლიათ - ცოცხალი კავკასიურ როჭო მათთვის უფრო მეტად ღირებული გახდა, ვიდრე ნანადირევი (ანუ ნახევარი კილოგრამი ხორცი).

ბერდვოჩინგის განვითარებისათვის აუცილებელი პირობები

ბერდვოჩინგი ტურიზმის ძალიან სპეციფიური სფეროა და საქართველოში ამჟამად მხოლოდ 2-3 ადამიანი მოიძებნება, ვისაც შეუძლია ასეთი ტურების გაძღოლა პროფესიულ დონეზე. ეს დღევანდელი მდგომარეობისთვისაც კი მცირე რიცხვია. ძალიან
ხშირად ბერდვოჩერი საქართველოში ვიზიტზე უარს ამბობს მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის სასურველ დროს არცერთი გიდი თავისუფალი არ არის. საჭიროა არსებობდეს ბერვოჩინგის გიდების შერჩევისა და თრენინგების პოგრამა, რაც გაიზარდის იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც შეეძლებათ ასეთი ტურების ორგანიზება და გამყოლობა.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
Birdwatching

Post by caucasica » 28 ივლ 2008, 17:47

ქვემოთ მოცემულია საქართველოში გავრცელებული ჩიტების სია და გთავაზობთ შევქნატ კარვის ფოტობანკი, რადგან ბევრს ვმოგზაურობთ სურატებსაც ვირებთ.....


Country or region: Georgia
Number of species: 361
Number of globally threatened species: 11
Text only Bird photos


GAVIIFORMES: Gaviidae
Red-throated Loon Gavia stellata წითელყელა ღარიხვა
Arctic Loon Gavia arctica შავყელა ღორიხვა

PODICIPEDIFORMES: Podicipedidae
Little Grebe Tachybaptus ruficollis პატარა კოკონა
Red-necked Grebe Podiceps grisegena რუხლოყება კოკონა
Great Crested Grebe Podiceps cristatus დიდი კოკონა
Horned Grebe Podiceps auritus
Eared Grebe Podiceps nigricollis შავყელა კოკონა

PROCELLARIIFORMES: Procellariidae
Manx Shearwater Puffinus puffinus პატარა ქარიშხალა
Levantine Shearwater Puffinus yelkouan პატარა ქარიშხალა

PROCELLARIIFORMES: Hydrobatidae
European Storm-Petrel Hydrobates pelagicus Rare/Accidental

PELECANIFORMES: Pelecanidae
Great White Pelican Pelecanus onocrotalus ვარდისფერი ვარხვა
Dalmatian Pelican Pelecanus crispus ქოჩორა ვარხვა Vulnerable

PELECANIFORMES: Phalacrocoracidae
Great Cormorant Phalacrocorax carbo დიდი ჩვამა
European Shag Phalacrocorax aristotelis ქოჩორა ჩვამა
Pygmy Cormorant Phalacrocorax pygmaeus პატარა ჩვამა

CICONIIFORMES: Ardeidae
Gray Heron Ardea cinerea რუხი ყანჩა
Purple Heron Ardea purpurea წითური ყანჩა
Great Egret Ardea alba დიდი ოყარი
Little Egret Egretta garzetta პატარა ოყარა
Squacco Heron Ardeola ralloides ყვითელი ყანჩა
Cattle Egret Bubulcus ibis ეგვიპტური ყანჩა
Black-crowned Night-Heron Nycticorax nycticorax ღამის ყანჩა
Little Bittern Ixobrychus minutus პატარა ყარაულა
Great Bittern Botaurus stellaris ყარაულა

CICONIIFORMES: Ciconiidae
Black Stork Ciconia nigra ყარყატი
White Stork Ciconia ciconia ლაკლაკი

CICONIIFORMES: Threskiornithidae
Glossy Ibis Plegadis falcinellus ივეოსი
Eurasian Spoonbill Platalea leucorodia ჟერო

ANSERIFORMES: Anatidae
Mute Swan Cygnus olor სისინა გედი
Whooper Swan Cygnus cygnus მყივანი გედი
Greater White-fronted Goose Anser albifrons თეთრშუბლა ღერღეტი
Lesser White-fronted Goose Anser erythropus პატარა ღერღეტი Vulnerable
Greylag Goose Anser anser რუხი ღერღეტი
Red-breasted Goose Branta ruficollis წითელჩიჩახვა კაზარი Vulnerable
Ruddy Shelduck Tadorna ferruginea წითელი იხვი
Common Shelduck Tadorna tadorna ამლაყი იხვი
Eurasian Wigeon Anas penelope თეთრშუბლა იხვი
Gadwall Anas strepera რუხი იხვი
Eurasian Teal Anas crecca სტვენია-იხვინჯა
Mallard Anas platyrhynchos გარეული იხვი
Northern Pintail Anas acuta კუდსადგისა იხვი
Garganey Anas querquedula ჭახჭახა-იხვინჯა
Northern Shoveler Anas clypeata განიერისკარტა იხვი
Marbled Teal Marmaronetta angustirostris Vulnerable
Red-crested Pochard Netta rufina წითელცხვირა ყურყუმელა
Common Pochard Aythya ferina წითელთავა ყურყუმელა
Ferruginous Pochard Aythya nyroca თეთრთვალა ყურყუმელა Near-threatened
Tufted Duck Aythya fuligula ქოჩორა ყკინთია
Greater Scaup Aythya marila ზღკის ყვინთია
White-winged Scoter Melanitta fusca ტურპანი
Common Goldeneye Bucephala clangula ამაყა
Smew Mergellus albellus პატარა ბატასინი
Red-breasted Merganser Mergus serrator გრძელნისკარტა ბატასინი
Common Merganser Mergus merganser დიდი ბატასინი
White-headed Duck Oxyura leucocephala Endangered

FALCONIFORMES: Pandionidae
Osprey Pandion haliaetus შაკი

FALCONIFORMES: Accipitridae
European Honey-buzzard Pernis apivorus კრაზანაჭამია არწივი
Red Kite Milvus milvus Near-threatened
Black Kite Milvus migrans ძერა
White-tailed Eagle Haliaeetus albicilla თეთრკუდა არწივი
Lammergeier Gypaetus barbatus კრავიჭამია
Egyptian Vulture Neophron percnopterus ყაჯირი
Eurasian Griffon Gyps fulvus ორბი
Cinereous Vulture Aegypius monachus სვავი Near-threatened
Short-toed Eagle Circaetus gallicus გველიჭამია არწივი
Western Marsh-Harrier Circus aeruginosus ჭაობის ძელქორი
Northern Harrier Circus cyaneus მინდვრის ძელქორი
Pallid Harrier Circus macrourus მდელოს ძელქორი Near-threatened
Montagu's Harrier Circus pygargus ველის ძელქორი
Levant Sparrowhawk Accipiter brevipes ქორცქვიტა
Eurasian Sparrowhawk Accipiter nisus მიმინო
Northern Goshawk Accipiter gentilis ქორი
Eurasian Buzzard Buteo buteo ჩვეულებრივი კაკაჩა
Long-legged Buzzard Buteo rufinus მეყორღნე კაკაჩა
Rough-legged Hawk Buteo lagopus ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა
Lesser Spotted Eagle Aquila pomarina პატარა მყივანი არწივი
Greater Spotted Eagle Aquila clanga დიდი მყივანი არწივი Vulnerable
Steppe Eagle Aquila nipalensis ველის არწივი
Imperial Eagle Aquila heliaca ბეგობის არწივი Vulnerable
Golden Eagle Aquila chrysaetos მთის არწივი
Booted Eagle Aquila pennata ჯუჯა არწივი

FALCONIFORMES: Falconidae
Lesser Kestrel Falco naumanni ველის კირკიტა Vulnerable
Eurasian Kestrel Falco tinnunculus ჩვეულებრივი კირკიტა
Red-footed Falcon Falco vespertinus თვალშავი Near-threatened
Merlin Falco columbarius ალალი
Eurasian Hobby Falco subbuteo მარჯანი
Saker Falcon Falco cherrug ბარი Endangered
Peregrine Falcon Falco peregrinus შავარდენი

GALLIFORMES: Tetraonidae
Caucasian Grouse Tetrao mlokosiewiczi კავკასიური როჭო Data deficient

GALLIFORMES: Phasianidae
Caucasian Snowcock Tetraogallus caucasicus კავკასიური შურთხი
Caspian Snowcock Tetraogallus caspius კასპიური შურთხი
Chukar Alectoris chukar კაკაბი
Black Francolin Francolinus francolinus დურაჯი
Gray Partridge Perdix perdix გნოლი
Common Quail Coturnix coturnix მწყერი
Ring-necked Pheasant Phasianus colchicus კოლხური ხოხობი

GRUIFORMES: Gruidae
Demoiselle Crane Anthropoides virgo წერო-ტურფა
Common Crane Grus grus რუხი წერო

GRUIFORMES: Rallidae
Water Rail Rallus aquaticus ლაინი
Corn Crake Crex crex ღალღა Near-threatened
Little Crake Porzana parva ჭაობის პატარა ქათამურა
Baillon's Crake Porzana pusilla ჭაობის პაწაწა ქათამურა
Spotted Crake Porzana porzana ჭაობის ქათამურა
Purple Swamphen Porphyrio porphyrio ხონთქრის ქათამი
Common Moorhen Gallinula chloropus ლერწმის ქათამურა
Eurasian Coot Fulica atra მელოტა

GRUIFORMES: Otididae
Great Bustard Otis tarda სავათი Vulnerable
Little Bustard Tetrax tetrax სარსარაკი Near-threatened

CHARADRIIFORMES: Haematopodidae
Eurasian Oystercatcher Haematopus ostralegus სირკაჭკჭი

CHARADRIIFORMES: Recurvirostridae
Black-winged Stilt Himantopus himantopus ოჩოფეხა
Pied Avocet Recurvirostra avosetta სადგისნისკარტა

CHARADRIIFORMES: Burhinidae
Eurasian Thick-knee Burhinus oedicnemus თვალჭყეტია

CHARADRIIFORMES: Glareolidae
Collared Pratincole Glareola pratincola მდელოს მერცხალა
Black-winged Pratincole Glareola nordmanni ველის მერცხალა Near-threatened

CHARADRIIFORMES: Charadriidae
Northern Lapwing Vanellus vanellus პრანწია
Sociable Lapwing Vanellus gregarius ველის პრანწია Critically endangered
Eurasian Golden-Plover Pluvialis apricaria ოქროსფერი მეჭვავია
Black-bellied Plover Pluvialis squatarola კვათარი
Common Ringed Plover Charadrius hiaticula საყელოიანი წინტალა
Little Ringed Plover Charadrius dubius პატარა წინტალა
Snowy Plover Charadrius alexandrinus ზღვის წინტალა
Caspian Plover Charadrius asiaticus
Eurasian Dotterel Charadrius morinellus ტიბუარა

CHARADRIIFORMES: Scolopacidae
Eurasian Woodcock Scolopax rusticola ტყის ქათამი
Jack Snipe Lymnocryptes minimus გარშნეპი
Great Snipe Gallinago media გოჭა Near-threatened
Common Snipe Gallinago gallinago ჩიბუხა
Black-tailed Godwit Limosa limosa დიდი ლია Near-threatened
Whimbrel Numenius phaeopus საშუალო კრონშნეპი
Slender-billed Curlew Numenius tenuirostris პატარა კრონშნეპი Rare/Accidental Critically endangered
Eurasian Curlew Numenius arquata დიდი კრონშნეპი
Terek Sandpiper Xenus cinereus რუხი კოკორინა
Common Sandpiper Actitis hypoleucos მებორნე
Green Sandpiper Tringa ochropus შავულა
Spotted Redshank Tringa erythropus პრანჭა-ჭოვილო
Common Greenshank Tringa nebularia დიდი ჭოვილო
Marsh Sandpiper Tringa stagnatilis მერუე
Wood Sandpiper Tringa glareola ფიფი
Common Redshank Tringa totanus მსევანი
Ruddy Turnstone Arenaria interpres მეკენჭია
Red Knot Calidris canutus
Sanderling Calidris alba მექვიშია-კოკორინა
Little Stint Calidris minuta კოკორინა-ბეღურა
Temminck's Stint Calidris temminckii თეთრკუდა მექვიშია
Curlew Sandpiper Calidris ferruginea წითელჩიჩახვა მექვიშია
Dunlin Calidris alpina შავჩიჩახვა მექვიშია
Broad-billed Sandpiper Limicola falcinellus მეტალახე
Ruff Philomachus pugnax ტურუხტანი
Red-necked Phalarope Phalaropus lobatus მრგვალნისკარტა ლივლივა

CHARADRIIFORMES: Laridae
Mew Gull Larus canus ვეჟანი თოლია
Audouin's Gull Larus audouinii Near-threatened
Great Black-backed Gull Larus marinus ზღვის თოლია Rare/Accidental
Lesser Black-backed Gull Larus fuscus კლუშა-თოლია
Caspian Gull Larus cachinnans ვერცხლისფერი თოლია
Armenian Gull Larus armenicus
Great Black-headed Gull Larus ichthyaetus შავთაკა ღიღთოლია
Black-headed Gull Larus ridibundus ტბის თოლია
Slender-billed Gull Larus genei წვრილნისკარტა თოლია
Mediterranean Gull Larus melanocephalus შავთავა თოლია
Little Gull Larus minutus პატარა თოლია

CHARADRIIFORMES: Sternidae
Little Tern Sternula albifrons
Gull-billed Tern Gelochelidon nilotica
Caspian Tern Hydroprogne caspia
Black Tern Chlidonias niger შანი თევზიყლაპია
White-winged Tern Chlidonias leucopterus თეთრფრთიანი თევზიყლაპია
Whiskered Tern Chlidonias hybrida თეთრლოყება თევზიყლაპია
Common Tern Sterna hirundo მდინარის თევზიყლაპია
Sandwich Tern Thalasseus sandvicensis ჭრელნისკარტა თევზიყლაპია

CHARADRIIFORMES: Stercorariidae
Pomarine Jaeger Stercorarius pomarinus

PTEROCLIFORMES: Pteroclidae
Pin-tailed Sandgrouse Pterocles alchata თეთრმუცელა გვრიტჩიტა
Black-bellied Sandgrouse Pterocles orientalis შავმუცელა გვრიტჩიტა

COLUMBIFORMES: Columbidae
Rock Pigeon Columba livia გარეული მტრედი
Stock Dove Columba oenas გვიძინი
Common Wood-Pigeon Columba palumbus ქედანი
Eurasian Turtle-Dove Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი
Eurasian Collared-Dove Streptopelia decaocto რგოლა გვრიტი
Laughing Dove Streptopelia senegalensis პატარა გვრიტი

CUCULIFORMES: Cuculidae
Common Cuckoo Cuculus canorus გუგული

STRIGIFORMES: Strigidae
European Scops-Owl Otus scops წყრომი
Eurasian Eagle-Owl Bubo bubo ზარნაშო
Tawny Owl Strix aluco ბუ
Little Owl Athene noctua ჭოტი
Boreal Owl Aegolius funereus ბუკიოტი
Northern Long-eared Owl Asio otus ოლოლი
Short-eared Owl Asio flammeus ბაიყუში

CAPRIMULGIFORMES: Caprimulgidae
Eurasian Nightjar Caprimulgus europaeus ჩვეულებრივი ბოლოკარკაზი

APODIFORMES: Apodidae
Alpine Swift Tachymarptis melba მეკირიე
Common Swift Apus apus ნამგალა
Pallid Swift Apus pallidus

CORACIIFORMES: Alcedinidae
Common Kingfisher Alcedo atthis ალკუნი

CORACIIFORMES: Meropidae
Blue-cheeked Bee-eater Merops persicus მწვანე კვირიონი
European Bee-eater Merops apiaster კვირიონი

CORACIIFORMES: Coraciidae
European Roller Coracias garrulus ყაპყაპი Near-threatened

CORACIIFORMES: Upupidae
Eurasian Hoopoe Upupa epops ოფოფი

PICIFORMES: Picidae
Eurasian Wryneck Jynx torquilla მაქცია
Lesser Spotted Woodpecker Dendrocopos minor პატარა ჭრელი ხეკოდა
Middle Spotted Woodpecker Dendrocopos medius საწუალო ჭრელი ხეკოდა
White-backed Woodpecker Dendrocopos leucotos თეთრზურგა ხეკოდა
Great Spotted Woodpecker Dendrocopos major დიდი ჭრელი ხეკოდა
Syrian Woodpecker Dendrocopos syriacus სირიული ხეკოდა
Black Woodpecker Dryocopus martius ხეკაკუნა
Green Woodpecker Picus viridis მწვანე კოდალა

PASSERIFORMES: Alaudidae
Calandra Lark Melanocorypha calandra ველის ტოროლა
Bimaculated Lark Melanocorypha bimaculata ორლაქება
White-winged Lark Melanocorypha leucoptera
Black Lark Melanocorypha yeltoniensis შავი ტოროლა
Greater Short-toed Lark Calandrella brachydactyla
Lesser Short-toed Lark Calandrella rufescens
Horned Lark Eremophila alpestris რქიანი ტოროლა
Crested Lark Galerida cristata ქოჩორა ტოროლა
Eurasian Skylark Alauda arvensis მინდვრის ტოროლა
Oriental Skylark Alauda gulgula Rare/Accidental
Wood Lark Lullula arborea ტყის ტოროლა

PASSERIFORMES: Hirundinidae
Bank Swallow Riparia riparia მენაპირე მერცხალი
Barn Swallow Hirundo rustica სოფლის მერცხალი
Eurasian Crag-Martin Ptyonoprogne rupestris კლდის მერცხალი
House Martin Delichon urbicum ქალაქის მერცხალი

PASSERIFORMES: Motacillidae
Tawny Pipit Anthus campestris მინდვრის მწყერჩიტა
Meadow Pipit Anthus pratensis მდელოს მწყერჩიტა
Red-throated Pipit Anthus cervinus
Tree Pipit Anthus trivialis ტყის მწყერჩიტა
Water Pipit Anthus spinoletta მდის მწყერჩიტა
White Wagtail Motacilla alba თეთრი ბოლოქანქალა
Yellow Wagtail Motacilla flava ყვითელი ბოლოქანქალა
Citrine Wagtail Motacilla citreola
Gray Wagtail Motacilla cinerea მთის ბოლოქანქალა

PASSERIFORMES: Regulidae
Goldcrest Regulus regulus ყვითელთავა ღაბუაჩიტი
Firecrest Regulus ignicapilla წითელთავა ღაბუაჩიტი

PASSERIFORMES: Bombycillidae
Bohemian Waxwing Bombycilla garrulus მედუდუკე Rare/Accidental

PASSERIFORMES: Cinclidae
White-throated Dipper Cinclus cinclus ჩვეულებრივი წყლის შაშვი

PASSERIFORMES: Troglodytidae
Winter Wren Troglodytes troglodytes ჭინჭრაქა

PASSERIFORMES: Prunellidae
Alpine Accentor Prunella collaris ალპური ჭვინტაკა
Radde's Accentor Prunella ocularis
Dunnock Prunella modularis ტყის ჭვინტაკა

PASSERIFORMES: Turdidae
Rufous-tailed Rock-Thrush Monticola saxatilis ჭრელი კლდის შაშვი
Blue Rock-Thrush Monticola solitarius ლურჯი კლდის შაშვი
Ring Ouzel Turdus torquatus ჩხურუშტი
Eurasian Blackbird Turdus merula შაშვი
Dark-throated Thrush Turdus ruficollis
Fieldfare Turdus pilaris ბოლოშავა
Redwing Turdus iliacus თეთრწარბა
Song Thrush Turdus philomelos ჯიჯღი
Mistle Thrush Turdus viscivorus ჩხარდვი

PASSERIFORMES: Sylviidae
Cetti's Warbler Cettia cetti ფართოკუდა ლელწამა
Grasshopper Warbler Locustella naevia ჩვეულებრივი ლელწამა
Eurasian River Warbler Locustella fluviatilis
Savi's Warbler Locustella luscinioides
Moustached Warbler Acrocephalus melanopogon წვრილნისკარტა ლელწამა
Sedge Warbler Acrocephalus schoenobaenus ჭახჭახა ლელწამა
Paddyfield Warbler Acrocephalus agricola
Eurasian Reed-Warbler Acrocephalus scirpaceus ბაღის ლელწამა
Blyth's Reed-Warbler Acrocephalus dumetorum ბაღის ლელწამა
Marsh Warbler Acrocephalus palustris ჭაობის ლელწამა
Great Reed-Warbler Acrocephalus arundinaceus შაშვისებრი ლელწამა
Booted Warbler Hippolais caligata ბუტბუტა
Eastern Olivaceous Warbler Hippolais pallida ბაცი მქირდავი
Upcher's Warbler Hippolais languida
Icterine Warbler Hippolais icterina მწვანე მქირდავი
Willow Warbler Phylloscopus trochilus ყარანა-გაზაფხულა
Common Chiffchaff Phylloscopus collybita ჭედია-ყარანა
Mountain Chiffchaff Phylloscopus sindianus
Plain Leaf-Warbler Phylloscopus neglectus ირანული ყარანა
Wood Warbler Phylloscopus sibilatrix ჭახჭახა-ყარანა
Yellow-browed Warbler Phylloscopus inornatus
Arctic Warbler Phylloscopus borealis Rare/Accidental
Greenish Warbler Phylloscopus trochiloides მწვანე ყარანა
Blackcap Sylvia atricapilla შავთავა ასპუჭაკა
Garden Warbler Sylvia borin ბაღის ასპუჭაკა
Barred Warbler Sylvia nisoria მიმინოსებრი ასპუჭაკა
Hume's Whitethroat Sylvia althaea მქირდავი ასპუჭაკა
Western Orphean Warbler Sylvia hortensis მგალობელი ასპუჭაკა
Eastern Orphean Warbler Sylvia crassirostris
Greater Whitethroat Sylvia communis რუხი ასპუჭაკა
Lesser Whitethroat Sylvia curruca მქირდავი ასპუჭაკა
Menetries' Warbler Sylvia mystacea

PASSERIFORMES: Muscicapidae
Spotted Flycatcher Muscicapa striata რუხი მემატლია
European Pied Flycatcher Ficedula hypoleuca ჭრელი მემატლია
Collared Flycatcher Ficedula albicollis თეთრყელა მემატლია
Semicollared Flycatcher Ficedula semitorquata Near-threatened
Red-breasted Flycatcher Ficedula parva პატარა მემატლია
European Robin Erithacus rubecula ბულწითელა
Thrush Nightingale Luscinia luscinia ჩვეულებრივი იადონი
Common Nightingale Luscinia megarhynchos სამხრეთული იადონი
Bluethroat Luscinia svecica კურკურა
White-throated Robin Irania gutturalis თეთრკისერა ბულბული
Rufous-tailed Scrub-Robin Cercotrichas galactotes მაფშალია
Black Redstart Phoenicurus ochruros შავი ბოლოცეცხლა
Common Redstart Phoenicurus phoenicurus ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა
White-winged Redstart Phoenicurus erythrogastrus წითელმუცელა ბოლოცეცხლა Rare/Accidental
Whinchat Saxicola rubetra მდელოს ოვსადი
European Stonechat Saxicola rubicola შავთავა ოვსადი
Siberian Stonechat Saxicola maurus შავთავა ოვსადი
Northern Wheatear Oenanthe oenanthe ჩვეულებრივი მეღორღია
Finsch's Wheatear Oenanthe finschii
Pied Wheatear Oenanthe pleschanka
Black-eared Wheatear Oenanthe hispanica ქაჩალა-მეღორღია
Red-tailed Wheatear Oenanthe xanthoprymna
Desert Wheatear Oenanthe deserti უდაბნოს მეღორღია
Isabelline Wheatear Oenanthe isabellina ბუქნია-მეღორღია

PASSERIFORMES: Paradoxornithidae
Bearded Reedling Panurus biarmicus ულვაშიანი წიწკანა

PASSERIFORMES: Aegithalidae
Long-tailed Tit Aegithalos caudatus თოხიტარა

PASSERIFORMES: Paridae
Sombre Tit Poecile lugubris დიდი წიწკანურა
Marsh Tit Poecile palustris ხმერთაშუაზღვის წიწკანურა
Coal Tit Periparus ater შავი წიწკანა
Great Tit Parus major დიდი წივწივა
Eurasian Blue Tit Cyanistes caeruleus ლურჯდავა წიწკანა

PASSERIFORMES: Sittidae
Eurasian Nuthatch Sitta europaea ჩვეულებრივი ცოცია
Krueper's Nuthatch Sitta krueperi შავთავა ცოცია Near-threatened
Rock Nuthatch Sitta neumayer კლდის ცოცია

PASSERIFORMES: Tichodromidae
Wallcreeper Tichodroma muraria კლდეცოცია

PASSERIFORMES: Certhiidae
Eurasian Treecreeper Certhia familiaris ჩვეულებივი მგლინავა
Short-toed Treecreeper Certhia brachydactyla მოკლეთითა მგლინავა

PASSERIFORMES: Remizidae
Eurasian Penduline-Tit Remiz pendulinus რემეზი

PASSERIFORMES: Oriolidae
Eurasian Golden Oriole Oriolus oriolus მოლაღური

PASSERIFORMES: Laniidae
Red-backed Shrike Lanius collurio ღაჟო
Northern Shrike Lanius excubitor რუხი ღაჟო
Southern Gray Shrike Lanius meridionalis
Lesser Gray Shrike Lanius minor შავშუბლა ღაჟო
Woodchat Shrike Lanius senator წითელთავა ღაჟო

PASSERIFORMES: Corvidae
Eurasian Jay Garrulus glandarius ჩხიკვი
Eurasian Magpie Pica pica კაჭკაჭი
Red-billed Chough Pyrrhocorax pyrrhocorax წიდელნისკარტა მაღრანი
Yellow-billed Chough Pyrrhocorax graculus ყვეთელნისკარტა მაღრანი
Eurasian Jackdaw Corvus monedula ჩვეულებრივი ჭკა
Rook Corvus frugilegus ჭილყვავი
Carrion Crow Corvus corone შავი ყვავი
Hooded Crow Corvus cornix რუხი ყვავი
Common Raven Corvus corax ყორანი

PASSERIFORMES: Sturnidae
Rosy Starling Pastor roseus ტარბი
European Starling Sturnus vulgaris ჩვეულებრივი შროშანი

PASSERIFORMES: Passeridae
House Sparrow Passer domesticus სახლის ბეღურა
Eurasian Tree Sparrow Passer montanus მანდვრის ბეღურა
Rock Petronia Petronia petronia ქვის
White-winged Snowfinch Montifringilla nivalis მეთოვლია

PASSERIFORMES: Fringillidae
Chaffinch Fringilla coelebs სკვინჩა
Brambling Fringilla montifringilla მთიულა
Common Rosefinch Carpodacus erythrinus ჩვეულებრივი კოჭობა
Great Rosefinch Carpodacus rubicilla დიდი კოჭობა Rare/Accidental
Red Crossbill Loxia curvirostra ნასკარტმარწუხა
European Greenfinch Carduelis chloris მწვანულა
Common Redpoll Carduelis flammea Rare/Accidental
Eurasian Siskin Carduelis spinus ჭივჭავი
European Goldfinch Carduelis carduelis ნარჩიტა
Twite Carduelis flavirostris მთის ჭვინტა
Eurasian Linnet Carduelis cannabina ჭვინტა
Fire-fronted Serin Serinus pusillus ჩიტბატონა
European Serin Serinus serinus
Eurasian Bullfinch Pyrrhula pyrrhula სტვენია
Hawfinch Coccothraustes coccothraustes ჩვეულებრივი კულუმბური
Crimson-winged Finch Rhodopechys sanguineus წითელფრთიანი კოჭობურა
Mongolian Finch Bucanetes mongolicus

PASSERIFORMES: Emberizidae
Yellowhammer Emberiza citrinella ქეროზა
Pine Bunting Emberiza leucocephalos თეთრქუდა გრატა
Rock Bunting Emberiza cia მთის გრატა
Gray-hooded Bunting Emberiza buchanani
Ortolan Bunting Emberiza hortulana ბაღის გრატა
Black-headed Bunting Emberiza melanocephala შავთავა გრატა
Reed Bunting Emberiza schoeniclus ლერწმის გრატა
Corn Bunting Emberiza calandra მეფეტვია
Lapland Longspur Calcarius lapponicus
Snow Bunting Plectrophenax nivalis Rare/Accidental

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Birdwatching

Post by Mta Mkvarebia » 29 ივლ 2008, 20:17

caucasica
მეც ვნახე ეს პრესრელიზები ბუდე-ს საიტზე და ვიფიქრე ამონარიდებს გამოვიყენებთქო, მაგრამ შენ დაგიდია უკვე :wink: . ფრინველთა ფოტობანკი ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ვინ გაარჩევს მის მიერ "მონადირებული" ფრინველი ჩვეულებრივი კოჭობაა თუ ყვითელნისკარტა მაღრანი? :)
Image

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
Birdwatching

Post by N67 » 03 ნოე 2008, 12:18

ra karg rameze laparakobt...
gazapxulze, chasaxlebazec tanaxma vat, tundac kviraze metit :)

iqamde albat televiksac vishovi da... :)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]