საქართველოს ცხოველები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by lama » 15 იან 2007, 16:45

შველი მიყვარს:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by caucasica » 12 თებ 2007, 22:21

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლობელი საქართველოში შემოყვანილი იქნა ზოგიერთი სახეობის მსხვილი ძუძუმწოვარი, საქართველოს ფაუნის “გამდიდრების” მიზნით.
ასეთ შეყვანილ სახეობებს ეგზოტიკურ, უცხო, ინტროდუცირებულ ან არაადგილობრივს უწოდებენ. ინვაზიური სახეობების მიზეზით ადგილობრივ სახეობებს შესაძლოა გადაშენების საფრთხე დაემუქროს....

Image

ენოტი - Procyon lotor

ოჯახი: ენოტისებრნი (Procyonidae)
გვარი: ენოტი (Procyon)
სახეობა: ენოტი (Procyon lotor)


მოკლე აღწერილობა:სხეულის სიგრძე 45-60 სმ.
კუდის 25-38 სმ.
წონა ზაფხულში 4-6 კგ.
მდედრები მამრებზე ცოტათი პატარები არიან.

გავრცელება:
გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.
შეყვანილია გერმაიაში და აზერბაიჯანში, ბელორუსიაში ყირგიზეთში უზბეკეთში და რუსეთის სამხრეთ ნაწილში. სსრკ-ში შემოყვანილია 1936-1965 წლების განმავლობაში. გაშვებულია დაახლოებით 1240 ინდივიდი 26 პუნქტში. განსაკუთრებით კარგად იგი ადაპტირებულ იქნა აზერბაიჯანში ზაქათალა-ნუხის ველზე საიდანაც შემდეგ შემოიჭრა საქართველოში. გავრცელდა ალაზნის ველზე, ივრის ზეგანზე და შირაქში. ენოტისებრი ძაღლის მსგავსად საკმაოდ ფართოდ გავრცელდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქათმისნაირების ზოგიერთ სახეობას (კაკაბი, გნოლი, მწყერი, ხოხობი და სხვა . მას მოიპოვებენ დაღესტანში, საქართველში, ბელორუსიაში და კრასნოდარის მხარეში. ყირგიზეთში, კაბარდო ბალკარიაში და სტავროპოლის მხარეს აკლიმატიზირება წარუმატებლად დამთავრდა.

ჰაბიტატები:

ენოტისთვის განსაკუთრებით გამოსადეგი ჰაბიტატებია ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეები, ფუღუროებიანი ხეებით და მეჩხერი მაგრამ არა მშრადი წყალსატევებით. ხშირად ცხოვრობენ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს. იგი გვხვდება აგრეთვე ტყის კუნძულებში რომელთან ახლოსაც მდებარეობს ხორბლის, ბრინჯის, ყანები და ხეხილის ნარგავები.

Image


ცხოვრების ნირი:
სიცოცხლის ნახევარს ხეზე ატარებს. სწრაფი სირბილი და დიდხანს არ შეუძლია. გამოდევნებისას იგი ცდილობს თავი ხეს შეაფაროს. შუძლია თავქვე დაეშვას ხიდან. ტოტიდან ტოტით იგი დადადის ხოლმე ერთი ხიდან მეორეზე. კარგად დაცურავს. განსაკუთებით აქტიური ღამე. დღის განმავლობაში იგი ისვენებს თავის ბუნაგში. უპირატესობას ანიჭებს ფუღუროებს, რომელიც მდებარეობს 10 მ-ის სიმაღლეზე. ენოტი თავის ბუნაგს იყენებს მთელი წლის განმავლობაში. ენოტი ეძლევა ზამთრის ძილს, რომელიც არ არის ღრმა და შეუძლია ადვილად გაღვიძლება. ზამთრისათვის იდებენ ქონს და მისი მასა აღწევს მთლიანი ცხოველის 1/3-ს. თბილ, უთოვლო ზამთარში იგი არ იძინებს.
ენოტის ნაკვალები შეიძლება შეგვხვდეს მდინარეების პირას, ტყეში, დამშრალ გუბეებში, ხიდების ქვეშ და სხვ.

Image

კვება:
ენოტი ნამდვილი ევრიფაგია. იგი მოიპოვებს საკვებს მიწაზე, წყალში და ხეებზე. ძირითადი საკვების არ არსებობის შემთხვევაში იგი ადვილად გადაერთვება სხა საკვებზე. ხშირად მოპოვებულ საკვებს, სანამ შეჭამს, რეცხავს წყალში. ზოგჯერ იკვებება ფუღუროში ან ხეზე მჯდომარე.

Image


გამრავლება:
ენოტი მონოგამია. წყვილდება თებერვალში, ზოგ ადგილებში აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში, რომელსაც თან ზდევს მამარების სასიყვარულო ყვირილები. ორსულობა გრძელდება დაახლოებით 63 დღე. მდედრი შობს 2–6, 80 გრ. წონის ნაშიერს . იბადებიან ბრმები და თვალს ახელენ დაახლოებით 20 დღის ასაკში. ერთი თვის ასაკში, ისინი გარდა დედის რძისა იკვებებიან სხვა საკვებითაც. ოჯახი იყოფა მეორე წელს, მძუნაობის დაწყების წინ, რომელშიც მონაწილეობენ წინა წელს დაბადებული მდედრებიც. მამრები მწიფდებიან ერთი წლით გივიან. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 15 წელია.

გამოყენებული მასალა: აფთარი, გიურზა და სხვები.. NACRES, 2002, Tbilisi.
http://www.nacres.org/g_index.html


Image

Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by lama » 13 თებ 2007, 15:23

caucasica
ვააააააააააააააააააააა?????????

ენოტი საქართველოშიც არის ?????????? ;)


მაგარია ძალიან
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქართველოს ცხოველები

Post by Gvalva » 16 თებ 2007, 16:30

შემრცხვა :)

ტყეში რაც მიპოვია შესაჭმელი, გარეცხვა აზრად არ მომსვლია და ენოტი კიდევ: :D
ხშირად მოპოვებულ საკვებს, სანამ შეჭამს, რეცხავს წყალში

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by kopeina » 16 თებ 2007, 21:59

caucasica
ძალიან კარგია ენოტი. მაგარია და ლამაზი..... მიხარია, რომ საქართველოშიც გავრცელდა....

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by caucasica » 17 თებ 2007, 12:47

kopeina

საქართველოში ასე რომ გავრცელდა ეგ კარგი არ არის... მას ჩვენში თითქმის არ ყავს კონკურენტი (ადამიანის გარდა), ამიტომ სწრაფად მრავლდება და საფრთხეს უქმნის ადგილობრივ სახეობებს, განსაკუთრებით ფრინველებს...

User avatar
gigi-tbeli
ბილიკზე მოარული
Posts: 75
Joined: 10 თებ 2007, 17:02
Location: Tbilisi
საქართველოს ცხოველები

Post by gigi-tbeli » 22 თებ 2007, 12:11

caucasica
zaaaaan magaria. sheni tvalit naxe es cxoveli?
ლაშქრობებში წამიყვანეთ ხოლმე რაა

User avatar
gigi-tbeli
ბილიკზე მოარული
Posts: 75
Joined: 10 თებ 2007, 17:02
Location: Tbilisi
საქართველოს ცხოველები

Post by gigi-tbeli » 22 თებ 2007, 12:11

caucasica
zaaaaan magaria. sheni tvalit naxe es cxoveli? :)
ლაშქრობებში წამიყვანეთ ხოლმე რაა

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by caucasica » 24 თებ 2007, 23:10

gigi-tbeliკი ჩემი თვალით ვნახე და ხელშიც მეჭირა ენოტი, ბევრჯერ...

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by caucasica » 14 მარ 2007, 14:50

ჯანსუღ ჩარკვიანი

მოფრთხილება უნდა

საქართველოს ტყეს,
ხოხობსა და მწყერს,
საქართველოს ველს,
ირემსა და შველს -
ყოველდღე და მუდამ
მოფრთხილება უნდა.
სანამ კიდევ რიხით
დაბრძანდება ჯიხვი,
სანამ კიდევ დარჩა
დურაჯი და არჩვი,
სანამ ერთი-ორი
დაგოგმანებს გნოლი,
სანამ მწვანე არის
ჩვენი ხე და მოლი -
დედა საქართველოს,
ტყეს, მთასა და მდელოს,
ყოველდღე და მუდამ
მოფრთხილება უნდა.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by caucasica » 14 მარ 2007, 15:40

არჩვი - Chamois - - Rupicapra rupicapra

არჩვი (ფსიტი) მაღალი მთების ჩლიქოსანია. ბინადრობს ტყის სარტყელის ზედა ნაწილის, სუბალპური და ალპური სარტყლების კლდიან ადგილებში. ზღვის დონიდან 1500-2000 მეტრის სიმაღლეზე.

გავრცელებული იყო მთელს კავკასიონზე, ლიხის, მესხეთის ქედებს და აჭარის მთიანეთში. ამჟამად არჩვი შემორჩენილია მცირე პოპულაციების სახით კავკასიონზე(სვანეთიდან ლაგოდეხამდე), მესხეთის ქედზე შემორჩენილია ბორჯომის ნაკრძალში, აჭარია მთიანეთში. სამხრეთის პოპულაცია ძალზედ მცირერიცხოვანია და ემუქრება გაქრობის საფრთხე. ლიხის ქედზე მთლიანად განადგურებულია.

ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 70-80 სმ,სხეულის სიგრძე 125-135 სმ. წონა მამრ. 30-50 მდედ. 25-42 კგ-მე. რქები აქვთ ვაცებსაც და ნეზვებსაც(7-10 sm). ცნობილი ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicarpa caucasica),

არჩვი დილით და საღამოთი გამოდის საძოვრად და უმთავრესად იკვებება ალპური ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. იგი მეტისმეტად ფრთხილი ცხოველია. ძოვის დროს ხშირად თავს მაღლა სწევს და მიდამოს ათვალიერებს. თუ ყური მოჰკრა რაიმე საეჭვო ხმაურს, ქანდაკებასავით გაირინდება და დიდხანს ასე დგას, ხიფათის შემთხვევაში გამოსცემს საგანგებო სტვენას, მაშინვე მთელი ფარა დაიქსაქსება და გაქცევით შველის თავს.

არჩვი ნოემბერში მაკეობს. მაის-ივნისში შობს ერთ ან იშვიათად ორ თიკანს. როგორც დედალ, ისე ვაც არჩვს პატარა, ლამაზი, ბოლოში მოხრილი რქები აქვს. ამიტომ ნადირობის დროს ძნელია მისი სქესის გარჩევა.

შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში სტატუსით (EN).

Image

Image

berdiau
ბილიკზე მოარული
Posts: 45
Joined: 31 მაი 2006, 20:58
საქართველოს ცხოველები

Post by berdiau » 16 აპრ 2007, 19:07

ჩვენ კავკასიურ ძაღლებზეც თქვით რამე

Image




აბანახეთ !

http://tabakini.ge/dogs/zarlebi/zaglebi.htm

.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by Archil » 17 აპრ 2007, 01:41

დღეს მაოსთან ავღნიშნეთ კარავის დაბდგე. კავკასიური ნაგაზი თუ გინდათ ნახოთ, მათი დათუნა ნახეთ, გაზრდილა და დამშვენებულა. კაი ტიპია !!! სურათი თუ გაქვთ, დადეთ. ისე ადინს ეშინია მისი :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by lama » 17 აპრ 2007, 11:55

Archil wrote: ისე ადინს ეშინია მისი :)


და მარტო ადმინს????? :wink:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
საქართველოს ცხოველები

Post by Toma » 27 მაი 2007, 00:19

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]