საქართველოს ცხოველები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
საქართველოს ცხოველები

Post by Katy » 25 ოქტ 2006, 12:16

lama
საღორ კი არა საღილ საღოლ რა დაგემართა საღორეში მეგონა თავი
:lol: :lol: :lol:

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by caucasica » 30 ნოე 2006, 12:24

ქურციკი - ჯეირანი - Gazella subgutturosa
რიგი: წყვილჩლიქიანისნაირნი
ოჯახი: ღრურქიანისებრნი
ქვეოჯახი: ანტილოპისებრნი
გვარი: ქურციკი ანუ გარეთხა
საქართველოში მობინადრე სახე:ჯეირანი ანუ სპარსული ქურციკი - Gazella subgutturosa Guldenstaedt, 1780.
ქურციკი მომცრო ზომის ცხოველია, სიმაღლე ნიადაოში: 60-80ცმ, სიგრზე 90 - 115სმ, წონა კი -18-33კგ.
მას საკმაოდ გრძელი კუდი 15-20სმ აქვს; რქები მხოლოდ მამრებს ამშვენებთ 25-43სმ; იშვიათად მდედრებსაც ააქვთ 5სმ.
მდედრები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ 9, მამრები 18 თვის ასაკში.
მაკეობის ხანგრძლივობა 5-6 თვეა. ბადებს 1-2, იშვიათად 3-4 ლიკლიკას; რომლებიც ძუძუს წოვენ 4-5 თვის განმავლობაში
სიცოცხლის ხანგრზლივობა 10-12 წელია.
ქურციკები ზაფხულოიბით გაერთიანებული არიან ოჯახურ ჯგუფებად 10-15 ინდივიდი, ზამთარში კი ქმნიან დიდ ფარებს,რამდენიმე ასეული ინდივიდი.
100 წლის წინ საქართველოში ქურციკი გავრცელებული იყო თბილისის და რუსთის მიდამოებში არსებული ველები, გარეჯის "უდაბნო", გარდაბნისა და დედოფლის წყაროს რაიონები. ურბანიზააციის ინტენსიურმა პროცესმა, ჭარბმა გადაზოვებამ ქურციკის საკვები ბაზის შემცირება და ამ ცხოველის რიცხოვნების შემცირება გამოიწვია, რასაც შემდგომ დაემატა
ბრაკონიერობა და უკონტროლო ნადირობა და ქურციკი გადაშენდა საქართველოშ, იყო პერიოდი როდესაც ის შემოდიოდა აზარბაიჯანიდან, მაგრამ უკან გაქცევას, ან აქ დამკვიდრებას ვერარ ასწრებდა ხოლმე. საბოლოოდ არმოჩნდა რომ ქურციკის წიტელ წიგში შეტანა სტატუსიტ: "გადაშენებულია საქართველოში" უფრო იაფი აღმოშნდა ვიდრე მისი დაცვა და რაიმე ქმედიტი რონისძიების გატარება.
დღეს კი ქურციკის აღდგენა (თუ საერთოდ დაინტერესდა ვინმე ამ პრობლემით) დიდ სახსრებს, დროსა და ადამიანურ რესურსებს მოითხოვს. თანაც ამ ზალისხმევას შედეგი იმ შემტხვევაში ექნება , თუ ე.წ. "მონადირეები" (ბრაკონიერები მყავს მხედველობაში) ქეიფის და სადღერგზელოს გარეშეც გაახსენდებათ თავის ქვეყანა!!!
დღეისათვის ქურციკის აღდგენის ერთერთ საუკეთესო ადგილია ვაშლოვანის ეროვნული პარკი.

Image
Image
Image

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by Giorgi Bagrationi » 30 ნოე 2006, 12:48

caucasica
როგორც ვიცი აზერბაიჯანში უამრავი ქურციკია.
შემთხვევით, ხომ არ იცი რა შეიძლება დაჯდეს 5 მდედრი და 2 მამრი (ერთმა შეიძლება "არ ივარგოს") ქურციკის ყიდვა? თუ ძალიან ძვირი არ ჯდება იქნებ ფული ვიშოვოთ და ვაშლოვანის ნაკრძალში გავუშვათ. :roll:

თუ ასე მოხდება და დაცვა, როგორც ვიცი საკმაოდ სანდოა 10 წელიწადში პატარა ჯოგი შეიძლება გაჩნდეს.

P.S. მთავარია იმ ერთადერთმა ჯიქმა არ მოინადიროს. :wink:

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by gobe » 30 ნოე 2006, 12:53

caucasica,
გაიხარე! დიდი მადლობა ასეთი ინფორმაციებისთვის.

შენი გულისტკივილი უსიტყვოდაც მესმის :wink:.
თანაც ამ ზალისხმევას შედეგი იმ შემტხვევაში ექნება , თუ ე.წ. "მონადირეები" (ბრაკონიერები მყავს მხედველობაში) ქეიფის და სადღერგზელოს გარეშეც გაახსენდებათ თავის ქვეყანა!!!

გახარებას და გამრავლებას გისურვებთ შენც, ქურციკებსაც და ყველა ნორმალურ სულიერს ამ მიწაზედ!

Giorgi Bagrationi,
არაჩვეულებრივი იდეაა. თუ გავქაჩეთ, გადასარევი იქნება. გაიხარე.
ჯიქს მივხედავთ, ბოლოსდაბოლოს დროებით თავის შეკავებისაკენ მოვუწოდებთ!

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by caucasica » 30 ნოე 2006, 13:02

Giorgi Bagrationi
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქურციკის უახლოესი ძლიერი პოპულაცია(შირვანის ნაკრძალში,6000ინივიდამდე) თითქმის 700 კმ-თია დაცილებული საქართველოს საზღვარს ამიტომ ,
ამ ეტაპზესაქართველოში ქურციკის აღდგენის ორი მეთოდი შეიძლება განიხილებოდეს ტრანსლცირების(ცხოველის დაჭერა იქ სადაც ბევრია და გადაყვანა ..) მაგრამ ამ დროს ცხოველებს მშობლიურ ადგილებში დაბრუნების გადაულახავი სურვილი უჩნდებათ, რის გამოც ახალ ადგილზე მათი დაკავებია ზნელი მაგრამ განხორციელებადია
და მეორე რეინტროდუცირება(ცხოველის გამრავლება ტყვეობაში და შემდეგ გაშვება...) აქ ტყვეობაში გაზრდილმა ცხოველებმა ველურ პირობებთან შეგუება უნდა შეძლონ, მტაცებლებთან და უცხო ადამიანებებთან მიმართებაში...

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by Giorgi Bagrationi » 30 ნოე 2006, 13:31

ალბათ პირველი მეთოდი უფრო მისაღებია, გააჩნია რა ჯდება. თუ ჯოგად ცხოვრობენ ერთ-ერთზე გადამცემი რომ მიმაგრდეს და თუ გაიქცევიან გვეცოდინება სად არიან და ისევ დავაბრუნებთ. :lol:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქართველოს ცხოველები

Post by Gvalva » 30 ნოე 2006, 13:33

Giorgi Bagrationi

აუ რა მაგარი იდეაა!!!

სპეციალისტები რას იტყვიან??? იმედია რამე სხვას გარდა: "თქვენ ვინ გეკითხებათ?!" :)

თუ ეს caucasicas ჩამოთვლილი რომელიმე მეთოდით განხორციელებადია ძალიან კარგი იქნება. ისე რა შეიძლება ღირდეს ასეთი ცხოველი?? ზოოპარკში ეცოდინებათ ფასი ალბათ არა??

კავშირი ხომ არ დაგვემყარებინა აზერბაიჯანულ "კარავთან" (რამე ესეთი ექნებათ) და გვეთანამშრომლა...


:idea: ჩვენ არ გვყავს რამე ცხოველი ბევრი რომ გავუცვალოთ??

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქართველოს ცხოველები

Post by Gvalva » 30 ნოე 2006, 13:43

თუ 700 კმ-ა "მშობლიურ ადგილებში დაბრუნების გადაულახავი სურვილი" ძნელად გადასალახი არ იქნება??

სახლში დაბრუნებაზე ოფტოპიკად გაახლებთ ანეგდოტს, ინგლისურად, იქნებ მეპატიოს :) (თან თარგმნაც მეზარება) ბევრმა ისედაც იცის, ვყვები ხოლმე :D

Smart Cat

A man absolutely hated his wife's cat and decided to get rid of him one day by driving him 20 blocks from his home and leaving him at the park.

As he was getting home, the cat was walking up the driveway.

The next day he decided to drive the cat 40 blocks away. He put the beast out and headed home.

Driving back up his driveway, there was the cat!

He kept taking the cat further and further and the cat would always beat him home. At last he decided to drive a few miles away, turn right, then left, past the bridge, then right
again and another right until he reached what he thought was a safe distance from his home and left the cat there.

Hours later the man calls home to his wife: "Jen, is the cat there?"

"Yes", the wife answers, "why do you ask?"

Frustrated, the man answered, "Put that son of a bitch on the phone, I'm lost and need directions!"

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by caucasica » 30 ნოე 2006, 14:00

Giorgi Bagrationi
ტრანსლცირების მეთოდის დროს საჭიროა რომ ინდივიდები 2თვე მაინც გვყავდეს ტყვეობაში,რათა შეეჩვიოს ახალ ტერიტორიას და აღსანიშნავია სიცოცხლისუნარიანია ჯგუფი რომელიც შედგება დაახლოებით 45 ინდივიდისგან(პერიოდულად იყოფა ქვეჯგუფად 15-მდე ინდივიდი 5მამრი 10 მდედრი)
მეორე რეინტროდუცირების მეთოდის დროს კი შეიძლება 15 ინდივიდიანი ჯგუფითაც დაიწყოს,რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება...
რაც სეეხება გადამცემებს პირველ ეტაპზე რაც მეტ ინდივიდს ექნება გადამცემი მით უკეტესი..
ინდივიდების ბუნებაში გასაშვებად ვაშლოვანსი საუკეტესო თვეა მაისი რადგან ამ პეროოდში მეცხვარეებს (შირაქის საზოვრებიდან) ცხვარი მთღაში გადაყავტ და ცხვარს მიყვება მგლები,ადგილზე კი რშება მგლების 10%(ადგილობრივები :D )
1 ინდივიდის ღირებულება არ არის ძვირი და სადღაც ( 300$ და ზევით)..
გასათვალისწინებელია ერომ წელს სომეხმა მეზობლებმა, ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკს ნიამორის 12 ინდივიდი უსასყიდლოდ აჩუქა...

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by gobe » 30 ნოე 2006, 14:32

კარ(ა)ველებო,
მართლა ძალიან მაგარი საქმე იქნება, ყველანაირად ვეთანხმები წარმოშობილ იდეებსა და სურვილებს, მაგრამ, მხოლოდ თანხმობა რომ არ არის საკმარისი... ფინანსურად ხომ უნდა გავქაჩოთ.
ბოლოსდაბოლოს, მხოლოდ ადამიანებთან გვერდში დგომით ხომ არ შემოვიფარგლებით.
თუმცა, განხორციელების შემთხვევაში, ვინ იცის, რამდენ "მონადირეს" გავახარებთ...

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by caucasica » 30 ნოე 2006, 22:36

ჯიქი - ლეოპარდი - Panthera pardus
მეოცე საუკუნის დასაწყისითვის ჯიქის საცხოვრებელი არეალი მოიცავდა საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ჯავახეთის ზეგნისა და სამხრეაღმოსავლეთ საქართველოს გამოკლებით.
ნატურალისტები და ზოოლოგები მე-20 საუკუნის დასაწყისშივე აღნიშნავდნენ, რომ ეს სახეობა, ერთ-ერთი ყველაზე იშვიათია კავკასიაში. 1954 წელს ერთი ინდივიდი საგურამოს ქედზე, სოფელ წნელთან იქნა მოკლული. მას მერე საქართველოში ლეოპარდის არსებობის სარწმუნო ცნობები აღარ მოგვეპოვებოდა. თუმცა, 90-იან წლებში მოგროვდა რამდენიმე ზეპირსიტყვიერი გადმოცემა "დიდი კატის მაგვარი ცხოველის" ხევსურეთში არსებობის შესახებ.
ითვლებოდა რომ ჯიქი მხოლოდ დიდი კავკასიონის აღმოსავლეთი ნაწილის გვერდითა ქედებზე - პირიქითა ხევსურეთში , თუშეთში და სპეროზას მთაზე. 2003წლის ნოემბერში მისი კვალი ნაპოვნი იყო ვაშლოვანის ნაკრძალში, ხოლო 2004 წლის აპრილში ამავე ნაკრძალში დაფიქსირებულ იქნა ფოტოხაფანგის საშუალებით.
ზემოთთქმულის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ნახეთ http://www.nacres.org/g_leopardi.html
http://www.nacres.org/g_pr1.html
ლეოპარდის ევრიტროპული სახეობაა. ჩვენთან ბინადრობდა კოლხეთის ჭარბტენიან ჰაბიტატებში, ჭალის ტყეებში, ზოგადად ტყის სარტყელში, სუბალპურ ალპურ და სუბნივალურ სარტყელებში. შემორჩენილია ძნელად მისაღწევ კლდოვან ადგილებში.
საქართველოს წითელ ნუსხაში ჯიქი შეტანილია როგორც კრიტიკულ საფრთხეში მყოფი სახეობა.
Image

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by caucasica » 01 დეკ 2006, 14:52

ფოცხვერი (Felis (lynx) lynx)
ახლო წარსულში ფოცხვერის არეალი მოიცავდა მთელს საქართველოს. ამჟამად შემორჩენილია რამოდენიმე იზოლირებული პოპულაციის სახით. ეს პოპულაციებია: ლაგოდეხის, თუშეთი-ხევსურეთის, რაჭა-სვანეთის, ბორჯომ-ბაკურიანის, ივრის ზეგანის პოპულაციები.
ძირითადად ტყის სართყლის ბინადარია.გვხვდება აგრეთვე სუბალპურ,ალპურ მდელოებზე, არიდულ და სემიარიდულ ჰაბიტატში. საქართველოში შეესაბამება კრიტიკულ საფრთხეში მყოპ კატეგორიას.
წონა18-20kg
სხეულის სიგრძე 82-105ცმ
არის მრავალი სხვადასხვა შეფერილობის
63-70 დღე გრძელდება მაკეობა.
შობს 2-3 ფოხვერს
სქესობრივ სიმწიფეს მდედრები აღწევენ 21, მამრები 33ტვის ასაკში
სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20წელი
ფოცხვერი არასდროს არ ესხმის თავის მსხვერპლს ხიდან..
Image
Image
Image
Image
Image

beshumi
ბილიკზე მოარული
Posts: 28
Joined: 15 სექ 2006, 22:08
საქართველოს ცხოველები

Post by beshumi » 01 დეკ 2006, 23:49

guruli wrote:უჰ, რა კარგი თემაა, მე კი მხოლოდ ახლა მივაგენი. და ეკოტურიზმს რაც შეეხება, მშურდა, ავსტრიის ალპებზე გადასვლისას გზის პირას არხეინად მობალახ-მონავარდე შველს, კურდღელს და ასეთებს რომ ვუცქეროდი. კიდევ ერთმა რაღაცამ გადაგვირბინა წინ, მაგრამ მელა იყო თუ ტურა, ზუსტად ვერ გავარჩიე....
არ ვიცი ეხლა გამოდის თუ არა მაგრამ 80იანი წლების ბოლოში გამოიცემოდა 'ბუნება' ჟურნალი. ჰოდა აი იქ სტატიაში მსჯელობდნენ საქართველოში ირმების სიმცირეზე. ერთ მიზეზად მოტანილი იყო პესტიციდების სიჭარბე :lol: თუმცა ამას არ შეუშლია ხელი უნგრეთში და ავსტრიაში ასობით ათასი ირმის გამრავლებისთვის, როგორც თავად ნახე.
ასეთივე მდგრომარეობაა ჩრდილოეთ ამერიკაშიც და არა მარტო ტყე-ღრეებში.
guruli wrote: იქნებ გუნება დაგიმძიმოთ, მაგრამ ამ შაბათს ძაღლების ბაზრობაზე (ყოველ შაბათ-კვირას იქ დაბარებულივით დავდივარ) დათვის ბელი ჰყავდათ. ....
უნდა გეთქვა თბილისი მერიის სვანი მოხელისთვის მიეყვანათ, ვისაც ადრე ძმაკაცებმა მგლის ლეკვები ჩამოუყვანეს. დიდი ამბით გააშუქეს მის მიერ ზოოპარკითვის გადაცემა, მაგრამ არავინ იკითხა ლეკვების წარმოშობაზე.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
საქართველოს ცხოველები

Post by Mao » 29 დეკ 2006, 12:16

megobrebo! me rogorts gavide iyo saubari azerbaijantan mag temaze da mashin miviget UARI! no opiti prodolzhautsao!!!!!!!!!!! :D
together on the top!!

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by caucasica » 13 იან 2007, 16:08

შველი - Western roe deer - Capreolus capreolus

საქართველოში გავრცელებულია ევროპული შველი და გვხვდება თითქმის მთელს ტერიტორიაზე გარეჯის უდაბნოს და ივრის ზეგანის გარდა. აფხაზეთში გვხვდებოდა ციმბირული შველი, რომელიც გამოირჩევა შედარებით დიდია ზომებით.
შველი. ირმების ოჯახის ეს ყველაზე პატარა ტანის ჩლიქოსანი განსაკუთრებული სილამაზითა და სინაზით გამოირჩევა. კოხტა, სწორ ფეხებზე შემდგარი მკვრივი ტანი, ლამაზი თავი, მეტად მოხდენილი ტუჩებით, დატოტილი, ზემოთ აშვერილი წვრილი რქებით და შავი ფართო თვალებით, - იგი ჩვენი ბნუების ნამდვილი მშვენებაა. როგორც ირემს, ისე შველსაც რქები მხოლოდ მამალს აქვს, რომელსაც, ამ ოჯახის ჩვეული წესით, ყოველწლიურად ნოემბერ-დეკემბერში იცვლის.
წონა: 22-30კგ.
ყურების ზომა: 12-14სმ.
კუდი რუდიმენტულია 2-3სმ
სხეულის სიგრძე 107-126სმ.
სიმაღლე ნიდაოში (ხორკა): 70-90სმ.

შველი ბინადრობს ტყის სარტყელში, უმთავრესად მეჩხერ,ნათელ ფოთლოვან ტყეებში გვხვდება.იშვიათად გვხვდება სუბალპურში. ვერტიკალურად ვრცელდება ძღვის დონიდან 2500 მეტრამდე. მცენარეული საკვებით საზროობს,უჭირს დიდ თოვლში გადაადგილება და საკვების მოპოვება. მაკეობს აგვიტო-სექტემბერში. შვილის მაკეობა თითქმის 9 თვეს გრძელდება და მაის-ივნისში შობს ერთ, ორ და ზოგჯერ სამ ნუკრს.

Image
Image
Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]