საქართველოს ცხოველები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by ლეონტი » 06 ივლ 2010, 17:20

მე წითელს ვამბობ ისევე როგორც ძირითადი მოსახლეობა ეძახის, სპეციალისტების ვიწრო წრის გამოკლებით.
საკმაოდ კარგად გავარჩიე არა მარტო მე რომ მას ქონდა მოყვითალო ბეწვი და ადგილ ადგილ ნაზი მორუხო ხოლო კისრისკენ საერთოდ რიჟა(წითელში) გადადიოდა.
რა მუტანტია და საიდან მოვიდა ეგ არ ვიცი.არც ლათინური დასახელება ვიცი.
ვიცი რომ ირმებს და მსგავს ცხოველებს მუსრი გაავლო და ეხლა საჭმელი რომ აკლია აქეთ იწევს.
ეს უკვე მეორედ შეგვეფეთა და უკვე თოფზე ვფიქრობ, რადგან მე მგონი მაგი ადამიანს ძაან არ ერიდება.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საქართველოს ცხოველები

Post by qvevri » 06 ივლ 2010, 21:26

caucasica
მაგას წითელი და წითლები იმიტომ ელანდება, რომ კომუნიზმს მისტირის რაც საიუზი დაიშალა იმის მერე....

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by teo- » 06 ივლ 2010, 22:58

წითელია რა უფრო მორიჟაოა
11 წლის წინ ნიამორმა შემოიყვანა როგორც მახსოვს, დეტალური ინფორმაცია წინა გვერდებზე დავაგდე თუ არ ვცდები
არა ექსკურსიას! Image

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by caucasica » 06 ივლ 2010, 23:20

teo-
წითელია რა უფრო მორიჟაოა
11 წლის წინ ნიამორმა შემოიყვანა როგორც მახსოვს, დეტალური ინფორმაცია წინა გვერდებზე დავაგდე თუ არ ვცდები
_______

:D თეო სენც? ...... :lol:
მე ვფიქრობ სენ გადაუმოწმებელ ინფოს არ დადებ. მე კი მსგავსი ინფო ჯერ არ სემხვედრია, ფაქტებიტ დადასტურებული.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by teo- » 07 ივლ 2010, 01:55

caucasica wrote:teo-
წითელია რა უფრო მორიჟაოა
11 წლის წინ ნიამორმა შემოიყვანა როგორც მახსოვს, დეტალური ინფორმაცია წინა გვერდებზე დავაგდე თუ არ ვცდები
_______

:D თეო სენც? ...... :lol:
მე ვფიქრობ სენ გადაუმოწმებელ ინფოს არ დადებ. მე კი მსგავსი ინფო ჯერ არ სემხვედრია, ფაქტებიტ დადასტურებული.
ვაიმე ყველაფერი დეტალებში ეწერა სად ვიპოვო ეხლლა((
არადა ჩემი საშინელი მეხსიერების წყალობით ისე დეტალებში ვეღარ დავწერ
მგლების ამბავი იმიტოა ეხლა ესე მიჩქმალული რო მათი პოპულაცია ვეღარ მართეს ზემოთ აღნიშნულმა ორგანიზაციამ, ამით მათ უაზრმაზარი საფრთხე შეუქმნეს ქართულ ფაუნას. რაც შეეხება ამ მგელს უკანა კიდურები გაცილებით განვითარებული აქვს რითაც რამდენიმე მეტრზე ახტომა შეუძლია და მაინცდამაინც მგლური კანონებითაც არ ცხოვრობს :დ
უფრო გაველურებული ძაღლის ტიპისაა და ადამიანის შიში ნაკლებად აქვს ჩვეულებრივი ქართული რუხი მგლისგან განსხვავებით ,რომელიც არცვიცი თუღა დარჩა საქართველოში :(
არა ექსკურსიას! Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by teo- » 07 ივლ 2010, 02:19

«კვირის პალიტრა» ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან შეეცადა გაერკვია, რამ გამოიწვია მტაცებელთა ასეთი სასტიკი თავდასხმა მოსახლეობაზე. აღნიშნულ უწყებაში ჯერჯერობით ამ კითხვას ვერ უპასუხეს და მგლების გააქტიურების მხოლოდ ზოგად მიზეზებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ტყეში ჩლიქოსნების შემცირებამ მტაცებელს დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმისკენ უბიძგა. ტყეში ჩლიქოსნების შემცირების უმთავრეს მიზეზად ბრაკონიერობას ასახელებენ. ბიოლოგების ერთი ნაწილი კი დღემდე კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ისევ მგლები, მათ შორის, საგანგებოდ მოშენებული წითელი მგლები არიან. ბიოლოგების - ტარიელ კაპანაძისა და ალექსი არაბულის თქმით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ «ნაკრესმა» უცხოური გრანტების მეშვეობით შემოიყვანა და გაამრავლა წითელი მგელი, რომელიც თურმე დაბალი ფეხებისა და მოქნილი სახსრების წყალობით ჯიხვსა და ნიამორს დასდევს კლდეებში. საინტერესოა, როგორ უნდა დაიცვას ხალხმა თავი გაავებული მტაცებლისგან, რომლის მოკვლაზეც სახელმწიფოსგან ჯარიმაა დაწესებული.

ტარიელ კაპანაძე: - ის, რაც ჩვენში მგელთან დაკავშირებით ხდება, გარემოს დაცვის სამინისტროს «დამსახურებაა». 2003 წლის იანვარში, გარემოს დაცვის მაშინდელ მინისტრს ნინო ჩხობაძეს გაეგზავნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების საგანგებო კომისიის დასკვნა, სადაც დასაბუთებული იყო, რომ უნდა შექმნილიყო ბოლო ორ წელიწადში მგლის მიერ მიყენებული ზარალის, ასევე ჩლიქოსან გარეულ ცხოველთა და მგლის რიცხოვნობის დამდგენი კომისიები. დასაშვებ ფარგლებზე გადამეტების შემთხვევაში, უნდა მომხდარიყო მგლის რიცხოვნობის რეგულირება, გაუქმებულიყო მგლის მოკვლისთვის ნებართვის ლიცენზიის აღების აუცილებლობა, მისი უნებართვოდ მოკვლისთვის ჯარიმა და მოსახლეობისთვის სანადირო იარაღის ჩამორთმევა. მუშაობაში მონაწილებოდნენ აკადემიკოსები, მაგრამ ნინო ჩხობაძემ მათი მოთხოვნა აინუნშიც არ ჩააგდო. არასამთავრობო ორგანიზაცია «ნაკრესის» ხელმძღვანელები დაიყენა ექსპერტებად და მათი დასკვნების საფუძველზე ბრძოლა კი არ დაიწყო, არამედ ფაქტობრივად საგანგებო კონტროლზე აიყვანა მგლების დაცვა და ამით საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქონებას. უცნობია, რა ინტერესები ამოძრავებდათ შვეიცარიელებს, «ნაკრესის» მამოძრავებელი სტიმული კი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ფული, რადგან საქართველოში ისედაც მომრავლებულ მგლებს იმ წლებში დასაცავი და გადასარჩენი არაფერი ჰქონდა.

ალექსი არაბული: - 2008 წლის 5 მარტს, როგორც იქნა, სამინისტრომ მიიღო ბრძანება ¹247, გარეულ ცხოველთა რიცხოვნობის რეგულირების შესახებ, მაგრამ დებულების თანახმად, შექმნილია მგლებთან ბრძოლის უკიდურესად ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც პრობლემას ვერ გადაჭრის.

სამინისტრო ფიქრობს, რომ თითო-ოროლა მგლის მოკვლით აღადგენს დარღვეულ ეკოლოგიურ წონასწორობას, რაც აბსურდია.

ოთარ ლომთაძე: - ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორის მოადგილის გიორგი მამუკელაშვილის განცხადებით, გასულ ზამთარს, მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში მგლებმა შეჭამეს 145 ირემი და 28 შველი. ზარალი სინამდვილეში ერთიორად მეტია, რადგან მსხვერპლის აღრიცხვას ვახერხებთ მხოლოდ გზებსა და ბილიკებზე. ამასთან, ვერ აღვრიცხავთ გაზაფხულზე ნუკრების განადგურების ფაქტებს. თითო-ოროლა მგლის ლიკვიდაციით კი საქმეს არ ეშველება და იქამდე მივალთ, რომ მალე სასარგებლო გარეული ცხოველებიც აღარ გვეყოლება. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეკოლოგიური წონასწორობის აღსადგენად და ხალხისთვის ხიფათის ასაცილებლად მინიმუმ ათასი მგელი მაინც უნდა გაანადგურონ.

ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროში კაპანაძის, არაბულის და ლომთაძის დასკვნას მიუღებლად აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ მათი მოწოდება მგლების დაუზოგავად დახოცვისკენ არის მიმართული.

ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნონა ხელაია: - თუკი ნებისმიერი გარეული ცხოველი თავს ესხმის მოსახლეობას ან აზიანებს მათ ქონებას, ნებადართულია განხორციელდეს მისი გარემოდან ამოღება: ანუ ფაქტზე თუ წავასწრებთ მგელს, მაჩვს, დათვს ან სხვა მტაცებელს, უფლება გვაქვს, მოვკლათ. ბრაკონიერობის შემთხვევები რომ გამოირიცხოს, გლეხი ან ის, ვინც მტაცებელს ფაქტზე წაასწრებს და მოკლავს, უნდა დაუკავშირდეს გარემოს დაცვის ინსპექციას. წარმომადგენელი მოვა, ნახავს მოკლულ ცხოველს და შეადგენს აქტს, რის შემდეგაც ცხოველი უნდა განადგურდეს, დაიმარხოს ან დაიწვას. თუ გლეხი ვერ დაუკავშირდა გარემოს დაცვის ინსპექციას, მაშინ მიმართავს ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს და იქიდან შეატყობინებენ გარემოს დაცვის ინსპექციას.

- რა ვქნა, თუ მტაცებლის ფაქტზე დაჭერას ვერ ვახერხებ, არადა, ჩემი ფერმა გაანადგურა?

- მაშინ მიმართეთ გამგეობას, ის კი ჩვენს სამინისტროს მომართავს განცხადებით. შესაბამისად, შევარჩევთ ექსპერტს, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება. იგი ჩავა შემთხვევის ადგილზე, შეისწავლის სიტუაციას, დაადგენს, რა ცხოველია მტაცებელი, როგორი რეგულირების ღონისძიებაა საჭირო. დასკვნას წარმოგვიდგენს, რის საფუძველზეც სამინისტრო გამოსცემს ბრძანებას და ხელშეკრულებას წარუდგენს გამგეობას, რათა მან განახორციელოს გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება.

- რა დრო სჭირდება მთელ ამ პროცესს?

- საშუალოდ, ორი კვირა მაინც. ასეთი მექანიზმის განხორციელების გარდა, სხვა გზა არ გვაქვს. სხვანაირად როგორ ვიტყვით, რომელ მტაცებელთან გვაქვს საქმე? მგელია თუ სხვა. სოფელ ფიროსმანის შემთხვევაშიც ეჭვი გვაქვს, რომ თავდამსხმელი არ იყო მგელი და იყო გაველურებული ძაღლი ან მგლისა და ძაღლის ნაჯვარი. ეს უფრო ცუდია მოსახლეობისთვის, რადგან მათ ადამიანების არ ეშინიათ და იოლად ესხმიან თავს. თუ დამტკიცდება, რომ თავდამსხმელი მგელი კი არა, მგელძაღლი ან გაველურებული ძაღლია, მაშინ ჩასაფრებით უნდა დაიხოცონ ისინი.

- სანამ გამოიკვლევთ, რასთან გვაქვს საქმე, რა ქნას ხალხმა?

- ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს გამგეობასთან, სადაც უკვე იციან, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნებისმიერი ოდენობით შეუძლიათ დახოცონ მტაცებლები. მაგრამ იმის გამო, რომ მგელძაღლი ძალიან ჰგავს ძაღლს, მოსახლეობა ვერ არჩევს ერთმანეთისგან. ამიტომაც საჭიროა ექსპერტმა შეისწავლოს ეს საკითხი.

- ერთი ეგზემპლარი ხომ ამოიღეს ფიროსმანში, რომელიც ოფიციალური განცხადების თანახმად, ცოფიანი ყოფილა. მაშინ ვერ მიხვდნენ რა იყო, - მგელი თუ მგელძაღლი?

- სანამ ჩვენამდე წერილი მოვიდოდა და სამინისტრო გაიგებდა ამ ფაქტს, ლაბორატორიამ მანამდე დაადგინა ცოფის შემთხვევა და ის ეგზემპლარი გაანადგურეს. ახლა ჩვენი ექსპერტი ცდილობს, გენეტიკური ანალიზი ჩაუტარდეს იმ ეგზემპლარს და დადგინდეს, მართლა მგელი იყო თუ არა. ამისათვის უნდა ამოითხაროს განადგურებული ცხოველის ჩამარხული ნაწილი. ასეთია რეგულირების მექანიზმი. მანამდე კი მოსახლეობას სანადირო თოფები აქვს და არ გაუჭირდებათ მტაცებლის მოგერიება. ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ მათ, თუ ნადირი თავს ესხმის სოფელს.

- თუ ფიროსმანში მოკლული მხეცი ცოფიანი იყო, დანარჩენებიც ხომ ცოფიანები უნდა ყოფილიყო...

- ცოფიანი ნადირი ათ დღეში კვდება. ამიტომაც მტაცებლები უკვე უნდა დახოცილიყვნენ. გამგეობა გაფრთხილებული გვყავს, თუ სადმე დაცემულ ნადირს ნახავენ, აუცილებლად გამოდმოგვიგზავნონ ექსპერტიზისთვის.

- ბოლო დროს ხშირად მოგმართავთ მგლისგან შეწუხებული მოსახლეობა?

- ხშირია გამგეობებიდან მომართვები. ექსპერტიზის დასკვნებიც უკვე მიღებული გვაქვს. ჯერჯერობით მხოლოდ ჩოხატაურის რაიონის გამგეობასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, სადაც უნდა დახოცონ მგლები. ჩოხატაურში ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. დასახლებასთან ახლოს არის გაველურებული ჩაის პლანტაციები, რომელიც ტყეს ეკვრის. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ამ პლანტაციებში მგლებს გვირაბები აქვთ მოწყობილი. მგელი ძალზე ჭკვიანი ცხოველია. იოლად მოდის გვირაბების საშუალებით, უსაფრდება და თავს ესხმის შინაურ ცხოველებს. კი მივეცით 12 მგლის მოკვლის უფლება, მაგრამ ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენად გადაჭრის ეს პროცესი პრობლემას. აუცილებელია, ჩაის პლანტაციაც გაიკაფოს.

პ.ს. ფაქტია, სანამ მგლებს მგლური კანონები გასდით, მგლობენ... ჩვენს ქვეყანაში მტაცებლის ეს სახეობა იმ იშვიათ ცოცხალ არსებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის «უფლებებიც» მყარად არის დაცული! იმდენად მყარად, რომ ადამიანებს შესაძლოა, შეგვშურდეს კიდეც მათი.

სტატია ძველია
+
საშინელი
ზედმეტად გამუქებულია ყველაფერი როგორც ”ჟურნალისტებს” სჩვევიათ
ხალხის დასაპანიკებლად
ამას ჯობია ნეკრესის გრანტების და მგლების შემოყვანის ამბები გამოიძიონ რომელშიც ასლან აბაშიძის კვალიც ურევია როგროც ვიცი..
არა ექსკურსიას! Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by ლეონტი » 07 ივლ 2010, 09:54

თეოს მოწოდებული ინფორმაცია მე სხვა წაყაროებიდანაც ვიცი, მათ შორის ადამიანს არ ერიდება და მაღლა ხტუნაობს პირდაპირ სახეში.
დავდივარ უბრალოდ ყველა კუთხეში და ხალხი მიყვება, ისე როგორც სხვა კარაველებს.
(ისე თუ არ კითხე ან სხვა თემაზე ესაუბრე რა თქმა უნდა ვერ გაიგებ)
წითელს ხალხი სწორედ რიჟას ეძახის, და არა პარტიული დროშის ფერს.
ისე რომელიმე ცხოველთა სპეციალისტს ან მცოდნეს თუ თავის თვალით არ უნახავს ეს ჯერ არაფერს ნიშნავს.

Image
ეს არის წითელი მგელი, რომელზეც არ არის საუბარი.

ამის ფერი მხოლოდ კისრისკენ ჰქონდა და არა მთელ ტანზე როგორც ამას.
და ზომით ამაზე გაცილებიტ დიდი და მგლის მსგავსია და არა ძაღლის.

აი დაახლოებით ეს იყო, მხოლოდ უფრო ღია ფერის ტანზე ხოლო უფრო მორიჟო კისრისკენ.

Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by ლეონტი » 07 ივლ 2010, 10:38

qvevri wrote:caucasica
მაგას წითელი და წითლები იმიტომ ელანდება, რომ კომუნიზმს მისტირის რაც საიუზი დაიშალა იმის მერე....
იცი რას გეტყვი?
წითელი ღვინო გაამზადე და ტელეფონი პასტაიანნი გამორთული ნუ გაქ სტუმრების თავიდან აცილების მიზნით.

ბერიდა მგელი.იერომონაზონი ამბოსი სერბი.

http://www.youtube.com/watch?v=AugmkAio ... r_embedded


ცნობილია რომ შიო მღვიმელი მგლებს მწყემსად იყენებდა.

http://www.youtube.com/watch?v=ZMobJMPqC64

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by ლეონტი » 12 ივლ 2010, 10:53

caucasica wrote:

:D თეო სენც? ...... :lol:
მე ვფიქრობ სენ გადაუმოწმებელ ინფოს არ დადებ. მე კი მსგავსი ინფო ჯერ არ სემხვედრია, ფაქტებიტ დადასტურებული.
caucasica
რუსთავი 2 ზე არის ინფორმაცია:

ძლიერ სიცხეებს და ზოგადად კლიმატის შეცვლას უკავშირებენ სამეგრელოს სოფლებში მგლების გამოჩენას. მგლებმა ხობის და ზუგდიდის სოფლებში ათობით საქონელი პირდაპირ ეზოებიდან გაიტაცეს.
მოსახლოება ამბობს, რომ თუ ადრე ისინი პირუტყვს მხოლოდ საძოვრებიდან იტაცებდნენ, ახლა დასახლებულ პუნქტებში ჩამოსვლასაც არ ერიდებიან. ადგილობრივ მცხოვრებლებს მგლების მოკვლის უფლება ოფიციალურად აქვთ მიღებული. შექმნილია სპეციალური ჯგუფები. ისინი სოფლებში პატრულირებენ. რამდენიმე საათის წინ მათ ერთ-ერთ სოფელში ერთი მგელიც მოკლეს. მოსახლეობა ბავშვების გარეთ მარტო გაშვებას ერიდება.


დროა მესტნი ცხოველთა სპეციალისტები სკეპტიკური რეპლიკების ნაცვლად რეალურად დაინტერესდნენ ამ ცხოველით : წითელი (რიჟა) ფერის ნატურალური მგლით.


:P

Image

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by caucasica » 12 ივლ 2010, 14:40

ლეონტი
teo-
კვირის პალიტრას ალიან დიდ პატივ ვცემ, მაგრამ მაგ სტატიში ერთი ნაწილში ლაგოდეხის ნაკრზალტან დაკავსირებულ საკითხზე კომენტარს გოგი მამუკელაშვილი, ჩემი ტანამსრომელი აკეტებს როცა სევეკითხე ამასტან დაკავშირებიტ, მე კვირის პალიტრისტვის არ მიმიწოდებია ინფორმაცია ამის შესახებო !?! დანარცენზე აღარ დავწვრილმანდები.

რ2-ს რაც სეეხება ერთი რამ მინდა გავიხსენო შარშან ამტყდარი აჟიოტაჟი სოფელ ფიროსმანში მგლებმა ქალი სეჭამესო. მოგვიანებით ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ქალი თავში ბლაქვი საგნის დარტყმის შედეგად იყო გარდაცვლილი. მგლებისატვის კი ცილისწამებისატვის ბოდისი არავის გადაუხდია :)

ზუგდიდის სოფლებში ათობით საქონელი პირდაპირ ეზოებიდან გაიტაცეს
ეს ჩემთვის არაფრის მთქმელია... ტუ დაფიქრდებიტ და საქონელი პირდაპირი მნიშვნელობიტ (მსხილფეხა პირუტყვი) იგულისხმება მგელი ნამდვილად ვერ მოიკიდებს ზურგზე ... ცხვარი კიდევ ხოომმ... ეს ათეულობით საქონელი რომ მოიტაცესს სადმე ამ საქონლის ატეულობით ნასთი (ზვალი, რქა, ტავისქალა) ხომ მაინც უნდა დარჩენილიყო? თუ მგლებმა დამარხეს? მე მგონი ასეტი ფაქტების არსებობის სემთხვევაში არ5 გაუჭირდებოდა გადამრებ ჯგუფს მატი გადარება.


პრობლემის ერტხელ და სამუდამოდ გასარკვევად ვფიქრობ უნდა სეიქმნას ჯგუფი, რომელიც სამეცნიერო დონეზე სეისწავლის ამ საკიტხსს.. ჯგუფსი ქრთველს სპეციალისტებტან ერტად (რადგან ქართველი სპეციალისტების ერტი ჯგუფი არ ეტანხმება სპეციალისტების მეორე ჯგუფს და პირიქიტ)მოწვეულ უნდა იYვნენ ამ საკითხსი ცნობილი უცხოელი ექსპერტები.


:lol: :lol: :lol:

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by teo- » 12 ივლ 2010, 15:02

caucasica
რო აბუქებენ ეგ მეც ვიცი
თან ზედმეტად
რაღაცა ხო უნდა მიეცეთ საჩხაპნი ან სალაპარაკო რო ალიაქოთი ატეხონ მარა
ფაქტებიც ხოა
აღმოსავლეთში მაგალითად ნაკლებად, ხალხს ხშირად ველაპარაკები მწყემსების უფრო მჯერა, იოსე ხალხიდ ასაჯერებელი არაა ნახევარზე მეტს ტხზავენ :)
ხოდა აღმოსავლეთში მაგალითად არ არის შემჩნეული
იქ ჩვენი რუხი მგელია როგორც ჩანს
აი დასავლეთში კი არის.
ძალიანნ ბევრია გაველურებული ძაღლი, რომელსაც რათქმაუნდა მგლობასს აწერენ.. მოგეხსენებათ სოფლებში როგორ მოდაშია ლეკვების გადაყრა და ამის შედეგია ყველაფერი
რაც შეეხება მგლების მიყენებულ ზარალს გაცილებით ნაკლები ყოფილა დათვთან შედარებით
უბრალოდ ხალხს მგელის უფრო ეშინიათ და პანიკდებიან, რაღა ვამმპირი და რაღა მგელი
არადა მაგაზე მაგარი რამე არ გვყავს ფაუნაში


:!:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by caucasica » 30 აგვ 2010, 10:12

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ლაგოდეხში
ძალიოან კარგია კადრებია
http://www.facebook.com/?ref=home#!/vid ... 192&ref=mf

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by ლეონტი » 13 ოქტ 2010, 11:48

კარდენახის მოსახლეობა მგლების რაოდენობის ზრდით შეშფოთებულია
12.10.10 18:12

კახეთის რაიონის სოფელ კარდენახის მოსახლეობამ მგლებისგან თავდასაცავად მონადირეთა ჯგუფი შექმნა, რომელიც ღამღამობით იმორიგევებს.

სოფელში მგლების რაოდენობამ ბოლო დროს განსაკუთრებულად იმატა. გუშინ 12 მგელი ნიკო ჩახვაშვილის ცხვრებს დაესხა თავს და 6 სული ცხვარი დაგლიჯა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ნადირის რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ საფრთხე უკვე მათაც ემუქრებათ.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საქართველოს ცხოველები

Post by qvevri » 13 ოქტ 2010, 13:29

ცოტაც ვბოდიშობ, მაგრამ როდესაც ტელევიზიით იტყვიან ხოლმე ამის შესახებ შეშფოთებულები მერე იმ სოფელში როდესაც მოვხვდები ყოველთვის ვეკითხები მოსახლეობას მგლების შემოსევის შესახებ, მაგრამ თითქმის ერთსა და იმავე პასუხს ვიღებ, დაახლოებით აი ასეთს: "შენა შვილო შაშინებული ხო არა ხარ ჰაა? რა მგელი რი მგელი"
ვერ გავიგე სადაა სიმართლე...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
საქართველოს ცხოველები

Post by ლეონტი » 13 ოქტ 2010, 13:37

მაშინ მიზეზი ვეძებოთ , ვის ჭირდება ანტიმგლური პროპაგანდა მასმედიაში.
ალბათ კურდღლებს.დიდ მაყუთს ხარჯავენ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]