საქართველოს მწერები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს მწერები

Post by caucasica » 11 დეკ 2006, 15:15

მაქაონი - Papilo Machaon

მაქაონი აფროსნების წარმომადგენელია. ასეთი სახელი ოჯახსს იმიტომ ეწოდა, რომ ზოგიერთი სახეობის ქვედა ფრეთები მოგრძო გამონაზარდებით ბოლოვდება.
აფროსნები, ანუ პაპილიონიდები მიჩნეულია ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ ინდიკატორად. საქართველოსი მისი 8 წარმომადგენელი გვხვდება, მათ შორის 2 ენდემურია.
მაქაონი საკმაოდ დიდი ზომის პეპელაა - გაშლილი ფრთების სიგრზე 56-85მმ. ყვითელ ფრთებზე შავი ფერის ნახატები აქვს. ფრთების ბოლოში წითელი ფერის "თვალები" ემჩნევა, რაც ასევე გამაფრთხლებელი შეფერვის მაგალიათია.
მომხვდურის დაშინება მაქაონის მუხლუხოსაც შეუზლია. იგი საკმაოდ მოზრდილი ზომისაა, მწვანე სხეულზე ემჩნევა შავი ზოლები და წითელი წერტილები. თავზე აქვს ორად დატოტვილი წითელი ფერის ჯირკვალი, რომელიც რქებს მოგვაგონებს. გაღიზიანების დროს მუხლუხო მძაფრი სუნის სითხეს გამოყოფს ამ ჯირკვლებიდან.
მაქაონი გავრცელებულია ევროპაში, ჩრ. აფრიკაში და აზიის ზომიერ და სუბტროპიკულ ზონაში.
კავკასიაში სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტში შეიზლება ეგვხვდეს, გავრცელების ზედა ზღვარი 2500-300მეტრია ზღვის დონიდან.
მაქაონი ჩვენთან საკმაოდ მრავალრიცხოვანი სახეობაა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში საგანგებოდ იცავენ.

Image
Image
Image
Last edited by caucasica on 30 დეკ 2006, 17:57, edited 2 times in total.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს მწერები

Post by caucasica » 11 დეკ 2006, 16:25

ღამის დიდი ფარშევანგთვალა - Saturnia Pyri

ამ პეპელას ჩვენში ხალხი ღამურას ეძახის. ძალიან ბევრი შიშითა და ზიზღით უყურებს ხოლმე და ამის გამო ხოცავენ კიდეც(ისევე, როგორც ნამდვილ ღამურას). სინამდვილეში კი, ღამურასთან საერთო მხოლოდ ის აქვს, რომ მას ღამეული ცხოვრების ნირი ახასიათებს,ანუ მზის ჩასვლის შემდეგაა აქტიური.
გავრცელებულიაკავკასიაში, მცირე აზიაში, ევროპაში, ჩრ. აფრიკაში, უკრაინაში და რუსეთის ევროპულ ნაწილში. ღამის დიდი ფარშევანგთვალა ევროპში ყველაზე დიდი ზომის პეპელაა, გაშლილი ფრთების სიგრძე აღწევს 160მმ. მურა-მოყავისფრო ფერის ფრთებს თეთრი არშია გასდევს, წინა ფრთებს მონაცრისფრო ნაფიფქი აქვს. თითოეული ფრთის შუაში არის მრგვალი ლაქა, რომელიც თვალს მოგვაგონებს. ეს პეპლა ტიპიური დამცავი შეფერილობის ნიმუშია, ერთდროულად გარემოსთანაც არის შეხამებული და თანაც ფრთებზე დახატული "თვალებით" კი მომხვდურ ფრინველებს აფრთხობს.
ბინადრობს მეჩხერ ხემცენარეებითა და ბუჩქებიტ დაფარულ ლანშაფტებში(ზ.დ 200 მეტრამდე). საქართველოში დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც.
მუხლუხო იკვებება მრავალ მცენარით. მდედრი კვერცხებს მცენარეებზე ანაწილებს. როგორც უმეტესობა თანამოძმეებს, ღამის დიდი ფარშევანგთვალას ხუთი ასაკის ლარვა, ანუ მუხლუხო ახასიათებს. მუხლუხოები ასაკის მიხედვით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომითა და შეფერილობით. ახალგამოჩეკილები მუქი ყავისფრები არიან, ხოლო დიდიები კი ღია მწვანე. ჭუპრი მოშავო ყავისფერია. თუ ცივი გაზაფხული იდგა , ჭუპრის სტადიაში შეიძლება ორი ან მეტი ზამთარი გაატაროს.
ხეხილისათვის მიყენებული ზარალი არ არის მნიშვნელოვანი, ხოლო ის ესთეტიკური სიამოვნება, რასაც ღამის დიდი ფარშევანგთვალა მნახველებს ანიჭებს მართლაც განუმეორებელია.

Image
Image
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
საქართველოს მწერები

Post by guruli » 11 დეკ 2006, 17:07

ეგ ფარშევანგთვალა მეც ძაან მომწონს და აგაშენა ღმერთმა, მაგის სახელი რომ გამაგებინე. :lol:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საქართველოს მწერები

Post by lama » 14 დეკ 2006, 13:30

ეს ყველა სახეობა სვანეთშია დაფიქსირებული:) ;) ;P :P
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
mebaduri
ბოდიალა
Posts: 109
Joined: 29 აპრ 2006, 00:57
Location: თბილისი
საქართველოს მწერები

Post by mebaduri » 24 იან 2007, 13:10

მოგესალმებით, "ფალანგაზე" ხომ არ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, სად ბინადრობს, როდის არის აქტიური, და როგორ უნდა დავიცვათ თავი მისგან.

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
საქართველოს მწერები

Post by kopeina » 24 იან 2007, 17:48

mebaduri
ფალანგა მწერია?

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
საქართველოს მწერები

Post by Kakha » 25 იან 2007, 09:30

kopeina
ფალანგა შხამიანი რამაა, შორეულად შეიძლება ობობა მოგაგონოს, წითელი ტუჩები აქვს. ქართლში ბევრი მინახავა და იქაური ბიჭების ერთ-ერთი საყვარელი გასართობი მორიელისა და ფალანგას ბრძოლის გამართვაა. ბრძოლა ერთ-ერთის სიკვდილით მთავრდება ხოლმე.

უფორო მეტს ფალანგაზე ალბათ კაუკასიკა გვეტყვის...

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს მწერები

Post by caucasica » 25 იან 2007, 13:50

ფალანგა - Фаланги - сольпуги - Solifugae

ფალანგა გაერთიანებულა ობობასნაირთა კლასში...
საყოვლთაოდ გავრცელებულია აზრი რომ ფალანგები შხამიანია, მაგრამ ფალანგა შხამიანი არაა, ფალანგას აქვს საკმაოდ მძლავრი хелицерах სტილეტები, რომლითაც საკმაოდ მძიმე ჭრილობებს აბენებს მოწინააღმდეგეს და მსხვერპლს... ფალანგები იკვებებიან სხვადასხვა მწერებით, ლპობადი პროდუქტებით, მძორით ამოიტომ მის სტილეტენბზე ხშირად რჩება საშიში ბაქტერიები, ან მსხვერპლის შხამი რომლებმაც კბენის შედეგად შეიძლება ჭრილობაში შეაღწიონ და დაინფიციირება გამოიწვიოს...ადამიანს ჭრილობა (დაუზიანოს კანი) მხოლოდ მოზრდილი ფალანგას ნაკბენმა მიაყენოს
ფალანგები ზომაში შეიძლება 50-70მმ-იყოს..
ფალანგები ცხოვრობენ მშრალ და ცხელ ადგილებში, ძალიან მოძრავი და საკმაოდ სწრაფები არიან..
ჩემდა სამწუხაროდ საქართველოში გავრცელებული სახეობის სახელი არ ვიცი :oops:

http://www.floranimal.ru/orders/2682.html

Image

Image Image

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
საქართველოს მწერები

Post by Giorgi Bagrationi » 25 იან 2007, 14:06

ჩოგანზე რომ ფალანგაა ასეთი ერთ-ერთი დაღესტნური ლაშქრობისას იყო შემომძვრალი აულის სკოლაში (სადაც საძილეებში გვეძინა) და სასტიკად გავუსწორდით :oops: , გვეგონა რომ სასიკვდილო კბენა იცის.
ოღონდ ის მომწვანო ფერის იყო.

User avatar
mebaduri
ბოდიალა
Posts: 109
Joined: 29 აპრ 2006, 00:57
Location: თბილისი
საქართველოს მწერები

Post by mebaduri » 25 იან 2007, 14:23

caucasica
დიდი მადლობა, მე ტარიბანაზე ვთევზაობ ხშირად და იქ არის გავრცელებული, ამიტომ დავინტერესდი. :)

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს მწერები

Post by caucasica » 25 იან 2007, 14:41

Giorgi Bagrationi
:D
mebaduri
ხო ჩვენ ხშირად ვიყავით ივრის ჭალებში და ვაშლოვანში სადაც საკმაოდ ბევრია ფალანგები, უყვართ მაგათ კარავში და სპალნიკში შემოძრომა...
ვიჭერდით ცოტას წავიხალისებდით და ვუშვებდით...
ხო კიდევ მაგ ადგილებვში არის ძალიან საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი მახრჩობელა გველი, ზომებით მოკრძალებულია თავის განთქმული თანამოძმეებისაგან მაგრამ...მაგაზე მერე დავწერ ...
Last edited by caucasica on 16 აპრ 2007, 11:45, edited 1 time in total.

Guest
საქართველოს მწერები

Post by Guest » 25 იან 2007, 14:47

საქართველოში გავრცელებულია სოლფუგების (ანუ ფალანგების რამდენიმე სახეობა). მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება კავკასიური გილიპუსი (Gylippus caucasicus).
მართალია, ფალანგებს შხამიანი ჯირკვლები არ აქვთ, მაგრამ მათი ნაკბენი ხშირად იწვევს მძიმე დაზიანებებს. იმიტომ რომ: იკვებებიან ცხოველური საკვებით და ქელიცერებზე დარჩენილი საკვების ნარჩენები განიცდის ხრწნას და ვითარდება უამრავი სხვადასხვა ჯურის და ეროვნების ბაქტერიები, სწორედ ისინი ხვდებიან ჭრილობაში და მერე წავიდა ანთებები......განგრენამდე.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს მწერები

Post by caucasica » 25 იან 2007, 14:51

სტუმარი
შენ როგორც ვხვდები helix-ი უნდა იყო და სტუმრის სახელით რატომ პოსტავ ნეტა?

კავკასიური გილიპუსი (Gylippus caucasicus)
ქელიცერებზე ამას მე სტილეტი ვუწოდე
:oops: აწი მეცოდინება...

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
საქართველოს მწერები

Post by kopeina » 25 იან 2007, 18:42

caucasica
პირველ სურათზე რომ არის ის ფალანგა საოცრად ლამაზი და ფუმფულაა.... მომწონს. სამწუხაროდ მე არ მინახავს.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6871
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
საქართველოს მწერები

Post by Archil » 19 აპრ 2007, 01:52

popins wrote:იცი რა მაინტერესებს?კოღო არ მკბენს. :D ირგვლივ ყველა დაკბენილია ხოლმე :lol: მე კი....ნეტავ ასეთი ვრედნი სისხლი მაქვს? :lol:
popins
მე რაღაცა პერიოდი მერჩიან, მერე ეტყობა სხეული გამოიმუშავებს რაღაცას ანტიბიოტიკივით და აღარ მკბენენ. მიზეზი შეიძლება იგივე იყოს, რაც შენ შემთხვევაშია :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]