Page 15 of 17

საქართველოს მცენარეები

Posted: 23 აპრ 2009, 15:39
by perwkli
მადლობა : ))))
მე მახსოვდა ქართული ჯადვარი უნდა იყოს ტქო და სწორად მხსომებია :)))

საქართველოს მცენარეები

Posted: 23 აპრ 2009, 20:02
by ttt
caucasica ეს ფოტო თბილისის ბოტანიკურ ბაღში გადავიღე.
ვერსად ვერ გავარკვიე რომელი მცენარის ნაყოფია. ის ხე, რომლის ძირშიც ვნახე (სავარაუდოდ იმ ხის ნაყოფია) საინტერესოა იმითაც, რომ ორი ტიპის ფოთოლი ქონდა: კიდედაკბილული და მრგვალკიდეებიანი.
იქნებ იცოდე რა არის? :?: :D
Image

საქართველოს მცენარეები

Posted: 27 აპრ 2009, 13:55
by caucasica
khoteura wrote:
caucasica wrote:khoteura
დათვიხალა :D , ხოოო არარ დავკვირვებულვარ დეტალებსსსს, დათვიხალა ალბატ არალიტერატურული (სამეცნიერო) სახელია მცენარის ამიტომ მე ვერ დაგეხმარები,.
ისე შვიტას თუ იცი რას ეძახიან სოფლად? დათვი ფა.... :lol:
კი :D

არადა ეს საინტერესო მცენარეა და სალიტერატურო სახელს მინდა მივაკვლიო
Dათვიხალა გავარკვიე რაც ყოფი;ლა ინებეტ:

თამელი (Sorbus torminalis),
ტანმაღალი (25 მ) ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. აქვს გრძელყუნწიანი მეტად ლამაზი ფოთლები და ფარისებრ ყვავილედში თავმოყრილი წვრილი თეთრი ყვავილები. ნაყოფი მურა ყვითელი ან წითელია, თეთრად დაწინწკლული, შემოდგომით თანდათანობით ლურჯდება; თავდაპირველად მაგარი და მწკლარტეა, ყინვის შემდეგ კი - წვნიანი და ტკბილი. გავრცელებულია შუა ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში (ალჟირი), სირიაში, ირანსა და მცირე აზიაში. გვხვდება უკრაინის დასავლეთ ნაწილში, ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში არც ისე იშვიათია; იზრდება მუხნარში, რცხილნარსა და წაბლნარში ერთეულ ხედ ან ჯგუფებად, მთაში ზღვის დონიდან 1700 მ-მდე გვხვდება. აქვს მაგარი და გამძლე მერქანი, რომელსაც სახარატო და საავეჯო წარმოებაში იყენებენ. კარგი თაფლოვანი და დეკორატიული მცენარეა.

Image

საქართველოს მცენარეები

Posted: 05 მაი 2009, 12:16
by nusa
caucasica
გიო ეს რა მცენარეა? :roll:
ARCHILI wrote: Image

საქართველოს მცენარეები

Posted: 05 მაი 2009, 15:32
by ლეონტი
nusa wrote:caucasica
გიო ეს რა მცენარეა? :roll:
ARCHILI wrote: Image
ეს არის Salix

Willow

რუსები ვერბას ეძახიან.
ჩვენთან მდინარის ხეობებში გვხვდება და ქვიან ბატიჭუკა, დგნარი, დგნალი, ფოხვი.
ქალაქში მისი ოჯახის წევრი ტირიფია გავრცელებული.

საქართველოს მცენარეები

Posted: 05 მაი 2009, 21:59
by qvevri
ეს სურათი რატომღაც გვერდულად იდო და ავტორის ნებართვით გავასწორე :)
Image

საქართველოს მცენარეები

Posted: 05 მაი 2009, 22:06
by ARCHILI
qvevri wrote:ეს სურათი რატომღაც გვერდულად იდო და ავტორის ნებართვით გავასწორე :)
ავტორმა თქვა, მემგონი სწორად იყო, მაგრამ ასეც ძალიან კარგიაო...

:)


გეიხარ ჯიმა...

საქართველოს მცენარეები

Posted: 05 მაი 2009, 22:23
by qvevri
ARCHILI
თუ არასწორედ ვმსჯელობ მაშ ისრა დამრჩენია ერთი მოკრძალებული ბოდიში(ნეტა მეგრულად ბოდიში როგორ არის???) მოვიხადო :oops:

საქართველოს მცენარეები

Posted: 05 მაი 2009, 22:28
by ARCHILI
qvevri wrote:ARCHILI
თუ არასწორედ ვმსჯელობ მაშ ისრა დამრჩენია ერთი მოკრძალებული ბოდიში(ნეტა მეგრულად ბოდიში როგორ არის???) მოვიხადო :oops:
ახლა დავაკვირდი, მართალი ყოფილხარ..

:lol:

ეტყობა გვერდულად ამოვატრიალე ფოტოაპარატი...

სხვა ფოტოები მაქვს სადაც ეგეთი მიმართულებით გადავიღე და იმაში ამერია...
ახლა ვნახე და ის ისეა და ეგ კიდევ ეგრე უნდა იყოს, როგორც დადე...

ასე, რომ ერთი მცხეთურ-მეგრული ბოდიში იქით გეკუთვნის..

:)

საქართველოს მცენარეები

Posted: 06 მაი 2009, 21:32
by ლეონტი
ჭინჭარი ჭირის ჭირია,
არჯაკელი ბალღამიო,
სვინტრი მოდის, მოიძახის:
მე ვარ ყველას წამალიო.

არჯაკელი.
Lathyrus roseus

Image

საქართველოს მცენარეები

Posted: 06 მაი 2009, 21:42
by ლეონტი
სხვა ვარიანტი:

ჭინჭარი ჭირის ჭირია,
სატაცური ბალღამია,
სვინტრი ყველას წამალია.

სატაცური
ასპარაგუს.

Image

საქართველოს მცენარეები

Posted: 07 მაი 2009, 09:59
by nusa
ლეონტი
გმადლობთ :)

საქართველოს მცენარეები

Posted: 28 მაი 2009, 14:39
by ლეონტი
პირწმინდა ბალახი



Image
ფოტო ტრულისა.

საქართველოს მცენარეები

Posted: 19 ივნ 2009, 22:37
by qvevri
ჩემი კაქტუსი აყვავდა
:D Image

საქართველოს მცენარეები

Posted: 04 აგვ 2009, 10:08
by Makena
ეს ნამდვილად ჯადვარია, ერთს დავამატებ თეოფრასტე პარაცელსის მიხედვით ამ მცენარის ბოლქვი უძლიერეს მასტიმულირებელ და ენერგიის აღმდგენ საშუალებას წარმოადგენს.
maikomaiko wrote:Image

ხომ არ იცით რა ყვავილია??