საქართველოს მცენარეები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by ttt » 11 აპრ 2009, 02:04

ბღავანა (сыроешка)
Image

ქუდი 10სმ–მდე დიამეტრისა, ჯერ ამობურცულია, შემდეგ გაშლილი და შუაში რამდენადმე ჩაღრმავებული, ზედაპირი წებოვანია, კანი ადვილად ძვრება, ღია წითელია. ფირფიტები თეთრია.
ფეხი 5–8სმ სიგრძისაა და 1–1,5 სმ სისქის, ცილინდრული, თეთრი და ჭუჭყიანი ვარდისფერი. რბილობი თეთრია და ძალიან ცხარე.
იზრდება ნიადაგზე ტყეში ზაფხულ–შემოდგომობით. საჭმელად გამოიყენება მხოლოდ წინასწარ დალბობის შემდეგ

User avatar
ლობო
იეტი
Posts: 1587
Joined: 27 ოქტ 2006, 18:18
Location: Tbilisi
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by ლობო » 11 აპრ 2009, 13:33

ეს რამცენარეა ვინმემ ჰომ არიცის? ტუსჰეტსჰია გადაგებული : )

Image
"ETOT QABAB NASH!!!"

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by caucasica » 11 აპრ 2009, 14:56

ლობო wrote:ეს რამცენარეა ვინმემ ჰომ არიცის? ტუსჰეტსჰია გადაგებული : )

Image
არსკვლავაა - Bigger masterwort (eng)- astrantia maxima ინფოს მცენარეზე მოგვიანებით დავდებ

ttt- :D გაიხარე კარგად დაიწყე, მეც სემოგეშველები ხოლმე

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by ttt » 13 აპრ 2009, 01:25


საქართველოში გავრცელებული მუხები

საქართველოში 5 სახეობის მუხაა გავრცელებული: 1. ქართული მუხა (Quercus iberica); 2. ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora); 3. კოლხური ანუ ჰართვისის მუხა (Quercus hartwissiana); 4. იმერული მუხა (Quercus imeretina); 5. მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა (Quercus marganthera);

ქართული მუხა მუხებს შორის ყველაზე ფართოდაა გავრცელებული იგი მთისწინეთსა და მთის ქვედა სარტყელში მთელ საქართველოში გვხვდება. ეს მცენარე კავკასიის გარდა არსად არ იზრდება, ანუ იგი კავკასიის ენდემია. იგი საშუალო სიმაღლის (10–12მ–მდეა, იშვიათად 20–25მ–მდე). მისი ნაყოფი–რკო უყუნწოა, ან ყუნწი ძალიან მოკლე აქვს. კვირტები და ზრდასრული ფოთლები შიშველია. ფოთოლი ქვემოდან უფრო მკრთალია. შემხმარი ფოთლები მთელი ზამთარი ტოტებზე რჩება. ქართულ მუხასდიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს, მისი მერქანი საუკეთესო ხარისხისაა. სწორედ ამის გამო იგი საფრთხის წინაშეა, საუკეთესო ინდივიდები განადგურებულია.

ჭალის მუხა სიმაღლით ყველა ჩვენს მუხას აღემატება. იგი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მდინარეების მტკვრის, არაგვის, ქსნის, ლიახვის, ივრის, ალაზნის ჭალებში. მუხის ეს სახეობა ადვილად გამსარჩევია სხვა სახეობებისგან იმით, რომ რკოს ყუნწი გრძელი აქვს. ამის გამო მას გრძელყუნწიან მუხასაც ეძახიან. განირჩევა აგრეთვე ფოთლითაც: 3–4 წყვილნაკვთიანი ფოთლები ტყავისებურია, ზემოდან მუქი, ქვემოდან კი ღია ლეგა და თან ბუსუსიანი. იგი კავკასიის ენდემია და თან უძველესი რელიქტური სახეობაა. შეტანილია წითელ წიგნში.

კოლხური ანუ ჰართვისის მუხა ჩვენში მხოლოდ დასავლეთ საქართველოს დაბლობებსა და მთის ქვედა სარტყელში იზრდება. იგი უფრო ხშირად სხვა ტიპის ტყეებშია შერეული. ქუთაისის, ვანის და აჯამეთის ახლოს, იმერულ მუხასთან ერთად, კოლხური მუხა შესანიშნავ ტყეებს ქმნის. ეს მუხა სხვა მუხებისგან იმთ განსხვავდება, რომ მისი ფოთლის ფირფიტის ბოლო მესამედი გაფართოებულია, თვით ფირფიტა კვერცხისებური და მოკლე ნაკვთებიანია, წვედა მხრიდან ფოთოლი განსაკუთრებით ძარღვების გაყოლებაზე ბეწვიანია. ყუნწი 4სმ. სიგრძისა, რკოს ყუნწი ფოთლების ყუნწზე გრძელია და სწორმდგომია. თვით ხე საშუალო 25მ–მდე სიმაღლისაა. იგი იშვითი სახეობაა და შეტანილია წითელ წიგნში.

იმერული მუხა დასავლეთ საქართველოს იშვიათი ენდემია და ძირითადად მდ. რიონისა და მისი შენაკადების ჭალებშია გავრცელებული. უფრო იშვიათად აფხაზეთში, გურიასა და მდ. ხობის ჭალებში.. მისი ფოთლები უყუნწოა ან ძალიან მოკლე ყუნწიანი. ფოთლის ფირფიტა მეტწილად ძალიან ღრმად დანაკვთულია, თხელია, მოყვანილობით მოგრძო–კვერცხისებური. ზემოდან მუქია, ქვემოდან კი უფრო მკრთალი, ნაყოფის წვრილი ყუნწი 8–10სმ სიგრძისაა, 1–2რკოს ისხამს. ხე სიმაღლით 30მ–მდეა. შეტანილია წითელ წიგნში.

მაღალმთის ანუ აღმოსავლური მუხა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში ზღვის დონიდან 1700–2200 მ ფარგლებში გვხვდება, სადაც ზოგან მეჩხერ ტყეებს ქმნის.იგი 15–20 მ სიმაღლის იზრდება. მის ყლორტები, ფოთლის ყუნწი და ძარღვები ქვედა მხრიდან მოკლე ხშირი ბუსუსითაა სქლად მოფენილი, ხოლო თანაფოთლები გრძელი ბეწვებითაა დაფარული . 2–5 რკო ერთად ტოტების ბოლოებშია განლაგებული. მათი ყუნწი ძალიან მოკლეა და ხშირი ბუსუსითაა მოფენილი.ნაყოფის ბუდის ქვედა ქერქლები ბუდის კედლებზე კი არაა მიწოლილი, როგორც მრავალი ჩვენებური მუხისა, არამედ, პირიქით გადმოწეულია. რკო ბუდეს სიგრძით 2–ჯერ აღემატება. მაღალმთის მუხა წინა აზია–კავკასიის ერთ–ერთი უძველესი სახეობაა. ეს სახეობაც შეტანილია წითელ წიგნში.
სამწუხაროდ :( ფოტოები არ მაქვს

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5268
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by teo- » 13 აპრ 2009, 02:28

ჩემ საყვარელ ხეზე დავწერ ცოტას
არყის ხე- ფოთოლმცვივანი ხეებისა და ბუჩქების გვარი არყისებრთა ოჯახისა, რომელიც 20 მ სილაღლემდე იზრდება.

ქერქი თეთრია ან ყომრალი. მორიგეობით განლაგებული მომრგვალო მარტივი ფოთლები კიდემთლიანია. ყვავილები შეკრებილია მჭადა ყვავილებად. ნაყოფი ბრტყელი კაკალია, რომელსაც ორი აპკისებრი ფრთა აქვს. მრავლდება თესლითა და ძირკვის ამონაყარით. ცნობილია 130-მდე პოლიმორფული სახეობა, რომლებიც გვხვდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში აგრეთვე სუბტროპიკულ მთებში.
საქართველოში 5 სახეობაა. აჭარა-გურიაში მთის ზედა სარტყელსა და სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში გვხვდება მედვედევის არყი (Betula medwedewii); კოლხეთის ენდემი მეგრული არყი (Betula megrelica) გავრცელებულია სამეგრელოსა და სვანეთის მთებში; რადეს არყი (Betula raddcana) - კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში; ლიტვინოვის არყი (Betula litwinowii) ყველაზე გავრცელებული სახეობაა, დიდი რაოდენობითაა კავკასიონუს და სამხრეთ მთიანეთის კალთებზე, ხოლო მეჭეჭიანი არყი (Betula verrucosa) კავკასიაში ყველგან გვხვდება.

არყი სინათლის მოყვარული და ტენის მომთხოვნია. ზოგი სახეობა შედარებით მშრალ პირობებს ეგუება, სიცივისა და ყინვის ამტანია. ცოცხლობს 150 წელზე მეტს. ქმნის წმინდა კორომებს (არყნარებს) ან შერეულია სხვა მერქნიან მცენარეებთან. მერქანს იყენებენ საფანერო და საავეჯო წარმოებაში, მანქანათმშენებლობაში ზოგიერთი დეტალისათვის. არყის ქვენი შეიცავს შაქარს და იყენებენ ბურახისა და სიროფის დასამქადებლად. კვირტები და ფოთლები იხმარება მედიცინაში.

არყის ფოთლები შეიცავს ეთერზეთს, საპონინებს, C-ვიტამინს. კვირტები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომელიც წარმოადგენს ყვითელ სითხეს სასიამოვნო ბალზამური სუნით.


ნედლეულს გააჩნია ძლიერი ბაქტერიოციდური, ანტისეპტიკური, ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება, ხალხში არყის ფოთლებს იყენებენ აბაზანებისათვის რადიკულიტისა და რევმატიზმის დროს, თმის ზრდის დასაჩქარებლად ფოთლების ნახარშით იბანენ თავს. დადგენილია არყის ახალი ფოთლების ანთების საწინააღმდეგო მოქმედება სიყვითლის და თირკმლების კოლიტისას. ფოთლების გამონახარშს იყენებენ გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული შეშუპებისას.

არყის მერქნის აქტივირებულ ნახშირს ხმარობენ როგორც აბსორბენტ საშუალებას მუცლის შებერვისას და სხვადასხვა მოწამვლებისას. არყის ხის წვენი საუკეთესო ვიტამინური საშუალებაა. ადამიანები, რომლებიც მუდმივად მოიხმარენ წვენს, არ უჩივიან მარილების დაგროვებასა და ქოლესტერინს.

არყის ხის სოკოს იყენებენ კუჭნაწლავის დაავადებების დროს ნაყენების და ექსტრაქტების სახით, აგრეთვე ავთვისებიანი ახალწაარმონაქმნებისას.


კიებიც თურმე არყის ხისგან მზადდება,ჩემთან ყაზბეგში ბევრია არყის ხე.. ზამთარში გადაჭრილ ბოთლს ჩამოკიდებენხოლმე ტოტზე და გაზაფხულამდე რაღაც სითხით ივსება, იქაურები ამბობენ ძალიან სასარგეებლოა ჯანმრთელობისთვისო

ესეც ჩემი საყურეები ბავშობაში :lol:
Image

Image

ჩემი ფოტოები არ მაქ ამ კომპში (ისე საძრომიალოდ ყველაზე ადვილი ხეა მგონი,, ტოტები ისე კიბეებივით აქ განლაგებული 2 წუთში კენწეროში ავდივარ:P
ხო სემდეგი ხე იფანი და წორო იქნება.. ეს სამი მიყვარს გამორჩეულად
არა ექსკურსია! Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by lama » 13 აპრ 2009, 02:29

teo-
გაიხარე

მაგარი ინფორმაციააა

ბრავო :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
საქართველოს მცენარეები

Post by khoteura » 13 აპრ 2009, 16:05

caucasica wrote:
qvevri
ვსარგებლობ მომენტით და გთავაზობთ მცირედ ცნობებს ფითრზე: ფითრი (Viscum album)ერთგვარ პარაზიტ მცენარეს წარმოადგენს. ძალიან ხშირად მავანთ ეშლებათ და ფიქრობენ, რომ ესა თუ ის ფითრებით დახუნძლული ხე ფითრის ხეა, რაც უხეშ დარღვევას წარმოადგენს. იგი ფესვებს იდგავს მის "მასპინძელ" ხეზე და მისი წვენითა და საკვები ნივთიერებებით იკვებება, რასაც მოსდევს "მასპინძელის" შესუსტება და იშვიათ შემთხვევაში სრული გახმობა. ფითრი ისხავს თეთრ მარგალიტის მსგავს ნაყოფს, რომელიც დამწიფებისას (ზამთრის დასაწყისი) იღებს ტკბილ-მომწარო გემოს, რაზეც შაშვს ჭკუა ეკეტება . ერთობ საინტერესოა ფითრის გამრავლების ისტორია, რაც მინდა ვთქვა, რომ შაშვთანაა პირდაპირ კავშირში. როგორც ავღნიშნე შაშვის თურმე ნუ იტყვით და ნამეტანი სიამოვნებს კარგად შემოსული და ჩამტკბარი ფითრის "მარგალიტები", მას შემდეგ რაც ზემოდხსენებული მგალობელი ფრინველი ზემოხსენებულ პარაზიტი მცენარის "მარგალიტს" მიირთმევს ამის შემდეგ დგება მისი მონელების საკითხი და დრო. ფითრის თესლი ერთობ ძნელი მოსანელებელია და აქედან გამომდინარე შაშვის კუჭი ვერ ინელებს მას და იი ფაქტიურად დაუზიანებლად გამოიყოფა გარეთ შაშვისავე მიერ... ამ დროს ფითრის თესლი ექცევა მისი გაღვივებისა და ამრიგად გამრავლებისათვის შესანიშნავ პირობებში და თუ შაშვის ექსკრემენტის გამოყოფის ადგილს ხის ტოტი წარმოადგენს ამ დროს ხდება ფითრის თესლის ფესვების ხის ტოტზევე გადგმა და ამრიგად იბადება ახალი ფითრი. მე შემიძლია კიდევ ვისაუბრო ამის შესახებ, მაგრამ ამით აქ ვასრულებს ჩემს წერილსა და ვიმედოვნებ, რომ თემის ავტორს ეს უადგილო ნაწერი არ ააღელვებს
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ეს ფითრის ხის ნაყოფია.
სწორედ მისი სითეთრიდა მოდის სიტყვა: "გაფითრდა"

Image

Image

Image
სრულად მაინტერესებს ინფორმაცია ფითრთან დაკავშირებით, რადგანაც მაგ შეჩვენებულმა სოფელში ორასწლოვანი ხეჭეჭურის ხე გამიხმო ერთ წელიწადში.
ძალიან მტკივა გული, რადგან მოგეხსენებათ ხეჭეჭურის მსხალი ყველაზე გემრიელია თან მთელ ეზოს მისი ჩრდილი ეფინა :( რომ დავაკვირდი სხვა მსხლის ხეებზედაც შევნიშნე. ადგილობრივების დაკვირვებით თუ ხე მოხუცდა მაშინ უჩნდებაო, რაც მე აფსურდული მეჩვენება, რადგანაც ახალგაზრდა ხეებზეც შევნიშნე, თხოვნით მოგმართავთ მირჩიეთ თუ როგორ ვებრძოლო ფითრს.
წინასწარ დიდი მადლობა :)

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
საქართველოს მცენარეები

Post by khoteura » 13 აპრ 2009, 16:17

აი სურათი ხეჭეჭურისა რომლის მოსაჭრელად ამ კვირაში უნდა გავეშურო,
გეფიცები ძალიან მიჭირს მისი მოჭრა, მაგრამ სხვა გზა არაა უნდა მოვჭრა, მისგან სამახსოვროდ რამეს გავაკეთებ და შევინახავ :) გეფიცები ჩემს ეზოში შაშვი ვეღარ იჭიკჭიკებს მაგის გამო :evil:

Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
საქართველოს მცენარეები

Post by qvevri » 13 აპრ 2009, 16:26

khoteura
სანამ მოჭრიდე ნოდარ დუმბაძის ხარაზულას გადაავლე თვალი :D

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
საქართველოს მცენარეები

Post by khoteura » 13 აპრ 2009, 16:45

qvevri wrote:khoteura
სანამ მოჭრიდე ნოდარ დუმბაძის ხარაზულას გადაავლე თვალი :D
კარგი რა გიორგი დამცინი? :?

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
საქართველოს მცენარეები

Post by khoteura » 13 აპრ 2009, 17:52

ეხლა დავდებ ფოტოს რომლის კუთხეში მოსჩანს ფითრი თუ კარგად დააკვირდებით მცოდნე თვალი უმალ შეამჩნევს .

Image

მქონდა ადრე სხვადასხვა პოზებში ფითრის სურათები მაგრა ვეღარ ვპოულობ ეს შემთხვევით ვიპოვე.

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
საქართველოს მცენარეები

Post by khoteura » 13 აპრ 2009, 17:55

ჩემი კაქტუსი ყვავილობისას

Image

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
საქართველოს მცენარეები

Post by khoteura » 13 აპრ 2009, 18:06

რაჭული წაბლი

Image

Image

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
საქართველოს მცენარეები

Post by khoteura » 13 აპრ 2009, 18:20

ამ ეზოში ძალიან ბევრი სამკურნალო მცენარე ყვავის, მახსოვს ჩემს ბავშვობაში
უამრავი ფუტკარი იყო ამ ეზოში. სამწუხაროდ დღესდღეობით ეს "პრობლემა" აღარ აწუხებს სოფელს. P.S. ჩემი ეზოა
Image

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
საქართველოს მცენარეები

Post by khoteura » 13 აპრ 2009, 18:34

კაკუნიკა აღფრთოვანებული იყო კაი თივაა კაითივააო :D
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]