საქართველოს მცენარეები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by caucasica » 22 დეკ 2006, 14:38

ურთხელი, უთხოვარი - Taxus bacata L. - Тис
20-25(35) მ. სიმაღლის, მარადმწვანე ხეა.მაგარმერქნიანი და კარგი დეკორატიული მცენარეა.
მესამეული პერიოდის ერთ-ერთი იშვიათი რელიქტური სახეობაა. გვხვდება საქართველოს თითქმის ყველა ტყიან რაიონში...იზრდება დაჩრდილულ ტენიან ადგილებში, უმთავრესად წილიანებში 1500-1800 მ.ზ.დ.
გვხვდება სპორადულად პატარ-პატარა ჯგუფების სახით. ზოგან ქმნის დამოუკიდებელ კორომებს.
აღსანიშნავია ბაჭარას ხეობა (კახეთში) შემორჩენილი კორომი(800 ჰამდე), მტირალას და ნამწვავის ხევის უთხოვარიანები აჭარაში.
მრავლდება თესლით (ასევე ტოტითაც,ვეგეტაციურად), თესლსს იძლევა ძალიან გვიან 20-30, ხოლო შედარებით დაბურულ ტყეში 70-120 წლიდან.
აღმონაცენის განვითარება და საერთოდ მცენარის ზრდა ზალიან ნელია.ერთ-ერთი ყველაზე დღეგრძელ ხედ ითვლება დედამიჭაზე, ყველაზე დიდი ეგზემპლარის დიამეტრი არის 4მ, ასაკი კი 4000 წელი.

Image
Image
Image
ფოტო თანაკარველის kopeina-სი
Image[/quote]

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by caucasica » 28 დეკ 2006, 17:23

დროზერა - Росянка крупнолистная - Drosera rotundifolia L.

დროზერა მოწითალო-მომწვანო ფერის პატარა მწერიჭამია მრავალწლოვანი მცენარეა. დროზერას ფოთლის ფირფიტის ზედა მხარეზე და კიდეებზე 25მდე წამწამია განლაგებული. თითოეული წამწამის წვერი ქინძისთავივითაა გამსხვილებული, სადაც ჯირკვალია მოთავსებული. იგი გამოყოფს ლორწოვან წვეთს.რომელიც შეიცავს ალკალოიდ კონინს, რომელის იწვევს მასზედ მოხვედრილი მწერის პარალიზაციას და ასევე საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს. აასე რომ რადგან მწენარე მწერების საშუალებიტ ღებულობს უმეტეს საკვებ მინერალებს, შესაბამისად ის იზრდება ყველაზე მწირ ნიადაგებზე, ჭაობებში, მთაში, ტუნდრაში და სხვ.
თუ რომელიმე პატარა მწერი დროზერას ფოთოლზე დაჯდება იგი წამწამს მიეკვრება წამწამები ფოთლის ფირფიტის შუაგულისკენ იწყებენ გადახრას და ბოლოს ფოთლის კიდეები იკეცება და მწერი მახეში ემწყვდევა, სადაც საბოლოოდ მოინელება კიდეც მცენარის მიერ.
დროზერა საქართველოში გვხვდება კოლხეთის და აჭარის სფანგუმიან ჭაობებში.
დროზერა გამოიყენება ,ფარმაკოლოგიაში, პარფიუმერიაში ...და ასევე შეიზლება გავზარდოთ სახლის პირობებში
ImageImage
Image
Last edited by caucasica on 28 დეკ 2006, 23:24, edited 1 time in total.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
საქართველოს მცენარეები

Post by mika » 28 დეკ 2006, 20:28

caucasica
რამოდენიმე კითხვა მაქვს ...

1.საქართველოს გარდა კიდევ სადა გავრცელებული ურთხმელი.. ბევრგანაა გავრცელებული?

2. სფანგუმიან ჭაობებში? ეს როგორი ჭაობია :)
medical student

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
საქართველოს მცენარეები

Post by Kakha » 28 დეკ 2006, 20:31

ვახ, ვახ, მწერიჭამია მცენარეები რომ არსებობდნენ კი მქონდა გაგებული, მაგრამ ჩვენში თუ იყო ეგ არ ვიცოდი. ყოველთის მიგონა ეკზოტიკურ ქვექყნებში თუ შეიძლება ნახვა თქო.

ისე დავწერე და მერე ვიფიქრე - რითი არაა საქარველო ეკზოტიკური ქვეყანა, ჰა?

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by caucasica » 28 დეკ 2006, 21:03

mika
ურთხელი იგივე უთხოვარი კავკასიის გარდა გავრცელებულია ყირიმში,მცირე აზიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში,შუა ევროპაში და დიდ ბრიტანეთში..
სფანგუმი ხავსი, წარმოქმნის ტორფის ჭაობებს .
Kakha
ჩვენში დროზერას გვარის ორი სახეობაა გავრცელებული: Drosera roxundiflora, Drosera rotundifolia (http://www.knp.ge/#Vegetative)
Last edited by caucasica on 28 დეკ 2006, 22:19, edited 1 time in total.

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
საქართველოს მცენარეები

Post by mika » 28 დეკ 2006, 21:56

caucasica
ეს დროზერა ბოტანიკაში კი მწონდა ნასწავლი მაგრამ მეც არ მეგონა საქართველოში თუ იყო :) .......კიდე რაგაც მეორე მცენარე იყო ბოტანიკის წიგნში სახელი არ მახსენდება
medical student

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქართველოს მცენარეები

Post by Gvalva » 28 დეკ 2006, 23:21

ფრინველები თუ დაფრინავენ...

ცხოველები თუ იმალებიან...

დროზერა ხომ ადგილზეა...

გავიგოთ მისი ადგილსამყოფელი და ვესტუმროთ თუ ასეთი საინტერესო რამეა

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by caucasica » 28 დეკ 2006, 23:28

Gvalva
გადავწყვიტე რომ სახლში "ვიყოლიო" :D დროზერა...დამეხმარეთ...

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
საქართველოს მცენარეები

Post by mika » 29 დეკ 2006, 00:39

caucasica
ბუზებს და კოღოებს თუ ჩაყლაპავს ნამდვილად სასურველი მცენარე გახდება ბევრისთვის
medical student

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by caucasica » 30 დეკ 2006, 17:17

სოკოები გაერთიანებულია "სოკოთა სამეფოში" და არ მიეკუთვნებიან მცენარეთა ან ცხოველთა სამეფოს...
მაგრამ ჯერ მასალის სიმცირის გამო იყვნენ მცენარეებში :)

ქამა სოკო - Шампиньон - Agaricus

ქამა-სოკო გვხვდება მინდორში, მდელოებზე, საცხოვრებელი სახლის ახლოს, აგრეთვე შავმიწანიადაგიან ტყეებში. ასევე ხელოვნურადაც აშენებენ.
მას ქუდი მთლიანად თეთრი აქვს 8-10სმ (20სმ) დიამეტრი. ნორჩი ქამა სოკოს ქუდი ბურთივით მრგვალია, მომწიფებულისა კი-მომრგვალო ბრტყელი. ფეხის ზომა 6-10სმ-ია.ჩვენში ყველაზე ხშირად გვხვდება ჩვეულებრივი ქამა Agaricus compester და მინდვრის ქამა Agaricus arvensis
ამ სოკოს უმთავრესად მოხრაკულს ჭამენ, ტუმცა მარილ მოყრილი უმადაც გემრიელია :lol: :wink: .
ქამასოკოს ოჯახში გაერთიანებულია 60 მდე სახეობა და აქედან მხოლოდ 2-ია შხამიანი Agaricus meleagres და Agaricus xanthoderma.
შხამიანი სოკო საჭმელად ვარგისისგან იმით განსხვავდება, რომ ფეხის ძირში ბუდე აქვს, ხოლო მისი ქუდის ქვედა მხარეზე განლაგებული ფირფიტები თეთრია, მაშინ როდესაც ქამა-სოკოს ეს ფირფიტები მკრთალი ვარდისფერი აქვს, რომლებიც შემდეგ მუქდება, ბოლოს კი მუქი ყავისფერი ხდება.

მინდვრის ქამა - Agaricus arvensis
Image
Image

ჩვეულებრივი ქამა - Agaricus compester
Image

შხამიანი სოკოები "ქამას მატყუარები"
Agaricus xanthoderma
Image
Image

Agaricus meleagris
Image
Image

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by Giorgi Bagrationi » 30 დეკ 2006, 23:28

უთხოვართან (ურთხმელი, ანგელოზის ხე) დაკავშირებით ორ პატარა ინფორმაციას დავამატებ: ის, რომ ასე ნელად მზარდი და ძნელად გასახარი მცენარე საუკუნეებს უძლებს და მაინც შემორჩა დღევანდელ დედამიწას ორი ფაქტორის ბრალია:
1. როცა მცენარე ჯერ კიდევ სულ პაწაწკინდელაა, იმის გამო რომ მისი წიწვები შხამიან ნივთიერებას შეიცავენ, ჩლიქოსნები და სხვა ცხოველები არ ეკარებიან და მცენარის ზრდაც შეუფერხებლად მიმდინარეობს.
2. ადამიანები კი უხსოვარი დროიდან წმინდა მცენარედ აღიარებდნენ და მისი მოჭრა დიდ დანაშაულად ითვლებოდა (ამიტომაც ბევრგან ანგელოზის ხეს უწოდებენ და ხშირად ეკლესია მონასტრების გარშემოა გაშენებული, როგორც ბზა).

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by kopeina » 01 იან 2007, 13:58

caucasica
სოკოების დანახვამ ძალზედ გამახარა. სოკოს დაკრეფაც მიყვარს და მისი მომზადებაც.
და საერთოდ მცენარეების დიდი მოყვარული ვარ. მიხარია ეს თემა რომ გაიხსნა.... ხშირი სტუმარი ვიქნები აქ....

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by caucasica » 13 იან 2007, 16:15

ეს ვნახე ქართულ ინტერნეტ გვერდზე და ვფიქრობ გამოადგება "კარველებს" და არა მარტო მათ...
სოკოთი მოშხამვა

სოკოს გამოყენებას საკვებად დიდი ხიფათი ახლავს. სოკოს მოყვარულებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაიცვან შემდეგი წესები:

შეაგროვეთ ტყეში მხოლოდ ის სოკო, რომელთა შესახებ ზუსტად იცით, რომ ის ვარგისია საჭმელად;
სოკოს, რომელსაც არ იცნობთ ან ეჭვს იწვევს, ნუ გამოიყენებთ საკვებად და ნუ გაუსინჯავთ გემოს;
არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად სოკო, რომელსაც ფეხის ძირში აქვს ბოლქვის მსგავსი გასქელება (როგორიცაა, მაგ: თეთრი შხამა სოკო და წითელი შხამა სოკო);
სოკოს, განსაკუთრებით ხრაშუნას მოგროვებისას, ამოიღეთ იგი მთელი ფეხით;
თუ ტყეში აპირებთ ქამა სოკოს მოგროვებას, ყურადღება მიაქციეთ ქუდის გარსის ფერს. არასდროს შეაგროვოთ და ჭამოთ ქამა სოკო, რომელსაც აქვს თეთრი ფერის გარსი. საკვებად ვარგის ქამა სოკოს გარსი სწრაფად იღებს ვარდისფერს, შემდეგ კი მუქდება. შხამიან თეთრ შხამა სოკოს, რომელიც გარეგნულად ქამა სოკოს ჰგავს, გარსი ყოველთვის თეთრი ფერის აქვს;
თუ მარინადის დასამზადებლად აგროვებთ ნაბადას, სოინჯს, ნოშიოს, არყას, პაჭიჭას ან სხვა სოკოს, რომელიც შეიცავს რძისებრ წვენს, აუცილებელია წინასწარ მოხარშოთ ან დაალბოთ, რათა მათგან გამოიყოს მწარე, კუჭისთვის გამაღიზიანებელი ნივთიერებები;
არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად გადამწიფებული, ჭიანი და გაფუჭებული სოკო;
ნუ გამოიყენებთ საკვებად უმ სოკოს;
მცდარია წარმოდგენა, იმის შესახებ, რომ შხამიან სოკოსთან ხარშვისას ხახვი და მოვერცხლილი საგნები მუქდება;
· საკვებად ვარგის სოკოს ნუ შეაგროვებთ ქალაქის პარკებში, სკვერებში, ეზოებში, აგრეთვე საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების გასწვრივ. აღნიშნულ ადგილებში სოკოები შთანთქავენ მომწამლავ ნივთიერებებს და საკვებად უვარგისი ხდებიან.


სოკოები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: საკვებად ვარგის, პირობითად ვარგის (რომელთაც სჭირდებათ სპეციალური კულინარული დამუშავება საკვებში გამოყენებამდე) და შხამიანად, რომლებიც შეიცავენ სპეციფიკურ ტოქსინებს (შხამებს). მოშხამვებს ძირითადად შხამიანი ან პირობითად შხამიანი სოკოები იწვევს, იშვიათად საკვებად ვარგისი სოკოებიც, განსაკუთრებით ცხელი ამინდების შემდეგ.

პირობითად ვარგისი სოკოებიც იწვევს სასიკვდილო მოშხამვას. ასეთ სოკოებს უვნებელს ხდის 10-20 წუთი ხარშვა (ნახარში უნდა გადაიღვაროს) ან 2-3 კვირა შრობა. დუღილის დროს შხამი ნახარშში გადადის, ხოლო შრობისას _ იშლება. სოკოების ზოგი სახეობის დამუშავება კი ხდება მათი დამარილებით, დამწნილებით, დამუჟუჟებით. ამგვარი დამუშავების დროსაც შხამი იშლება.

პირობითად საკვებად ვარგისი სოკოთი მოშხამვის ნიშნები _ გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი _ თავს იჩენს რამდენიმე საათის შემდეგ მათი გამოყენებიდან. ადამიანის გამოჯანმრთელება ხდება 1-2 დღეში.

შხამიანი სოკო იწვევს ერითროციტების დაშლას (ჰემოლიზს). მოშხამვის Pპირველი ნიშნები თავს იჩენს საკამაოდ სწრაფად, რამდენიმე საათის შემდეგ, რასაც თან სდევს ტკივილი მუცლის არეში, პირღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი. მძიმე მოშხამვისას მე-2-3 დღეს ვითარდება სიყვითლეც. მოშხამვის გამოსავალი ხშირად სავალალოა.

გახსოვდეთ!

ნებისმიერი, ძალიან მსუბუქი, მოშხამვისას ან მოშხამვაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაშიც კი აუცილებელია ექიმთან ვიზიტი ან მოშხამულის საავადმყოფოში მოთავსება. მკურნალობის დაგვიანებით დაწყება შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს!

ექიმის მოსვლამდე ავადმყოფს უნდა გაეწმინდოს კუჭი და ნაწლავები. კუჭის გაწმენდა შეიძლება თბილი წყლით, სოდიანი ან კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარებით. ნაწლავების გამწმენდად გამოიყენება საფაღარათო საშუალებები, ოყნა.

აუცილებელია პირღებინებითა და ფაღარათით გამოწვეული სითხის დანაკარგის შევსება. ავადმყოფს უნდა მიეცეს მცირე ულუფებით მარილის სუსტი წყალხსნარი ან მაგარი ჩაი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელების გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს სოკოს შხამის ორგანიზმში უფრო სწრაფ შეწოვას.

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by caucasica » 09 აპრ 2007, 23:05

პირიმზე - Phelypaea coccinea (Dyphelypaea coccinea)
იშვიათი მცენარეა, რომელიც კავკასიასა და წინა აზიაშიის მთებშია გავრცელებული (თურქეთი). პირიმზე ქლოროფილს არ შეიცავს და საკვების მისაღებად სხვა მცენარეების ფესვებზე პარაზიტობს. ყვავილობს გაზაფხულ-ზაფხულში.
ჩვენში მთაში პირიმზესთან დაკავშირებით ბევრი ლამაზი თქმულებაა დაკავშირებული. ერთ-ერთია ის რომ მიჯნური ვაჟი თავის სატრფოს სიყვარულის ნიშნად პირიმზეს სჩუქნის, რადგან ეს ყვავილი ლამაზია, იშვიათია, საკმაოდ რთულ რელიეფზე იზრდება დაა მიტომ მისი მოპოვება ვაჟკაცობასთან ასოცირდება. :D

ხმა ამაიღე ფანდურო ამომავალი მზისთვინა
შაირ მწადიან წარმოვთქო პირიმზე ლამაზისთვინა
მის: პირიმზე პირიმზე პირიმზე ლამაზისთვინა


Image

Image

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
საქართველოს მცენარეები

Post by kopeina » 10 აპრ 2007, 08:44

caucasica
რა ლამაზი ყვავილია. ძალიან მომეწონა. სამწუხაროდ ჩემთვის ჯერ არავის უჩუქებია!!!!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]