Page 3 of 5

საქართველოს ფრინველები

Posted: 13 იან 2007, 14:48
by Gvalva
caucasica

იმავე ვახოს, რომელსაც მესტიის ეკლესიის სურათი გამოვართვი, ქონდა ერთი ჩიტის ფოტო, ამ განყოფილებისთვის მინდოდა გამომერთმია, რაღაც ასეთი შეფერილობის იყო, ეს ჩიტები ერთი დღით მოფრინდებიან ხოლმე, რა ქვიათ არ ვიციო, მარა ეს ვიცი რომ ზუსტად ერთი დღით მოფრინდებიან ხოლმეო, მისმა მეუღლემ თქვა, ფუტკრიჭამიებს ეძახიან მგონიო...

მათი ჩიტიც ასეთი შეფერილობის იყო, კვირიონებიც ფუთკრებს რომ ჭამენ ვიცი, გუნდებად დაფრინავენ და საკმაოდ მკვეთრი ხმაც აქვთ, მართლაც შემოსევასავით არის ხოლმე, დიდხანს ერთ ადგილას არ ჩერდებიან, უცებ ქრებიან...

მე არ ვიცოდი კვირიონი თუ ასეთი ლამაზი იყო...

საქართველოს ფრინველები

Posted: 13 იან 2007, 15:05
by caucasica
Gvalva
ხო მეფუტკრეებს ძალიან არ უყვართ....
საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება, ჩემი აზრით ერთ ერთი მრავალფეროვანი და ლამაზი ჩიტია , თან ძალიან უყვართ ფოტოაპარატის წინ "პოზიორობა" ....
ისე ფუტკრების გარდა უამრავ ბზიკებს ,კრაზანებს და სხვა "მავნე" მწერებს ანადგურებენ..
ეს საიტი ნახე მოგეწონება: http://www.juzaphoto.com/eng/photo_galleries.htm
აი ესენი ჩემი გადაღებულია(ხარისხი :( )
Image
Image

საქართველოს ფრინველები

Posted: 15 იან 2007, 16:44
by lama
"ყელის ტბის" მიდამოები სავსეა შურთხებით

საქართველოს ფრინველები

Posted: 27 იან 2007, 16:26
by caucasica
რემეზი - Penduline Tit - Remiz pendulinus

Image

მცირე ზომის წივწივისმაგვარი წვრილნისკარტა ფრინველია. თავი და ყელი მოთეთრო-მონაცრისფროა. შუბლიდან ყურის მფარავი ბუმბულებისკენ ფარო შავი ზოლი მიემართება, რომლებიც მდედრებს შედარებით მოკლე აქვს. ზურგი წაბლისფერია, სხეულის ქვედა ნაწილი-მოყვითალო მოთეთრო.

უმთავრესად მდინარეთა ჭალებში ბინადრობს, სადაც ბუდეს წყლის თავზე გადაზნექილ წვრილ ტოტებზე იკეთებს. იშვიათად მშრალ ადგილებშიც ბუდობს. ძალიან საინტერესო ბუდე აქვთ: ტომრისებური ფორმის ბუდეს ზედა მხრიდან მილის მსგავსი შესასვლელი აქვს. საქართველოსი მობუდარია.

Image
Image

საქართველოს ფრინველები

Posted: 27 იან 2007, 23:00
by kopeina
caucasica
Penduline Tit - Remiz pendulinus -ს საოცარი ბუდე ჰქონია, ძალიან მომეწონა....

საქართველოს ფრინველები

Posted: 26 თებ 2007, 00:25
by caucasica
Image Image


კრაზანაჭამია - Honey Bazzard - Pernis apivorus

ს. 52-60 ფ.ს. 135-150სმ.
ჩვეულებრივ კაკაჩას წააგავს, მაგრამ უფრო გრძელი და ვიწრო კუდი აქვს. პატარა თავი, რომელიც გუგულისას ჰგავს, მამრს ნაცრისფერი აქვს, მდედრს კი - ყავისფერი. სხეულის ქვედა ნაწილის შეფერილობა ცვალებადობს. თუმცა უმრავლესობა დაზოლილია და მტევნების ადგილას შავი ლაქები ეტყობა. კუდზე სამი მუქი ზოლი გასდევს, ორი ვიწრო - დასაწყისში გა ერთი განიერი - ბოლოში. ახლო მანძილზე შესამჩნევია ყვითელი თვალებინ და ნაცრისფერი ცვილანა. კაკაჩასგან, განსხვავებით, არასდროს ჩერდება ჰაერში ერთ ადგილას. როგორც სახელი მიუთითებს, იკვებება კრაზანებით, ზოგიერთი სხვა სიფრიფანფრთიანებით და მათი ლარვებით, რომელთა ბუდეებს მიწიდან თხრის.. საქართველოში მობუდარია.
აღმოსავლეთ საქართველოს ფრინველები - საველე სარკვევი. NACRES, 2004 თბილისი

Image

Image

Image

საქართველოს ფრინველები

Posted: 12 მარ 2007, 10:35
by lama
ძალიან მაგარი და ლამაზია ;)

საქართველოს ფრინველები

Posted: 12 მარ 2007, 12:44
by caucasica
რუხი ყანჩა - Grey heron - Arden cinerea

ს.90-98, ფ.ს 150-175 სმ.
ყველაზე ფართოდ გავრცელებული ყანჩაა. გამოირჩევა გრძელი კისრითა და ფეხებით და ძლიერი ნისკატრტით. სხეულის ქვედა ნაწილი და კისერი მოთეტღოა, ზედა კი - რუხი.დამახასიათებელია შავი ქოჩორი და ამავე ფერის ლაქები ყელის მთელ დაყოლებაზე.
დიდი ზომის მიუხედავად საკმაოდ ძნელად შესამჩნევია, როცა სრულიად გაუნძრევლად ზის ხეზე ან ჩალიანების პირას. ფრენისას თავი და კისერი მხრებთან ააქვს შეწეული.ფრთებს რეგულარულად და ღრმად იქნევს.
გვხვდება თითქმის ყველგან, სადაც წყალია, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში. ბუდობს ხეებზე კოლონიურად.
საქართველოში მობინადრეა.

Image
Image
Image

საქართველოს ფრინველები

Posted: 12 მარ 2007, 12:56
by caucasica
ქარცი ყანჩა - Purple heron - Ardea purpurea

ს.78-90, ფ.ს. 120-140
რუხ ყანჩაზე ოდნავ მცირე ზომისაა. აქვს შედარებით ვიწრო კისერი და თავი. ბუმბულის საფარველი მუქია, მრავალფეროვანი ტონალობის. ზრდასრულის ნისკარტი ყვითელია, ქარც თავსა და კისერზე შავი ზოლები დასდევს. თავზე ნათლად ეტყობა შავი ფერის ქოჩორი.
ფრენისას რუხ ყანჩას წააგავს, თუმცა მისგან გამოირჩევა კისრის ნაკეცით, რომელსაც უფრო კუთხოვანი ფორმა აქვს და ძალზე გრძელი შუა თითით. ღია ადგილზე იშვიათად გამოდის. უპირატესობას ანიჭებს ლერწმით და სხვა ხშირი მცენარეულობით დაფარულ ადგილებს.
საქართველოში ცნობილია, როგორც მიმომფრენი სახეობა.

Image

Image
Image

საქართველოს ფრინველები

Posted: 12 მარ 2007, 13:09
by caucasica
დიდი თეთრი ყანჩა - Great white egret - Egretta alba

ს. 46-52, ფ.ს. 140-170სმ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყანჩაა. ფორმით მცირე ტეთრ ყანჩას წააგავს, რომელიც მას ბევრად ჩამორჩება ზომაში, თუმცა განსხვავდება კიდეც მისგან პროპორციულად მოკლე ნისკარტით და გრზელი კისრით. ფრინველი ყოველთვის თეთრი შეფერილობისაა. გამრავლების პერიოდში ყვითელი ნისკარტი და ფეხების გარკვეული ნაწილი უშავდება. ზურგის მხარეს კი უვითარდება გრძელი ბუმბულების კონები, რომლებიც კუდის ქვემოთ ჩადის.
ბინადრობს მდინარეებისა და ტბების ხშირი მცენარეულობით დაფარულ ნაპირებზე, მისი ნახვა მინდვრებშიც შეიძლება, სადაც უმთავრესად მღრნელებით იკვებება.
საქართველოში მობინადრეა. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში


Image

Image

Image

საქართველოს ფრინველები

Posted: 13 მარ 2007, 11:49
by gobe
ვაჰ, ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მაინც არ მესმის: აი, იმ კრაზანაჭამია - Honey Bazzard - Pernis apivorus-ს რომ შეხედავ Image, იტყვი ვაჰ რა მაგარი ტიპიაო, წაიკითხავ მის მენიუს
იკვებება კრაზანებით, ზოგიერთი სხვა სიფრიფანფრთიანებით და მათი ლარვებით, რომელთა ბუდეებს მიწიდან თხრის..
და ეგრევე გადაშლი სხვა გვერდზე.
კი ბატონო, კვირიონმა იმდენი კრაზანა ჭამოს, რამდენიც გაუხარდება, მაგრამ ამ ჯეელმა :shock: ???

საქართველოს ფრინველები

Posted: 22 მარ 2007, 22:30
by caucasica
ეხ ჩემო გობე :D :D :D ბუნებაში იმდენი საოცარი და არასდანდარტულ რამეს შეხვდები... :wink:

საქართველოს ფრინველები

Posted: 30 მარ 2007, 13:27
by lama
caucasica
და რა საოცარია უფლის მიერ შექმნილი ქვეყნიერება :)

საქართველოს ფრინველები

Posted: 16 მაი 2007, 22:53
by shavlego
მიმინოზე რას იტყვით, დარჩა საქართველოში კიდევ?

საქართველოს ფრინველები

Posted: 16 მაი 2007, 22:54
by shavlego
მტაცებელ ფრინველებზე მინდა წიგნის ყიდვა ქართულ ენაზე, რას მირჩევთ.