საქართველოს ფრინველები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by caucasica » 05 დეკ 2006, 19:05

Varvara
ვერ გეტყვი არ ვიცნობ მაგას :?

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by caucasica » 05 დეკ 2006, 19:28

სვავი - Black Vulture - Aegypius monachus

ს.100-110ცმ. , ფ.ს. 250-295 სმ. წონა 7-12კგ.
ევრაზიაში გავრეცელებულ მტაცებელ ფრინველებს შორის ყველაზე დიდია. ახალგაზრდა ფრინველის მოყავისფრო-მოშავო შეფერილობა ასაკის მატებასთან ერთად მუქი ყავისფერი ხდება.
თავი და კისერი თითქმის მთლიანად ღია ფერის ღინღლით არის დაფარული. გამონაკლისს წარმოადგენს ყელი და არე თვალის გარშემო, რომელიც შავია.
ჰაერში ორბისგან განირჩევა შედარებით გრძელი, სოლისებური კუდით, მუქი შეფერილობით და ფრთების მდგომარეობით, რომლებიც სვავს თითქმის ერთ დონეზე უჭირავს, ორბს კი ოდნავ ზემოთ აქვს აწეული.
მძორისმჭამელ ფრინველთა შორის სვავი ერთ-ერთი უიშვიათესია. ბინადრობს დაბლობში, თუმცა არც თუ იშვიათად მთაშიც გვხვდება.
ბუდეს იკეთებს ძნელად მისასვლელ ადგილებში ხეებზე, იშვიათად კლდეებზე. ბუდეები გარკვეული მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული. მარტის დასაწყისში სვავი დებს ერთ კვერცხსს. საინკუბაციო პერიოდი 55 დღე გრძელდება, კრუხად ჯდება ორივე მშობელი რიგ-რიგობით, გამოჩეკვის შემდეგ მართვე ბუდეში სამ თვეს რჩება...
იკვებება მკვდარი ცხოველების ლეშით. ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის. ერთ-ერთი უიშვიათესია მძორისმჭამელ ფრინველებს შორის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.
საქართველოში მობინადრეა. შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში (EN საფრთხეში მყოფი, ძალზე მცირე პოპულაცია) და საერთაშორისო წითელ ნუსხაში....

Image
Image
Image

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by caucasica » 06 დეკ 2006, 22:04

კრავიჭამია (ბატკანძერი) - Bearded Vulture - Gypaetus barbatus

კლასი: ფრინველები - AVES
რიგი: შევარდნისნაირნი - Falconiformes
ოჯახი: ქორისებრნი - Acciptridae
გვარი: კრავიჭამია (ბატკანძერი) Gypaetus
სახეობა: Gypaetus barbatus


კრავიჭამიაც მძორისმჭამელ ფრინველთა ჯგუფში შემავალი დიდი ზომის ფრინველია, რომელიც გრძელი, ვიწრო ფრთებით და რომბისებური კუდით გამოირჩევა. ზრდასრულის თავი და სხეულის ქვედა ნაწილი თეთრია, თუმცა იმის გამო, რომ ფრინველი რეგულარულად იღებება წითელი ფერის თიხებში, ეს ადგილები მონარინჯისფრო უხდება. ტანი და ფრთები მუქია, ზემოდან მონაცრისფრო ელფერით. ნისკარტის ორივე მხარეს შავი, წვერისმაგვარი ბუმბულის ორი კონა ეშვება. ერთი წლის ფრინველს კისერი და თავი შავი აქვს. ზრდასრულის შეფერილობას 5 წლის ასაკში ღებულობს მიეკუთვნება.
ის გრძელი მისი სიგრძე თავიდან კუდამდე 102-115 სმ-ია, გაშლილი ფრთების სიგრძე 250-280 სმ, იწონის 5-6 კგ-ს. მდედრი შედარებით დიდია მამრზე.
გავრცელებულია აფრიკასა და ევრაზიაში. ბინადრობს სუბალპურსა და ალპურ ზონაში. ბუდეებს იკეთებს კლდოვან ფლატეებზე ტყის მცენარეულობის ზოლში. იშვიათად (როგორც ჩანს საკვების ძებნისას) დაბლობ ადგილებშიც გვხვდება.
გამრავლებას ზამთარში იწყებს. მდედრი ორ კვერცხს დებს, თუმცა გამოჩეკილი მართვეებიდან ზრედასრულობას მხოლოდ ერთი აღწევს. საინკუბაციო პერიოდი 55-60 დღე გრძელდება. მართვეს აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს. მართვეს ხორცით კვებავენ, ზრდასრული ფრინველის ძირითად საკვებს ძვლები წარმოადგენს. კრავიჭამიას საკმაოდ მოზრდილი ძვლების გადაყლაპვა შეუძლია. უფრო დიდი ზომისას კი ქვიან ნაშალებზე სიმაღლიდან აგდებს, ამტვრევს და შემდეგ ჭამს.
საუკუნის დასაწყისში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კრავიჭამია ამოწყვეტილი იქნა, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მის აღდგენაზე.
კრავიჭამია შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში როგორც საკმაოდ მცირერიცხოვანი და იშვიათი ფრინველი, რომელიც ხასიათდება კლებადი რიცხოვნობით.

Image
Image
Image

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
საქართველოს ფრინველები

Post by Varvara » 07 დეკ 2006, 11:22

Caucasica
ეგ არის მთავარი ბერდვოჩერი.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5140
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქართველოს ფრინველები

Post by Gvalva » 07 დეკ 2006, 11:30

წავიდეთ ფრინველების საყურებლად!!

როდისაა სეზონი??

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by caucasica » 07 დეკ 2006, 18:27

Varvara :D
მე მაგის მეგობარს, მეორე მთავარ ბერდვოჩერს ვიცნობ, გიორგის :wink:

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by caucasica » 07 დეკ 2006, 19:02

ფასკუნჯი - Egyption Vulture - Neophron percnopterus
Image
ფასკუნჯი საქართველოში გავრცელებულ მძორისმჭამელებში ყველაზე მცირე ზომისაა. სიგრძე თავიდან კუდის ბოლომდე 60-70 სმ-ია, გაშლილი ფრთებისა -58-163 სმ, წონა კი-2.1 - 2.4 კგ.
ზრდასრული ფრინველი თეთრია, შავი მომქნევი ბუმბულით. ნისკარტი გრძელია და ვიწრო, კუდი რომბისებური. ყვითელი სახე მოკლებულია ბუმბულის საფარველს. ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფრო-მორუხოა. ზრდასრულის შეფერილობას 5 წელიწადში იღებს.
ჰაერში სხეულის კონტურით ბატკანძერს წააგავს, თუმცა უფრო მოკლე კუდი და შედარებით მოკლე, ნაკლებ წვეტიანი ფრთები აქვს.
გავრცელებულია აფრიკასა (ტროპიკული ნაწილის გარდა) და ევრაზიაში. მძორით იკვებება, თუმცა მოიპოვებს რეპტილიებსაც. ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ადამიანის მიერ წარსულში კლდეებში გამოკვეთილ გამოქვაბულებში.
საქართველოში მობუდარია...

Image
Image

http://www.wildlife-photo.org/wildlife_ ... ulture.htm
Last edited by caucasica on 07 დეკ 2006, 19:12, edited 1 time in total.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by gobe » 07 დეკ 2006, 19:06

caucasica,
გაიხარე! მართლა საინტერესო თემაა. კი დავიწყეთ თავიდან ფიქრი ქურციკებისა და ძალაუნებურად ბრაკონიერების გამრავლებაზე, მაგრამ იმ ქურციკების მერე უკვე იმდენი "დაპოსტე", რომ მაგდენს უკვე ვეღარ გავქაჩავთ.

გაიხარე!!! ხუმრობის გარეშე, მართლა ძალიან საინტერესო თემაა.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by gobe » 07 დეკ 2006, 19:10

caucasica wrote:ფასკუნჯი - Egyption Vulture - Neophron percnopterus

ფასკუნჯი საქართველოში გავრცელებულ მძორისმჭამელებში ...
.........
საქართველოში მობუდარია... *
* - "ნახატები იხილეთ მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებში"
:)

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by caucasica » 07 დეკ 2006, 19:14

gobe
:wink: ფასკუნჯი იხილეთ- ქართული ხალხური ზღაპრები; ტომი II :D

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by caucasica » 08 დეკ 2006, 16:01

წყლის ბუღა - Bittern - Botaurus stellaris

ს. 70-80სმ. ფ.ს. 125-135სმ.
დიდი ზომის, ყანჩასმაგვარი, ჭაობის ფრინველია.
სახელწოდება დამახასიათებელი ხმის გამო მიიღო, რომელსაც მამრი გაზაფხულზე გამოცემს ხოლმე, უმეტესად ღამით.
მოყვითალო-მოყავისფრო ბუმბულის საფარველი უხვადაა დაწინწკლული და დაზოლილი, ამდენად ფრინველი შესანისნავად ეხამება საბინადრო გარემოს. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არ აღინიშნება.
ბინადრობს მდინარეების და ტბების ლელიან სანაპიროებზე, ტყიან ჭაობებში და სხვ. ჩვენში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი.
Image
Image

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
საქართველოს ფრინველები

Post by mika » 28 დეკ 2006, 22:04

caucasica
იქნებ :oops: ცოტა ნელ ნელა მოგავწოდო ეს ინფორმაცია ტორე ამდენს ერთბაშად ჩემი თვინი ვერ იმახსოვრებს :oops: :oops:


თქვენ სხვა კარაველებო რას იტყვით
medical student

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by Giorgi Bagrationi » 28 დეკ 2006, 22:43

mika
მგონი შენ ერთბაშად მოგიწია კავკასიკას წერილების კითხვა, თორემ ტემპი სწორადაც რომ კარგი აქვს აღებული, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ უამრავი საინტერესო ინფოემაცია აქვს მოსაწოდებელი.
ასე რომ "ტაკ დერჯატ!" კაუკასიკა :wink:

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
საქართველოს ფრინველები

Post by mika » 29 დეკ 2006, 00:45

Giorgi Bagrationi
:oops: :oops: :oops: არ ვიცოდი მე რატომგაც დავასკვენი რომ 1დგეში დადო ეს ყველაფერი
medical student

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by caucasica » 13 იან 2007, 14:32

კვირიონი - European Bee-Eater - Merops apiaster

Image
ს.27-29, ფ.ს. 44-49სმ.
ადვილად განირჩევა სხვა ფრინველებისაგან ნაირფერი ბუმბულის საფარველით. კეფა, თხემი, ფრთის ზედა მფარავები და ზურგი წაბლისფერი აქვს. მოლურჯო სხეულის ქვედა ნაწილის ფონზე თვალშისაცემია კაშკაშა ყვითელი ყელი. ნისკარტი და თვალზე გამავალი ზოლი შავია.
იკვებება მწერებით, რომელსაც ჰაერში იჭერს. ბინადრობს კოლონიურად ხევებით დასერილ გაშლილ ადგილებში, სადაც სოროს თიხიან კედლებში თხრის.
საქართველოში მობუდარია.
გამოყენებული ლტერატურა:"აღმოსავლეთ საქართველოს ფრინველები-საველე სარკვევი. NACRES, 2004, თბილისი
ძალიან კარგი "კვირიონის" ფოტოები:
http://www.juzaphoto.com/eng/galleries/ ... _eater.htm

Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]