Page 1 of 5

საქართველოს ფრინველები

Posted: 01 დეკ 2006, 16:07
by caucasica
ალკუნი - Kingfisher - Alcedo attis

პატარა ზომის: სიგრძე ნისკარტის წვერიდან კუდის ბოლომდე16-17 სმ, გაშლილი ფრთების სიგრზე კი 24-26 ცმ-ია.
ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად შეფერილი ფრინველია. სხეულის ზედა ნაწილი კაშკაშა მოლურჯო-მოცისფროა,
ქვედა ნაწილში - ქარცი. ყელსა და კისრის ორივე მხარეს თეთრი ლაქები აქვს, ნისკარტი გრძელი და მოშავო.
სწრაფად და სწორხაზოვნად დაფრინავს. იკვებება წვრილი თევზით, რომელსაც წყალზე გადაკიდებული ტოტიდან უთვალთვალებს, ან წყლის თავზე ჩერდება ფრთების ხშირი ქნევით.
ბინადრობს მდინარეების და არხების გაყოლებაზე. ბუდობს სოროებში, რომელთა სიგრძე 1 მ-ს აღწევს. ჩვენში მობინადრეა.

Image
Image
Image
Image

Image

საქართველოს ფრინველები

Posted: 01 დეკ 2006, 16:13
by Gvalva
სოროში... ჩიტი?? თანაც წყალში რომ თევზაობს??? მაგარი სტრანნი ტიპია...

საქართველოს ფრინველები

Posted: 01 დეკ 2006, 16:18
by caucasica
Gvalva
:D ხო საქართველოში ყველაზე პატარა და ყველაზე მრავალფეროვანი ჩიტია, კოლიბრს გავს მაგრა...მე კახეთისკენ შემხვედრია..ხშირად შეიძლება ვერც შეამჩნიო, და ბუნებაში უფრო მრავალFეროვანია ვიდრე აპარატი დააფიქსირებს

საქართველოს ფრინველები

Posted: 01 დეკ 2006, 16:31
by gobe
ბუდობს სოროებში, რომელთა სიგრძე 1 მ-ს აღწევს.
ანგარიში:
მაქსიმ გორკი 0:1 ალკუნი

საქართველოს ფრინველები

Posted: 01 დეკ 2006, 16:46
by caucasica
gobe
:D

საქართველოს ფრინველები

Posted: 01 დეკ 2006, 18:16
by Giorgi Bagrationi
caucasika
შარშან თეძმის ხეობის მარცხენა მომიჯნავე ქედზე, საორბისის ეკლესიასთან ერთი უცნაური ჩიტი შემომხვდა რომელსაც შორიდან გადავუღე სურათი. ხომ არ იცი რა ქვია და რა "ტიპია"? :o
Image

საქართველოს ფრინველები

Posted: 01 დეკ 2006, 19:21
by caucasica
Giorgi Bagrationi
ძალიან კარგი სურათია

პრანწია - Lapwing - Vanellus vanellus

ს. 28-31სმ ; ფ.ს.70-76 სმ
საშუალო ზომის მენაპირე ფრინველია. ადვილად გამოსაცნობია შავ-თეთრი შეფერილობით, მოკლე ფეხებითა და გრძელი, ზემოთ აპრეხილი შავი ქოჩრით, რომელიც გამრავლების პერიოდში მამრს გრძელი აქვს ვიდრე მდედრს.
კარგი განათებისას შავი ფერის სხეულის ზედა ნაწილი მომწვანო, მეტალურ ბზინვარებას იძენს. შავი ყელი და მკერდის ზედა ნაწილი კონტრასტს ქმნის თეთრ ლოყებთან და მუცელთან, რომელსაც მონარინჯისფრო კუდის მფარავები მოსდევს.
ზამთარში ერთიანდება გუნდებად.ბინადრობს უმთავრესად ტენიან მდელოებზე.არა გამრავლების პერიოდში მისი ნახვა მრავალგვარი ტიპის ჰაბიტატებში შეიძლება.
საქართველოში მობუდარია.

Image
Image
Image

საქართველოს ფრინველები

Posted: 04 დეკ 2006, 14:09
by caucasica
ორბი

კლასი: ფრინველები - AVES
რიგი: შევარდნისნაირნი - Falconiformes
ოჯახი: ქორისებრნი - Acciptridae
გვარი: ორბი - Gyps
სახეობა: Gyps fulvus
ორბი მძორისმჭამელ ფრინველს წარმოადგენს. სიგრძე თავიდან კუდამდე 95-105სმ.-ია. გაშლილი ფრთების სიგრძე 245-270 სმ.
იწონის 7-9.5კგ.
მდედრი დიდია მამრზე. სქესთა შორის შეფერილობაში განსხვავება არაა.
გავრცელებულია აფრიკასა და ევრაზიაში. ბინადრობს დაბლობშიც და მთაშიც, სადაც წარმოდგენილია მთა-გორიანი რელიეფი შედარებით მყარი ქანებისგან შექმნილი კლდოვანი ფლატეებით, რომლებსაც ორბი საბუდრად იყენებს.
ბუდეები როგორც წესი ახლოს მდებარეობენ ერთმანეთთან და ზოგჯერ მცირე დაჯგუფებებს წარმოქმნიან.
შეწყვილება იწყება იანვარში, აპრილის დასაწყისში დებს ერთ კვერცხს, რომელსაც ორივე მშობელი აზის მორიგეობით. საინკუბაციო პერიოდი 55 დღე გრძელდება.
იკვებება მკვდარი ცხოველების ლეშით. მიუხედავად დიდი ზომებიას ცოცხალ ცხოველებს თავს არ ესხმის. ამის მიზეზი ისაა, რომ აღჭურვილია ბლაგვი ბრჭყალებითა და სუსტი ნისკარტით, რომელითაც შეუძლებელია ცხოველის ტყავის გახევა. ამიტომ მკვდარი ცხოველის ჭამას იწყებს იმ ნაწილიდან, სადაც მისი ტყავი დაზიანებულია.
ცხოვრების ასეთი ნირის გამო წრმოადგენს ბუნების სანიტარს.
ორბი შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში როგორც VU მოწყვლადი, სპორადულად გავრცელებული სახეობა.

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

საქართველოს ფრინველები

Posted: 04 დეკ 2006, 15:23
by caucasica
დაწვრილებით საქართველოში ორბებზე და სხვა ლეშიჭამიებზე შეგიძლიათ ნახოთ აქ:
http://www.gccw.org/index.php?lang=geo& ... s-vultures
აი რამდენს დაფრინავენ საქართველოში დანიშნული ორბები , 4 ინდივიდს დაუმაგრდა სატელიტური გადამცემი, რისისშედეგადაც დადგინდა მათი საფრენოსნო მარშრუტები:
Image

საქართველოს ფრინველები

Posted: 04 დეკ 2006, 15:36
by Gvalva
caucasica

ეხლა ეგ უნდა მეკითხა, ფრთაზე რა აქვს მეთქი :)

და საქართველოში მართო მანდ არიან?? თუ ის ოთხივე მაგ უბნელი იყო და იმიტომ?

საქართველოს ფრინველები

Posted: 04 დეკ 2006, 15:43
by Giorgi Bagrationi
caucasica
მე მეგონა მტაცებელი ფრინველები თბილი ქვეყნებისკენ არ მიფრინავდნენ; თურმე ვცდებოდი. მაგრამ რაღა შუაგულ უდაბნოში იზამთრებენ წყალი არ უნდათ? :o

საქართველოს ფრინველები

Posted: 04 დეკ 2006, 15:47
by Archil
caucasica

ეს მასალა ვიკიპედიაზეც რომ დადო, კარგი იქნება მგონია

საქართველოს ფრინველები

Posted: 04 დეკ 2006, 15:49
by caucasica
Gvalva
ოთხივე მაგ უბნელი იყო
:D
კი ეგ ორბები "ყაზბეგელები "არიან, ვინც ეგ კვლევა ჩაატარა, კარგად აქვს ყაზბეგის რაიონი ათვისებული თან ახლოა თბილისთან და თან კარგი პირობებია ბირდვოჩინგისათვის...
არა საქართველოშიორბები და სხვა ლეშისმჭამელები სხვაგანაც არიან, ძირითადად მინც მთაში, მაგრამ ვაშლოვანშიც არიან სადაც საკმაოდ ადვილია მათზე (საერთოდ ფრინველებზე) დაკვირვება..
Image
Image

საქართველოს ფრინველები

Posted: 05 დეკ 2006, 00:24
by PINKY
ჰევშყ რომ ბევრებყ დაFრინამენ ? ? ?

ეგენყ სავავებ ია ? ? ?


Image

საქართველოს ფრინველები

Posted: 05 დეკ 2006, 18:58
by Varvara
caucasica
es alekoa xo?