საქართველოს ფრინველები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by caucasica » 17 მაი 2007, 00:20

shavlego
მტაცებლების შესხებ ინფორმაციას და წიგნებს ნახავ აქ, მანდ მათი საკონტაქტო ნომრებიცა:
http://www.gccw.org/index.php?a=support-shop
http://www.gccw.org/index.php?lang=geo& ... es-fguideb
გამომცემლობა ბუნება პრინტი:
http://www.bunebaprint.ge/products.html
და კიდევ 2 თვეში ერთხელ 2007 წლიდან გამოდის ჟურნალი
"მშვენიერი საქართველო"
ბუნების, მოგზაურობის,ფოტოგრაფიის , ნადირობის მოყვარულთათვი ძალიან კარგი ჟურნალია

User avatar
shavlego
ასფალტზე მოარული
Posts: 16
Joined: 15 მაი 2007, 20:37
საქართველოს ფრინველები

Post by shavlego » 17 მაი 2007, 20:32

caucasica

GCCW-is wevri var.
saitze udevT saq. mtacebeli frinvelebi da buebi, magram vkitxe da ar gvaqvso. etyoba eg wigni gauTavdaT. :cry:
www.uao.mylivepage.com - ვისაც ნადირობა და თევზაობა უყვარს.

User avatar
TORO
მაწანწალა
Posts: 757
Joined: 14 ივნ 2007, 12:02
Location: TBILISI
საქართველოს ფრინველები

Post by TORO » 29 ნოე 2007, 18:19

Image

User avatar
TORO
მაწანწალა
Posts: 757
Joined: 14 ივნ 2007, 12:02
Location: TBILISI
საქართველოს ფრინველები

Post by TORO » 29 ნოე 2007, 18:21

ეს წერო გარდაბნის ეკლესიაში ცხოვრობს უკვე მეშვიდე წელია მამა ზურაბთან. მამაოსთან ერთად სეირნობს ქალაქში, "მღერის" "ცეკვავს" და რაც მთავარია არსად არ მიდის ტაძრიდან (შვიდი წლის წინ დაჭრილმა შეაფარა თავი ტაძარს)

User avatar
TORO
მაწანწალა
Posts: 757
Joined: 14 ივნ 2007, 12:02
Location: TBILISI
საქართველოს ფრინველები

Post by TORO » 29 ნოე 2007, 18:21

Image

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
საქართველოს ფრინველები

Post by oto » 30 ნოე 2007, 00:18

Giorgi Bagrationi wrote:caucasika
შარშან თეძმის ხეობის მარცხენა მომიჯნავე ქედზე, საორბისის ეკლესიასთან ერთი უცნაური ჩიტი შემომხვდა რომელსაც შორიდან გადავუღე სურათი. ხომ არ იცი რა ქვია და რა "ტიპია"? :o
Image

ამ ფრინველს ქვია Чибис-პრანწია ურიის ყვავი :)

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
საქართველოს ფრინველები

Post by oto » 30 ნოე 2007, 00:25

caucasica wrote:ალკუნი - Kingfisher - Alcedo attis

პატარა ზომის: სიგრძე ნისკარტის წვერიდან კუდის ბოლომდე16-17 სმ, გაშლილი ფრთების სიგრზე კი 24-26 ცმ-ია.
ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრად შეფერილი ფრინველია. სხეულის ზედა ნაწილი კაშკაშა მოლურჯო-მოცისფროა,
ქვედა ნაწილში - ქარცი. ყელსა და კისრის ორივე მხარეს თეთრი ლაქები აქვს, ნისკარტი გრძელი და მოშავო.
სწრაფად და სწორხაზოვნად დაფრინავს. იკვებება წვრილი თევზით, რომელსაც წყალზე გადაკიდებული ტოტიდან უთვალთვალებს, ან წყლის თავზე ჩერდება ფრთების ხშირი ქნევით.
ბინადრობს მდინარეების და არხების გაყოლებაზე. ბუდობს სოროებში, რომელთა სიგრძე 1 მ-ს აღწევს. ჩვენში მობინადრეა.



Image
Image
Image
Image

Image

ამ ფრინველს ქვია Зимородок-ალკუნი :)

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by caucasica » 17 იან 2008, 21:40

ნუ ამ სურათზე ვაფანატებ
საქართველოა
ოღონდ არ ვიცი ფრინველებში უნდა დავდო თუ ცხოველებში

ამ საინტერესო საიტიდან ავირე ფოტო: http://www.photobank.ge/products.php?pg=39

Image

P.S. კურდღელმა გაასწრო :) მართლა

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by caucasica » 12 ნოე 2008, 19:13

ჯავახეთის ჯიოპტურისას გადაღებული ფრინველი მართლაც გნოლია, მაკენა როგორც ყოველთვის მართალია

გნოლი - (Perdix perdix) - Grey Partridge
ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის საშუალო სიგძეა 35 სმ. მამლის წონა 500 გრამს აღწევს, დედლისა - 350 გრამს. გნოლი რუხი შეფერილობისაა და შავი და ყავისფერი განივი ზოლები გასდევს. მკერდზე მორუხო, ნალისმაგვარი შავი ლაქა აქვს, თეთრ მუცელზე კი წაბლისფერი ლაქები. გავრცელებულია ევროპაში, ამიერკავკასიაში, წინა და შუა აზიაში. საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. მონოგამური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაის-ივნისში დებს 12-15 კვერცხს. კრუხობს 21-26 დღე. იკვებება როგორც მცენარეული (კენკრა, მარცვლოვნები, კვირტები, ყლორტები), ისე ცხოველური საკვებით (მწერები). ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ამიერკავკასიური გნოლი (Perdix perdix canescens).

Image
Image

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by caucasica » 12 ნოე 2008, 19:17

კაკაბი - (Alectoris graeca) - Rock Partridge
ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. ფერად მოცისფრო-მონაცისფროა, თავსა და ფრთებზე მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს. გვერდებზე გარდიგარდმო მუქი ზოლები დასდევს. მამალი ტანად დედალზე დიდია, ფეხებზე აქვს დეზები. კაკაბის სხეულის წონა 350-700 გრამს აღწევს. გავრცელებულია ბალკანეთის მთებიდან ჩრდილოეთ ჩინეთამდე. საქართველოში ბინადრობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე - მთისწინებიდან თითქმის თოვლის ხაზამდე. იკვებება მცენარის თესლით, ყლორტებით, კვირტებით და მწერებით. სპორტული ნადირობის ობიექტია.

Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქართველოს ფრინველები

Post by Gvalva » 12 ნოე 2008, 19:19

caucasica

გაიხარე!! ენციკლობედიურ ცოდნას რომ გვსტყორცნი ხოლმე მაშინვე როგორც კი რამეს ვნახავთ!

მარგალიტი ხარ! მ ა რ გ ა ლ ი ტ ი !

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
საქართველოს ფრინველები

Post by Mta Mkvarebia » 13 ნოე 2008, 00:50

Gvalva
ესეც? :wink:

მარგალიტი კი არა, ალმასია :D .
Image

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by ttt » 08 მაი 2009, 21:49

caucasica მიკვირს კავკასიურ როჭოზე რომ არ დაწერე :) . შენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ეს ფრინველი.
დავიწყებ იმით, რომ კავკასიური როჭო, როგორც ცალკე სახეობა მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1875 წელს. მანამდე კი მეცნიერები მას ევროპულ შავ როჭოდ მიიჩნევდნენ. მას შემდეგ, რაც პოლონელი გადამდგარი ოფიცერი მლოკოსევიჩი ჩამოსახლებული იქნა საქართველოში მეფის რუსეთის დროს და მუშაობა დაიწყო ლაგოდეხის ნაკრძალში მეტყევედ, მისმა დაკვირვებამ და ვარშავის უნივერსიტეტში გაგზავნილმა წერილმა გადაწყვიტა ამ ფრინველის სახელდების ბედი. პოლონელმა ზოოლოგმა, პროფესორმა ტაჩანოვსკიმ ახალ სახეობას მლოკოსევიჩის როჭო უწოდა.
კავკასიური როჭო (Caucasian Black Crouse- tetao mlokosiewiczi) - საშუალო ზომის ტყის ფრინველია, რომელიც მხოლოდ კავკასიაშია გავრცელებული. დედალი და მამალი გარეგნობით მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მხოლოდ სიცოცხლის მესამე წელს ემსგავსება დედალი მამალს. ამ მოვლენას ბიოლოგიაში ასაკობრივი დიმორფიზმი ჰქვია. მამალს გრძელი და ლამაზი კუდი აქვს, რომელიც ბოლოში ორად არის გაყოფილი და ქვემოთაა დახრილი. საქართველოში ინადრობს როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე. გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე უმთაფრესად დეკით დაფარულ ფერდობებზე. ასევე მეჩხერ არყნარი ტყისა და სუბალპური ზონის საზღვარზე. დებს 10 კვერცხს და ჩეკს 6–7 წიწილას.
შეტანილია IUCN წითელ ნუსხაში. ამ ფრინველისთვის ძირითად პრობლემებს მისი ადგილსამყოფელის შემცირება, დეგრადირება და ფრაგმენტაცია წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრაკონიერობა და ადამიანის მხრიდან შეწუხების ფაქტორი.
Image
გავრცელების საზღვრები
Image
ეს წიგნი 2003 წელს გამომცემლობა ბუნება პრინტმა და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრის მიერ იქნა გამოცემული.
Image
Image
დედალი და მამალი როჭო
გამოიცანით რომელია მამალი? :) როგორ მიხვდით? :D

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
საქართველოს ფრინველები

Post by ARCHILI » 08 მაი 2009, 22:09

ttt


უკან რომ ზის მოყავისფრო - ეგ დედალია, წინ კიდევ მამალი.

ხომ ასეა?

ჩემი თევზებიც ეგეთ პონტშია ხოლმე რა...

:)

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
საქართველოს ფრინველები

Post by ttt » 08 მაი 2009, 23:58

ARCHIL შენ კი გამოიცნობდი მაგას :) სწორიაააააა
თევზებზე ვერ მიგიხვდი? :(

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]