მგლები..

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მგლები..

Post by teo- » 03 ივლ 2009, 23:18

Monadire
ნუ დაფრინავ რა :D:D

«კვირის პალიტრა» ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროსგან შეეცადა გაერკვია, რამ გამოიწვია მტაცებელთა ასეთი სასტიკი თავდასხმა მოსახლეობაზე. აღნიშნულ უწყებაში ჯერჯერობით ამ კითხვას ვერ უპასუხეს და მგლების გააქტიურების მხოლოდ ზოგად მიზეზებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ტყეში ჩლიქოსნების შემცირებამ მტაცებელს დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმისკენ უბიძგა. ტყეში ჩლიქოსნების შემცირების უმთავრეს მიზეზად ბრაკონიერობას ასახელებენ. ბიოლოგების ერთი ნაწილი კი დღემდე კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი ისევ მგლები, მათ შორის, საგანგებოდ მოშენებული წითელი მგლები არიან. ბიოლოგების - ტარიელ კაპანაძისა და ალექსი არაბულის თქმით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ «ნაკრესმა» უცხოური გრანტების მეშვეობით შემოიყვანა და გაამრავლა წითელი მგელი, რომელიც თურმე დაბალი ფეხებისა და მოქნილი სახსრების წყალობით ჯიხვსა და ნიამორს დასდევს კლდეებში. საინტერესოა, როგორ უნდა დაიცვას ხალხმა თავი გაავებული მტაცებლისგან, რომლის მოკვლაზეც სახელმწიფოსგან ჯარიმაა დაწესებული. არადა, მგლების მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი საგანგაშოა. ვანის რაიონის მხოლოდ 4 სოფელში მგლებმა 161 სული ძროხა, თხა და ღორი შეჭამეს. ასეთი ზარალის მიყენება ერთბაშად მხოლოდ ჭირს ან სხვა რაიმე საშიშ სენს თუ შეუძლია. 2004 წლის დეკემბერში დუშეთის რაიონის სოფელ გუდრუხში მგელმა რამდენიმე კაცი დაგლიჯა. 2005 წლის აგვისტოში მტაცებელს გრემისხეველი 12 წლის გიორგი ბადაგაძე ემსხვერპლა.

2007 წელს მგლებმა ქართლის პატარა სოფელ იმერხევის მცხოვრებლები დააწიოკეს. შარშან კი, სოფელ გვერძინეთში მინდორზე მობალახე პირუტყვისკენ არც გაუხედავს, ხის ძირში წამოწოლილ მწყემსს ეცა გაცოფებული მგელი და დაკბინა...

ტარიელ კაპანაძე: - ის, რაც ჩვენში მგელთან დაკავშირებით ხდება, გარემოს დაცვის სამინისტროს «დამსახურებაა». 2003 წლის იანვარში, გარემოს დაცვის მაშინდელ მინისტრს ნინო ჩხობაძეს გაეგზავნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების საგანგებო კომისიის დასკვნა, სადაც დასაბუთებული იყო, რომ უნდა შექმნილიყო ბოლო ორ წელიწადში მგლის მიერ მიყენებული ზარალის, ასევე ჩლიქოსან გარეულ ცხოველთა და მგლის რიცხოვნობის დამდგენი კომისიები. დასაშვებ ფარგლებზე გადამეტების შემთხვევაში, უნდა მომხდარიყო მგლის რიცხოვნობის რეგულირება, გაუქმებულიყო მგლის მოკვლისთვის ნებართვის ლიცენზიის აღების აუცილებლობა, მისი უნებართვოდ მოკვლისთვის ჯარიმა და მოსახლეობისთვის სანადირო იარაღის ჩამორთმევა. მუშაობაში მონაწილებოდნენ აკადემიკოსები, მაგრამ ნინო ჩხობაძემ მათი მოთხოვნა აინუნშიც არ ჩააგდო. არასამთავრობო ორგანიზაცია «ნაკრესის» ხელმძღვანელები დაიყენა ექსპერტებად და მათი დასკვნების საფუძველზე ბრძოლა კი არ დაიწყო, არამედ ფაქტობრივად საგანგებო კონტროლზე აიყვანა მგლების დაცვა და ამით საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქონებას. უცნობია, რა ინტერესები ამოძრავებდათ შვეიცარიელებს, «ნაკრესის» მამოძრავებელი სტიმული კი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ფული, რადგან საქართველოში ისედაც მომრავლებულ მგლებს იმ წლებში დასაცავი და გადასარჩენი არაფერი ჰქონდა.

ალექსი არაბული: - 2008 წლის 5 მარტს, როგორც იქნა, სამინისტრომ მიიღო ბრძანება ¹247, გარეულ ცხოველთა რიცხოვნობის რეგულირების შესახებ, მაგრამ დებულების თანახმად, შექმნილია მგლებთან ბრძოლის უკიდურესად ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც პრობლემას ვერ გადაჭრის.

სამინისტრო ფიქრობს, რომ თითო-ოროლა მგლის მოკვლით აღადგენს დარღვეულ ეკოლოგიურ წონასწორობას, რაც აბსურდია.

ოთარ ლომთაძე: - ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორის მოადგილის გიორგი მამუკელაშვილის განცხადებით, გასულ ზამთარს, მხოლოდ ლაგოდეხის ნაკრძალში მგლებმა შეჭამეს 145 ირემი და 28 შველი. ზარალი სინამდვილეში ერთიორად მეტია, რადგან მსხვერპლის აღრიცხვას ვახერხებთ მხოლოდ გზებსა და ბილიკებზე. ამასთან, ვერ აღვრიცხავთ გაზაფხულზე ნუკრების განადგურების ფაქტებს. თითო-ოროლა მგლის ლიკვიდაციით კი საქმეს არ ეშველება და იქამდე მივალთ, რომ მალე სასარგებლო გარეული ცხოველებიც აღარ გვეყოლება. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეკოლოგიური წონასწორობის აღსადგენად და ხალხისთვის ხიფათის ასაცილებლად მინიმუმ ათასი მგელი მაინც უნდა გაანადგურონ.

ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროში კაპანაძის, არაბულის და ლომთაძის დასკვნას მიუღებლად აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ მათი მოწოდება მგლების დაუზოგავად დახოცვისკენ არის მიმართული.

ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნონა ხელაია: - თუკი ნებისმიერი გარეული ცხოველი თავს ესხმის მოსახლეობას ან აზიანებს მათ ქონებას, ნებადართულია განხორციელდეს მისი გარემოდან ამოღება: ანუ ფაქტზე თუ წავასწრებთ მგელს, მაჩვს, დათვს ან სხვა მტაცებელს, უფლება გვაქვს, მოვკლათ. ბრაკონიერობის შემთხვევები რომ გამოირიცხოს, გლეხი ან ის, ვინც მტაცებელს ფაქტზე წაასწრებს და მოკლავს, უნდა დაუკავშირდეს გარემოს დაცვის ინსპექციას. წარმომადგენელი მოვა, ნახავს მოკლულ ცხოველს და შეადგენს აქტს, რის შემდეგაც ცხოველი უნდა განადგურდეს, დაიმარხოს ან დაიწვას. თუ გლეხი ვერ დაუკავშირდა გარემოს დაცვის ინსპექციას, მაშინ მიმართავს ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოს და იქიდან შეატყობინებენ გარემოს დაცვის ინსპექციას.

- რა ვქნა, თუ მტაცებლის ფაქტზე დაჭერას ვერ ვახერხებ, არადა, ჩემი ფერმა გაანადგურა?

- მაშინ მიმართეთ გამგეობას, ის კი ჩვენს სამინისტროს მომართავს განცხადებით. შესაბამისად, შევარჩევთ ექსპერტს, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება. იგი ჩავა შემთხვევის ადგილზე, შეისწავლის სიტუაციას, დაადგენს, რა ცხოველია მტაცებელი, როგორი რეგულირების ღონისძიებაა საჭირო. დასკვნას წარმოგვიდგენს, რის საფუძველზეც სამინისტრო გამოსცემს ბრძანებას და ხელშეკრულებას წარუდგენს გამგეობას, რათა მან განახორციელოს გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება.

- რა დრო სჭირდება მთელ ამ პროცესს?

- საშუალოდ, ორი კვირა მაინც. ასეთი მექანიზმის განხორციელების გარდა, სხვა გზა არ გვაქვს. სხვანაირად როგორ ვიტყვით, რომელ მტაცებელთან გვაქვს საქმე? მგელია თუ სხვა. სოფელ ფიროსმანის შემთხვევაშიც ეჭვი გვაქვს, რომ თავდამსხმელი არ იყო მგელი და იყო გაველურებული ძაღლი ან მგლისა და ძაღლის ნაჯვარი. ეს უფრო ცუდია მოსახლეობისთვის, რადგან მათ ადამიანების არ ეშინიათ და იოლად ესხმიან თავს. თუ დამტკიცდება, რომ თავდამსხმელი მგელი კი არა, მგელძაღლი ან გაველურებული ძაღლია, მაშინ ჩასაფრებით უნდა დაიხოცონ ისინი.

- სანამ გამოიკვლევთ, რასთან გვაქვს საქმე, რა ქნას ხალხმა?

- ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს გამგეობასთან, სადაც უკვე იციან, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნებისმიერი ოდენობით შეუძლიათ დახოცონ მტაცებლები. მაგრამ იმის გამო, რომ მგელძაღლი ძალიან ჰგავს ძაღლს, მოსახლეობა ვერ არჩევს ერთმანეთისგან. ამიტომაც საჭიროა ექსპერტმა შეისწავლოს ეს საკითხი.

- ერთი ეგზემპლარი ხომ ამოიღეს ფიროსმანში, რომელიც ოფიციალური განცხადების თანახმად, ცოფიანი ყოფილა. მაშინ ვერ მიხვდნენ რა იყო, - მგელი თუ მგელძაღლი?

- სანამ ჩვენამდე წერილი მოვიდოდა და სამინისტრო გაიგებდა ამ ფაქტს, ლაბორატორიამ მანამდე დაადგინა ცოფის შემთხვევა და ის ეგზემპლარი გაანადგურეს. ახლა ჩვენი ექსპერტი ცდილობს, გენეტიკური ანალიზი ჩაუტარდეს იმ ეგზემპლარს და დადგინდეს, მართლა მგელი იყო თუ არა. ამისათვის უნდა ამოითხაროს განადგურებული ცხოველის ჩამარხული ნაწილი. ასეთია რეგულირების მექანიზმი. მანამდე კი მოსახლეობას სანადირო თოფები აქვს და არ გაუჭირდებათ მტაცებლის მოგერიება. ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ მათ, თუ ნადირი თავს ესხმის სოფელს.

- თუ ფიროსმანში მოკლული მხეცი ცოფიანი იყო, დანარჩენებიც ხომ ცოფიანები უნდა ყოფილიყო...

- ცოფიანი ნადირი ათ დღეში კვდება. ამიტომაც მტაცებლები უკვე უნდა დახოცილიყვნენ. გამგეობა გაფრთხილებული გვყავს, თუ სადმე დაცემულ ნადირს ნახავენ, აუცილებლად გამოდმოგვიგზავნონ ექსპერტიზისთვის.

- ბოლო დროს ხშირად მოგმართავთ მგლისგან შეწუხებული მოსახლეობა?

- ხშირია გამგეობებიდან მომართვები. ექსპერტიზის დასკვნებიც უკვე მიღებული გვაქვს. ჯერჯერობით მხოლოდ ჩოხატაურის რაიონის გამგეობასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, სადაც უნდა დახოცონ მგლები. ჩოხატაურში ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. დასახლებასთან ახლოს არის გაველურებული ჩაის პლანტაციები, რომელიც ტყეს ეკვრის. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, ამ პლანტაციებში მგლებს გვირაბები აქვთ მოწყობილი. მგელი ძალზე ჭკვიანი ცხოველია. იოლად მოდის გვირაბების საშუალებით, უსაფრდება და თავს ესხმის შინაურ ცხოველებს. კი მივეცით 12 მგლის მოკვლის უფლება, მაგრამ ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენად გადაჭრის ეს პროცესი პრობლემას. აუცილებელია, ჩაის პლანტაციაც გაიკაფოს.

პ.ს. ფაქტია, სანამ მგლებს მგლური კანონები გასდით, მგლობენ... ჩვენს ქვეყანაში მტაცებლის ეს სახეობა იმ იშვიათ ცოცხალ არსებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის «უფლებებიც» მყარად არის დაცული! იმდენად მყარად, რომ ადამიანებს შესაძლოა, შეგვშურდეს კიდეც მათი.


ოღონდ ძალიან გაზვიადებულია ციფრები))ეგრე მგონია

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მგლები..

Post by Tamari-ch. » 04 ივლ 2009, 11:10

2005 წლის აგვისტოში მტაცებელს გრემისხეველი 12 წლის გიორგი ბადაგაძე ემსხვერპლა
ეს შემთხვევა მეც მახსოვს.
ბავშვებს დაესხა მგელი -
ერთი მიეშველა მეორეს,
ბავშვი საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ იქ გარდაიცვალა.
არც ისე შორს იყვნენ სოფლიდან, როცა მხეცი დაესხა მათ თავს.
მაშინაც თქვეს წითელი მგელიაო.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მგლები..

Post by Makena » 04 ივლ 2009, 19:00

რადგან ამდენი შენთხვევებია ადამიანზე თავდასხმის, სიფრთხილეა საჭირო, წითელია თუ რუხი სულერთია, როცა თავს დაგესხმის უნდა მოიგერიო ან მოკლა!
გასვლების დროს განსაკუთრებით ტყეში მეტი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო, ინდივიდუალურად გამსვლელთათვის მეტი რისკია.
მგლის მოგერიება ალბათ ნაჯახით და დიდი მოზრდილი ხანჯლითაც მოხერხდება, თუმცა ყველას თოფი ჯობია თავდასაცავად, თუ სროლა იცის კაცმა პირველივე თავდამსხმელს სულს რომ გააცხებინებს დანარჩენები მაშინვე დაფრთხებიან.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მგლები..

Post by qvevri » 05 ივლ 2009, 10:46

გასვლის დროს ერთ-ერთს მაინც უნდა ჰქონდეს სატევარი ან ბებუთი, რა იცი რა ხდება?
Last edited by qvevri on 06 ივლ 2009, 11:30, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მგლები..

Post by Tamari-ch. » 05 ივლ 2009, 11:09

ბაშვობაში ტყეში მგელს შევეფეთეთ -
მე და კიდევ ერთი გოგო ტყეში სოკოებზე ვიყავით -
უცებ ყმუილი დავიგონეთ სულ რაღაც ორიოდე ნაბიჯში
და ბუჩქებში სილუეტი დავლანდეთ...
თავკუდმოგლეჯილებმა მოვკურცხლეთ...
:lol:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მგლები..

Post by ARCHILI » 05 ივლ 2009, 12:03

და დიალოგი რომ შევთავაზოთ?

:roll:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მგლები..

Post by qvevri » 05 ივლ 2009, 14:37

Tamari-ch.
დარწმუნებული ვარ ერთ-ერთ თქვენთაგანს წითელი ქუდი ეხურებოდა.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მგლები..

Post by qvevri » 05 ივლ 2009, 14:37

ARCHILI wrote:და დიალოგი რომ შევთავაზოთ?

:roll:
არა მგონია, რომ დიალოგზე წამოვიდნენ. :roll:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მგლები..

Post by ARCHILI » 05 ივლ 2009, 14:50

qvevri wrote:
არა მგონია, რომ დიალოგზე წამოვიდნენ. :roll:
ექვსპუნქტიანი შეთანხმება შევთავაზოთ...

:roll: :roll: :roll:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მგლები..

Post by qvevri » 05 ივლ 2009, 15:18

ARCHILI wrote:
qvevri wrote:
არა მგონია, რომ დიალოგზე წამოვიდნენ. :roll:
ექვსპუნქტიანი შეთანხმება შევთავაზოთ...

:roll: :roll: :roll:
მაგაზე უკვე ნაფიქრი მაქვს, მაგრამ... მოკლედ სანამ მაგათთან მიშას არ მივაგზავნით არაფერი გამოვა, ხო იცი ეგაა დიალოგების დიდოსტატი და იქნებ მაგან გვიშველოს რამენაირად.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მგლები..

Post by Tamari-ch. » 05 ივლ 2009, 15:25

qvevri wrote:Tamari-ch.
დარწმუნებული ვარ ერთ-ერთ თქვენთაგანს წითელი ქუდი ეხურებოდა.
არ მახსოვს
:lol:
ის მახსოს რომ 180 კმ /სთ - ით გავრბოდით ოთხით...
:lol:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მგლები..

Post by ARCHILI » 06 ივლ 2009, 10:30

ეს მეილი ახლა მივიღე...

:roll: :roll: :roll:

მგლები ქალაქ დედოფლისწყაროსაც შეესივნენ

მგლები ქალაქ დედოფლისწყაროსაც შეესივნენ. მტაცებლებმა მეტალურგების ქუჩაზე მცხოვრებ პოპიაშვილების ოჯახს ცხვრები გაუნადგურეს.

ადგილობრივების განცხადებით, ეს ქალაქში მგლების შემოსევის პირველი შემთხვევა არ არის. მოსახლეობის თქმით, მუნიციპალიტეტის გამგეობას დახმარება არაერთხელ სთხოვეს, მაგრამ უშედეგოდ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სხვადასხვა დროს მგლებმა დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალეს. მტაცებლებმა საზღვრისპირა სოფლებში ასეულობით სული საქონელი გაანადგურეს, დაგლიჯეს ადამიანებიც.

ნატალია სარქისაშვილი

ტელ: 8(253)2-21-50; მის: ქ. გურჯაანი. ნონეშვილის 14. ელ. ფოსტა: Natalia.ICK@gmail.com

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მგლები..

Post by ლეონტი » 06 ივლ 2009, 11:00

Image
კენტონ კარნეგი, გეოლოგი 22 წკის შეჭამეს მგლებმა.
ჩრდილო ამერიკა.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მგლები..

Post by Makena » 06 ივლ 2009, 11:03

საოცარია რას უყურებს ეს ხალხი, ძველად თოფი რომ არ არსებობდა მგლებს კომბლით და ხმლით იგერიებდნენ და ხოცავდნენ, თუ თოფი არა აქვთ ხმალი ან კომბალი მაინც დაილია ამ ქვეყნად? ასე უაზროდ უნდა შეაჭამონ სიმწრით ნაზარდი პირუტყვი ამ გამხეცებულ ნადირს???

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მგლები..

Post by qvevri » 06 ივლ 2009, 11:34

ერთხელ ასეთი პრობლემა ატენშიდ იდგა თურმე ერეკლეს დროს. გაუნადგურებიათ მთელი ატენი, იყო ბევრი მსხვერპლი ადამიანებშიც. ერეკლეს მთელი საქართველოდან რჩეული მონადირეები ჩამოუყვანია და ატენის გარშემო დასახლებია, როგორც ირკვევა ეს პრობლემა მონადირეებს მალევე გადაუჭრიათ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]