მგლები..

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მგლები..

Post by Tamari-ch. » 07 ივლ 2009, 17:23

ცოტა არ იყოს შევფიქრიანდი...
:roll:
ხაშმში რომ წავიდე კაწრეთის სამებაზე ასვლა მინდა და
მგლები ხომ არ დაგვესხმიან?

ან პისტოლეტი უნდა ვიყიდო
ან ბებუთი...
:lol:

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მგლები..

Post by teo- » 07 ივლ 2009, 20:54

Makena wrote:guruli
არ ვიცი რამ გადარია კახეთში ეს მგლები(თუ რაღაც სხვა), მთიულეთში აგარაკი მაქვს და 20 წელია იქ დავდივარ, ჩემი სახლის უკან უსიერი ტყეა და მგლები, დათვები და მელიები ბინადრობენ, მგლის ყმუილიც მომისმენია, სოფელში ისიც მითხრეს რომ იქვე ახლოს ბუნაგი აქვს და პატარა ლეკვებიც ჰყავსო, არავის არასდროს თავს არ დასხმიან აქ მგლები, მხოლოდ დიდთოვლობის დროს შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, თუმცა ადამიანზე თავდასხმის შემთხვევა ძალიან იშვიათია, ეხლაც ვიკითხე და არაფერი ხდება იქეთ, მგლის არანაერი აქტიურობა არ აღინიშნება, რა დასკვნა გავაკეთო? კახეთში გააქტიურდნენ და ხალხს ჭამენ მგლები, მთიულეთსა და ხევში არაფერი ხდება... ხომ არ იცი რა ხდება თუშეთსა და ხევსურეთში? სვანეთში?
გეთანხმები ჩემსკენაც ეგრეა ყაზბეგში, სამი მგელი ვნახეთ საკმაოდ ახლოდან სამნი ვიყავით და მოშორებით გაჩერდნენ და გვაკვირდებოდნენ სანამ თVალს არ მივეფარეთ, თან Mთებში ვიყავით სადაც ტყე არა და ცხოველი არაა , წესით ყველზე მშივრები იქ უნდა ყოფილიყვნენ

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მგლები..

Post by guruli » 08 ივლ 2009, 01:14

Makena, ხევსურეთ-სვანეთისას ვერაფერს გეტყვი, მაგრამ თუშეთში მგლის თარეში არასოდეს გამიგონია, რაც სულ მიკვირდა. :roll: არადა, გურიაში, მაღალმთიან სოფლებში, სადაც მოსახლეობა ცოტაა, ზამთარში მგლები, პრაქტიკულად, კომენდანტის საათს აცხადებენ :D :D - შებინდდება თუ არა, მთელი სოფელი სახლებში იკეტება და მეზობლები ერთმანეთთან გადასვლას ვერ ბედავენ.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მგლები..

Post by Tamari-ch. » 08 ივლ 2009, 01:16

შებინდდება თუ არა, მთელი სოფელი სახლებში იკეტება და მეზობლები ერთმანეთთან გადასვლას ვერ ბედავენ.
ისა და -
ვისაც ტუალეტი ეზოში უდგას -
ისინიც ვერ ბედავენ სახლიდან გამოსვლას?
:lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მგლები..

Post by guruli » 08 ივლ 2009, 01:21

Tamari-ch.
ვისაც ტუალეტი ეზოში უდგას -
ისინიც ვერ ბედავენ სახლიდან გამოსვლას?
ბოდიში, მაგრამ ეგ საკითხი არ შემისწავლია. :D :D

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
მგლები..

Post by teo- » 08 ივლ 2009, 01:33

guruli
კაი რა ეგეთი აარაფერი გამიგია რას ამბობ :lol:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მგლები..

Post by guruli » 08 ივლ 2009, 11:05

teo- wrote:guruli
კაი რა ეგეთი აარაფერი გამიგია რას ამბობ :lol:
ადი სუფსის ხეობაში - სურებში და გაიგებ.
ან ჩვენს საერთო ნაცნობს ჰკითხე თქვენს სოფელზეც კი ბევრს მოგიყვება - დარწმუნებული ვარ. კომენდანტის საათისასა არა, მაგრამ მგლებისას თარეშისას - კი. მეც რომ ჩავდივარ სოფელში, მამაჩემი სულ მეჩხუბება, ღამე ნუ დადიხარო. მე მაინც დავდივარ, მაგრამ თოფი თუ არა, მინიმუმ, ნაჯახი მაქვს ქამარში გაჩრილი.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მგლები..

Post by Makena » 08 ივლ 2009, 11:09

ტელევიზორში უჩვენებიათ, გურიაში ქალაქში დაესხა თურმე მგელი თავს კაცს, ამ კაცს უთქვამს ინტერვიუში რომ ყურადღება არ მივაქციეთ რადგან ძაღლი გვეგონაო... ძაღლის და მგელის გარშჩევა საკმაოდ ადვილი საქმეა, მართლა გაველურებულ ძაღლებთან ხომ არ გვაქვს საქმე?

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მგლები..

Post by ARCHILI » 08 ივლ 2009, 11:13

Makena wrote:ტელევიზორში უჩვენებიათ, გურიაში ქალაქში დაესხა თურმე მგელი თავს კაცს, ამ კაცს უთქვამს ინტერვიუში რომ ყურადღება არ მივაქციეთ რადგან ძაღლი გვეგონაო... ძაღლის და მგელის გარშჩევა საკმაოდ ადვილი საქმეა, მართლა გაველურებულ ძაღლებთან ხომ არ გვაქვს საქმე?
თავს დაესხა და ყურადღება არ მიაქციეს?

:roll: :roll: :roll:


ამას მხოლოდ გურული თუ იტყოდა რა...

:lol: :lol: :lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მგლები..

Post by Tamari-ch. » 08 ივლ 2009, 14:29

იმ ქალამ კივილი არ ატეხა?

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
მგლები..

Post by Wanderer » 08 ივლ 2009, 15:57

Tamari-ch.
ვისაც ტუალეტი ეზოში უდგას -
ისინიც ვერ ბედავენ სახლიდან გამოსვლას?
ითმენენ დილამდე ან სვანივით გადაჩვევას ცდილობენ. :D

შეიძლება ზოგი უკვე გადაეჩვია კიდეც... :D :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მგლები..

Post by Makena » 08 ივლ 2009, 16:20

ისე ძნელი წარმოსადგენია დღისით, მზისით, ოზურგეთში მოსეირნე მგელი... ყურადღება რომ არ მიაქციეს გაბრაზდა და კბენაზე გადავიდა :lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
მგლები..

Post by Tamari-ch. » 08 ივლ 2009, 16:43

Makena
ლაშქრობა– ნადირობა მოვაწყოთ გურიაში
გურულთან მგლებზე
:lol:

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
მგლები..

Post by Wanderer » 08 ივლ 2009, 17:13

Makena
ყურადღება რომ არ მიაქციეს გაბრაზდა და კბენაზე გადავიდა
ეტყობა რომელიმე პოპმუსიკოსი იყო მგლის ტყავში გამოხვეული. :lol:

ჯექსონის რეინკარნაცია ხო არ იყო? :shock: :lol: :lol: :lol:
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
მგლები..

Post by Makena » 08 ივლ 2009, 17:21

Tamari-ch.
გურიაში ნადირობა არ დაგვჭირდება როგორც ვატყობ, რომ გაიგებენ იქაური მგლები ჩვენს ჩასვლას თვითონ მოვლენ სანახავად :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]