Page 1 of 1

ქუჩის ძაღლების თავშესაფარის გადასარჩენად

Posted: 03 მარ 2012, 00:48
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, გთხოვთ, გულდასმით ჩაიკითხოთ ჩემი წინადადება:
მუსიკოსი რუსუდან ხუნწარია, წლებია, ქუჩის ძაღლებს პატრონობს. 1ხანობას ორხევში მათი თავშესაფარი ჰქონდა მოწყობილი, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო, ის განადგურდა. ახლა ლისისკენ აქვს თავშესაფარი იჯარით აღებული.
ეს ის ქალია, რომელიც რესტორან-რესტორან დადიოდა და ძაღლებისთვის ნარჩენებს აგროვებდა. მაგრამ
საბოლოოდ, არც ბევრი გროვდებოდა, არც ფიზიკურად იყო შესაძლებელი.
მეგობრების დახმარებით, ის ფულს აგროვებდა ძაღლების საკვების საყიდლად.
არც ეს გაგრძელდა უსასრულოდ, რადგან, მოგეხსენებათ, თავისუფალი ფული ბევრს არ აქვს.
ახლა ამ ქალბატონს 75 ძაღლი ჰყავს შეფარებული. 1 დღის სამყოფი საკვები 40 ლარი ღირს.
თუ ვინმეს ისევე გაწუხებთ ძაღლების ბედი, როგორც რუსუდან ხუნწარიას, გთხოვთ, გაიღოთ შემოწირულობა.
ასევე, შემიძლია, მსურველები პირადად ამ ქალბატონს დავაკავშირო. ის დაუშრეტელ მზრუნველობას იჩენს 4ფეხა მეგობრების მიმართ.
3წუხაროდ, სახელმწიფოს სასტიკი მეთოდები აქვს ქუჩის ძაღლების საწინააღმდეგოდ და ცხადია, ვიდრე მიდგომა არ შეიცვლება, ის რუსუდან ხუნწარიას ამ საქმეში ვერ შეეწევა

ქუჩის ძაღლების თავშესაფარის გადასარჩენად

Posted: 03 მარ 2012, 00:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს რუსუდან ხუნწარიას Nია:
555270074

შეგიძლიათ, შეეხმიანოთ, თავად გადასცეთ შემოწირულობა, ან ამ საქმეში მე გამომიყენოთ

ქუჩის ძაღლების თავშესაფარის გადასარჩენად

Posted: 03 მარ 2012, 01:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
გთხოვთ, ეს ამბავი სოციალურ ქსელებშიც გაავრცელოთ

ქუჩის ძაღლების თავშესაფარის გადასარჩენად

Posted: 03 მარ 2012, 01:34
by shoda1121
ძალიან კარგი საქმეა; ვიცი ისეთი ხალხი ამ ამბავში ენთუზიაზმი რომ არ აკლიათ და ვეტყვი :)

ქუჩის ძაღლების თავშესაფარის გადასარჩენად

Posted: 04 მარ 2012, 10:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჩემმა 1მა ნაცნობმა ქალბატონი რუსუდანისთვის 20 ლარი გადმომცა.
შემოწირულობის მიღება გრძელდება.
ეგებ 400 ლარი მაინც შევაგროვოთ, რაც 10 დღის სკვებია.
ეს მას საშუალებას მისცემს, სხვა გამოსავალი ცაიტნოტის გარეშე მოძებნოს

ქუჩის ძაღლების თავშესაფარის გადასარჩენად

Posted: 25 მარ 2012, 00:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჩემმა კიდევ 1მა ნაცნობმა 30 ლარი მომცა.
მაგრამ, დამეთანხმებით, ეს ზღვაში წვეთია.
ეგებ, რამენაირად დავეხმაროთ ქალბატონ რუსუდანსაც და ქუჩის ძაღლებსაც

ქუჩის ძაღლების თავშესაფარის გადასარჩენად

Posted: 10 აპრ 2012, 10:54
by qvevri