ქუჩის ძაღლების თავშესაფარის გადასარჩენად
Posted: 03 მარ 2012, 00:48
მეგობრებო, გთხოვთ, გულდასმით ჩაიკითხოთ ჩემი წინადადება:
მუსიკოსი რუსუდან ხუნწარია, წლებია, ქუჩის ძაღლებს პატრონობს. 1ხანობას ორხევში მათი თავშესაფარი ჰქონდა მოწყობილი, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო, ის განადგურდა. ახლა ლისისკენ აქვს თავშესაფარი იჯარით აღებული.
ეს ის ქალია, რომელიც რესტორან-რესტორან დადიოდა და ძაღლებისთვის ნარჩენებს აგროვებდა. მაგრამ
საბოლოოდ, არც ბევრი გროვდებოდა, არც ფიზიკურად იყო შესაძლებელი.
მეგობრების დახმარებით, ის ფულს აგროვებდა ძაღლების საკვების საყიდლად.
არც ეს გაგრძელდა უსასრულოდ, რადგან, მოგეხსენებათ, თავისუფალი ფული ბევრს არ აქვს.
ახლა ამ ქალბატონს 75 ძაღლი ჰყავს შეფარებული. 1 დღის სამყოფი საკვები 40 ლარი ღირს.
თუ ვინმეს ისევე გაწუხებთ ძაღლების ბედი, როგორც რუსუდან ხუნწარიას, გთხოვთ, გაიღოთ შემოწირულობა.
ასევე, შემიძლია, მსურველები პირადად ამ ქალბატონს დავაკავშირო. ის დაუშრეტელ მზრუნველობას იჩენს 4ფეხა მეგობრების მიმართ.
3წუხაროდ, სახელმწიფოს სასტიკი მეთოდები აქვს ქუჩის ძაღლების საწინააღმდეგოდ და ცხადია, ვიდრე მიდგომა არ შეიცვლება, ის რუსუდან ხუნწარიას ამ საქმეში ვერ შეეწევა