Page 1 of 2

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 15 ნოე 2011, 14:38
by bachuki-giorgadze
წარმომავლობა
კავკასიური ნაგაზი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მთიან რაიონებში წარმოიშვა, მრავალი საუკუნის წინ. გამოიყენება საქონლის და სხვადასხვა ობიექტის დასაცავად. ერთგულია პატრონისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ, უყვარს ბავშვები. კავკასიური ნაგაზი კარგად ეგუება ყველა კლიმატს.

ჯიშის აღწერა
ქართული ნაგაზი არის დიდი ზომის, ძლიერი აგებულების მქონე, უცხოსადმი უნდო და ყოველთვის საკუთარ ძალაში დარწმუნებული ძაღლი. თავი- დიდი და განიერი, ზედმეტი ნაოჭებისა და დანაკეცების გარეშე. თავის ქალა მასიური აქვს, კარგად განვითრებული. შუბლი დაბალი და განიერი. ცხვირი განიერი, ნესტოები ძირითადად შავი ფერის. დინგი თავის ქალის სიგრძეზე ოდნავ ნაკლები, განიერი. ტუჩები კარგად განვითარებული, ელასტიკური და ყბებზე კარგად აკრული, ტუჩების კუთხე- მშრალი. კავკასიური ნაგაზის კბილები და ყბები ძლიერია, ყბები კარგად აქვს განვითარებული, დიდი ზომის, თეთრი ფერის, ძლიერი, ერთმანეთთან ახლოს ჩასმული კბილებით ყოველგვარი სიმეჩხერის გარეშე. თვალები საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის, ღრმად ჩასმული. პროპორციულად განლაგებული სახის არეზე. ძირითადად მუქი ფერის. ღია ფერის თვალი დასაშვებია მხოლოდ თეთრი და ყავისფერი ძაღლებისათვის. კავკასიური ნაგაზის ყურები ჩამოყრილი, საკმაოდ მაღლა დასმულია, დასაშვებია მოკლედ კუპირებული. კისერი მოკლე, განიერი და მძლავრი, კარგად დაკუნთული. კორპუსი-მძლავრი. ზურგი-განიერი, სწორი და კუნთოვანი. წელი ძლიერი, მოკლე და განიერი. კრუპი ოვალური ფორმის, ოდნავ დახრილი. მკერდი-განიერი, ოვალური, მაგრამ არაკასრისებური ფორმის, ღრმა. კუდი-მაღლა დასმული, ჩამოკიდებულ მდგომარეობაში წვდება სახტომ სახსარს. სიარულის დროს კუდი დააქვს ნებისმიერ მდგომარეობაში. დასაშვებია კუდის კუპირება. კავკასიურ ნაგაზს აქვს მასიური, კარგად განვითარებული და გამოხატული ძვალი, ძლიერი კუნთოვანი სისტემა. დამახასიათებელია სქელი და ელასტიკური კანი. კიდურები. წინამხარი სწორი და მძლავრი. მაჯა-მოკლე, მძლავრი და ვერტიკალური. სახტომი სახსარი-ძლიერი, განიერი, საკმაოდ ღია კუთხით. ტერფი-ვერტიკალური, მძლავრი, საშუალო ზომის. თათები დიდი ზომის, კომპაქტური, ოვალური ფორმის, კარგად შეკრებილი. ხვადი გაცილებით მასიური, დიდძვლიანი და მძლავრია. აქვს უფრო მასიური თავი, კარგად გამოხატული ყვრიმალებით. ძუ, ისევე როგორც ხვადი, ძლიერი, უხეში კონსტიტუციის მქონე ძაღლია. კავკასიური ნაგაზის ბეწვი სწორია და უხეში, კარგად განვითარებული თივთიკით, კარგად მომჯდარი სხეულზე. შეფერილობა-ნებისმიერი ყველანაირი კომბინაციით.

ხასიათი
კავკასიური ნაგაზი ფხიზელი, ყურადღებიანი, ძლიერი დამცველობითი ინსტინქტისა და გაწონასწორებული ფსიქიკის მქონე ძაღლია. უნდო და აგრესიული უცხოს მიმართ, ერთგული, გულადი, მოსიყვარულე მფლობელებისა და მისი ოჯახის წევრებისადმი. არის კარგი კომპანიონი.

დანიშნულება
კავკასიური ნაგაზი გამოიყენება საქონლის, სხვადასხვა ობიექტების დასაცავად. კავკასიური ნაგაზი ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, მისი ძირითადი ფუნქცია რაიმეს დაცვაა (საქონლის ან ტერიტორიის).
როგორც ჯიში პირველად ნახსენები ყავს სულხან-საბა ორბელიანს (1658-1725) "სიტყვის კონა"-ში. ასევე ცნობილია, რომ 1765 წელს თურქეთის არმიაში კავკასიურ ნაგაზებს იყენებდნენ შენობების დასაცავად, მას ასევე იყენებდნენ ციმბირში ციხეების დასაცავად.
კავკასიური ნაგაზი ხელოვნურად მიღებული ჯიში არ არის. არსებობს ვარაუდი, რომ კავკასიური ნაგაზის წინაპარი ტიბეტური მასტიფია, თუმცა საუკუნეების განმავლობაში თავისებურ კლიმატურ პირობებში ჩამოყალიბდა უნიკალური თვისებების მქონე ჯიში. იგი უძლებს -40-45 გრადუს ყინვას, შეუძლია თოვლში ცხოვრება და მინიმალურ საკვებზე გადავლა.
მისი სამშობლო კავკასიაა. არსებობდა კავკასიური ნაგაზის მრავალი ტიპი, თუმცა მათ შორის საუკეთესო იყო კავკასიური ნაგაზის ქართული ტიპი. თანამედროვე კავკასიური ნაგაზის სტანდარტიც ქართულ ტიპზეა დაწერილი და ამას აღიარებენ რუსი კინოლოგებიც. აი რას წერს რუსული კინოლოგიის "მამა" ა.პ მაზოვერი: Лучшие кавказские овчарки распространены в Грузинской ССР, где собаки отличаются могучим костяком и являются самыми крупными из всех отродий кавказской овчарки.

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 15 ნოე 2011, 14:41
by bachuki-giorgadze
ესეც ჩემი გოგო .. Image

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 17 ნოე 2011, 21:39
by CheLo
bachuki-giorgadze
:) :) :) :)

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 18 ნოე 2011, 09:33
by Archil
bachuki-giorgadze

ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

ამ თემას გადახედე.

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 24 ნოე 2011, 23:35
by ARCHILI
აი, ასეთი სუფთა ჯიშის ლეკვები იყიდება.

ასეთი თეთრი და წმინდა ჯიში თითქმის აღარ მოიძიება, როგორც ამბობენ.

5 98 69 09 09

Image

Uploaded with ImageShack.us



Image

Uploaded with ImageShack.us

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 05 დეკ 2011, 21:25
by bachuki-giorgadze
Archil
თემა ვერ ვიპოვე და ...

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 05 დეკ 2011, 22:56
by Archil
Archil wrote:bachuki-giorgadze

ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

ამ თემას გადახედე.
ლურჯად თუ ცისფრად რომაა დაწერილი,იმაზე დაკლიკე და გადახვალ.

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 07 დეკ 2011, 18:11
by bachuki-giorgadze
Archil
არა არა ეგ ვიცი :D უბრალოდ რომ გავხსენი თავიდან თემა მაშინ ვერ ვნახე და მაგაზე გითხარი :) ...

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 08 დეკ 2011, 18:23
by QAQUCA
ქართული ნაგაზი (თართი) მართლაც რომ საამაყო გვაქვს ქართველებს თუმცა კი ძალიან ჭირს საუკეთესო ჯიშის ლეკვის შეძენა, რადგან ძირითადად ყველა მეძაღლე "იბოლება" :lol: :lol: :lol:

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 09 დეკ 2011, 15:45
by bachuki-giorgadze
QAQUCA
მეძაღლეები იბოლებიან რა მთავარია არუნდა დაგიჭირონ :D აი მე არ მწამს დიღმის ბაზარზე ძაღლის შეძენა :) ნახევარი ენტერიტის მატარებელი ლეკვებია გამოყავთ აუცრელები იქ ათასი კაცის ხელი ხვდება ერთი ლეკვიდან ემორეზე და შემდგომ ვიღაც ყიდულობს ჭირიან ლეკვს .. ძაღლის ყიდვა ყველაზე ისეთი ჯიგრული პონტია ჩერეზ ჩერეზ ახლობლისგან მიდგე მოდგე და ნახო ვინმეს ხომარ ყავს გასაყიდი..

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 09 დეკ 2011, 16:34
by QAQUCA
bachuki-giorgadze wrote:QAQUCA
მეძაღლეები იბოლებიან რა მთავარია არუნდა დაგიჭირონ :D აი მე არ მწამს დიღმის ბაზარზე ძაღლის შეძენა :) ნახევარი ენტერიტის მატარებელი ლეკვებია გამოყავთ აუცრელები იქ ათასი კაცის ხელი ხვდება ერთი ლეკვიდან ემორეზე და შემდგომ ვიღაც ყიდულობს ჭირიან ლეკვს .. ძაღლის ყიდვა ყველაზე ისეთი ჯიგრული პონტია ჩერეზ ჩერეზ ახლობლისგან მიდგე მოდგე და ნახო ვინმეს ხომარ ყავს გასაყიდი..



ბაზრობაზე ნაყიდი და თბილისში გაზრდილი ძაღლი არაფერში მჭირდება, თართი მთაში უნდა იყოს და არა ლოგინში კოტრიალობდეს !
არც ისეთი არიფი ვარ დიღმის "მეძაღლეებმა" დამაბოლონ, როცა შეძენას გადავწყვეტ მივაგნებ კარგ ლეკვებსაც. :lol: :lol: :lol:

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 17 თებ 2012, 13:52
by bachuki-giorgadze
Image ჩემი გოგო :D :lol:

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 17 თებ 2012, 19:19
by QAQUCA
bachuki-giorgadze wrote:Image ჩემი გოგო :D :lol:

უკეთესი სურათი არ გაქვს ?

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 20 თებ 2012, 19:03
by bachuki-giorgadze
Image

კავკასიური ნაგაზი ქართული სიამაყე!!

Posted: 20 თებ 2012, 19:03
by bachuki-giorgadze
Image