ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

Post by Kavtaradze » 04 მარ 2011, 01:59

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb ... 11+21%3A59
"ლალი მოროშკინამ გახსნა ბეწვეულის მაღაზია, ცნობისთვის ამ ბეწვის მოპოვების ერთადერთ მეთოდს გაგაცნობთ: ცხოველს გატყავებამდე არ კლავენ ბეწვი რომ არ დაზიანდეს, მას ცოცხლად ატყავებენ(დარეტიანებულს). http://features.peta.org/ChineseFurFarms/index.asp ეს არის ამ ვანდალიზმის ამსახველი კადრები..


User avatar
teo-
იეტი
Posts: 5268
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

Post by teo- » 04 მარ 2011, 02:33

Kavtaradze
ეგ ვიდეო მე დავდე ადრევე
საქართველოშDი არამგონია ეგ ხდებოდეს..
იმიტომ რომ ზალიან ძვიფრას ქურქებზეა ეს ცოცხლადგატყავება მირებული
არა ექსკურსია! Image

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

Post by Kavtaradze » 04 მარ 2011, 02:38

საქართველოში არ ხდება გატყავება, საქართველოში ხდება რეალიზაცია... ამას აკეთებს ეგ ქალი ...

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5268
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

Post by teo- » 04 მარ 2011, 02:58

ეგ ხოო
არა ექსკურსია! Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

Post by ლეონტი » 04 მარ 2011, 10:26

რეებს ბჟუტურებენ?
ძროხის თავებზე მე მგონი გადაიღე ფილმი.
ცხოველი, რომელიც ოდითგანვე მარჩენლად ითვლება , რომელთან ერთად ეძინა 1 სადგომში ადამიანს, ბოლო პერიოდამდე, რომელსაც ქართველები დედოს ეძახიან და რომელიც დაკვლის წინ ტირის , ადამიანის ღალატის და არაკაცობის გამო.
ეს ცხოველი არ ეცოდებათ და სისულელეებს როშავენ გადაშენდება რომ არ ვჭამოო და ტყის ვირთხებზე ზრუნავენ?

ესაა ჰუმანიზმი? ესაა სიკეთე?

მაგრა გვაბოლებენ.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

Post by Nephros » 04 მარ 2011, 21:43

ვერ ვახერხებ ამ ვიდეოების გახსნას, მაგრამ თუკი ამ თემაში დისკუსია გაგრძელდა, გული მიგრძნობს, რომ ეს იმ გადაცემას დაემსგავსება, რამოდენიმე დღის წინ რომ მიყავდა ეკა ხოფერიას.
ჩემი აზრით იმთავითვე არასწორია ძროხებისა და ცხვრების მელიებთან და სელაპებთან შედარება. ქართველების ერთი ცუდი თვისებაა ნებისმიერ დისკურსში აქცენტების არასწორი დასმა.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

Post by ARCHILI » 04 მარ 2011, 22:26

Nephros wrote:
ჩემი აზრით იმთავითვე არასწორია ძროხებისა და ცხვრების მელიებთან და სელაპებთან შედარება. ქართველების ერთი ცუდი თვისებაა ნებისმიერ დისკურსში აქცენტების არასწორი დასმა.

ვეთანხმები Nephros-ს.
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

Post by ლეონტი » 04 მარ 2011, 23:58

Nephros wrote:ჩემი აზრით იმთავითვე არასწორია ძროხებისა და ცხვრების მელიებთან და სელაპებთან შედარება. ქართველების ერთი ცუდი თვისებაა ნებისმიერ დისკურსში აქცენტების არასწორი დასმა.
იქნებ ნახო ეს ვიდეო და განმარტო აბსტრაქტული განცხადება, რასთან დაკავშირებით რო გააკეთე თუ იცი?
:)

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

Post by Nephros » 05 მარ 2011, 00:40

ლეონტი
აბსტრაქტული არაფერი არ მითქვამს. მითხარით, რა ვერ გაიგეთ და აგიხსნით. ადამიანი ძროხის ხორცის ჭამას ვერ გადაეჩვევა, მაგრამ რაც ერთ-ერთ ბმულზეა ასახული, ვანდალიზმია და არაადამიანურობა. არასწორია საკითხის ასე დასმა (ისე როგორც ზემოთ სატელევიზიო გადაცემაში საუბრობენ ბუნების დამცველთა ოპონენტები): თუკი იმაში გვედავებით, რომ ცოცხლად არ გავატყავოთ წავები და თხუნელები, არც თქვენ ჭამოთ ძროხის ხორცი.
ჩემი კომენტარი აქ არავის საპასუხოდ არ დამიწერია. ჩემი აზრი გამოვთქვი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ადამიანები ხორცის ჭამას ისევე გააგრძელებენ, როგორც ნატურალური ქურქის და ტყავის სამოსის ჩაცმას. არამგონია შინაური ცხოველის დაკვლისას ადამიანი, მით უმეტეს პატრონი ტკივილს არ გრძნობდეს, მაგრამ ის, რომ ჩვენ საქონლის ხორცით ვიკვებებით არ უნდა გამორიცხავდეს იმას, რომ ემპათია არ გაგვაჩნდეს თუნდაც ტყის ვირთხების ვანდალურად დახოცვის ყურებისას.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

Post by Nephros » 05 მარ 2011, 01:46

რა ვიცი, ჩემი აზრი ერთია: ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ადამიანის ცხოვრების პრინციპი არ უნდა იყოს დევიზი: ყველაფერი ნებადართულია, რაც აკრძალული არაა. ადამიანის დამოკიდებულებას გარესამყაროს მიმართ კანონი კი არ უნდა განსაზღვრავდეს, არამედ მისი შინაგანი ღირებულებები. ხოფერიას გადაცემა არის კარგი მაგალითი იმისა, რომ ქართულ დისკურსში არსებობს მხოლოდ თეთრი და შავი. ორივე მხარე ისეთი არგუმენტებით საუბრობდა, რომ მე ამან რამდენჯერმე ღიმილი მომგვარა. უბრალოდ ვერ მივიდა ეს ორი მხარე საერთო შეთანხმებამდე, რომ ადამიანები არც ხორცის ჭამას შეწყვეტენ და არც ბუნებრივი შესამოსელით შემოსვას, მაგრამ მათ უნდა შესწევდეთ უნარი, შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება გარესამყაროს მიმართ. ეს უნდა იყოს მთავარი და არა ის, მოროშკინა ბეწვის მაღაზიას გახსნის თუ კიტრს გაყიდის. ყველანაირი დისკუსია საერთო ცნობიერების ამაღლებას უნდა ემსახურებოდეს, და არა კონკრეტული მაგალითებით მანიპულირებას, რომ მერე მოროშკინასნაირ ტიპს არ გაუჩნდეს იმის თქმის საბაბი, რომ ვიღაც სოციალური შურის საფუძველზე მისი ბიზნესის ხელის შეშლას ცდილობს.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

Post by ლეონტი » 05 მარ 2011, 10:13

Nephros wrote: მოროშკინასნაირ ტიპს არ გაუჩნდეს იმის თქმის საბაბი, .
რაღაც ვერ განეწყვე მაროშკინას მიმართ.
და ვერ ხვდები რომ ყველა მაროშკინასნაირი ან უარესი ტიპები ვართ?
:)
უკრაინის სტალინური შიმშილის დროს სასამართლომ ცოლ ქმარი გაამართლა, რომლებმაც 4 შვილი შეჭამეს. მაგრამ ეს ერთეული შემთხვევა არ იყო იმ ხანად.
ამბობენ კლიმატური ცვლილებების გამო საკვები აღარ იქნება და ადამიანები ერთმანეთის ხორცს შეჭამენო.
აქ საქმე სხვა რამეშია.
მაგ აგადაცემაში ბევრი რამ ჩანს.
და ეხლა აქცენტების არასწორ დასმაში ნუ გამამტყუნებ, თუ შეიძლება, ქართველები არც არავიზე უარესები ვართ და წარმოიდგინე არცარავიზე არაფერში უკეთესები.მით უმეტეს საკითხის აქცენტირებულად დასმაში.თუ როგორ თქვი აღარ მახსოვს.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

Post by Nephros » 05 მარ 2011, 13:14

ლეონტი
რომელმა სასამართლომ - რომლის ხელისუფლებამაც 7 მილიონი ადამიანი ამოხოცა შიმშილით, როცა მათი საკვები მარცვლეულითა და ტყვია-წამლით ნაცისტებს დახმარებოდა? ეს კაციჭამიობაზე უარესი არაა? თქვენი მაგალითი რაღაც ამ თემასთან მეტისმეტად შეუსაბამოა.

მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რაში მეთანხმებით ან არ მეთანხმებით. დისკუსიის დროს სწორედ ესაა მთავარი და არა ჩემი დამოკიდებუელბა ვიღაცეების მიმართ, მით უმეტეს ჩემი პიროვნული განწყობა აშკარად არ დამიფიქსირებია.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

Post by KSOVRELI » 05 მარ 2011, 13:43

შიგ აქვთ და გარეთ ეძებენ :!:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ლალი მოროშკინას ბეწვეულის მაღაზია!!!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 მარ 2011, 13:28

ისეთი ცხოველები, რომელთა ბეწვი 3ოსად გამოიყენება, დედამიწაზე ცოტა დარჩა.
1 საუკუნეში რაოდენობა კიდევ განახევრდება.
ეს მთლიანად ცვლის ეკოლოგიურ მდგომარეობას.
სასურველია, კაცობრიობამ ბეწვის მოხმარება შეამცირონ და მაგალითი სწორედ დიზაინერებმა
მისცენ - ბუნებრივი ბეწვი ხელოვნურით ჩაანაცვლონ
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 11 მარ 2011, 00:22, edited 1 time in total.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]