გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 30 ივნ 2011, 21:18

სოფლები ნაგავსაყრელების გარეშე

იმის გამო, რომ სოფლებში არ არსებობს ლეგალური ნაგავსაყრელები, სოფლის მოსახლეობას ნარჩენების გადაყრა მდინარის პირას, ხევებში ან ღელეებში უწევს.

ავტორი: მანანა სარაშვილი, ადიგენი
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 22 ივლ 2011, 09:55

გარემოს დამცველები სამინისტროს ახალ ინიციატივაში საფრთხეს ხედავენ

21.07.2011
ავტორი მზია ფარესიშვილი

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებით შეხვდნენ ცნობას, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ტყითსარგებლობის პირობებს ცვლის. ლიციენზიების ნაცვლად, ახლა ტყეებს აუქციონზე გრძელვადიანი - 49 წლიანი - იჯარის პირობებით გაიტანენ. ამასთან დაკავშირებით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა, CENN-მა, დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს ამ პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. რა საფრთხეებს ხედავენ გარემოსდამცველები სამინისტროს ახალ ინიციატივაში?

გარემოსდამცველებს ცუდი წინათგრძნობა გაუმართლდათ. მათი უმეტესობა ეჭვის თვალით შეხვდა ხელისუფლების ინიციატივას, ბუნებრივი რესურსების მართვა ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადაებარებინა. ბუნებისდამცველები ხშირად აცხადებდნენ, რომ ბუნებრივი რესურსების დაცვა, ტყეების მოვლა, ეკოსისტემის შენარჩუნება ამ სამინისტროსთვის მხოლოდ რესურსებით სარგებლობად გადაიქცეოდა. სწორედ ასე აფასებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN-ი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ახალ წამოწყებას, რომლის თანახმადაც, ტყით სარგებლობის ლიცენზირება გაუქმდება და აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე ტყეებს აუქციონზე იმ პირებს გადასცემენ 49 წლიანი იჯარით, ვინც უფრო მეტ ფულს გადაიხდის.

[...]

ტყის იჯარით გაცემის ახალი პირობების შესახებ ინფორმირებული არ არის პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა გამცემლიძე. თუმცა რადიო თავისუფლებას მან საკუთარი აზრი მაინც გაუზიარა:

”მოკლევადიანი იჯარები, ლიცენზიები, რაც ახლა მოქმდებს, იწვევს სრულ ქაოსს, იმიტომ რომ კაცი, რომელიც 2 წლით იღებს რაღაც ტერიტორიას, ის მაქსიმალურად ექსპლუატაციას უწევს მას და არაფერს არ ტოვებს. იმას, ფაქტობრივად, ვალდებულებებიც არა აქვს. და გრძლევადიანი იჯარა მოიცავს სქემებს, როგორ უნდა მოიჭრას ხეები, როგორ უნდა გაიყვანოს გზა, როგორი ტექნიკა უნდა იხმაროს, ვალდებულებები იდება. ჩემი სუბიექტური აზრით, გრძლევადიანი იჯარა ბევრად წაადგება ქვეყნის ტყეებს, ვიდრე მოკლევადიანი.”
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 09 აგვ 2011, 10:35

შესაძლებელია თუ არა სატყეო მეურნეობაში შექმნილი პრობლემების მოგვარება ახალი გეგმის მიხედვით?

რეზო გეთიაშვილი CENN
8 აგვისტო, 2011


ხელისუფლებას ტყის მართვის ავსტრიული მოდელი გადმოაქვს, მაგრამ უარს ამბობს იმ ძირეულ საკითხებზე, რაც ავსტრიაში მდგრად მეტყევეობას უზრუნველყოფს: წინასწარი ინვენტარიზაცია, კატეგორიზაცია, ტყეების მართვისა და განვითარების ნაციონალური გეგმა, სახელმწიფო მონიტორინგის მექანიზმები.

ტყეები ისევ წინასწარი შეფასების (ინვენტარიზაციის) და განვითარების ნაციონალური გეგმის გარეშე გაიცემა; არ არსებობს სატყეო პოლიტიკა, სტრატეგია, კატეგორიზაცია; უცნობია გასაცემი რესურსის ოდენობა, ტყეების ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ღირებულება. თანაც საუბარია არა მარტო ტყეების, არამედ ტყით დაფარული ფართობების (მდინარეთა აუზების) გაცემაზე თავისი ყველა რესურსით, რომლის რეგულაციის გარეშე მართვამ შესაძლოა ეკოსისტემაში სერიოზული დისბალანსი გამოიწვიოს.

ევროპული კანონმდებლობით და პრაქტიკით, საქართველოს ტყეების 61.6 %-ის სამეურნეო ათვისება აკრძალულია. თუ გარემოს ეროვნული სააგენტოს სტატისტიკასაც მოვიშველიებთ, ტყეების აბსოლუტური უმეტესობა აკრძალვის ზონაში მოხვდება. ტყეებმა, რომლის გაიჯარებასაც ვგეგმავთ, 1990-2005 წლებში სერიოზული დეგრადაცია განიცადა. შედეგად, გააქტიურდა ბუნებრივი კატასტროფები, რაც ქვეყანას ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარი უჯდება.

იჯარით უნდა გაიცეს „ველური ტყეებიც“, რომელთა ფართობიც 500-600 ათასი ჰექტარია. ასეთი ტყეები ევროპაში საერთოდ არ დარჩა. ეს ნიშნავს იმას, რომ აღარასოდეს შეიქმნება დაცული ტერიტორიები, მათ შორის, ფშავ-ხევსურეთის, ცენტრალური კავკასიონის, სამეგრელოს, მაჭახელას გეგმარებითი დაცული ტერიტორიები, რომლებზეც უკვე მომზადებულია კანონპროექტები, ზოგ შემთხვევაში კი მართვის გეგმებიც.

რეფორმა სპობს დეცენტრალიზაციის შესაძლებლობებს. რეგიონები ბუნებრივი რესურსების გარეშე რჩება. შემოსავლები მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში, ადგილობრივი კი უკვე სამუდამოდ ხდება დამოკიდებული ტრანსფერებზე. რეგიონული თუ მუნიციპალური განვითარების გეგმებში მხოლოდ ფორმალურად იქნება წარმოდგენილი ისეთი პრიორიტეტები, როგორიცაა ტყე, წყალი, მინერალური რესურსები, ეკოტურიზმი... ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად შეუმცირდება კერძო ინიციატივების შანსი 49 წლის განმავლობაში.

გაუგებარია ერთ მოჭრილ ხეზე სამის დარგვის ვალდებულებაც. ერთ ჰექტარზე საშუალოდ 200 ხეა, ტყის გაშენებისას კი მინიმუმ 3 000 ნერგი ირგვება. ამ უხეში არითმეტიკით, ერთ მოჭრილ ხეზე, მინიმუმ 15 უნდა დაირგას. თუმცა, მანამდე უნდა გავარკვიოთ, სად ვჭრით და სად ვრგავთ.

ლიბერალი. #88. 8-14 აგვისტო. 2011
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 18 აგვ 2011, 01:02

ბორჯომის დამწვარი ტყეების აღდგენისთვის ჯერ არაფერი გაკეთებულა

დღემდე საქართველოში ყველას საშინელი სიცხადით ახსოვს, რა ხდებოდა ბორჯომის ხეობაში 2008 წლის აგვისტოში. ხანძარი 20 დღეზე მეტხანს გრძელდებოდა და დაახლოებით 1100 ჰექტარი ტყის ფართობი შეიწირა. სამი წელი გავიდა მას შემდეგ. ბორჯომის ხეობაში შექმნილი ვითარება რამდენიმე კომისიამ შეისწავლა. დადგინდა ზიანი, შედგა გეგმები და პროგრამები, მაგრამ დღემდე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. რა არის ამის მიზეზი, ახლა რა ვითარებაა ბორჯომის ხეობის ტყეებში და რა გეგმები არსებობს მომავლისთვის?..

მოუსმინეთ აქ
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Kakha » 18 აგვ 2011, 11:21

Nephros
მოსმენა მართალი გითხრა დამეზარა. მაგრამ რომ არაფერი გაკეთებულა ეგეც ვიცი და ისიც ვიცი რატომ. სკმაოდ მყავს ბიოლოგი მეგობრები და თავად რადგან დონორ ორგანიზაციაში მვუშაობ მქონდა შეხვედრაბი უცხოელ ექსპერტებთანაც. ამ სხვადასხვა ექსპერტების საბოლოო აზრი, როცა შეისწავლეს მდომარეობა კი ისაა, რომ ყველაზე სწორია თუ ადამიანი არ ჩაერევა ხელოვნურად ტყის აღდგენაში (ლაპარაკია ამ კონკრებულ, გადამწვარ ტყეზე) და ბუნებას მიანდობს თვითაღდგენას. ბუნება თავად უფრო სწორად და ბუნებრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებით აღადგენს რაც დაკარგა. თუმცა ამას დაახლოებით 20 წელი დასჭირდება.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 18 აგვ 2011, 21:00

Kakha

:) მესმის, ზაფხულში მეც მეზარება სერიოზული რაღაცეების მოსმენა

თქვენს კომენტარს რაც შეეხება. სამწუხაროდ მე მხოლოდ ის ინფორმაცია გამაჩნია, რაც საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება და არასდროს მიმიღია ინფორმაცია პირველწყაროდან.
სიმართლე გითხრათ, კარგად ვერ მივხვდი რას გულისხმობთ. ანუ ის ფაქტი, რომ არაფერი გაკეთებულა, იმის შედეგია, რომ ექსპერტებმა დასკვნა დადეს და ეს დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ უმჯობესია, თუ ადამიანი ხელოვნურად არ ჩაერევა ტყის აღდგენაში და ამას ბუნებას მიანდობს?
ყოველთვის მომხრე ვარ რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექსპერტები მონაწილეობდნენ და არა მოყვარულები ან უარეს შემთხვევაში საქმის სრულიად უვიცები. თუმცა ამ რადიოსიუჟეტში არც ერთი – არც მთვრობის და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ საუბრობს ამ დეტლზე. მხოლოდ ითქვა, რომ მეორე კომისიის მუშაობის შედეგად მიიღეს რეკომენდაციები, რომ შესაძლებელი ხდება აღდგენითი ღონისძიებების დაპროექტება, რაც შეიძლება შემოდგომიდან დაიწყოსო. ხოლო ამაში ხელოვნური ჩარევა თუ არჩარევა იგულისხმება, არ ჩანს.
შესაძლოა ის ტექსტი, რაც მე ზემოთ იმ საინფორმაციო საშუალებიდან გადმოვიტანე, მკითხველში უარყოფით ასოციაციას აღძრავს („დადგინდა ზიანი, შედგა გეგმები და პროგრამები, მაგრამ დღემდე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა“). ერთ–ერთი რესპოდენტიც მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებაში იმთავითვე მცდარი მოლოდინი ჩამოყალიბდა, თითქოს ცოტა ხანში დაიწყება აღდგენა და მალე მოშრიალე ტყეები გვექნებაო. ამას მეც ვიზიარებ. ვიცი, რომ ტყეების აღდგენა გრძელვადიანი პროცესია. ხოლო რა მეთოდით უნდა აღდგეს, ნამდვილად არ ვიცი და ვინც იცის, იმედია მათი აზრი გათვალისწინებული იქნება.

პს. კარგი იქნება, თუ მოუსმენთ, ნიუანსებია, მაგრამ მაინც საინტერესო.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Kakha » 19 აგვ 2011, 08:40

Nephros
ზუსტად მაგას ვგულისხმობდი. ანუ რამდენადაც მე ვიცი, სხვადასხვა ვარიანტების განხილვის შემდეგ მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ საუკეთესო მეთოდი არჩარევაა და რომ ბუნების თვითაღდგენაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. მაგალითად მასიურად ხელოვნურად ტყის გაშენება ბუნებრივ მრავალფეროვნების აღდგენს შეაფერხებსო.

ხაზს ვუსვამ ლაპარაკია კონკრებულად ბორჯომის ხეობაში გადამწვარ მასივებზე, სადაც გარშემო მაინც ტყეებია და ტყე თავად მიხედავს თავის თავს. აქ არ იგულისხმება მაგალითად თბილისის შემოგარენი, სადაც თუ არ დარგე ხეები კორომი თავად არ გაშენდება.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Tamari-ch. » 19 აგვ 2011, 08:56

ხაზს ვუსვამ ლაპარაკია კონკრებულად ბორჯომის ხეობაში გადამწვარ მასივებზე, სადაც გარშემო მაინც ტყეებია და ტყე თავად მიხედავს თავის თავს. აქ არ იგულისხმება მაგალითად თბილისის შემოგარენი, სადაც თუ არ დარგე ხეები კორომი თავად არ გაშენდება.
ისე ნაცარის ფენა რომ მოაშორონ მიწას და გადამწვარი ხეები მოჭრან - არ ჯობია?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 14 სექ 2011, 23:18

Kakha
გასაგებია
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 14 სექ 2011, 23:18

Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Ketevan Guliashvili » 14 ოქტ 2011, 12:38

ეს სტატია ფორესთ რუ-ზე წავიკითხე. ჩემთვის როგორც არასპეციალისტისათვის საინტერესოა.


Особенности выращивания деревьев в «многолесных» регионах

Большинство рекомендаций, которые вы найдете в данном пособии, относятся к так называемым «малолесным» регионам – территориям, где леса мало из-за того, что большинство лесов было истреблено человеком. В таких регионах лес, как правило, не может восстановиться естественным путем, а если и может, то такое восстановление займет несколько столетий. Здесь искусственное создание новых лесов имеет явный смысл: человек помогает природе восстановить то, что было им уничтожено и что сама природа восстановить не может.

В большинстве так называемых «многолесных» регионов, т. е. практически на всей территории таежных лесов России, лес сам довольно быстро восстанавливается почти на любом пригодном для его роста участке земли, как только человек перестает этому препятствовать. Любая вырубка, заброшенное поле, сенокос или карьер зарастают молодым лесом в течение одного-двух десятилетий. Многие участки пастбищ, сенокосов и пахотных угодий, заброшенные в таежной зоне России в начале 1990-х, после разрушения колхозов и совхозов, в наши дни уже покрылись молодой березовой или ольховой порослью, а кое-где и сосновой. Пройдет полвека, и береза с ольхой постепенно начнут замещаться естественным образом елью, а еще через полсотни лет в хвойных лесах никто и не узнает бывшие пастбища и сенокосы. То же самое с вырубками: на месте вырубленных хвойных таежных лесов довольно быстро (обычно за 5–7 лет) формируется молодая поросль, правда, чаще всего тоже лиственная – березовая или осиновая. Как и на заброшенных сельскохозяйственных угодьях, здесь через 50–100 лет (в зависимости от местных условий и от того, сохранился ли при вырубке бывший в лесу подрост деревьев) лиственные породы сменяются хвойными и через несколько десятилетий узнать во взрослом лесе бывшую вырубку может только хороший специалист. Искусственное лесовосстановление на вырубках в таежной зоне имеет скорее хозяйственный, чем природоохранный смысл: оно позволяет за более короткий срок восстановить запасы хозяйственно ценной древесины. К тому же сама необходимость искусственного восстановления хвойных лесов на вырубках часто связана с неправильно выбранными способами рубки. Существует множество способов рубки, позволяющих избежать искусственного лесовосстановления и при этом сохранить леса из коренных хвойных пород, различные выборочные или постепенные рубки, при которых верхний ярус древостоя никогда не вырубается сразу и полностью, что позволяет подросту хвойных деревьев формироваться и развиваться под защитой более старых деревьев. Поэтому гораздо более разумно не рубить все сплошь и потом стараться изо всех сил искусственно восстанавливать леса из коренных пород деревьев, а применять более щадящие для леса виды рубок. К сожалению, делать это лесоводам мешают прочно укоренившиеся привычки, и прежде всего допотопные инструкции. В общем, восстановление лесов на вырубках или создание новых лесов в таежной зоне России чаще всего не имеет того большого природоохранного смысла, как в «малолесных» регионах, где и природа, и человек серьезно страдают от недостатка леса. Восстановление хозяйственно ценных лесов на вырубках имеет прежде всего хозяйственный, а не природоохранный смысл, и связано с современной коммерческой деятельностью (заготовкой древесины). В этом случае надо стремиться к тому, чтобы предприятия, ведущие коммерческую заготовку древесины, были обязаны сами восстанавливать хозяйственно ценный лес после своих рубок, тем более что на таких гигантских площадях, которые ежегодно вырубаются сплошь в таежных лесах России (а это примерно 10.000 кв. км), силами общественности вряд ли можно добиться хозяйственно значимого результата.

Тем не менее и в таежной зоне есть смысл заниматься посадкой и выращиванием лесных деревьев. С точки зрения охраны природы это имеет наибольший смысл в двух случаях.

1. Восстановление леса на особенно важных в природоохранном или социальном отношении участках территории, где лес сам по той или иной причине не может восстановиться быстро. Это могут быть, например, берега рек или водные источники, родники среди крупных массивов сельскохозяйственных угодий (здесь лес не может сам восстановиться быстро потому, что ближайший существующий лес – источник семян деревьев – находится слишком далеко). Это могут быть окраины или улицы деревень и поселков – нередко они даже в «многолесных» регионах бывают совершенно лишенными деревьев просто потому, что никому в голову не приходило заняться их озеленением. Наконец, это могут быть совершенно деградировавшие в результате хозяйственной деятельности земли (карьеры, терриконы), где лес восстанавливается плохо из-за чрезмерно нарушенной почвы.

Восстановление лесов на таких участках в многолесных регионах мало отличается от восстановления лесов в «малолесных» регионах. Естественно, сроки посадки леса весной будут в северных регионах сдвинуты на более позднее время, срок выращивания саженцев в питомнике увеличится из-за менее благоприятного климата, скорость роста посаженного леса также будет заметно меньше. Но эти отличия не принципиальны, и большинство рекомендаций, подходящих для «малолесных» регионов, подойдет и здесь.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Ketevan Guliashvili » 14 ოქტ 2011, 12:38

მეორე ნაწილი


2. Восстановление пород деревьев, исчезающих или практически исчезнувших в лесах вашего региона или района вследствие хозяйственной деятельности человека. Таких немало, особенно в регионах с длительной историей хозяйственного освоения природных лесов. Например, в большинстве регионов Севера Европейской России за последние несколько столетий сильно сократилось количество лиственницы Сукачева – в первую очередь из-за того, что эта древесная порода специально выборочно заготавливалась для строительства различных специальных объектов (древесина лиственницы медленнее всего гниет в воде, и поэтому она издревле пользовалась особым спросом во многих европейских странах). Во многих регионах того же Европейского Севера сильно сократилось количество пихты и сибирского кедра – эти два дерева находятся здесь на самой западной границе своего распространения и потому наиболее чувствительны к различным природным и хозяйственным воздействиям. Рубки и пожары в таежных лесах Европейской России привели к заметному сокращению там количества дуба и других широколиственных пород, находящихся там на северной границе своего распространения и потому очень чувствительных к изменению условий жизни. Варварские заготовки корейского кедра на юге Дальнего Востока также привели к заметному сокращению количества кедровых лесов, а от этого дерева зависит жизнь не только многих таежных животных, но и людей, традиционно занимающихся заготовкой кедровых орехов. Список примеров можно продолжить. Большинство примеров относится к таежным лесам или Европейской России, или юга Дальнего Востока.

Восстановление таких пород деревьев имеет особенный смысл в тех категориях лесов, которые сейчас исключены из промышленных рубок – например, в зеленых зонах городов и поселков или в водоохранных зонах рек. Нередко такие леса оказываются в историческом плане наиболее нарушенными хозяйственной деятельностью человека. Это вполне объяснимо: раньше, когда лес практически никем не воспринимался как особая природная ценность, древесину старались заготавливать поближе к жилью и дорогам (чтобы меньше возить) или к рекам (по которым ее и сплавляли к местам потребления). Поэтому многие особо чувствительные и редкие древесные породы прежде всего и исчезали в самых населенных частях территории. И именно там наиболее целесообразно подумать об их восстановлении.

Посадка таких пород деревьев может производиться как на открытом месте, с целью создания новых участков леса из этих пород, так и под пологом уже существующего леса – на всевозможных более или менее открытых участках (например, на местах вывалившихся недавно крупных старых деревьев).

В таежных лесах Европейской России наибольшее значение может иметь восстановление лиственницы (юго-восток Карелии, Архангельская, Вологодская, Кировская области, юг Республики Коми); кедра сибирского (восток Архангельской области, Республика Коми, Пермская область); дуба, клена, вяза, липы – во всех тех регионах, где эти породы деревьев естественным образом встречаются и могут расти по климатическим и почвенным условиям; пихты (Архангельская, Вологодская, Кировская области, особенно в тех районах, где эта порода дерева естественным образом встречается, но сейчас крайне редка). Восстановление сибирского кедра уже имеет смысл и во многих регионах юга Сибири.

В таежных лесах юга Дальнего Востока наибольшее значение может иметь восстановление корейского кедра и маньчжурского ореха. Саженцы последнего исключительно легко выращивать в небольшом лесном питомнике: крупные, пригодные для посадки на постоянное место саженцы получаются уже за один год и при выращивании требуют значительно меньше ухода, чем сеянцы большинства других пород деревьев. Трудно подобрать более благодатное дерево для выращивания его на пришкольных или приусадебных участках. Здесь же в некоторых районах следует подумать о восстановлении многих диких лиан, важных для южных дальневосточных лесов и живущих здесь людей – лимонника, актинидии; их выращивание будет не менее важным, чем выращивание редких местных пород деревьев.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 19 აგვ 2012, 11:16

ინფორმაციისათვის:

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=mec ... 12%2009:48
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by ლეონტი » 19 აგვ 2012, 20:10

ინფორმაციისთვის:
ადგილობრივებმა მითხრეს თიანეთში და ახმეტაში, ტყის მასივები ჩინელებს მიყიდესო, მხოლოდ ამჯერად წალენჯიხის გამოცდილება გაითვალისწინეს და ადგილობრივ ყოჩებს აკეთებიებემ მოწრიდან გატანის ცატვლიტ ყველაფერს, ჩინელები საერტოდ არ ჩანანო.
მერე წარღვნა რომ დაანგრევს ყველაფერს 3 ჯერ მეტს ხარჯავენ ვიდრე მოიგეს, მაგრამ სხვა რესურსებს ეძებენ ამისთვის, ეხლა კი მაყუთია საჭირო.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by ლეონტი » 19 აგვ 2012, 20:12

Nephros
ინფორმაციისთვის: ზემო ბმული უსასრულოა იქნებ მოკლე სიმაარსი მოგვწერო?
ვნახე , მაგრამ კარგი და სასიხარულო არაფერია, გლახათ როა საქმე და რო....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]