გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 07 სექ 2010, 12:47

ხანძარი რაჭაში ლოკალიზებულია

02.09.10 10:26

რაჭაში ნოწარას ტყეში სამი დღის წინ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრეებმა ხანძრის ყველა კერა ჩააქრეს. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 7 ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა. ხანძრის ლიკვიდაციაზე 180 მეხანძრე და ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობდა.


2010-09-01 12:31:55
ცეცხლი სოფელ გლოლასა და ჭიორას შორის ტყის მასივს გაუჩნდა. დამწვარია იშვიათი ჯიშის წიწვოვანი ხეები. ძლიერი ქარი და მიუდგომელი ფერდობები ცეცხლის ჩაქრობას ართულებს. კლდოვანი ადგილების გამო კი, სახანძრო ტექნიკის სრულად გამოყენება ვერ ხერხდება.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 13 სექ 2010, 23:02

2,5 ათას ჰექტარზე გადამწვარი ტყე

08.09.2010
ავტორი ჯიმშერ რეხვიაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს მონაცემებით, წელს ზაფხულის განმავლობაში გაჩენილმა ხანძრებმა 430 ჰექტარი ფართობის ტყის მასივი გაანადგურა. ყველაზე მასშტაბური იყო ხანძარი აწყურის სატყეო უბანზე, სადაც 300 ჰექტარი დაიწვა. სულ, ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ცეცხლის სტიქიამ 2 ათას 500 ჰექტარი ტყის ფართობი შეიწირა. რა კეთდება გადამწვარი ტყეების აღდგენისა და ხანძართან ბრძოლის თვალსაზრისით?

ზაფხულის ხანძრებმა ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთის მხარე დააზარალა. 2008 წელს 950 ჰექტარზე გადამწვარ ტყეს წლევანდელი 300 ჰექტარიც დაემატა. 4 აგვისტოს აწყურის სატყეო უბანში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობა თითქმის მთელი თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა. არადა, სტიქიას საქართველოს ყველა კუთხიდან მობილიზებული მეხანძრეები ებრძოდნენ, თუმცა სპეციალისტები იმასაც შენიშნავენ, რომ ტყის გადასარჩენად მხოლოდ კლიმატური პირობები და მეხანძრეთა თავდადება არ კმარა, საჭიროა ხანძრის პრევენცია.
[...]
იმას, რომ ტყეების ბედი, ხშირ შემთხვევაში, არაკომპენტენტური და არაკეთილსინდისიერი პერსონალის ხელშია, დარგის სპეციალისტებიც შენიშნავენ.
[...]
„ეს ყველაფერი განადგურდა. მეტყევეები ტყიდან გამოდევნეს... არავინ იცის რა ღონისძიებები ჩაატარონ, რომ ხანძრები არ გაჩნდეს და როცა გაჩნდება, არ იციან როგორ ჩააქრონ, ამასაც ცოდნა უნდა. არის სპეციალური დარგი - პიროლოგია, რომლის ცოდნა ტყეში ხანძრების პრევენციისათვის აუცილებელია.[...]."
უნდა ითქვას, რომ ტყის ხანძრების მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა 2007 წლის შემდეგ.
2007-ში მხოლოდ 4 ჰექტარი დაიწვა,
2008 წელს, რუსეთის აგრესიის დროს, ათას ასი ჰექტარი,
2009 წელს - 720 ჰექტარი,
მიმდინარე წლის 8 თვეში კი 430 ჰექტარი. პროფესორ თეიმურაზ კანდელაკის თქმით, ხანძრების შედეგად გამოწვეული ზარალი დიდია და მისი სწრაფად აღმოფხვრაც ვერ მოხერხდება, ადამიანის აქტიური ჩარევა კი მხოლოდ ავნებს საქმეს.
[...]
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Kakha » 14 სექ 2010, 09:31

აი ასეთი განცხადება ვნახე.....

2010 წლის 17, 18, 19 სექტემბერს მთელ საქართველოში ტარდება ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია სახელწოდებით: „დავასუფთაოთ საქართველო“ (Clean Up Georgia!), დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World!) კამპანიის ფარგლებში.

კამპანიას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები და მდგრადი განვითარების კავშირი „ეკოხედვა“, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში ჩართვა“ ფარგლებში.

კამპანია ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.

მსოფლიოში ერთ–ერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიას, „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინციატივით. კამპანია აერთიანებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სკოლებს, ცალკეულ მოქალაქეებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების განსახორციელებლად.

კამპანია ტარდება ყოველ სექტემბერს და მასში მონაწილეობს 120 ქვეყანა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ტელ: +995 32 362633; +995 90 532600
ქ. თბილისი, საბურთალოს ქ. 40, I კორპ. ბ.50.
ელ.ფოსტა: info@greens.ge
ან ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს: www.greens.ge

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by lama » 14 სექ 2010, 11:10

Kakha
გავავრცელებ თუ შეიძლება

ძალიან საინტერესო ცნობაა...
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by ლეონტი » 14 სექ 2010, 11:20

დავასუფთაოთ თბილისი = მოვწამლოთ და ამოვხოცოთ გლდანის 6-7-8 მიკრორაიონის მოსახლება.
დავასუფთაოთ საქართველო = სადღაც ვიღაცას მუტაცია დაეწყება.
ჯერ საჭიროა ლოზუნგი:

შევქმნათ ნაგვის გაუვნებელყოფის ტექნოლოგიური სისტემა.

თორე გარედან ლამაზი შიგნით კი სავსე ათასი ტოქსინებით , აი გიჟური სიმწვანე.
აი ბოროტი თვითკმაყოფილება.
ნუ დაყრი შე ოჯახქორო და აღარ იწანწალებ ასაკრეფად.
თუ ვიღაცამ ყაროს და ვიღაცამ კრიფოს?

მოკლედ პრობლემა ნაღძობ ტვინშია და ნაგვის გაუვნებელყოფის არქონაში..

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5268
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by teo- » 14 სექ 2010, 12:52

დაწვა კიარა ის ინფორმაცია თუ გაქვთ რამდენი ჰექტარია გაყიდული??

ტობაზე რო მივდიოდით სადაც კაციშვლის ნასახი არ უნდა ყოფილიყო ჩინელები გადაგვეყარნენ, რომლებსაც ჰექტარობით შეეძინათ ტყე და ჭრიდნენ.. საქართველოში ბევრგან ასეთი რამე, რომ ხდება ბევრი მეუბნებაა ა
კარგი იქნება ინფორმაცია მოგვეპოვებინა მამ ყველაფერზე და მერე აქციასავით მოგვეწყო თორე 2-3 წლის მერე მივხვდებით, რომ ჩვენი სირცხვილიცაა ხმაც რო არ ამოვიღეთ
არა ექსკურსია! Image

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 14 სექ 2010, 14:14

teo- wrote:დაწვა კიარა ის ინფორმაცია თუ გაქვთ რამდენი ჰექტარია გაყიდული??
ჰოდა თუ გაქვთ ასეთი ინფორმაცია დაწერეთ. მარტო გადამწვარი ტყეებისთვის არ შეიქმნა ეს თემა.
მე ზემოთ ვიკითხე, თუ გაქვთ ინფორმაცია, კურცხანის ხეობაში გაჩეხილი ტყის შესახებ-მეთქი (მის შესახებ სწორედ იმ დროს გავიგე და იმიტომ ვიკითხე). თუ იცით რისთვის გაიჩეხა ის ტყე? სტადიონი რომ გაეკეთებინათ (!). ჰოდა ვინც ის ტყე გაჩეხა, დღეს გარემოს დაცვის მინისტრია და ხალხს ურჩევს, ხეები დარგონ! რა სასაცილოა! როგორც ბევრი სხვა ყველაფერი.
ხმამაღალი განცხადებები და ბრალდებები გვინდა?... ერთი ანდაზა გამახსენდა, მაგრამ აქ როგორ დავწერო :oops:
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 09 მაი 2011, 10:37

დიღმის ტყე-პარკის სადავო სტატუსი

06.05.2011
ავტორი ნინო თარხნიშვილი

გრძელდება ხმაური დიღმის ტყე-პარკისათვის სტატუსის შეცვლისა და მისთვის საზოგადოებრივ-საქმიან ზონად გადაკეთების გარშემო. მას შემდეგ, რაც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის, ”სენისა” და დიღმის მცხოვრებლის ანა გაბრიაძის სარჩელი, რომლითაც ისინი დიღმის ტყე-პარკისათვის ძველი, ანუ სარეკრეაციო ზონის სტატუსის შენარჩუნებას ითხოვდნენ, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, მათ სააპელაციო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს მიმართეს, თუმცა 5 მაისს გამართულ პროცესზე მოსამართლემ უარი თქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. როგორც აპელანტი მხარე აცხადებს, სტატუსის შეცვლით შეიქმნა რეალური საშიშროება იმისა, რომ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მწვანე საფარი დაზიანდეს, მოპასუხე მხარე კი - თბილისის მერია და საკრებულო - ირწმუნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი სტატუსი - საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - მშენებლობის წარმოების მაღალ კოეფიციენტს გულისხმობს, არანაირი ნებართვა მშენებლობაზე არ გაიცემა. როგორც ბოტანიკოსები აცხადებენ, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე არაერთი მცენარის უნიკალური ჯიშია აღრიცხული, გარემოსდამცველების თქმით კი, მწვანე საფრის გაჩეხა ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე სავალალოდ აისახება.
[...]
მოდით, მივყვეთ ქრონოლოგიურად: 2003 წლის 27 ივნისს ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მ.სააკაშვილმა გამოსცა დადგენილება, რითაც დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე აიკრძალა ყოველგვარი სახის კაპიტალური მშენებლობა და თბილისის მთავრობას დაევალა ტყე-პარკის ტერიტორიაზე მუდმივი დაცვის უზრუნველყოფა. 2009 წელს მიღებული გენერალური გეგმის თანახმად, დიღმის ტყე-პარკი დაზუსტებულ საზღვრებში აღიარებულ იქნა სარეკრეაციო ზონა 1-ად, რაც დაცვის ყველაზე მკაცრ რეჟიმს გულისხმობს, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 2009 წლის 11 სექტემბერს, ქალაქ თბილისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დიღმის ტყე-პარკს სტატუსი შეეცვალა და სარეკრეაციო ზონა #1 საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ად გადაკეთდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ტყე-პარკის ტერიტორია განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონას განეკუთვნება, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები, საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციით.
[...]
დიღმის ტყე-პარკში, რომლის გაშენებაც 1934 წელს დაიწყო, აღმოჩენილია მცენარეები, რომლებიც საქართველოს "წითელ წიგნშია" შეტანილი. შესაბამისად, ეს ტერიტორია, "წითელი წიგნისა" და "წითელი ნუსხის" შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს ექვემდებარება.

სრული ვერსია იხილეთ აქ

იხ. აქვე
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by qvevri » 11 მაი 2011, 17:30

ლეონტი
ცოტა ხანში ქვემო ქართლში იგეგმება ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება, რომელიც პრობლემას შეებრძოლება გარკვეულწილად, მაგრამ იმას, რომ ტყეებში და მდინარეებში ნაგავი იყრება ამას ამ ქარხნის აშენებით არაფერი ეშველება.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 07 ივნ 2011, 15:43

qvevri
მაგრამ იმას, რომ ტყეებში და მდინარეებში ნაგავი იყრება ამას ამ ქარხნის აშენებით არაფერი ეშველება.
მეც ასე ვფიქრობ.
ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის არსებობა პროცენტულად არანაირად შეცვლის საზოგადოების დამოკიდებულებას გარემოს დაბინძურების მიმართ.
ვფიქრობ, ამ დამოკიდებულების ცვლილება ადრეული ასაკიდან და ამ შემთხვევაში სკოლიდან უნდა დაიწყოს, რადგანაც მხოლოდ ოჯახი ამას ვერ შველის.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by KSOVRELI » 16 ივნ 2011, 16:15

სოფ. ახალ სამგორთან რაღაცას აშენებენ, რაღაც "რუსთავის მუნიციპალიტეტის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების.." - მეტი ვეღარ დავიმახსორე. ის დავიმახსოვრე, რომ პროექტის ღირებულება 3.5 მილიონი ევროა და უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით შენდება.
Last edited by KSOVRELI on 16 ივნ 2011, 23:07, edited 1 time in total.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Ketevan Guliashvili » 16 ივნ 2011, 18:11

მეგობრებო, მსგავსი დანადგარები საქართველოში არის?

ეს რუსული კომპანია ახორციელებს ნაგვის , კერძოდ კი პლასტმასისა და მეორადი პოლიმერების გადამუშავებისათვის საჭირო (მათ შორის პოლიმერების ყველაზე გავრცელებულ - პოლიეთილენის ნარჩენებს) აპარატურის მიწოდებას.

http://techpolymer.ru/

წერია რომ მომგებიან ბიზნესად შეიძლება იქცეს, ამ ნარჩენების გადამუშავება.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 27 ივნ 2011, 09:07

Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Ketevan Guliashvili » 27 ივნ 2011, 09:52

Nephros
მადლოა ამ ვიდეოს გაზიარებისათვის.
ჩემს ფეისბუქის გვერდზეც მოვათავსე. საკუთარი თვალით ნანახი, ასჯერ თქმულზე მეტად მოქმედებს. იმას დავამატებდი რომ პოლიმერული ნაგავის წვისას გამოიყოფა კანცეროგენული ნივთიერებები და ნამწვი (угарный газ ). პარკი ადვილად გადააქვს ქარს, ადრე თU გვიან სადმე ტყეში, რომლიმე ტოტზე თუ დაიდო ბინა არ გაგვიკვირდეს.

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 28 ივნ 2011, 12:10

Ketevan Guliashvili
:)
:(

ჰმ... გარემოს დაცვა ამ თემაში ტყეებს გასცდა. მგონი ასე ჯობია.

სიცოცხლისთვის საშიში

სახიფათო სამრეწველო ნარჩენები
„შავი ხეობის“ თეთრი საწამლავი

რუსუდან ფანოზიშვილი

რაჭის სამი სოფლის მოსახლეობამ არაფერი იცის იმის შესახებ, რომ მიტოვებული ქარხანა მათი შვილების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

რაჭაში, სოფელ ურავში ჯერ კიდევ ოცი წლის წინ საბჭოთა დროს აშენებული და საკავშირო მასშტაბით ცნობილი ურავის სამთო ქიმიური ქარხანა ფუნქციონირებდა. დღეს სოფლის შუაგულში, მდინარე ლუხუნის გასწვრივ მობეტონებული მოედანია, რომელიც სინამსვილეში სამარხია და 60 ათას ტონამდე დარიშხანის საწარმოო ნარჩენებს ფარავს. სამარხი წლების წინ დაზიანდა, ჩამოინგრა და და ცამარხული ნივთიერებები ახლა ლუხუნში ჩაედინება. ლუხუნი ურავის შემდეგ კიდევ რამდენიმე რაჭულ სოფელს გადის და რიონს უერთდება. 1999–2011 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „კარიბჭის“ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად ადგილობრივი ბავშვების სისხლსა და შარდში დარიშხანის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს: დარიშხანის დონე სისხლში 10 ერთეულით მეტი იყო, ვიდრე ამბროლაურში მცხოვრებ ბავშვებს ქონდათ, ხოლო შარდში – 13 ერთეულით. ანალიზის საგანგაშო ცვლილებები ჰქონდათ მდინარე ლუხუნის ხეობის ორი სხვა სოფლის – აბარისა დალიხეთის ბავშვებსაც.
დარიშხანის შესახებ არაერთ სამეცნიერო კვლევაში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ თეთრი დარიშხანი ხანგრძლივი ზემოქმედების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებებთან ერთად სიმსივნესაც იწვევს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში დაგროვებული სამრეწველო ნარჩენების ინვენტარიზაცია პირველად 2003 წელს ჩატარდა. სწორედ მაშინ გამოვლინდა, რომ ქვეყანაში 908 ათასი ტონა სახიფათო სამრეწველო ნარჩენი გვაქვს. თუმცა ფრიად შემაშფოთებელია რაჭის და სვანეთის სოფლებში – ურავსა და ცანაში დაგროვილი 100 ათას ტონამდე დარიშხანის შემცველი ნარჩენი. გაცილებით უარესი მდგომარეობაა სოფელ ცანაში, სადაც ნარჩენები დამარხულიც კი არ არის და იქიდან გამომდინარე მოწამლული ნივთიერებები პირდაპირ ცხენისწყალში ჩაედინება.
სახიფათო ნარჩენების გაუვნებელყოფისათვის მალე ჰოლანდიის მთავრობა საქართველოს 750 000 ლარს გამოუყოფს, რომელიც პირველ რიგში ცანას ნარჩენებისაგან გაუვნებელყოფას მოხმარდება.

ლიბერალი. # 80 / 13–19 ივნისი / 2011წ.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]