გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 05 აგვ 2010, 10:37

საქართველოს ტყის რესურსები

საქართველოს ტყე არის ეროვნული საგანძური. საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს მის მოქალაქეებს, დაიცვან, გაუფრთხილდნენ და იზრუნინ ბუნებაზე. ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის კონცეფცია ითვალისქინებს ტყის ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. ტყის მენეჯმენტის ეკოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტუკირი ასპექტები არის ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიის ნაწილი. ტყის მდგრადი განვითარების მიზანია, დააკმაყოფილოს საზოგადოების ძირითადი მოთხოვნები ტყის რესურსების სფეროში.

საქართველოს ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 6.95 მლნ. ჰექტარს. აქედან, სახელმწიფო ტყის ფონდის მიერ დაკავებული ფართობი 3005.3 ათას ჰექტარია. ტყით დაფარული ფართობი 2772.45 ათას ჰექტარის შეადგენს, რაც მთლიანი ფართობის 40 % -ია.
სახელმწიფო ტყის საერთო ფართობი 2456.2 ათას ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ტყით დაფარულია 2314.3 ათასი ჰექტარი. საქართველოში მერქნის საერთო მარაგი – 451.7 მილიონი კუბური მეტრია, რაც მსოფლიო მერქნის მარაგის 0.13% შეადგენს.
ტყეებში 1 ჰექტარზე მერქნის საშუალო მარაგი 163 მ3-ია. საქართველოს ტყის ფონდის ტყეების 97% (2915.8 ათასი ჰა) დიდი დაქანების ფერდობებზეა განფენილი, დანარჩენი 3% (90.6 ათასი ჰა) დაბლობი ტყეებია (კოლხეთის დაბლობისა და დასავლეთ საქართველოს ჭალის ტყეები).
ტყეები დაქანების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: 0-10° 5.5% (165.0 ათასი ჰექტარი), 11-20° 16.5% (496.0 ათასი ჰექტარი), 21-25° 16.6% (499.0 ათასი ჰექტარი), 26-30° 18.2% (547.0 ათასი ჰექტარი), 31-35 19.6% (589.0 ათასი ჰექტარი) და 36° და მეტი –23.6% (710.4 ათასი ჰექტარი).

ხნოვანების კლასების მიხედვით ტყეები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: საშუალო ხნოვანების – 33.4% 852.3 ათასი ჰექტარი), მწიფე და მწიფეზე უხნესი – 35.4% (904.4 ათასი ჰექტარი)

სახეობების მიხედვით ტყის ფონდი შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: წიფელი – 106 ათასი ჰექტარი – 46.6%; სოჭი – 161.5 ათასი ჰექტარი – 7%; ფიჭვი – 91.0 ათასი ჰექტარი 4%; მუხა – 241 ათასი ჰექტარი – 10.6%; თხმელა (მურყანი) – 125.1 ათასი ჰექტარი – 5.5%, წაბლი – 72.8 ათასი ჰექტარი - 3.2%; რცხილა – 220.6 ათასი ჰექტარი – 8.8%; ნაძვი – 102.0 ათასი ჰექტარი – 4.5% და სხვა ჯიშები – 220.6 ათასი ჰექტარი – 9.7%.
სიმაღლეზე ზღვის დონიდან ტყეები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: 100 მ.ზ.დ. – 2%, 101-500 მ.ზ.დ. – 5%, 501-1000 მ.ზ.დ. – 20%, 1001-1500 მ.ზ.დ. – 35%, 1501-2000 მ.ზ.დ – 31%, 2001 მ.ზ.დ და მეტი – 7%.





Georgian Flora Map

Image
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 05 აგვ 2010, 10:38

გარემოს დაცვა - გულგრილობა თვითმკვლელობაა!


04.06.2010
ავტორი გიორგი გვახარია

5 ივნისს საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, გარემოს დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქციებს აწყობენ და საზოგადოებას გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად ამისა, საქართველოში უამრავ ადამიანს გარემოს დაცვა მხოლოდ ხეების დარგვა და ნაგვის შეგროვება ჰგონია.

გიორგი გვახარია, გადაცემის სტუმართან, გარემოს დამცველ ირაკლი მაჭარაშვილთან ერთად ცდილობს გაარკვიოს, რატომ არის საქართველოს საზოგადოება გარემოსა და გარემოს დაცვის პრობლემების მიმართ გულგრილი.

გადაცემის ჩანაწერი იხილეთ აქ
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 05 აგვ 2010, 10:39

რადიო თავისუფლება
ახალი ამბები
3 აგვისტო, 2010
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

ბორჯომის ხეობაში ივლისის ბოლოს გაჩენილმა ხანძარმა 15 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 05 აგვ 2010, 10:40

რადიო თავისუფლება
ახალი ამბები
5 აგვისტო, 2010
ახალციხის რაიონის სოფელ აწყურთან ტყე იწვის


დღეს ხანძარი გაჩნდა ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის მახლობლად. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, ცეცხლის ალი ერთდროულად რამდენიმე ადგილას ავარდა. ხანძრის ლოკალიზებაში მეხანძრეებთან და მაშველებთან ერთად სოფლის მოსახლეობა მონაწილეობდა. დღის ბოლოს ხანძრის ჩაქრობაში ავიაციაც ჩაერთო. ოფიციალური ინფორმაციით, გაჩენილია ხანძრის ოთხი ღია კერა და იწვის 15 ჰექტარი ტყის მასივი. ხანძარი მთაში, მიუვალ ადგილას გაჩნდა, რაც ქართან ერთად ართულებს ჩაქრობის პროცესს. ბორჯომის ხეობაში კი ხანძრის ღია კერები აღარ არსებობს და, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, სპეციალისტები განმარტავენ, რომ მიმდინარეობს მიწისქვეშა ხანძარი. ამის გამო ადგილზე რჩებიან მეხანძრეები და მაშველები, რათა არ დაუშვან ღია კერების ისევ გაჩენა.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 05 აგვ 2010, 10:40

კავშირი ტყის ჭრასა და ტყის ხანძრებს შორის

04.08.2010
ავტორი მარინა ვაშაყმაძე

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ხანძრებმა წაღვერის ტყეები გაანადგურა და მნიშვნელოვნად დაზარალდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკისა და ეროვნული ნაკრძალის დაცული ტერიტორია. მას შემდეგ საქართველოს ტყეებში არაერთი ხანძარი იყო. რამდენიმე დღის წინ კი ბორჯომის ხეობაში კვლავ გაჩნდა ცეცხლი. სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პაპუნა ხაჩიძემ 4 აგვისტოს განაცხადა, რომ შესაძლოა მოხერხდეს ხანძრის საბოლოო ლიკვიდაცია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ქარი არ ამოვარდება.

ხანძრები ტყეებს ხშირად უჩნდება და ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. საშინელი ძალით მძვინვარებს ხანძარი მოსკოვის მისადგომებთან. რა არის ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი ზოგადად და რა - საქართველოში? როგორ შეიძლება მისი პრევენცია და რა კეთდება ამ თვალსაზრისით? ამ პრობლემებზე საუბრობენ სადისკუსიო მაგიდასთან ირაკლი მაჭარაშვილი, ”მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი, და გაეროს განვითარების პროგრამის, ტყის ეკოსისტემის აღდგენის პროექტის ხელმძღვანელი მერაბ მაჭავარიანი.

მოუსმინეთ აქ
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 აგვ 2010, 13:14

სასარგებლო ცნობებია.
ტყე ყველა ჩვენგანის საზრუნავი უნდა იყოს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 05 აგვ 2010, 15:33

Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 06 აგვ 2010, 16:08

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიყენებული ზარალი

Ecological Dimension
On august 15 Russian helicopters started to drop incendiary bombs on forests in Borjomi-Kharagauli National Park and it’s surroundings – Tsaghveri, Daba, Kvibisi, Sadgeri, Ardagani settlement.
On august 16 fire was set in Kaspi district and Surami, Khashuri district.
On August 20 fire was set in Gori district (village Djevera) and Kiketi, 10 kms from Tbilisi.

Approximately 400 hectares were burnt. Approximately 300 hectares was burnt in the national park.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 06 აგვ 2010, 16:12


28.07.2010


ბოლო 5 წლის მანძილზე ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად აბასთუმნისა და ბორჯომის ტყე დაზარალდა. 2005 წელს კურორტ აბასთუმნის ტერიტორიაზე 500 ჰა-მდე ტყის მასივი განადგურდა, ხოლო აგვისტოს ომის დროს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგები საქართველოს მთავრობამ ეკოციდად შეაფასა. ბორჯომის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ტრისტან ცუცქირიძე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ წაღვერსა და მიმდებარე ტერიტორიას ხანძარმა აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა.
ბორჯომში მოშლილი ეკოსისტემისა და ღვარცოფების წინაშე მდგარი მოსახლეობა ირწმუნება, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთთვიანი ხანძრის შემდეგ ბორჯომის ხეობაში კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 06 აგვ 2010, 16:20


ახალი ამბები

გევორქ შუშანიანი: “აწყურის ტყეში გაცილებით მასშტაბური ხანძარია, ვიდრე ბორჯომის ხეობაში”

05.08.2010
ავტორი მაია იველაშვილი


გარემოს დაცვის სამინისტროს წინაშე ამჟამად სამი პრიორიტეტული საკითხია გადასაჭრელი – ის, რომ ხანძარმა მოსახლეობას საფრთხე არ შეუქმნას, ცეცხლი ნაკრძალის ტერიტორიაზე არ გავრცელდეს და მისი ლიკვიდაცია დროულად მოხდეს.
…
მიუვალი ადგილი, ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ის მიზეზებია, რამაც ხანძრის სწრაფი გავრცელება გამოიწვია.
…
ცეცხლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში 4 აგვისტოს დღის 3 საათისთვის გაჩნდა. სოფლის მცხოვრებლებმა ხანძარი ერთდროულად რამდენიმე ადგილზე შენიშნეს.
…
აწყურის ტყეში ამ დროისათვის ხანძარს 3 ვერტმფრენი, 500-მდე მოხალისე და 20 სახანძრო ეკიპაჟი ებრძვის.
…
სამაშველო სამსახურის უფროსი სამცხე-ჯავახეთში გევორქ შუშანიანი აცხადებს:

„ძალიან დიდი ხანძარია - შეიძლება ითქვას, რომ 50 ჰა-ზე მეტია... შერეული ტყის მასივებია, არის სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები, მაღლა ალპური ზონაა და ქარის გავრცელების საშიშროებაც მეტია. ამიტომ ზედა ზონის დაკეტვა მიმდინარეობს, რომ არ მოხდეს ახალი კერების გაჩენა. ნაკრძალის მხარე თითქმის დაკეტილია და ჩვენი მცდელობა არის, რომ არც ნაკრძალზე და არც სხვა მიმართულებით ხანძარი არ გავრცელდეს. ახლა ისეთი პერიოდია, ზოგი მაყვალზე დადის, ზოგი მალინაზე, შეიძლება სიგარეტის ნამწვმა, დაუდევრობამ, შეიძლება მინის ბოთლის გადაგდებამაც გამოიწვიოს ხანძარი.”
...
ხანძრის გავრცელების შემთხვევაში საფრთხე, ერთი მხრივ, ნაკრძალის ტერიტორიას, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ფერსას, სვირსა და წინუბანს, ხოლო, მეორე მხრივ, ადიგენსა და აბასთუმანს ემუქრება.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 09 აგვ 2010, 13:00

Neuer Wald für Georgien

Länder: Georgien, Armenien, Aserbaidschan
Projektziel: Wiederaufforstung im Rahmen der Kaukasus-Initiative
Projektgröße: 250 Waldschutzgebiete
Investitionssumme: 4,8 Mio. Euro


Der Kaukasus ist eine Region der Superlative, hier gibt es alles: Gletscher, Wälder, Wüsten, Steppen. Mehr als 7000 Tierarten gibt es zwischen dem Schwarzen und dem Kaspischen Meer. Für die Umweltschützer vom WWF gehört der Kaukasus zu den "Global 200" – den ökologischen Schlüsselregionen. Doch die Vielfalt ist bedroht, weil viele Wälder abgeholzt wurden. Auch in Georgien. Dort forsten Umweltorganisationen die Baumbestände wieder auf. Mit dabei: Schulklassen aus der Region, die so das Lernen gleich mit praktischem Umweltschutz verbinden.

---

A new forest for Georgia

Countries: Georgia, Armenia, Azerbaijan
Project goal: Reforestation within the framework of the 'Caucasus Initiative'
Project size: 250 protected forested areas
Investment: 4.8 million euros ($6.1 million)


The Caucasus is home to all kinds of landscapes - glaciers, forests, deserts, steppes. More than 7,000 species live between the Black Sea and the Caspian Sea. But the region's wild heritage is increasingly under threat. Georgia's forests are desperately in need of reforestation. It's being carried out by environmental group WWF with the help of entire school classes. The idea is that the children won't just be doing something for the environment, but also learning something valuable.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 28 აგვ 2010, 00:44

ამონარიდები სხვისი დღიურებიდან.

"თავისუფლების დღიურები"
ირაკლი მაჭარაშვილი


"[...]
16 აგვისტო, ორშაბათი
სამსახურში დილა ახალი გაზეთებით იწყება. ეკონომიკის სამინისტრო ხე-ტყის დამზადების ახალ აუქციონს აცხადებს. რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ სალიცენზიო პირობების დახვეწასაც მივაღწიეთ და 2009-10 წლებში ლიცენზიების გაცემაც კანონის დაცვით მიმდინარეობდა. მაგრამ ამ ზაფხულიდან ისევ დაიწყო უკანონობა: მთავრობამ გარემოს დაცვის სამინისტროს ტყის ინვენტარიზაციისთვის ფული არ გამოუყო; შედეგად, ტყის რესურსებს ისევ შეუფასებლად ჰყიდიან, გადაწყვეტილება ისევ გაუმჭვირვალედ მიიღება. წინა წლების დარღვევების გამო, მორიგი სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს გვაქვს ჩანიშნული. ახალ აუქციონებზე საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვო. როგორც ჩანს, ახალი საქმის აღძვრა მოგვიწევს; პარალელურად დავიწყებ საჩივრის წერას კონტროლის პალატისთვის. რა გამოვაო, გვეუბნებიან ხოლმე, მაგრამ ვთვლი, რომ თუ არ სცადე, ვერასოდეს გაიგებ, გამოვა თუ არა. თანაც, არცთუ ცოტა რამ შევცვალეთ ამ ბოლო დროს...

დილას ჟურნალისტი მოდის, მესტიაში სათხილამურო კურორტის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები აინტერესებს. სვანეთში თვის დასაწყისში ვიყავი, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. მოსახლეობა თვლის, რომ მათთვის ცარისტული რუსეთისა და საბჭოთა ოკუპაცია არ დასრულებულა, ვინაიდან მამაპაპისეული მიწები ჯერაც სახელმწიფოს ხელშია. მათ უკითხავად, იქ რუსები ტურბაზებს აშენებდნენ, ახლა კი საბჭოთა დროს შეწყვეტილი სათხილამურო კურორტის მშენებლობა განაახლეს. მესტიელები ამბობენ, რომ ბოლო ორი წელია, სათიბ-საძოვრების დარეგისტრირების მსურველებს უარით ისტუმრებენ. რეგისტრაციის გარეშე კი ის მიწა, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდნენ, მათი არაა. სვანებს უსამართლოდ მიაჩნიათ შეთავაზებული კომპენსაციაც, - ერთჯერადად, სამი ლარი ერთი კვადრატული მეტრის სანაცვლოდ - მაგრამ ეშინიათ, რომ ამასაც დაკარგავენ და თანხმდებიან. ეს დეტალები თბილისში არავინ იცის. სამაგიეროდ, თბილისელებმა იციან, რომ იქით კვირაში მუსიკალური ფესტივალია მესტიაში. არ იციან, რას ფიქრობენ ამაზე მესტიელები და არც აინტერესებთ. იციან, რომ მესტიაში ჰოკეის მოედანი და სათხილამურო ტრასა იქნება. არ იციან, რომ მესტიაში ნაგავსაყრელი არ არის და თითოეული ტურისტი მხოლოდ იქ ყოფნის ფაქტით ზიანს აყენებს სვანეთის ბუნებას. იციან, რომ მალე მესტიას ახალი ფასადები ექნება. არ იციან, რომ ცუდი პირობების გამო ათასობით უნიკალური ხატი და ხელნაწერი დღითიდღე ნადგურდება მუზეუმებსა და ეკლესიებში...

საღამოს ახალი ამბები ჩავრთე. სვანეთის ტურისტული აღმშენებლობა მთავარი თემაა: გამგებელი, მინისტრი, პრეზიდენტი. არც ერთი ჟურნალისტი არ დაინტერესდა, რას ფიქრობს ამაზე ხალხი.
[...]

17 აგვისტო, სამშაბათი
[...]
თბილისში ცხელა. ჟანგბადი არ არის. ყველგან ცხელა საქართველოში. ამ დროს ჯავახეთში უნდა იყოს კაცი, მადატაფაზე. ჩრდილოეთის მხარეს ტბასა და მთას შორის, ნახევარკუნძულზე ვდგამდით ხოლმე კარავს. მე მგონი, ამ ტბის გარშემო სოფლები უშგულზე მაღლა უნდა იყოს. უამრავი ფრინველი იქნება ამ დროს. ჯავახეთი უნიკალური ადგილია – ევრაზიის გადამფრენი ფრინველების მეხუთედი ჯავახეთის ტბებით სარგებლობს მიგრაციის დროს. ფრინველების ასეთი სიუხვე მხოლოდ ზღვის სანაპიროებისთვის არის დამახასიათებელი. სამცხე-ჯავახეთი არის ბიომრავალფეროვნების ორი ცხელი წერტილის შესაყარი: კავკასიისა და ირან-ანატოლიის. მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების სულ 34 ცხელი წერტილია და, როგორც წესი, ტროპიკებში.

რამდენიმე ხნის წინ პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ერთად ჩავიდა ჯავახეთში, ლაპარაკობდა სათხილამურო კურორტის აშენებაზე. მერე გარემოს დაცვის სამინისტროში იყო მისული და დაავალა ტყეების გაშენება ფარავნის სანაპიროზე. სამწუხაროდ, პრეზიდენტს ვერავინ უთხრა, რაში მდგომარეობს ჯავახეთის ტბების უნიკალურობა და რა პოტენციალი აქვს მათ ეკოტურიზმის თვალსაზრისით.

რამდენიმე თვის წინათ, გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტი ჯავახეთის ტბების საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორიების სიაში შეტანის თაობაზე, მთავრობის სხდომაზე დაიბლოკა იმ საბაბით, რომ იგეგმება საღამოსა და ფარავნის ჰესების აშენება. არადა, ფარავნის ჰესი დაგეგმილია მდინარე ფარავანზე, ტბა ფარავნიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე, ხოლო საღამოს ჰესი – ტბიდან ასევე საკმაოდ მოშორებით, სოფელ არაკალთან. უცნაურია, რომ სამინისტროები საკუთარი თანამშრომლების მომზადებულ დოკუმენტებსაც არ იცნობენ და სხვებსაც ვერ აგებინებენ. ტურიზმის განვითარება კი კარგია, მაგრამ მეჩვენება, რომ სწორი გზით არ მივდივართ. სვანეთში და ჯავახეთში ვაშენებთ სათხილამურო კურორტებს, ანაკლიაში - საზღვაოს და ა.შ. ფინანსების ეკონომიისა და კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, ალბათ, აჯობებდა ბუნებისაგან ბოძებული უნიკალური შესაძლებლობების გამოყენება და ეკოტურიზმის განვითარება.
[...]"
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
mia-maria
ბილიკზე მოარული
Posts: 40
Joined: 14 ნოე 2009, 23:09
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by mia-maria » 29 აგვ 2010, 02:02

სერიოზული ნაშრომია

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 06 სექ 2010, 17:04

ვინმეს თუ გააჩნია ინფორმაცია კურცხანის ხეობაში გაჩეხილი ტყის შესახებ?
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

User avatar
Nephros
მაწანწალა
Posts: 643
Joined: 25 სექ 2009, 02:06
Location: სახლი
Contact:
გარემოს დაცვა – საქართველოს ტყეები

Post by Nephros » 07 სექ 2010, 12:44

ხანძარი ყვარელში

ორშაბათი, 06 სექტემბერი 2010 17:17

ყვარლიდან 5 კილომეტრის დაშორებით, ე.წ. ვაზოვანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 20 ჰექტარზე ტყის მასივი იწვის. ამდროისთვის ლიკვიდირებულია ხანძრის ორი კერა, სამი კერის ჩაქრობას მეხანძრეები ვერტმფრენების დახმარებით ცდილობენ.
Image
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]