Page 3 of 3

სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Posted: 19 აპრ 2010, 00:01
by ttt
არსებობს სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი პარაზიტი სოკოები. მცენარეებში სოკოთი დაავადების შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე ცხოველებში.
პარაზიტული სოკო – გუდაფშუტა იწვევს მარცვლოვანი კულტურების დაავადებას და მათ დაღუპვას. ზოგჯერ ისინი ანადგურებენ მთელ მოსავალს.
XIXსკ-ში ირლანდიაში დიდი შიმშილობის მიზეზი გახდა კარტოფილის შავი სიდამპლის გამომწვევი სოკო, რამაც გამოიწვია მოსახლეობის დიდი ნაწილის ემიგრაცია სხვა ქვეყნებში.
პარაზიტული სოკოების მიერ მიყენებული ზარალის თავიდან აცილების მიზნით, განვითარდა ქიმიური მრეწველობის დარგი, რომელიც ამ სოკოების საწინააღმდეგო ნივთიერებებს, ე.წ. ფუნგიციდებს ამზადებს.


სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Posted: 19 აპრ 2010, 00:05
by ლეონტი
ttt wrote:
ღვინის წარმოება ეფუძნება ყურძნის კანზე არსებული ველური საფუარი სოკოების მოქმედებას. იგი ნახშირწყლებს სპირტად გარდაქმნის. როდესაც გამოყოფილი სპირიტს კონცენტრაცია 10-15% აღწევს, იგი თავად ამ სოკოს ანადგურებს. ამის შემდეგ ღვინოს ფილტრავენ და ინახავენ. ღვინოში რჩება გამოუყენებელი შაქარი, რაც ღვინის გემოს განაპირობებს.
ასეთივე წესით მზადდება სიდრი _ ვაშლის წვენისგან, აიპონური საკე – ბრინჯისგან, ხორბლისგან არაყი და ა.შ.




ქვევრი, რამე შეცდომაში ხომ არ შევდივართ?

სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Posted: 19 აპრ 2010, 09:48
by qvevri
ლეონტი
მე არა :!:

სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Posted: 19 აპრ 2010, 10:36
by Archil
Hereti

რომელია საჭმელი და რომელი არა, მაგენიც მიგეწერა ბარემ, მადლი გექნა

სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Posted: 23 აპრ 2010, 16:07
by Hereti
Archil
აწერია ყველას ბოლოში :wink:

სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Posted: 27 მაი 2010, 16:26
by Hereti
ნუთუ ასე ცოტაა სოკოს მოყვარული კარავზე?

სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Posted: 27 მაი 2010, 16:50
by lama
Hereti wrote:ნუთუ ასე ცოტაა სოკოს მოყვარული კარავზე?
სოკოებზე რუსები გიჟდებიან

ჩვენ ნაკლებად :)

სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Posted: 27 მაი 2010, 19:49
by Hereti
lama
:x მე ვგიჟდები სოკოზე და ვერ ვიტან რუსებს, პარადოქსი?? :lol: :lol: :lol: :lol:

სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Posted: 31 მაი 2010, 20:26
by Ledi
Hereti მე პირადად ძალიან მიყვარს სოკოს კრეფა, თუ მსგავსი გასვლა დაიგეგმება სიამოვნებით წამოვალ. რაც შეეხება სოკოს კერძებს, სუნიც კი მაღიზიანებს, თუმცა სოკოს მომზადების ჩემეული რეცეპტი მაინც მაქვს :D
თემა ძალიან საინტერესოა, ამიტომ აქ ხშირად შემოვიხედავ
:D

სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Posted: 24 ოქტ 2012, 20:31
by Forest
Hereti

გაქვს კიდევ ინფორმაცია საქართველოს სოკოებზე?...

ძალიან მაგარი თემაა...

სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Posted: 25 ოქტ 2012, 00:12
by aragvispireli
აუ ისე მართლა რა მაგარი იქნება სოკოს კრეფის გასვლა რომ მოეწყოს :)
კრეფაც მიყვარს და მირთმევაც :)) ასე რომ დიდი სიამოვნებით წამოვალ თუ დაიგეგმა <3

სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Posted: 28 ოქტ 2012, 19:59
by QAQUCA
დღეს დიდგორისკენ ვიყავი და სახალხო სოკოს კრეფა იყო გაჩაღებული, ამდენი სოკოსმაძიებელი ცხოვრებაში არ მინახავს.... :lol: :lol: :lol:

სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Posted: 05 ნოე 2012, 15:07
by ნინი_85
ძალიან აზარტული პროცესია, დიდი ხანია აღარ გამომიცდია ამ პროცესით მიღებული სიამოვნება, თუმცაღა :)

სოკოები საქართველოს ტერიტორიაზე

Posted: 24 ნოე 2012, 17:38
by Hereti
მეც ვიყავი ამ დღეებშI ნორიოშI გავაჭრი და მოვკრიფე ქამა და რაღაც რუღაც სოკოები, მოვხარში მოვთუთქე და გეახელით, 3 დგე გავიდა ცოცხალი ვარ ჯერ კიდევ