Page 5 of 5

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 02 თებ 2011, 10:12
by avtokh
qvevri wrote:avtokh
ვაჰ, ზუსტად ეს სურატი მაქვს ნანახი სადღაც, ახლო წარსულში და ვერ ვიხსენებ. ეს სურათი უკვე იდო სადმე? და სადაა შენი სოფელი?
ეს ფოტო "ვინ გამოიცნობს რა მცენარეა"-ში დავდე და მიტომაც გახსოვს :) სოფელი კი ხარაგაულის რაიონში მაქვს, სოფ. ლახუნდარა. ეგ ხე უძველესია, თუმცა სოფელში სხვა ასწლოვანი ხეებიცაა, ჩემ გვერდითა ეზოში მინიმუმ 150 წლის მუხა დგას :)

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 02 თებ 2011, 10:23
by qvevri
ვიცი ეგ მხარე. თავის დროზე წყალაფორეთში დავდიოდი ხოლმე საქმეზე და მაქედან მახსოვს.

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 02 თებ 2011, 10:26
by avtokh
წყალაფორეთი შემდეგი სოფელია, ერთმანეთზეა მიბმული :) ვარძიაც გეცოდინება სადაც ეკლესიაცაა შუასაუკუნეების და შემდეგ ადგილობრივი ყიფიანების მიერ აღდგენილი, ზუსტად არ მახსოვს რომელ საუკუნეში. ამის ძველი სტელაცაა ეკლესიასთან.

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 25 აგვ 2011, 12:46
by guruli
გავაცოცხლოთ თემა.
ეს ცაცხვი ჩემი სოფლის - ზემოხეთის (ჩოხატაურის რაიონი) მთავარ სასაფლაოზე დგას. ზუსტი ასაკი არავინ იცის, მაგრამ ამბობენ, 3 საუკუნეზე მეტი ხნისააო. მაგის ისტორია სადღაც დავწერე კარავზე, მაგრამ ვერ ვიპოვე და დავწერ თავიდან. ის დაურგავს ვინმე კერძევაძეს, რომელშიც მერე გურულ ფირალთა სისხლს უყივლია, :D ბატონი მოუკლავს (არადა, პატარა, მაგრამ კარგი გვარია, წყნარი, მშრომელი, პურმარილიანი და ჯიგარი ხალხია) და ვანის რაიონის სოფელ გორა-ზეინდარში გაქცეულა. იქ დღესაც ცხოვრობენ კერძევაძეები, რომლებმაც წლების წინ კითხვა-კითხვით მოაგნეს ზემოხეთს. თურმე მათ წინაპრებისგან იცოდნენ, რომ მათი გვარი გურიის რომელიღაც სოფლიდან იყო წამოსული, სადაც იმ პირველ წინაპარს სასაფლაოზე ცაცხვი დაერგო, რომელიც უკვე დიდი ხე უნდა ყოფილიყო. პარალელურად, ჩვენს სოფელშიც ამ ცაცხვზე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ვინმე კერძევაძეს დაერგო, რომელიც მერე სხვაგან გაქცეულა... მოკლედ, ეს ორი ზეპირგადმოცემა ერთმანეთს ძირითადში ემთხვეოდა და ამიტომ ვანელ კერძევაძეებს მოგვარეების პოვნა არ გასჭირვებიათ, რადგან ეს გვარი გურიაში სხვაგან არც ცხოვრობს. მათ დღესაც აქვთ მიმოსვლა ერთმანეთში და ბიძაშვილობენ.
Image

ესეც მისი "შინაგანი სამყარო".
Image

Image

ეს ჭადრის ხეები სკოლის ეზოში დგას (კადრში რაც ჩანს, ეგაა სააკაშვილის სკოლა. :cry: :cry: ძველს ცალკეული ოთახები ჰქონდა მაგხელა, მაგრამ იმის სარემონტოდ სულ რაღაც 5 ათასი ლარი დაენანათ და ეგ ააშენეს 142 ათასად! :( :( ). მაგათი ასაკი 100 წელზე მეტი თუ არა, არც ნაკლები იქნება. დაურგავს სკოლის ყოფილ დირექტორ ლაზარე ნიკოლაიშვილს.

Image

ასწლოვანი ბერმუხა არაა, მაგრამ მაგ ჭადრების უკან აი, ეს მთები იმალება, მაგ მთებში კი რა სიგრილე, რა სილამაზე და რა ტყეები იმალება, მაგას ნუ მომაყოლებთ. :P
Image

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 25 აგვ 2011, 17:05
by qvevri
ცხონდნენ ამ ცაცხვისა და ჭადრის დამრგველები. :wink:

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 23 სექ 2011, 15:33
by qvevri
თელავის ჭადარი....
Image

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 14 აპრ 2012, 13:00
by ლეონტი
ეს ნინოწმინდის რაიონშია.

Image

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 17 აპრ 2012, 14:28
by avtokh
ლეონტი wrote:ეს ნინოწმინდის რაიონშია.

Image
როგორ გარუჯულან ნინოწმინდელები :)))

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 23 აპრ 2012, 16:30
by qvevri
ძველი გავაზის ვერხვი
Image

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 23 აპრ 2012, 22:40
by ლეონტი
გამო, გამო, ჩოხასავით რო მოგირგია ეგ შეშა.