Page 1 of 5

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 31 იან 2010, 20:43
by qvevri
ეს თემა დიდი ხანია მინდოდა გამეხსნა და აი დღეს მოუყარე თავის იმ სურათებს, რომლებიც ჩემს მიერაა გადაღებული და რომლებსაც დიდი ხანია ვაგროვებდი. მართალია ჩემი სურათები ცოტაა, მაგრამ კარავზე მარტო მე ხომ არა ვარ ვისაც ეს თემა დააინტერესებს :?: ხოდა ჩვენც ნუ დავიზარებთ და დავაწყოთ იმ ასწლოვანი ხეების სურათები, რაც კი მოგვეძებნება. თუ არ მოგვეძებნება და ვიცით მათი ადგილსამყოფელის შესახებ, მაშინ ერთმანეთს გავუზუაროთ ამ ხეების ადგილსამყოფელი და ამის შემდეგ შეძლებისდაგვარად გადავიღოთ ხოლმე. ვინძლო ისეთ კოლექციას მოუყაროთ თავი, რომ როდესმე მისი მაღალყოვლადუადმინესებულობის ყურადღებაც მივიქციოთ და დავიმსახუროთ მისი მოწყალე მზერა და უფრო მეტიც, იქნება და ამ ყველაფერმა შორეულ მომავალში კარვული კალენდარის შექმნას შეუწყოს ხელი და დაუდოს დასაბამი??? "საქართველოს ასწლოვანი ხეები"??? ისე როგო ჟღერს?. მოკლედ ვიწყებ თემას იმ იმედით, რომ ამ თემის გარშემო ბევრი კარველი გაერთიანდება. დადებულ სურათს უნდა ახლდეს იმ ადგილის დასახელება სადაც დგას თავად ხე და ასევე დადებული ხის ჯიშის დასახელება. თუკი ხის ჯიში არ გვეცოდინება არც ეგაა პრობლემა, კავკასიკა ხომ მუდამ ჩვენს გვერდითაა? შეეცადეთ, რომ დადოთ ისეთი ხეების სურათები, რომელთა ასაკი ას წელზე ზევით არის. თუ თქვენ არა ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ხე ამ ასაკისაა და სავარაუდოთ ის 20--30--40 ან ცოტა მეტი წლისაა, ასეთი ხეების სურათებიც დააწყეთ აუცილებლად, ოღონდ არა ამ თემაში :wink: არამეს იქ სადაც თქვენ გაგეხარდებათ, მოკლედ სადმე სხვაგან. აბა თქვენ იცით.
რა თქმა უნდა პირველ სურათად მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის 16 საუკუნოვან ხეს დავდებ. ეს გახლავთ აკაკის ხე, რომელიც წმინდა ნინოს დროინდელია. ხის შტამბი თითქმის მთლიანად ფუღუროდაა ქცეული, მაგრამ ხე კიდევ დიდხანს იდგება მტრის ჯინაზე. ვინ იცის რამდენი რამის მომსწრეა ეს ხე...
Image
შემდეგი ასწლოვანი ხე გახლავთ იტრის დედათა მონასტრის უძველესი ურთხელი(უთხოვარი), რომელიც რა თქმა უნდა ას წელზე ბევრად დიდია
Image
შემდეგი კი ავენისის ცნობილი უთხოვარია, რომელიც არაერთ კარველს მოუნახულებია. ხე, არა ერთი, არამედ რამოდენიმე ასეული წლისაა.
Image
შემდეგი გახლავთ კახის წმ. გიორგის ეკლესიასთან მდგარი ცაცხვი, რომელიც გადმოცემით ასწლოვანი უნდა იყოს...
Image
ეს წიფელი დიდგორზე მეგულება, მე ამ საქმეში დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ დიდგორზე ხები შედარებით ნელა იზრდება და ხემ ამ სიმაღლესა და სისქეს რომ მიაღწიოს ნამდვილად უნდა აღემატებოდეს ას წელს. ისე კი სადღაც გადაკარგულ უღრან ტყეში არ გეგონოთ. დიდგორის მემორიალთანვეა გვერდზე.
Image
ამ შემთხვევაში მართალია ხე არ არის, მაგრამ არის ვაზი, რომელიც ას წელსაა გადაცილებული. ვაზი დგას სოფელ წინანდალში, ნიკოლაიშვილების ოჯახში. მათი გამოთვლით ვაზის ასაკი ას წელს აღემატება. ვაზის სასუფრე მიმართულებისაა და არის წითელყურძნიანი.
Image
და ჯერ-ჯერობით ბოლო სურათი. კაკლის ხე, რომელიც დგას საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში. ამ ხეზე ამბობენ, რომ ილიას დარგულიაო, მაგრამ ეს კაკალი ილიამდე აქ მდგარა და თავისთავად ას წელზე ბევრად მეტია. სავარაუდოთ 150-დან 200 წლამდეა.
Image
თუ დამცალდა გაგრძელება მალევე იქნება.

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 31 იან 2010, 21:34
by qvevri
მოვიხელთე კიდევ ერთი სურათი. ესაა კაკლის ხე პაპა ბაგრატას ნასახლართან ასე 50 მეტრში. როგორც ადგილობრივმა მითხრა ეს ხე სავარაუდოთ 200 წლისააო.
Image

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 31 იან 2010, 22:14
by qvevri
რაღა თქმა უნდა ქოზიფას მამათა მონასტრის უძლიერესი სოჭის გარეშე არაფერი გამოვა. ვვარაუდობ, რომ სოჭი არა ერთი ასეული წლისაა.
Image

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 31 იან 2010, 23:30
by Giorgi Bagrationi
ეს კედარი, კალოუბნის წმ.გიორგის ეკლესიის გვერდით, როგორც ამბობენ 500-600 წლის უნდა იყოსო. ზოგიერთ წელს მკვდარიც მინახავს, მაგრამ ისეთი სიცოცხლისუნარიანია (ალბათ ღრმა ფესვების გამო), რომ ისევ ცოცხლდება ხოლმე.
Image

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 01 თებ 2010, 01:18
by lama
Giorgi Bagrationi
ძალიან საინტერესოა :)

მაგრად მინდა კალოუბნის ეკლესია ვინახულო, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე :)

იმედია მალე მე და ჩემი ირმუნია მოვინახულებთ და მოვილოცავთ :)

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 01 თებ 2010, 04:41
by Druides
900 წლის ჭადრის ხე (სიმაღლით 40მ, გარშემოწერილობა 11,4მ).
http://kakheti.net/telavi/telavi_guide_geo.html

Image

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 01 თებ 2010, 09:56
by qvevri
Giorgi Bagrationi
კალოუბნის ფრესკები ხომ არა გაქვს? თუმცა როგორ არ გექნება... და იქნება შესაბამის თემაში შემოგვთავაზო?

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 01 თებ 2010, 19:21
by qvevri
ამ სურათს გავიმეორებ....
შარშან გვიან შემოდგომითაა გადაღებული
Image

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 04 თებ 2010, 21:33
by qvevri
ეს ცაცხვის ხე მდებარეობს სოფელ ქვედა ვანში, ერთი ძალიან საინტერესო ტაძრის გვერდით, რომელიც დანგრეულია, თუმცა კედლები ჯერ კიდევაა შემორჩენილი. საკმაოდ დიდი ტაძარია და არ ვიცი დანამდვილებით, მაგრამ მგონი გუმბათიანიც ყოფილა. ამ ტაძრის სურათები არა მაქვს, მანდ დაახლ. 2000 წელს ვიყავი და ეს ერთი სურათი აღმოვაჩინე ამ წუთას ჩემს არქივში და მაშინვე დავასკანერეთ. მოკლედ არა ერთი და ორი ასწლეულის ცაცხვის ხეა.
Image

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 04 თებ 2010, 21:45
by ლეონტი
Giorgi Bagrationi wrote:ეს კედარი, კალოუბნის წმ.გიორგის ეკლესიის გვერდით, როგორც ამბობენ 500-600 წლის უნდა იყოსო. ზოგიერთ წელს მკვდარიც მინახავს, მაგრამ ისეთი სიცოცხლისუნარიანია (ალბათ ღრმა ფესვების გამო), რომ ისევ ცოცხლდება ხოლმე.
Image
ნამდვილად იქნება 500-600 წლის, რადგან კედარი არაა არამედ უთხოვარი, რომელიც მაგ მიდამოებში ხარობს. და რომლის ასაკი 2000 წლამდე აღწევს.

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 04 თებ 2010, 21:57
by qvevri
ეგ უთხოვარი არ უნდა იყოს. მცხეთაში უთხოვარი, გარდა მამულაშვილების ბაღისა, (სადაც სპეციალურად მოიტანეს) არსად არ გვხვდება. ეს ხე, როგორც მე ვიცი არის ტვია, საერთოდ ამ ადგილებში ტვია ძალიანაა მოდებული და სწორედ ეგაა ის ადგილი სადაც ყველაზე მეტი ტვიაა გავრცელებული. თუ ტვიას სხვანაირად კედარიც ქვია ვერ გეტყვით, მაგრამ მე მინახავს მისი ნაყოფი და ეს იგივეა, რაც ტვია. მოკლედ აზრთა სხვადასხვაობაა და ამას ემატება ისიც, რომ კალოუბანში არის ძალიან საინტერესო ფრესკები თუმცა საშინლად დაზიანებულია და ხომ არ წავიდეთ? მანდ ლაითი ჯიპი(მაგალითად პაჯერო IO) ბოლომდე ვერ ავა. მცხეთიდან იქნება ასე 6-7 კილომეტრი და ალბათ ნახევარი საათი უნდა ბოლომდე ასვლას.

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 04 თებ 2010, 22:13
by ლეონტი
ტვია არა ტყვია კიდო.

მწვერვალთან, სადაც ჰყვავის ტუია,
დგახარ ცისფერი.
საღამოვდება და სიყრუეა.

გალაკტიონ ტაბიძე

მამულაშვილის ბაღში მართლაც გვხვდება ატლასის კედარი მაგრამ ეს არც ტუიაა და არც უთხოვარი.
აი როგორია ატლასის კედარი:

http://www.divkom.com/rasadnicka/slike/ ... Atlantika-

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 04 თებ 2010, 22:29
by qvevri
ეს ბმული ვერ გავხსენი და იქნება თავად სურათი დადო? ესე იგი შენ ამბობ, რომ კალოუბნის "ბერმუხა" უთხოვარია? კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე, თორემ მოვა მომავალი შობა და ღვინის მარაგებიდან გაგანთავისუფლებ.

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 04 თებ 2010, 22:39
by ლეონტი
პარდონ შემეშალა
ეგ ხემცენარე არის ღვია აი აქ ნახეთ:
http://ecopharm.sangu.ge/teqn/kulinaria/48.htm

თუმცა ეგ ჯიგარიც 1000 წლამდე თავისუფლად ცოცხლობს.

მოგესალმებით, ქედებო,
მომაქვს სალამი გვიანი,
ჩემსამც სამარეს ამკობენ
თქვენი დეკა და ღვიანი!

ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.

Posted: 05 თებ 2010, 00:10
by Giorgi Bagrationi
ის რომ არც ღვიაა და არც უთხოვარი ამაში 100% დარწმუნებული ვარ, რადგან ამ ორ მცენარეს კარგად ვიცნობ. რაც შეეხება კედარს, შეიძლება ვცდები, უბრალოდ მივამგვანე, და დავაზუსტებ და მალე გეტყვით; ეს მცენარე თანამედროვე სასაფლაოებზეა მრავლად.