ბერმუხა. საქართველოს ასწლოვანი ხეები.
Posted: 31 იან 2010, 20:43
ეს თემა დიდი ხანია მინდოდა გამეხსნა და აი დღეს მოუყარე თავის იმ სურათებს, რომლებიც ჩემს მიერაა გადაღებული და რომლებსაც დიდი ხანია ვაგროვებდი. მართალია ჩემი სურათები ცოტაა, მაგრამ კარავზე მარტო მე ხომ არა ვარ ვისაც ეს თემა დააინტერესებს ხოდა ჩვენც ნუ დავიზარებთ და დავაწყოთ იმ ასწლოვანი ხეების სურათები, რაც კი მოგვეძებნება. თუ არ მოგვეძებნება და ვიცით მათი ადგილსამყოფელის შესახებ, მაშინ ერთმანეთს გავუზუაროთ ამ ხეების ადგილსამყოფელი და ამის შემდეგ შეძლებისდაგვარად გადავიღოთ ხოლმე. ვინძლო ისეთ კოლექციას მოუყაროთ თავი, რომ როდესმე მისი მაღალყოვლადუადმინესებულობის ყურადღებაც მივიქციოთ და დავიმსახუროთ მისი მოწყალე მზერა და უფრო მეტიც, იქნება და ამ ყველაფერმა შორეულ მომავალში კარვული კალენდარის შექმნას შეუწყოს ხელი და დაუდოს დასაბამი??? "საქართველოს ასწლოვანი ხეები"??? ისე როგო ჟღერს?. მოკლედ ვიწყებ თემას იმ იმედით, რომ ამ თემის გარშემო ბევრი კარველი გაერთიანდება. დადებულ სურათს უნდა ახლდეს იმ ადგილის დასახელება სადაც დგას თავად ხე და ასევე დადებული ხის ჯიშის დასახელება. თუკი ხის ჯიში არ გვეცოდინება არც ეგაა პრობლემა, კავკასიკა ხომ მუდამ ჩვენს გვერდითაა? შეეცადეთ, რომ დადოთ ისეთი ხეების სურათები, რომელთა ასაკი ას წელზე ზევით არის. თუ თქვენ არა ხართ დარწმუნებული იმაში, რომ ხე ამ ასაკისაა და სავარაუდოთ ის 20--30--40 ან ცოტა მეტი წლისაა, ასეთი ხეების სურათებიც დააწყეთ აუცილებლად, ოღონდ არა ამ თემაში არამეს იქ სადაც თქვენ გაგეხარდებათ, მოკლედ სადმე სხვაგან. აბა თქვენ იცით.
რა თქმა უნდა პირველ სურათად მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის 16 საუკუნოვან ხეს დავდებ. ეს გახლავთ აკაკის ხე, რომელიც წმინდა ნინოს დროინდელია. ხის შტამბი თითქმის მთლიანად ფუღუროდაა ქცეული, მაგრამ ხე კიდევ დიდხანს იდგება მტრის ჯინაზე. ვინ იცის რამდენი რამის მომსწრეა ეს ხე...
შემდეგი ასწლოვანი ხე გახლავთ იტრის დედათა მონასტრის უძველესი ურთხელი(უთხოვარი), რომელიც რა თქმა უნდა ას წელზე ბევრად დიდია
შემდეგი კი ავენისის ცნობილი უთხოვარია, რომელიც არაერთ კარველს მოუნახულებია. ხე, არა ერთი, არამედ რამოდენიმე ასეული წლისაა.
შემდეგი გახლავთ კახის წმ. გიორგის ეკლესიასთან მდგარი ცაცხვი, რომელიც გადმოცემით ასწლოვანი უნდა იყოს...
ეს წიფელი დიდგორზე მეგულება, მე ამ საქმეში დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ერთი ვიცი, რომ დიდგორზე ხები შედარებით ნელა იზრდება და ხემ ამ სიმაღლესა და სისქეს რომ მიაღწიოს ნამდვილად უნდა აღემატებოდეს ას წელს. ისე კი სადღაც გადაკარგულ უღრან ტყეში არ გეგონოთ. დიდგორის მემორიალთანვეა გვერდზე.
ამ შემთხვევაში მართალია ხე არ არის, მაგრამ არის ვაზი, რომელიც ას წელსაა გადაცილებული. ვაზი დგას სოფელ წინანდალში, ნიკოლაიშვილების ოჯახში. მათი გამოთვლით ვაზის ასაკი ას წელს აღემატება. ვაზის სასუფრე მიმართულებისაა და არის წითელყურძნიანი.
და ჯერ-ჯერობით ბოლო სურათი. კაკლის ხე, რომელიც დგას საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში. ამ ხეზე ამბობენ, რომ ილიას დარგულიაო, მაგრამ ეს კაკალი ილიამდე აქ მდგარა და თავისთავად ას წელზე ბევრად მეტია. სავარაუდოთ 150-დან 200 წლამდეა.
თუ დამცალდა გაგრძელება მალევე იქნება.