ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 აპრ 2009, 11:59

რას წარმოადგენენ ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი?
ცხოვრების როგორი ნირი აქვთ?
რა ახარებთ და წყინთ?
როგორი მოვლა-პატრონობა სჭირდებათ?
სად გრძნობენ თავს კგდ?
რითი გამოირჩევიან სხვა ჯიშებისგან?
რა სხვაობა და მსგავსებაა ქართულ მეცხვარესა და
კავკასიურ ნაგაზს შორის?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 16 აპრ 2009, 12:03

ვნახე, განყოფილებაში არსებული თემა "საქართველოს ცხოველები".
იქ ზოგი1 რამ წერია მეცხვარეებსა და ნაგაზებზე.
თუმცა, არასაკმარისად ან გაფანტულად.
ჩემი აზით, ეს თემა ხსენებული ჯიშების ძაღლებზე მონაცემთა 1 სივრცეში კომპლექსურად
თავმოყრაში დაგვეხმარება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6820
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

Post by guruli » 16 აპრ 2009, 13:13

GAMARJOBA SAKARTVELO - გოგა, ეგ იმდენად ვრცელი თემაა... ეს ბმული ნახე - პრაქტიკოსები მანდ საუბრობენ ამ თემაზე, მაგრამ ცოტა არამყარი ფსიქიკის ხალხია და კამათის კულტურა ნამდვილად არ გააჩნიათ.
http://forum.ge/?f=72&showtopic=33918404

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 აპრ 2009, 00:23

guruli
გმადლობ, ბმულისთვის.
12 გვერდია და სიმართლე ვთქვა, მტელი წერილების გადაკითხვა დავიზარე.

"კარავზე" ქართული მეცხვარისა და კავკასიური ნაგაზის თაოაბზე
ვის რა გამ20დილება და ცოდნა აქვს?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

Post by paata_ » 17 აპრ 2009, 00:58

GAMARJOBA SAKARTVELO

მე მყავდა რამდენიმე + მთაში ბევრი შემხვედრია
1 პატრონს ცნობს მარტო, სხვებზე ცდილობს უპირატესობა მოიპოვოს

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 17 აპრ 2009, 01:03

paata_ wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

მე მყავდა რამდენიმე + მთაში ბევრი შემხვედრია
1 პატრონს ცნობს მარტო, სხვებზე ცდილობს უპირატესობა მოიპოვოს
რას ნიშნავს, უპირატესობა მოიპოვოს?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

Post by paata_ » 17 აპრ 2009, 01:07

GAMARJOBA SAKARTVELO
დისტანციაზე ყავდეს და მიუშვას იმ დონემდე , როგორც თვითონ უნდა
შეიძლება დაჩაგროს კიდეც

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6871
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

Post by Archil » 17 აპრ 2009, 04:42

მეცხვარე ყველაზე ჭკვიანი ძაღლია. თავისნება, მარტო ერთ პატრონს ემორჩილება და ცნობს. ოჯახისთვის სრულიად უსაფრთხო - პატარა ბავშვები ცხენივით გადააჯდებიან და ისე დააჭენებენ, ხმას არ ამოიღებს ამხელა ძაღლი, ერთადერთი შეიძლება გაექცეს და პატარას დაემალოს.

უცხოს ახლოს მოუშვებს, ღრენით აგრძნობინებს, რომ სხვის ტერიტორიაზეა შესული. თუ დაჯდება კაცი, გვერდით მიუჯდება, თუ დაწვება, მიუწვება, წამოდგება და წამოუდგება ღრენით და პატრონს ელოდება განაჩენის გამოსატანად. პატრონის ერთ სიტყვის შემდეგ კი შესაბამისად იქცევა.

მეცხვარე ძაღლი მგლებთან საბრძოლველადაა გამოზრდილი. ყელზე ლურსმნებიან საყელურს მათთან საომრად (ყელის გამოსაღადრავად) ხმარობს. ასეთი საყელური მის ყელსაც იცავს. ყურებს ბავშვობიდანვე აჭრიან, რომ მოწინააღმდეგემ ყურებით არ დაითრიოს.

მეცხვარე ძაღლი უზომო ერთგულებით გამოირჩევა. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ ძაღლი პატრონის საფლავს დაკვდომოდეს (პაპაჩემის სიკვდილის შემდეგაც მისმა მეცხვარემ ლუკმას პირი არ დააკარა, ყმუილით აიკლო იქაურობა და ასე მოკვდა). ასლან აბაშიძესაც გახსოვთ რომ მისმა მეცხვარემ - ბასმაჩამ უერთგულა ბოლომდე, იმდენად, რომ მოსკოვში გაამგზავრეს ასლანასთან.

გამოირჩევა ორი სახის მეცხვარე - ფარეხის და ფარის. ფარეხის მეცხვარე ბეწვიანია, სიარული უჭირს და ცხენებით ან ურმით გადაყავთ ფარეხიდან ფარეხში. თხელბეწვიანი მეცხვარე ფარის გამყოლია - მას სიარული გაცილებით უკეთესად შეუძლია და ფარას ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლისას იცავს.

ფარეხის მეცხვარე ერთ-ერთი საუკეთესო სადარაჯო ძაღლია. მათი გაწვრთნა რთულია, წვრთნას ნაკლებად ექვემდებარებიან - როცა ეუბნები თათი მომაწოდეო, როგორც ბრიყვს, ისე გიყურებენ - აბა რა ჯანდაბად გინდა ჩემი თათი ეხლაო :)

უწმინდესის კურთხევით მონასტრებში დამცველებად მეცხვარე ძაღლები ჰყავთ. ქვევრს უყვარს მონასტრის მცველების ფოტოსურათების გადაღება. ერთხელ თუ მოყვრად გიგულა, სრულიად უსაფრთხო ხდება, მაგრამ მისი მოცულობა მაინც სიფრთხილეს არ გავიწყებინებს.

მეცხვარეს ღირსების გრძნობა აქვს განვითარებული. კარგად გაზრდილი მეცხვარე მხოლოდ პატრონის ხელიდან მიცემულ საჭმელს ღებულობს. სუფრასთან არავითარ შემთხვევაში არ მივა ახლოს და მათხოვრობას არ დაიწყებს.

მეცხვარემ თავისი ტერიტორია იცის და იმის იქით თითქმის არ გადის - თავის ტერიტორიას იცავს ძირითადად. განსაკუთრებული საჭმელი არ სჭირდება, პატრონის მიწოდებულ პურზეც ყაბულსაა. ნუ, ეხლა მწვადზე უარს არ ამბობს და ვეგეტარიანობაზე თავს არ დებს ;)

ერთი სიტყვით ჩვენებურია :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

Post by qvevri » 17 აპრ 2009, 10:13

ძლიან დიდი ხანია ველოდი ამ თემას, თუმცა არაკომპეტენტურობის გამოისობით ვერაფერს შევმატებ აქაურობას, მაგრამ დიდი სიამოვნებით კი გავეცნობი ყოველივეს ამ კარგი თემის შესახებ, ესეც ხომ საქმეა??? როგორც ნიკი ლაუდა ამბობად კარგ მთქმელსაო კარგი გამგონე უნდაო...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

Post by ARCHILI » 17 აპრ 2009, 10:54

იხილეთ

1. ფორუმი „ნაგაზი - ქართული ენდემური ძაღლი“:

http://mamuli.net/portal/ge/forum/forum ... D=248&PN=1

2. თემაზე: კავკასიის, აზიის და ევროპის მცველი ძაღლები

http://www.geonagazi.tk/

3. მსოფლიოს ჩემპიონი „სიმბა“ წოდორეთიდან:

http://www.simba.com.ge/

4. კავკასიური ნაგაზის მოყვარულთა კლუბი:

http://www.bombora.com.ge/

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

Post by ARCHILI » 17 აპრ 2009, 11:06

ნაგაზი

ნაგაზი, სულხან საბა ორბელიანის განმარტებით, არის განსაკუთრებით დიდი, „გვარიანი“ და გულადი ძაღლი. სულხან საბას მიერ მოტანილი ხალხური გადმოცემით ნაგაზი მგლისა და ძაღლის შეჯვარებით მიიღება. სულხან საბა ორბელიანი აგრეთვე განასხვავებს „ნაგაზს“ და „ცხვრის ანუ მეცხვარულ ძაღლს“ - იგი გვასწავლის, რომ მეცხვარული ძაღლი ნაგაზზე უფრო მომცრო და მეტად ბანჯგვლიანია.

ნაგაზის (ზოგჯერ ზოგადად ძაღლის) გავრცელებული სინონიმებია „ცუგა“, „ცუგო“ და (თუშური) „ტუგა“, „ტუგო“. უნდა საგანგებოდ აღინიშნოს, რომ ისტორიულად საქართველოს მთიანეთში ხალასსისხლიანი ნაგაზი ერთად-ერთი და არსებითად გაბატონებული ძაღლის ჯიში იყო - რამდენადაც საკვების სიმცირის პირობებში უჯიშო ძაღლის შენახვა გამართლებული არ იყო (განსხვავებით მცირერიცხვოვანი „ბაშკიებისაგან“, უჯიშო, მოხეტიალე ძაღლებისაგან, რომლებიც ადრე თუ გვიან მგლების წერა ხდებოდნენ). „ქოფაკი“ თურქულად ძაღლს ნიშნავს (ქართულად უმეტესად ავ ძაღლს) და ზოგჯერ გამოიყენება სამხრეთ საქართველოში „ნაგაზის“ ნაცვლად.

ჯიშის ისტორია

ნაგაზი ენდემური, აბორიგენული კავკასიური მეცხვარული ანუ „მთის“ ძაღლის ქართული ქვეჯიშის კერძო სახელია (სომხური ქვეჯიშის კერძო სახელია „გამპრ“, აღმოსავლეთ-თურქულისა „ყარაბაშ“). ქართველი მეცხვარეები გამორჩეულ ნაგაზებს, რომლებიც გამოცდილი არიან მგელთან შებრძოლებაში „მახრჩობელებსაც“ უწოდებენ (Волкодав). ნაგაზი ფართო გამოყენების ჯიშია და იგი გამოიყენებოდა როგორც მეცხვარული (ცხვრის), აგრეთვე - მოდარაჯე და საბრძოლო მიზნებისათვის.

ზოგჯერ შეცდომით ნაგაზს „ქართულ ნაგაზს“ უწოდებენ (სხვა ნაგაზი ქართულის გარდა არ არსებობს), ხოლო - გერმანულ მეცხვარულ ძაღლს კი ასევე შეცდომით უწოდებენ „გერმანულ ნაგაზს“ (ანუ „ნაგაზით“ ცვლიან „მეცხვარულ ძაღლს“).

ნაგაზი ზოგადად განეკუთვნება „მოლოსების“ ანუ „ალპიური მეცხვარული ძაღლების“ დიდ ოჯახს და არსებითი მოსაზრებით იგი გავრცელდა მეცხვარეობის გავრცელებასთან ერთად - როგორც დარგის აუცილებელი და განუყოფელი უზრუნველმყოფი ატრიბუტი. ევროპის მთელს მთიანეთში დაწყებული ესპანეთიდან და ბასკეთიდან და დასრულებული კავკასიით ყველგან გვხვდება ძალზე მსგავსი, ფრიად მონათესავე მეცხვარული ძაღლები. შედარებით უფრო განსხვავებული ქვეჯიში ვრცელდება აღმოსავლეთი კასპიისპირეთის მთიანეთებიდან ინდოჩინეთის მთიანეთების ჩათვლით.

განსხვავებით ზოგიერთი ევროპული მეცხვარული ძაღლებისაგან (მაგ. „კოლის“ ტიპისა - რომლებიც ვერ ებრძვიან მგელს), ისტორიულად ნაგაზს არ იყენებდნენ ცხვრის სამწყემსად (ანუ გასადენად და შესაგროვებლად, მოსაქუჩებლად), არამედ - იყენებდნენ უმთავრესად ცხვრის ფარებისა და ფარეხების მგლებისაგან დასაცავად - რასაც ცეცხლსასროლი იარაღის ეპოქამდე გადამწყვეტი და სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მგლის ხროვა ფარაზე თავდასხმისას კლავს ბევრად მეც ცხვარს, ვიდრე მას საკვებად სჭირდება (საშუალოდ ერთი მგელი ერთ თავდასხმაზე ელვის სისწრაფით ყელს ღადრავს 5-12 ცხვარს). აღნუსხულია შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მგელს ერთ ღამეში ასობით ცხვარი გაუწყვეტიათ. ავესტაში წერია: „არ იდგებოდნენ მტკიცედ ჩვენი სახლები თუ ძაღლი არ გვეყოლებოდა - რომელიც ჩვენს შინაურ ცხოველებსა და ბინას იცავს“. აგრეთვე ავესტის მიხედვით მეცხვარული ძაღლის მკვლელი ადამიანი ისჯებოდა მათრახის 900 დაკვრით - რაც მიუთითებს ძაღლის განსაკუთრებულ სამეურნეო ფასეულობაზე მეცხვარულ სოციუმში.

ქართველი ეთნოგრაფის პროფ. სერგი მაკალათიას ცნობით მთაში ნაგაზის ტიპიური საკვები იყო საკლავის მოხარშული (აუცილებლად) ქვეპროდუქტები (უმეტესწილად შიგანი და ძვლები) ან დოში მოხარშული „იფქალი“ (მოხალული უხეში ფქვილი და ქატო). ზაფხულობით ნაგაზები ინტენსიურად იკვებებიან აგრეთვე მღრღნელებითა და კალიებით (ფრიად კალორიული საკვებია).

Image

თეთრი ნაგაზი

Image

ხალასსისხლიანი აბორიგენული ნაგაზები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

Post by ARCHILI » 17 აპრ 2009, 11:08

1950-იანი წლებიდან კავკასიური მეცხვარული ძაღლის მასობრივი მოჯიშება სახელმწიფო დონეზე დაიწყეს საბჭოთა კავშირში. ათობით ათასი კავკასიური მეცხვარული ძაღლი გამოიყენებოდა სამეურნეო, სამხედრო ობიექტების (მათ შორის „ბერლინის კედლისა“) და მრავალმილიონიანი პატიმრობის ადგილების დასაცავად.

საბჭოთა კავშირის მთავარი კონოლოგი ა.მაზოვერი აღნიშნავდა, რომ ნაგაზი საუკეთესო იყო კავკასიური მეცხვარულ ძაღლების ქვეჯიშებში. სპეციალისტი კინოლოგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ კავკასიური მეცხვარული ძაღლის მოჯიშება უმთავრესად ეფუძნებოდა საქართველოდან 1950-1960 წწ. გაყვანილ საუკეთესო ეგზემპლიარებს (დიდი მასშტაბებით ჩატარებულმა ამ ღონისძიებამ ფრიად დააზარალა ნაგაზის ჯიში საკუთრივ საქართველოში).

გასული საუკუნის 70-80-იანი წლებისათვის საბჭოთა ჯიშთსანაშენეებმა დიდი და მიზანდასახული მუშაობით მნიშვნელოვნად დახვეწეს და გააუმჯობესეს ჯიში, რომელიც არსებითად დაშორდა აბორიგენულ წინაპრებს. საუკუნეების მიჯნაზე, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რუსეთმა „კავკასიური მეცხვარული ძაღლი (Кавказская Овчарка)“ და მისი სტანდარტი საერთაშორისო მასშტაბით დაარეგისტრირა როგორც რუსული ჯიში.

Image

საბჭოთა კავკასიური მეცხვარე ძაღლის ჯიშის დამაფუძნებელი, 1950-აინი წლების მრავალგზის ჩემპიონი, ლეგენდარული „თოფუშა“ - რომელსაც ათობით მგელი ჰყავდა მოკლული.

ნაგაზების ტრადიციული მეჯიშეები განსაკუთრებით არიან თუშები, რომელთა არსებობა მთლიანად მეცხვარეობას ეფუძნება. თუშები ტრადიციულად თავის ცხვართან ერთად მომთაბარეობდნენ საქართველოს მრავალ რეგიონსა (ელდარის იალაღები) და ჩრდილო კავკასიაში (ყიზლარის იალაღები) და ყველგან ავრცელებდნენ ნაგაზებს.

მეორე მსოფლიო ომისშემდგომ საქართველოში ნაგაზის ჯიშის აღდგენაზე ზრუნვა კერძო ენთუზიასტებმა დაიწყეს 70-იანი წლებიდან, როდესაც „ფაუნის მოყვარულთა კლუბმა“ გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოაწყო ექსპედიცია საქართველოს რაიონებში ჯიშის მდგომარეობის შესასწავლად და ჩაატარდა ფოტოგადაღებები და აზომვები. მოეწყო აგრეთვე საგანგებო ტელეგადაცემები და დაიბეჭდა საგაზეთო სტატიები - რომელთა მიზანი იყო ნაგაზის ჯიშის პოპულარიზება, გადარჩენა და გაუმჯობესება. ამავე პერიოდში გამოფენებზე გამოჩნდნენ პირველი აბორიგენული ნაგაზები და რუსეთიდან ჩამოჯიშებული კავკასიური მეცხვარული ძაღლები. 1970-იანი წლების თბილისის ჩემპიონებს შორის იყვნენ ხვადი „ზორბა“ და ძუკნები „ციბა“ და „ჩუკა“.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ნაგაზის ჯიშის აღდგენა-გაუმჯობესებაზე მუშაობა განახლდა. სამწუხაროდ, ჯიშთსანაშენეებში უპირატესად იყენებენ რუსეთიდან იმპორტირებულ კავკასიურ მეცხვარულ ძაღლებს და კვლავ ნაკლები ყურადღება ექცევა აბორიგენული გენური წყაროების გამოყენებას.

დიდი წარმატება ხვდა წილად კავკასიური მეცხვარული ძაღლების აჭარის ჯიშთსანაშენეს - რომლის ნაგაზი „ბასმაჩი“ (ა.აბაშიძე) მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სამწუხაროდ აჭარაში რევოლუციის შემდგომ ეს ჯიშთსანაშენე დაიშალა და ძაღლების უმეტესობა კვლავ რუსეთში მოხვდა. მსოფლიო ჩემპიონი ამავე პერიოდში გახდა კავკასიური მეცხვარული ძაღლი „სიმბა“ (მ.ჭკუასელი) წოდორეთიდან.

ნაგაზების საქართველოში ჯიშთსანაშენე საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოიაზრება ყურადღების კონცენტრირება აბორიგენულ, ხალასი სისხლის, საკმაოდ იშვიათ თეთრ ნაგაზებზე - რომლებზე მსოფლიოს მასშტაბით მოთხოვნილება თანდათანობით არსებითი ხდება (რამდენადაც კავკასიური მეცხვარული ძაღლის მოშენებაში რუსული და ევრო-ამერიკული ჯიშთსანაშენეებისათვის კონკურენცია შეუძლებელია). აგრეთვე საშურია 2-3 სპეციალიზებული ქართველი კინოლოგისა და მსოფლიო რანგის მსაჯის არსებობა.

Post by ARCHILI » 17 აპრ 2009, 11:13

ტერმინოლოგია და ტერმინის თარგმანი

კავკასიური მეცხვარული ძაღლი (რუს.: Кавказская Овчарка, ინგლ.: Caucasian shepherd)

ნაგაზი (რუს.: Нагази, ინგლ.: Nagazi)

„კავკასიური მეცხვარული ძაღლი“ ანუ „ქართული მეცხვარული ძაღლი“ ნაგაზი-ს ვულგარული ფორმებია.

შენიშვნა: Овчарка, Shepherd, Sheep dog არ შეიძლება ითარგმნოს როგორც „ნაგაზი“, არამედ ყოველთვის უნდა ითარგმნოს როგორც „მეცხვარული ძაღლი“ ან „ცხვრის ძაღლი“.

მამალ ძაღლს ეწოდება „ხვადი“

დედალ ძაღლს ეწოდება „ძუ“, „ძუკნა“

ჩვილ ძაღლს ეწოდება „ლეკვი“

მგელზე შემტევ, მგლების გამანადგურებელ ნაგაზს ეწოდება „მახრჩობელა“

ძაღლის ლითონის საყელურს, რომელსაც აქვს ნემსები მგლის კბილებისაგან დასაცავად, ეწოდება „ჩანგლები“

უჯიშო, შერეული სისხლის ძაღლს ეწოდება „ბაშკია“

ნაგაზებს, ტრადიციისამებრ, ყურებს აჭრიან ანუ „უცვითავენ, უცქვიტავენ“ (რათა ამ სათუთი, მტკივნეული ორგანოთი მგელმა არ დაიმორჩილოს). ბარში აგრეთვე „უკვეცავენ“ კუდს, რათა ბალანში გახვეულმა ეკალ-ბარდებმა არ შეაწუხონ.

„ყურშას“ უწოდებენ ნაგაზს, რომელსაც ყურები არ აქვს „დაცვეთილი“

„ხალასსისხლიანი“ ანუ „ჯიშიანი“ არის ძაღლი, რომელიც წინაპრების კონტროლირებადი შერჩევითაა გაჩენილი (აბორიგენული ძაღლებისათვის სულ ცოტა 3 თაობისა)

ხალასსისხლიანი ძაღლების მოსაშენებელ ფერმას ეწოდება „ჯიშთსანაშენე“

პერიოდს როდესაც ძუ მზადაა განაყოფიერებისათვის ეწოდება „მძუნაობა“ („მძუნავი ძუკნა“)

Image

ნაგაზი მგლის საწინააღმდეგო „ჩანგლებით“

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ქართული მეცხვარე, კავკასიური ნაგაზი

Post by lama » 17 აპრ 2009, 18:16

ARCHILI wrote: („მძუნავი ძუკნა“)
:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:

მაგრად ვიხალისე ამ სახელდებაზე :D:D:D:D:D:D:D:D:D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]