ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები
Posted: 14 სექ 2009, 19:26
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საზღვაო ექსპედიცია
გრიგოლეთში, შავი ზღვის კვლევის ცენტრში, ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები შავი ზღვის დელფინების შესასწავლად იმყოფებოდნენ. სპეციალური კვლევა ამ ცხოველებზე ჩვენი ქვეყნის ფარგლებში ჯერ არ ჩატარებულა. ექსპედიციას უძღვებოდა პროფ. ზურაბ გურიელიძე, მონაწილეობდნენ პროფესორები ბელა ჯაფოშვილი და ნათია კოპალიანი. საუნივერსიტეტო კატერით "კატერინათი" კეთდებოდა გასვლები შავი ზღვის აკვატორიაში. მოხერხდა სამივე სახეობის დელფინის (თეთრგვერდა დელფინი -common dolphin, აფალინა -bottlenose dolphin და ზღვის ღორი - harbor porpoise) ნახვა და აღრიცხვა. GPS - სატელიტური ნავიგატორის დახმარებით აღებულ იქნა მათი შეხვედრის ადგილების კოორდინატები, რაც საჭიროა სხვადასხვა სახეობების დელფინების სივრცული განაწილების და მისი სეზონური ცვლილების შესწავლისათვის. ასევე სტუდენტებმა შეისწავლეს დელფინების საკვებ ბაზასაც. დელფინებზე მოქმედი საფრთხეების დასადგენად ფიქსირდებოდა ისეთი ნაგებობების კოორდინატები, რომლებიც ამ ცხოველებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ. წყლის დაბინძურების განსაზღვრისათვის აღებულია წყლის სინჯები იმ ადგილებში, სადაც დელფინები გვხვდებოდნენ, ასევე მდინარეების შესართავებთან და შავი ზღვის სხვადასხვა წერტილებში.
აღნიშნული ექსპედიცია საქართველოს აკვატორიაში შავი ზღვის დელფინების ეკოლოგიის შესწავლის საწყისი ეტაპია. დელფინების ეკოლოგიის შესწავლა მომავალშიც გაგრძელდება ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტების მონაწილეობით.
ინფორმაცია აღებულია www.iliauni.edu.ge