ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Post by ttt » 14 სექ 2009, 19:26

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საზღვაო ექსპედიცია

გრიგოლეთში, შავი ზღვის კვლევის ცენტრში, ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები შავი ზღვის დელფინების შესასწავლად იმყოფებოდნენ. სპეციალური კვლევა ამ ცხოველებზე ჩვენი ქვეყნის ფარგლებში ჯერ არ ჩატარებულა. ექსპედიციას უძღვებოდა პროფ. ზურაბ გურიელიძე, მონაწილეობდნენ პროფესორები ბელა ჯაფოშვილი და ნათია კოპალიანი. საუნივერსიტეტო კატერით "კატერინათი" კეთდებოდა გასვლები შავი ზღვის აკვატორიაში. მოხერხდა სამივე სახეობის დელფინის (თეთრგვერდა დელფინი -common dolphin, აფალინა -bottlenose dolphin და ზღვის ღორი - harbor porpoise) ნახვა და აღრიცხვა. GPS - სატელიტური ნავიგატორის დახმარებით აღებულ იქნა მათი შეხვედრის ადგილების კოორდინატები, რაც საჭიროა სხვადასხვა სახეობების დელფინების სივრცული განაწილების და მისი სეზონური ცვლილების შესწავლისათვის. ასევე სტუდენტებმა შეისწავლეს დელფინების საკვებ ბაზასაც. დელფინებზე მოქმედი საფრთხეების დასადგენად ფიქსირდებოდა ისეთი ნაგებობების კოორდინატები, რომლებიც ამ ცხოველებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ. წყლის დაბინძურების განსაზღვრისათვის აღებულია წყლის სინჯები იმ ადგილებში, სადაც დელფინები გვხვდებოდნენ, ასევე მდინარეების შესართავებთან და შავი ზღვის სხვადასხვა წერტილებში.
აღნიშნული ექსპედიცია საქართველოს აკვატორიაში შავი ზღვის დელფინების ეკოლოგიის შესწავლის საწყისი ეტაპია. დელფინების ეკოლოგიის შესწავლა მომავალშიც გაგრძელდება ცოცხალი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტების მონაწილეობით.


ინფორმაცია აღებულია www.iliauni.edu.ge

iirkola chi
ასფალტზე მოარული
Posts: 17
Joined: 14 მაი 2009, 21:09
Location: wyaros piras
ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Post by iirkola chi » 20 ოქტ 2009, 01:16

კითხვა: ეს ლექსი იარსებებს მანამდე სანამ იარსებებს ორი ფლორა და ერთი ფაუნდა :
რა ლექსზეა საუბარი?
:P

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 858
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Post by bambina » 26 ოქტ 2009, 19:44

ფაუნდა რა არის? ან რას ქვია, ორი ფლორა? :roll: [/b]
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Post by ttt » 27 ივნ 2010, 15:59

ზაფხულში ნატურალისტების მნიშვნელოვანი საქმიანობაა საველე გასვლებითი სამუშაოები. აიღებენ მასალას და მერე მთელი წლის განმავლობაში აკვირდებიან, იკვლევენ. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო საქმე ეხება ჰერბარიუმებს. როგორც იტყვიან ყველა საქმეს ცოდნა უნდაო და აი ისიც..... მას ასე,
ჰერბარიუმი [ ლათ. herba ბალახი] – სპეციალურად შეგროვებული და გამხმარი მცენარეების კოლექციაა.
Image
ჰერბერიუმი არის საგანგებოდ შეგროვებული და სათანადო წესით გამშრალი მცენარეთა კოლექცია.
მე -16 საუკუნეში იტალიში შეიქმნა ექიმ-ბოტანიკოსისი ლუკა გინის მიერ. ეს კოლექცია აღარ არსებობს. ჩვენამდე შემონახულია მხოლოდ მისი მოწაფეების კოლექციები. მსოფლიოს ყველა ჰერბარიუმი რეგისტრირებულია საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში “ The index Herbarium”, სადაც 168 ქვეყნის 3293 ჰერბარიუმია შესული. საქართველოს ნაციონალური ჰერბარიუმი შეტანილია საერთაშორისო საჰერბარიუმო სისტემაში (Index Herbariorum) და მინიჭებული აქვს კოდი “TBI”.

ზოგადი ინფორმაცია საქართველოს ნაციონალური ჰერბარიუმის შესახებ იხილეთ :

http://herbarium-tbi.ge/Info_Geo.htm

ჰერბარიუმის შეგროვებისა და შენახვის წესები

ექსკურსიის დროს მცენარეთა შესაგროვებლად საჭიროა საჰერბარიუმე ჩანთა ან მუყაოს ყდა. საჰერბარიუმე ჩანთაში ვათავსებთ რამდენიმე ფურცელ საშრობ ან გაზეთის ქაღალდს. იმისათვის, რომ მცენარეები ჩალაგების დროს ერთმანეთში არ აირიოს, ვაწყობთ 2-3 ქაღალდს ერთად და ვუკეთებთ ერთ საერთო ,,პერანგს”. პერანგში მოთავსებულ 2-3 ქაღალდს შორის ვალაგებთ შეგროვილ მცენარეებს და დაუზიანებლად ვინახავთ ადგილზე დაბრუნებამდე.

ბალახოვანი მცენარეების შესაგროვებლად აუცილებელია თან გვქონდეს მცენარეთა სათხრელი იარაღი – ბასრპირიანი ქაფჩა, რითაც გაადვილდება მცენარის მიწისქვედა ნაწილების ამოთხრა. ბალახოვანი მცენარეების შეგროვებისას საჭიროა მცენარე მთლიანად ავიღოთ, ე.ი. მას უნდა ჰქონდეს როგორც მიწისზედა (ღერო, ფოთოლი, ყვავილი, ნაყოფი), ისე მიწისქვედა ნაწილები (ფესვი,ფესურა, გორგლი, ბოლქვი, ტუბერი).

მერქნიანი მცენარეების (ხე, ბუჩქი) ტოტების შესაგროვებლად იხმარება სეკატორი ად დანა-სასხლავი. მათ შესაგროვებლად საჭიროა მხოლოდ ტოტები – ყვავილებითა და ნაყოფებით. მცენარის შეგროვებისას სასურველია ერთი და იგივე სახეობის მცენარის 3-4 ეგზემპლარი შეგროვდეს, რადგან მასალის სიმცირე ზოგჯერ ხელს უშლის მის შემდგომ დეტალურ გამოკვლევას.

ეტიკეტის შედგენა

თითოეული აღებული მცენარისათვის ადგილზევე ვწერთ ეტიკეტს შემდეგი შინაარსით:
ადგილდებარეობა – გეოგრაფიული პუნქტი (ქალაქი, რაიონი, სოფელი და სხვა)
მცენარის ადგილსამყოფელი – ეკოლოგიური პირობები, სიმაღლე ზღვის დონიდან, მთის ფერდობი;
შეგროვების დრო- რიცხვი, თვე და წელი;
შემგროვებელის გვარი და სახელი;

მცენარეების გაშრობის წესები

ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ საჭიროა შეგროვილ მცენარეთა გაშრობა. ამისათვის უნდა გვქონდეს საკმაო რაოდენობის საშრობი ან გაზეთის ქაღალდი. ორად მოკეცილ მშრალ ქაღალდში ვათავსებთ მცენარეს, ვასწორებთ მის ყველა ნაწილს და ისევ ზემოდან ვაფარებთ 2-3 ად მოკეცილ საშრობ ქაღალდს. ვდებთ შიგნით ასევე მიერ დაწრელი ეტიკეტს. ამგვარად ქაღალდებში ჩალაგებულ მცენარეებს ვათავსებთ სპეციალურ საჰერბარიუმე ბადეში და ვკრავთ თოკით რაც შეიძლება მაგრად. 1-2 დღის მერე ბადეს გავხსნით და მცენარის ამოუღებლად გავშლით ქაღალდებს, რათა ჰაერმა გაუაროს, დანოტიოებულ ქაღალდებს შევცვლით მშრალით, შემდეგ ბადეს ისევ შევკრავთ. ამგვარი პროცესი გრძელდება მანამ, სანამ მცენარეები სულ არ გამოშრება.
Image
სუკულენტ მცენარეებს, რომლებიც სქელი, წვნიანი ღეროებითა და ფოთლებით ხასიათდებიან გამოშრობამდე ადუღებულ წყალში ჩავუშვებთ და სწრაფად ამოვიღებთ, ვათავსებთ საშრობ ქაღალდებსა და ბამბებს შორის.
ბოლქვიანი და ტუბერიანი მცენარეების გამოშრობისას ბოლქვსა და ტუბერს ვჭრით სიგანეზე, გაშრობის შემდეგ მცენარე ინარჩუნებს ბუნებრივ ფერს.
გამოშრობის შემდეგ იწყება სხვა ეტაპი –

,,ჰერბარიუმების დამონტაჟება”

ამისათვის საჭიროა 45X50სმ ზომის სქელი ქაღალდი;თითოეულ ასეთ ქაღალდზე უნდა დაკერდეს ან უნდა დაეწებოს მხოლოდ ერთი სახეობის მცენარე; დაკერება იწყება მცენარის ქვედა ნაწილიდან ზედა ნაწილამდე ძაფის გაუწყვეტლად.
თუ მცენარე ნაზია, მაშინ დაზიანების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება დაკერების ნაცვლად წვრილად დაჭრილი ქაღალდებით დაწებდეს. დაკერების დროს მარცხენა მხარეს უნდა დარჩეს ადგილი ეტიკეტისთვის. ეტიკეტზე პირველ რიგში ვაწერთ მცენარის ლათინურ სახელწოდებას, შემდეგ კი სუფთად გადავწერთ შეგროვების დროს შედგენილ ეტიკეტს და დავაწებებთ ფურცლის მარცხენა მხარეზე.
მავნებლებისაგან ჰერბარიუმის დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჰერბარიუმე ყუთში ვათავსებთ ნაფტალინით სავეს პარკუჭს ან შევწამლავთ მწერების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით.ჰერბარიუმი [ ლათ. herba ბალახი] – სპეციალურად შეგროვებული და გამხმარი მცენარეების კოლექციაა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]