Page 1 of 3

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 13 აპრ 2009, 22:57
by ttt
იცით თუ არა, რომ
პამიდვრის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. იგი შორეულ წარსულში ტროპიკული მცენარე იყო და ხარობდა პერუს, ჩილესა და მექსიკის ტერიტორიაზე. აქედან იგი ევროპაში შემოვიდა და თავდაპირველად დეკორატიულ მცენარედ ითვლებოდა. :) მისი ნაყოფი შხამიანი ეგონათ და საჭმელად არ ხმარობდნენ. ამ ასი წლის წინათ ნახავდით ქოთანში ჩარგულ პომიდორს ფანჯრის რაფაზე სხვა ოთახის ყვავილებს შორის. :)
თვით სიტყვა,,პომიდორი” იტალიური წარმოშობისაა და ნიშნავს ,,ოქროს ვაშლს”. ძველმექსიკურად კი მას ,,ტომატი” ჰქვია. ვეულებრივ პომიდვრის ნაყოფი წითელი ფერისაა, მაგრამ არსებობს ყვითელი და იისფერი ჯიშებიც. პომიდვრის მწიფე ნაყოფი უხვად შეიცავს ,,c” ვიტამინს.

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 13 აპრ 2009, 23:20
by ttt
კამას, ნიახურსა და ოხრახუშს ადამიანი უძველესი დროიდან იცნობს, მაგრამ ადრე მათ მწვანილად არ იყენებდნენ.
ოხრახუში ძველ ეგვიპტეში, შემდეგ კი ძველ საბერძნეთში მწუხარების სიმბოლოდ ითვლებოდა. ოხრახუშის ფოთლებით მოწნულ გვირგვინს ადამიანი გლოვის ნიშნად ატარებდა. მწვანილად კი მისი გამოყენება შუა საუკუნეებიდან დაიწყეს.
ნიახურის ფოთლებით ძველი ბერძნები სადღესასწაულო დღეებში ოთახებს რთავდნენ. სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვებულებსაც ასევე ნიახურის გვირგვინს ადგამდნენ. ძველად ნიახური სამკურნალოდაც გამოიყენებოდა. ნიახურის თესლიდან მიიღება ზეთი, რომელიც საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.
რაც შეეხება კამას და მის ნაზ ფოთლებს ოდითგან დიდ პატივს სცემდნენ და ვარდსაც კი უტოლებდნენ.
გავიდა დრო, ადამიანს გემოვნება შეეცვალა და ეხლა მათ გარეშე გემრიელი კერძის მომზადება წარმოუდგენელიც კია. თუმცა როგორ შეიცვლება ადამინის გემოვნება ისევ და შეიცვლება თუ არა მათი გამოყენების გზები და საშუალებები ამაზე პასუხი რა თქმა უნდა ჯერ არ გვაქვს. :)

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 13 აპრ 2009, 23:43
by ttt
რა არის აქსოლოტლი?
აქსოლოტლი ინდიელთა ერთ–ერთ კილოზე “წყლის სათამაშოს” ნიშნავს.

აქსოლოტლი ამფიბიაა და მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა. მისი სახელწოდება უპირველესად მეტყველებს ინდიელების შესანიშნავ დაკვირვების უნარზე და ერთგვარ პოეტურობაზეც. აქსოლოტლი მართლაც შეიძლება ჩაითვალოს ” ბუნების სასწაულად”. იგი სალამანდრას ერთ–ერთი სახეობის – ამბისტომას ლარვაა. ამ ლარვას ახასიათებს გამრავლების უნარი და უცნაური სწორედ ეს არის ზრდასრულობამდე მრავლდება.

ანუ რა ხდება მათ თავს :?: საიდან გამოუმუშავდათ ეს უნარი :?: ცხოვრების პირობებთან შეგუებულობის ერთგვარი გამოვლენაა. პირობების გამო ხშირად ვერ იზრდებიან და რჩებიან “თავკომბალებად” ,ამას მოყვა სწორედ ლარვულ სტადიაზე გამრავლების უნარიც.

აქსოლოტლები ბუნებრივ პირობებში იშვიათად გადაიქცევიან ამბისტომად. მხოლოდ ხელოვნურად პირობების შეცვლით. ასე მაგ: იცხოვროს წყლის ნაკლებობის პირობებში. არსებობს ერთი მეთოდიც – თუკი საკვებს ფარისებური ჯირკვლის ნაწურს მიუმატებთ, ეს გამოიწვევა აქსოლოტლის გადაქცევას მოზრდილ ფორმად – ამბისტომად :) :) :)

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 13 აპრ 2009, 23:45
by Tamari-ch.
ttt
კამა შედიოდა მედეას ბაღში -
ანუ ბერძნები არა -
მაგრამ კოლხები მას იყენებდნენ სამკურნალოდ.

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 14 აპრ 2009, 00:15
by lama
ახალი აღთქმის ბოლო წიგნი (გამოცხადება) ერთ დროს აპოკრიფული ძეგლი გახლდათ ანუ იგი არაკანონიკურ წიგნს წარმოადგენდა

მაგრამ ახლა კანონიკურად ითვლება იოანე მახარებლის მიერ დაწერილი აპოკალიფსი ანუ გამოცხადება :roll:

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 14 აპრ 2009, 00:24
by ttt
lama wrote:ახალი აღთქმის ბოლო წიგნი (გამოცხადება) ერთ დროს აპოკრიფული ძეგლი გახლდათ ანუ იგი არაკანონიკურ წიგნს წარმოადგენდა

მაგრამ ახლა კანონიკურად ითვლება იოანე მახარებლის მიერ დაწერილი აპოკალიფსი ანუ გამოცხადება :roll:
მდაააააააა, რა შუაშიაააააააა :roll:
ეიიი ლამა, აქ ფლორა და ფაუნას გვერდია და ვწერთ ბუნების ამბებს საინტერესოს და უცნაურს :D ok
მოკლედ შეგიძლიათ ნახოთ აქსოლოტლი :o
http://www.youtube.com/watch?v=4JPXeVgKm2M

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 14 აპრ 2009, 00:37
by Tamari-ch.
ttt wrote:რა არის აქსოლოტლი?
აქსოლოტლი ინდიელთა ერთ–ერთ კილოზე “წყლის სათამაშოს” ნიშნავს.

აქსოლოტლი ამფიბიაა და მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა. მისი სახელწოდება უპირველესად მეტყველებს ინდიელების შესანიშნავ დაკვირვების უნარზე და ერთგვარ პოეტურობაზეც. აქსოლოტლი მართლაც შეიძლება ჩაითვალოს ” ბუნების სასწაულად”. იგი სალამანდრას ერთ–ერთი სახეობის – ამბისტომას ლარვაა. ამ ლარვას ახასიათებს გამრავლების უნარი და უცნაური სწორედ ეს არის ზრდასრულობამდე მრავლდება.

ანუ რა ხდება მათ თავს :?: საიდან გამოუმუშავდათ ეს უნარი :?: ცხოვრების პირობებთან შეგუებულობის ერთგვარი გამოვლენაა. პირობების გამო ხშირად ვერ იზრდებიან და რჩებიან “თავკომბალებად” ,ამას მოყვა სწორედ ლარვულ სტადიაზე გამრავლების უნარიც.

აქსოლოტლები ბუნებრივ პირობებში იშვიათად გადაიქცევიან ამბისტომად. მხოლოდ ხელოვნურად პირობების შეცვლით. ასე მაგ: იცხოვროს წყლის ნაკლებობის პირობებში. არსებობს ერთი მეთოდიც – თუკი საკვებს ფარისებური ჯირკვლის ნაწურს მიუმატებთ, ეს გამოიწვევა აქსოლოტლის გადაქცევას მოზრდილ ფორმად – ამბისტომად :) :) :)

Известна история с открытием в горных озерах Мексики аксолотля - амфибии, которая как бы не прошла полный морфогенез и имеет наружные жабры, внешне напоминая большого головастика. Причем аксолотль, не завершив положенных превращений, по существу не перейдя во взрослое состояние отлично размножается. В переводе аксолотль означает водяная игрушка. Местные индейцы видели в этом неповоротливом забавном существе - игрушку озерных богов, культ которых сохранился среди горных племен до сих пор. Известно, что в горной воде имеется недостаток иода, без которого не может синтезироваться тироксин - гормон щитовидной железы. Оказалось что аксолотль имеет генетически детерминированную недостаточность функционирования щитовидной железы и если ему ввести тироксин - гормон щитовидной железы, то морфогенез закончится превращением в качественно новый организм - амбистому - амфибию давно известную зоологам. Тироксин как бы включает механизм апоптоза клеток временных личиночных тканей и органов и это завершает морфогенез и превращение личинки во взрослый организм. Совершенно очевидно, что в морфогенезе в процессе запуска механизма апоптоза необходима очень высокая точность. При действии гормонов отмечается специфичность их действия, проявляемая не только на органном уровне, но даже в пределах различных участков одной и той же ткани.


ანუ ეს მოხდა იმის გამოო, რომ მთაში არს იოდის ნაკლებობაო -
და ეს კი ფარისებრი ჯირკვლების ჰორმონების ნაკლებობას იწვევსო!!!

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 14 აპრ 2009, 08:03
by caucasica
ttt
:D გაიხარე ძალიან საინტერესოა

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 14 აპრ 2009, 18:23
by ttt
ეს მართლა ნაირ-ნაირები :)
-მორიელები უფრო ამტანები არიან რადიაციის მიმართ, ვიდრე ადამიანები;
-ადამიანის ორგანიზმი ძილისას უფრო მეტკალორიას წვავს, ვიდრე ტელევიზორის ყურებისას;
-დედამიწაზე პინგვინის 18 სახეობა არსებობს;
-თუთიყუში მაკაო 75 წელს ცოცხლობს;
-ზღარბები თვალდახუჭულები იბადებიან და მხოლოდ 14 დღის მერე ახელენ თვალებს;
-ღამურა ერთადერთი ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელსაც სრულფასოვნად ფრენა შეუძლია;
-იაგუარებს ძაღლების ეშინიათ;
-კოლიბრის გული წუთში 615–ჯერ ცემს;
-ჭიანჭველები არასდროს არ იძინებენ;
-სპილოებს და აქლემებს 4 მუხლი აქვთ;
-ბატების ყიყინი ექოს არ გამოსცემს;
-აქლემის რძე არ იჭრება;
-სპილოს ხორთუმში 16 ლ–მდე წყლის ჩაგუბება შეუძლია;
-ანტარქტიდა ერთადერთი კონტინენტია, სადაც რეპტილიები და ქვეწარმავლები არ არსებობენ;
-დათვს 42 კბილი აქვს;
-ქამელეონის ენა მის სხეულის სიგრძეს ორჯერ აღემატება;

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 15 აპრ 2009, 02:23
by lama
ttt
მერე რა გაყვირებს ;):D

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 15 აპრ 2009, 04:30
by Archil
-ქამელეონის ენა მის სხეულის სიგრძეს ორჯერ აღემატება;
ქალის? :oops:

-დედამიწაზე პინგვინის 18 სახეობა არსებობს;
მე 25 მახსოვდა და....
გადაშენდნენ უკვე ეტყობა :(

კაი თემაა , საინტერესო.

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 15 აპრ 2009, 15:39
by ttt
ისევ საინტერესო ....... გველები :shock:
მსოფლიოში
*ყველაზე მსხვილი სისქით გიგაგნტური ანაკონდაა; :roll:
*ყველაზე სწრაფი შავი მამაბაა;
*ყველაზე შხამიანი ტაიპანია; ( 5წთ-ში კლავს ადამიანს)
*ყველაზე გრძელი სამეფო კობრაა;
*მფურთხავი კობრა შხამს 3მ-მანძილიდან იფურთხება;
*ჩხრიალა გველს ჩხრიალა კუდი აქვს და თან ცოცხალმშობიარეა;
*აფრიკული ბუმსლანგი ძალიან საშიშია ადამიანისთვის, აწვს უკანა შხამიანი კბილები. რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, მეცნიერმა შმიდტმა მისი კბენა თავის თავზე გამოსცადა და ზუსტად აღწერა თითოეული წამი, თუ რას განიცდიდა ამ დროს. ამ აღწერას შეეწირა მისი სიცოცხლე; :cry:
*ინდონეზიის ერთ-ერთ გამოქვაბულში ნაპოვნია 15მ სიგრძის "ჩადისბური პითონი", ღომელიც შეყვანილია რეკორდების წიგნში.

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 15 აპრ 2009, 16:12
by ttt
როგორ გავიგოთ ცხოველის წლოვანება?
იცით ამის შესახებ რამე?
მე დავწერ რამდენიმე მოსაზრებას - ძველი მეცხოველეები ამტკიცებენ, თითქოს ცხენის წლოვანების დადგენა კბილებით შეიძლება. ირმებს ყოველწლიურად რქაზე ემატებათ წანაზარდი "ბოლო". თევზის ქერცლი კონცენტრული ფენებისგან შედგება - ეს არის ნაზარდი, რომელიც კალციუმის სხვადასხვა რაოდენობას შეიცავს ზაფხულისა და ზამთრის შრეებში. :)
თუმცა მეცნიერები ამ მეთოდებს ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევენ. განსაკუთრებით ირმის რქის ბოლოებს. მათი ზრდა დაკავშირებულია არა მარტო ასაკთან, არამედ ავადმყოფობებთან, ამინდებთან, საკვებთან. ასევე ნაკლებად სარწმუნოა ცხენის კბილებით ასაკის დადგენა, რადგან ცხენს კბილები არამატო დროის, არამედ საკვების გავლენითაც უცვდებათ. ყოფილაშემთხვევა, რომ კბილების მიხედვით ცხენისთვის მიუციათ 10-12 წელი, როცა ის სინამდვილეში 4 წლის იყო.
მე მგონი ზუსტი დადგენის მეთოდი, ყოველშემთხვევაში ერთი ნიშნის მიხედვით ძალიან ძნელი შესარჩევი უნდა იყოს; :roll:

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 23 აპრ 2009, 19:09
by ttt
ვიქტორია ეს არის მცენარე, რომელსაც ყველაზე დიდი ფოთლები აქვს.
ამაზონის ფართო ტოტებში, გაუვალ ტროპიკულ ტყეებში, სადაც ჰაერი ძალიან თბილი და ნოტიოა იზრდება ერთი შესასნიშნავი მცენარე - viqtoria regia
ვიქტორიას ფოთლები წყალზე ტივტივებს. კიდეები ფოთოლს ზემოთ წამოწეული აქვს და ტაფას მოგვაგონებს. დიამეტრი 2 მეტრზე მეტია.ფოთლის ზედაპირი სწორია და ხასხასა მწვანე ფერისაა, ქვედა მხარე კი მოწითალოა. ვიქტორიას ყვავილი დუმფარას ყვავილს გავს. დღესდღეობით ეს მცენარე ევროპის ორანჯერეებშიც კი მოაშენეს და ძალიან დეკორატიულ გარემოსაც კი ქმნის.

ეს საინტერესოა ანუ ნაირ-ნაირი ამბები

Posted: 23 აპრ 2009, 19:23
by teo-
ttt
როგორ მიყვარს ვიქტორიაა.. სკოლაში თუ გახსოვს ბიოლოგიის წიგნშიც იყო.. სულ ვოცნებობდი მაგის ნახვაზე