Page 1 of 3

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 16:33
by Tamari-ch.
ასეთი თემა მგონი არაა აქ?

ამას მე მივხედავ...
:)

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 16:40
by qvevri
მიდი აბა???

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 16:58
by Tamari-ch.
დავიწყოთ გვირილათი -

საქართევლოში გვირილას უამრავი სახეობა იზრდება-
მაგრამ მხოლოდ ერთია სამკურნალო -
ახლავე გასწავლით როგორ უნდა გარჩიოთ სამკურნალო გვირილა არასამკურნალოსგან

Image

Matricaria recutita L. (M. chamomilla L. Chamomilla recutita Rausch).-ËÀÈ.,
Ромашка лекарственная, Ромашка аптечная-

Image

გვირილა, რთულყვავილოვანთა ოჯახის რამდენიმე გვარის მცენარეთა კრებითი სახელწოდება. უფრო მეტად ამ სახელწოდებით ცნობილია Pyrethrum-ის გვარი, რომლის 100-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ ზონაში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ამერიკაში, უმრავლესობა კი კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიის ქვეყნებში. საქართველოში 24 სახეობაა, მათგან 10 სახეობა კავკასიის ენდემია, 3 - საქართველოსი. იზრდება მთის ქვემო სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მდელოებსა და მაღალბალახეულში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში, ქვიან და კლდოვან კალთებზე, ჩამონაზვავებზე და სხვა. ზოგი სახეობა სათიბ-საძოვრების სარეველაა, ზოგი სამკურნალოა (ბალზამური გვირილა - Pyrethrum balsamita): ინსექტიციდურ და ჰერბიციდულ ნივთიერებებს (პირეტრინსა და ცინერონს) შეიცავს ფართოდ მოსენებული დალმაციური გვირილა (Pyrethrum cinerarifolium) და წითელი ანუ კავკასიური გვირილა (Pyrethrum roseum). Pyrethrum parthenium-ს დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ, ხოლო (ე. წ. კალუფერი ანუ კანუფერი) ლიქიორების არომატიზაციისათვის. Doronicum-ის გვარიდან გვირილის სახელით ცნობილია ყვითელი გვირილა (Doronicum orientale), რომელიც უმთავრესად გავრცელებულია კოლხეთში, ნაწილობრივ კი ქართლში მთის შუა და ზემო სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში, Leucanthemum-ის გვარიდან - მინდვრის გვირილა.

გვირილა-chamomile
თვისებები:
(სპაზმის მომხსნელი,ანთების საწინააღმდეგო,ანტისეპტიკური,სედატიური და სხვ. საშუალება)
გვირილას პრეპარატების პოლიფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში სხვადასხვა ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობით(ეთეროვანი ზეთები,ფლავონოიდები,პოლისაქარიდები,ამაზულენი და სხვ.) და იჩენენ:ანთებისსაწინააღმდეგო და სუსტ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.ექსპერიმენტულ ფარმაკოლოგიაში დადგენილია გვირილას პრეპარატების შეშუპების საწინააღმდეგო,წყლულის სამკურნალო ეფექტი,ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესებს.სტომატოლოგიაში გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი პროცესების(სტომატიტი,გინგივიტი,გლოსიტი,ტონზილიტი,ანგინა და სხვ.) სამკურნალოდ.


ახლა როგორ უნდა გავარჩიოთ სამკურნალო გვირილა-
სამკურნალო გვირილას გული აქვს ამოწეული მაღლა -
ანუ ყვითელი გული არაა ბრტყელი-

და რაც მთავარია -
განივ ჭრილზე ამ გულში არის ღრუ -
რას არ აქვს გვირილას არცერთ სხვა სახეობას.


Image

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 21:08
by khoteura
Tamari-ch.
დავიწყოთ გვირილათი
გვირილათი დაწყება არ შეიძლება :mrgreen:

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 21:30
by Tamari-ch.
ვერ გავიგე?

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 21:31
by khoteura
Tamari-ch.
არაფერი მეც დაგეხმარები ცოტ-ცოტა მეთქი ;)

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 22:39
by khoteura
ქრისტესისხლა (Chelidonium majus)

იგი ფართოდ არის გავრცელებული ხალხურ მედიცინაში, მისგან მომზადებული ნაყენი გამოიყენება ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის სამკურნალო. მცენარის ყველა ნაწილი მომწავლელია და მისი ფოთოლი ყვავილი ღერო და ფესვი შეიცავს ალკალოიდებს. ძველ დროში მას მთიელები ჭრილობის შესახორცებლადაც იყენებდნენ, რაჭაში მეჭეჭებს კურნავენ ცოცხლად მოწყვეტილი მცენარის გამონადენი სითხით. ახალი რძიანა წვენი და თხევადი ექსტრაქტი, გლიცერინში გახსნილი, ფართოდ მოიხმარება მეჭეჭებისა და კოჟრების მოსაცილებლად. თანამედროვე მედიცინაში მისგან მზადდება პრეპარატები რომლებიც აფერხებს სიმსივნის ზრდას.
Image

შეიძლება მისი გახმობა და შემდეგ სხვადასხვა ნაყენების დამზადება,
მე ყოველთვის მაქვს სახლში
აი სურათებიც:

Image

Image
ნააღდგომებს ვისაც სურვილი ექნება ვუწილადებ :)

ესეც მომზადების წესი:

1ჩ/კ მცენარეს დაასხით 1ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ რამოდენიმე საათ.
მიიღეთ მესამედი ჭიქა სამჯერ დღეში, გაითვალისწინეთ რომ მისი არასწორად გამოყენება შესაძლოა საფრთხე შეგიქმნათ რადგან იგი ხასიათდება როგორც მომწამვლელი მცენარე და გამოიწვიოს ინტოკსიფიკაცია, მოწავლა. ასე რომ ცოტა ჩაინიკებმა ექიმის გარეშე მოერიდეთ მასთან კონტაქტს.

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 22:53
by Tamari-ch.
ქრისტესისხლას გამოცნობა ადვილია მისი წვენის მიხედვით -
როცა გადატეხავთ მის ფოთოლს და ღეროს -
გამოიყოფა რძიანა სითხე - რომელიც ნარინჯისფერია.
ამიტომ დაერქვა მას ქრისტეს სისხლა...

რუსულად ეწოდება
Чистоте́л большо́й ანუ სიტყვასიტყვით - გამოდის "სუფთა ტანი" -
ეს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ ქრსტესისხლას წვენი აცილებს კანის გამონაზარდებს-
მეჭეჭებს, პაპილომებს - ანუ ასუფთავებს კანს...

ხოლო ლათინურად ეწოდება - лат. Chelidónium május — многолетнее травянистое растение семейства Маковые.

ლათინური სახელწოდება სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "მერცხლების ბალახი" -
ანუ ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა შეამჩნიეს, რომ ქრისტესისხლა იწყებს ყვავილობას მერცხლების მოფრენისას და ჭკნება მათი გაფრენის მერე...

ცხოველები ამ ბალახს არ ჭამენ.
თუ ღორი ან ძროხა შეჭამს - იწამლება.
ერთადერთი ცხოველი, რომელსაც არ ვნებს ქრისტესისხლა - არის ლაქებიანი ირემი.

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 23:00
by khoteura
Tamari-ch.
ქრისტესისხლას გამოცნობა ადვილია მისი წვენის მიხედვით
ზოგადად მართალი ხარ :)
მაგრამ მაინც არ ხარ მართალი :D
როცა გადატეხავთ მის ფოთოლს და ღეროს -
გამოიყოფა რძიანა სითხე
ეგრე ლეღვის ფოთოლსაც რომ მოწყვიტავ იქერდანაც გამოიყოფა რძესავით სითხე :D


მალევე შემოგთავაზებთ სტატიას ჩემს უსაყვარლესს ასკილზე

ისა და ამოუცნობ სამკურნალო მცენარეებს ეხება თემა თუ ყველა მცენარეს რომელიც მედიცინაში გამოიყენება?

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 23:03
by Tamari-ch.
ეგრე ლეღვის ფოთოლსაც რომ მოწყვიტავ იქერდანაც გამოიყოფა რძესავით სითხე
ლეღვის რძე - თეთრია-
(მასაც აქვს სამკურნალო თვისებები)

ქრისტესისხლასი კი ნარინჯისფერია.

რძიანა სითხე აქვს კიდევ რძინასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს - ისინიც გამოიყენება სამკურნალოდ ე.წ. Euphorbium - ების ოჯახი.
ამათზე მოგვიანებით

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 23:06
by khoteura
Tamari-ch. wrote:
ეგრე ლეღვის ფოთოლსაც რომ მოწყვიტავ იქერდანაც გამოიყოფა რძესავით სითხე
ლეღვის რძე - თეთრა-
ქრისტესისხლასი კი ნარინჯისფერია.

რძიანა სითხე აქვს კიდევ რძინასებრთა ოჯახის წარმომადგენლებს - ისინიც გამოიყენება სამკურნალოდ ე.წ. Euphorbium - ების ოჯახი.
ამათზე მოგვიანებით
გასაგებია ვიხუმრე :)

გავაგრძელო თუ ამოებზე გავჩერდეთ? :D

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 23:07
by Tamari-ch.
ჯერ ბოლომდე დავამთვროთ ქრისტესისხლა -
ახლა დავწერ მის გამოყენებაზე ხალხურ მედიცინაში და ჰომეოპათიაში

მერე კიდევ მოგახსენებთ გვირილას გამოყენებაზე ასევე ხალხურ მედიცინაში და ჰომეოპათიაში.

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 23:13
by khoteura
კარგი ზეწმოთ ჩავასწორე

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 23:32
by Tamari-ch.
ქრისტესისხლა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში -
ქრისტესისხლა შეიცავს ალკალოიდებს - ეს არის ორგანულ ნაერთტა ჯგუფი, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ტოქსიურობით -
ამიტომ ეს ბალახი ტოქსიურია.
მისი შხამები იწვევენ დამბლას და მოქმედებენ როგორც კრუნჩხვის გამომწვევი შხამები. აძლიერებენ ნერწყვდენას, მოქმედებენ ნარკოზისმაგვარად - ახდენენ ზემოქმედებას ორგანზმის ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე. მოკლედ "ნერვული შხამია".

Image

ხალხურ მედიცინაში უკვე ვთქვით, რომ ძირითადად გამოიყენებოდა როგორც გარეგანი საშუალება - სიმსივნეებზე და ხორცმეტებზე "მოსაწვავად". მისი წვენი აცილებს ამ წამონაზარდებს. გარდა ამისა მოქედებს ნაღვლის ბუშტზე და ღვიძლზე. ამავე მიზნით გამიყენება ჰომეოპათიაშიც. საუკეთესო საშუალებაა სიყვითლეების დროს. გამოიყენება ღვძლსი სიმსვნეს დროსაც. ჰომეოპათიური Chelidonium სააინტერესო კიდევ იმით, რომ ჰომეოპათიაშI აღწერილია მისი ტიპაჟი -
ანუ როგორ ხასიათისაა ადამიანი, რომელიც ამ წამლსი პათოგენეზს შეესაბამება..

აღმოჩნდა რომ Chelidonium - ის ტიპის ადამიანი არის ნაღვლიანი, დარდიანი, აქვს მელანქოლია - და დეპრესია...
ამავე დროს კი იგი სწორედ ნაღველის შეგუბებისას გამოიყენება..
ჰოდა სიტყვა "ნაღვლიანი ადამიანი" - სწორედ ამ პრეპარატით დახმარებით იძენს ორმაგ მნიშვნელობას...
:)

ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება კიბოს ადრეულ სტადიებზე.
ასევე ღვიძლის და ნ/ბ - ის სამკურნალოდ..

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებთ დადასტურდა, რომ ეს მცენარე მოქმედებს კიბოს უჯრედებზე - ამიტომ მოწოდებულია იმისი გამოყენება კბოს ოპერაცის შემდგომ მეტასტაზების აცილების მიზნით.


გამოიყენება ქრისტესისხლა ასევ ფსორიაზის სამკურანლოდაც, კანს ტუბერკულოზის დროს. მსხვილი ნაწლავის პოლიპოზის დროს იგი შეუცვლელია -( უნდა დაილიოს და ასევე უნდა გაკეთდეს ადგილობრივ გამორეცხვები), ასევე საშვილოსნოს ყელის ეროზიისას. ხელს უწყობს წყლულების და ჭრილობების შეხორცებას. გამოიყენება ფერიმჭამელებზე, ეკზემებზე, ლიქენზე.

ბულგარელები ხალხურ ედიცინაში იყენებენ ასევე როგრც შარმდენს ასციტის დროს, ასევე დისმენორეის დროს, მალარისას, ასევე ნაღვლის ბუშტის კენჭის დროს,
მას აქვს ასევე ანთების საწინააღდეგო თვისებებიც... განსაკუთრებით ნაღვლის ბუშტის ანთების დროს.

არსებოსბ ცნობები, რომ სამკურნალო დოზაშო ქრისტესისხლა მოქმედებს წნევის მარეგულირებლად, ნევროზის სამკურნალოდ, ცალკეული ავტორები გამოიყენებენ მას ეპილეფსიის და ასთმის დროს.

ხიდაშელის მიხედვით ქრისტესისხლას სოკოსსაწინააღმდეგო თვისებებიც აქვს

Image

სამკურნალო მცენარეები

Posted: 13 აპრ 2009, 23:35
by Tamari-ch.
khoteura
რად წაშალე ქრსტესისხლა?
:D

სასწრაფოდ დააბრუნე უკან...
:D


გვირილას გამოყენებას ხვალ დავწერ და ზემოთ პოსტში ჩავამატებ -

სამსახურში მაქვს უზარმააააზარი სტატია გვირილას გამოყენებაზე...

თუ გინდა დაამატე ასკილი..