სამკურნალო მცენარეები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
სამკურნალო მცენარეები

Post by khoteura » 13 აპრ 2009, 23:49

ვერ გავიგე თუ კი გვირილა უნდა დაგვემთავრებია მგონი ქრისტესისხლა უადგილო იყო სხვა დროს დავამატებდი.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამკურნალო მცენარეები

Post by Tamari-ch. » 14 აპრ 2009, 00:16

ზემოთ ლეღვი ვახსენეთ...

ჰოდა ორიოდე სიტყვით ლეღვზე...

ლეღვი - Инжи́р - Ficus carica L.

Image

ყველამ იცის ეს რა მცენარეა, ამიტომ მის აღწერას არ დავიწყებ..
ლეღვის ნახსენებია ბიბილიაში ადამისა და ევას ისტორიაში -
ინდოეთში ლეღვი ითვლებოდა შემეცნების წმინდა ხედ -
ანუ ამ ხის ქვეშ ბუდამ შეიმეცნა ჭეშმარიტება


საინტერესოა მისი გამოყენება ხალხურ მედიცინაში.
მისი მურაბის რძეში ნახარში გამოიყენება ხველის დროს.
აღმოჩნდა რომ ლეღვში რკინის შემადგენლობა ვაშლისაზე მეტია.
ამიტომ ლეღვს უნიშნავენ ანემიურ პაციენტებს.
გამოიყენებენ ასევე დასუსტებულ პაციენტებში მძიმე დაავადებების შემდეგ

Image

ლეღვი შეიცავს B6 ვიტამინს და კალიუმს და როგორც გაირკვა, იგი ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში. ამიტომ ის რეკომენდირებულია გულის დაავადებების დროსაც .
აღმოჩნდა რომ ის ამცირებს ასევე შაქრის რაოდენობას სისხლში - და ამცირებს თრომბების წარმოქნის საშიშროებას ვენების გააგნიერების დროს.
ლეღვი აუჯობესებს საჭმლის მონელებას. თუმცა მისი ჭამის მერე აუცილებლად უნდა გამოივლოთ პირის ღრუ - ის აღიზიანებს ლოწროვან გარს. კარაბადინში წერია " კაცი თუ ბევრს ლეღვსა სჭამს, მუწუკებს გამოასხამს და სტომაქ მხურვალსა კაცსა ცხელებასა აუგდებს"/

ლეღვის უმწიფარი ფოთლებიდან გამოიყოფა თეთრი რძიანა წვენი -
ის გამოიყენება მეჭეჭების მოსაცილებლად, ვიტილიგოს სამკურნალოდ, ასევე ის თრგუნავს ბაქტერიების და სოკოს ზრდას. მოქმედებს ანთებისსაწინააღმდეგოდ და უსვამენ ამ წვენს მუწუკების და ფერიმჭამელების დროს. ასევე გამოიყენება ეს წვენი დამწვრობის დროს.

მკუხე ლეღვის და ფოთლების ნახარში გამოიყენება "მარილების" სამკურალოდ

კარაბადინს მიხედვით ლეღვის ჭამით შარდმდენი ეფექტი მიღება -
"კაცმა რომე ლეღვი ჭამოს, მაშინვე დაჭირულსა შარდსა გზას გაუხსნის" -
რაც შემდგომ დადასტურდა კიდეც თბილისის ფარმაკო ქიმიის ს/კ ინსტიტუტის კვლევებით.

Image
Last edited by Tamari-ch. on 14 აპრ 2009, 00:27, edited 2 times in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამკურნალო მცენარეები

Post by Tamari-ch. » 14 აპრ 2009, 00:17

khoteura
გვირილას ჩავამატებ ხვალ ზედა პოსტში
ასე რომ გააგრძელე რაც გინდა.

ქრისტესისხლა დააბრუნე...

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
სამკურნალო მცენარეები

Post by khoteura » 14 აპრ 2009, 00:28

Tamari-ch.
არის :D

ვინა თქვა რაჭაში ლეღვი არ მოდისო? :shock:

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამკურნალო მცენარეები

Post by Tamari-ch. » 14 აპრ 2009, 01:05

ვის არ შეუგროვებია ტყის მარწყვი...


მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მასაც აქვს სამკურნალო თვისებები -

Image

Fragaria vesca - Земляни́ка
მრავალწლიან ბალახოვან იმცენარეა -
Rosaceae კლასის (ვარდისებრთა)
ძველ სამედიცინო წიგნებში მარწყვი სამკურნალოდ გვხვდება სიყვითლეს დროს -
ასევე - ჭიის საწინაღმდეგოდ, ...
გარდა ამისა გველსი ნაკბენზე ადებდნენ დანაყილ მარწყვს -
მისი ფესვები და ფოთლები კი ითვლებოდა შარდმდენად.
ითვლება პოლივიტამინურ საშუალებად - იხმარება ავიტამინოზების, დიაბეტის, რაქიტის და ჩიყვის დროს.
მისგან გაკეთებულ ფაფას ადებდნენ ჭრილობებზე და ეკზემაზე აჩრებს სისხლდენას .

მისი ნახარში გამოიყენებოდა პირის ღრუს დაავადებების დროს - ანუ სტომატიტებისას
მარწყვი მოწოდებულია არტერიული წნევის დროს - დადებითად მოქმდებეს ის ათეროსკლეროზის დროს, ( биологически активные вещества земляники замедляют ритм и усиливают амплитуду сердечных сокращений, расширяют кровеносные сосуды, повышают тонус и усиливают сокращение матки.)
გამოიყენება ასევე კუჭის წყლულის და გასტრიტების დროს.
ხმაროვდნენ მას პოდაგრისას. არსებობს ისტორული ცნობა -
რომ კარლ ლინეი განიკურნა დიდი რაოდენობით მაწყვის მიღებით პოდაგრისაგან, რომელიც მას სტანჯავდა მრავალი წლის მანძილზე.

მას აქვს ასევე ნაღლმდენი და შარდმდენი ეფექტიც.
გარეგანი ხმარებისათვის გამოიყენება ჭრილობებზე, ეკზემებზე, სახის ლაქებზე და ჭორფლებზეც კი! :D

(Настой из листьев помогает при колитах, гастритах, бронхиальной астме, желчекаменной болезни, способствует улучшению сна, нормализует перистальтику. Кроме того, настой расширяет кровеносные сосуды, повышает общий тонус организма. Листья земляники входят в состав витаминных чаев, которые обладают общеукрепляющим, кроветворным и противосклеротическим действием, улучшают обмен веществ.)



Image

გამოიყენება მარწყვი ჰომეოპათიაშიც -
ალერგიის დროს - ალ. გამონაყარისას კერძოდ - ჭინჭრის ციებისას,
შეშუპებისას.
გონორეას დროს, ასევე პოდაგრის და ალოპეციის დროს.

Image


ესეც რეცეპტები:
В качестве источника витаминов принимают отвар листьев и плодов земляники. Готовят его следующим образом: 20 г сухого измельченного сырья заливают 1 стаканом горячей воды и кипятят 10 минут, после чего настаивают в течение 2 часов, процеживают и принимают по 1 столовой ложке 3 раза в день. Аналогично принимают отвар при атеросклерозе, ишемической болезни сердца и аритмии.

Для лечения гипертонической болезни полезно принимать настой листьев земляники. Для этой цели 20 г сухого измельченного сырья настаивают 2 часа в 1 стакане кипятка, процеживают и пьют по 1 столовой ложке 3—4 раза в день.

В качестве общеукрепляющего средства при умственном переутомлении и малокровии принимают отвар листьев земляники: 20 г сухого измельченного сырья заливают 1 стаканом горячей воды и кипятят 5—10 минут, после чего настаивают в течение 2 часов, процеживают и принимают по 1 столовой ложке 3 раза в день. При заболеваниях селезенки отвар листьев принимают по 1 столовой ложке 3—4 раза в день.

Для возбуждения аппетита при энтероколите, язвенной болезни желудка и двенадцатиперстно кишки настой листьев земляники пьют по 1 столе вой ложке 3—4 раза в день. Этот же настой полезен в виде примочек при кровоточащем геморрое. При заболеваниях желчевыводящих путей такой настой принимают по 1/2 стакана 3—4 раза в день до еды. При бронхите хорошо помогает отвар листьев корневищ земляники. Готовят его следующим образом: 20 г сухого измельченного сырья заливав 1 стаканом горячей воды и кипятят 15 минут, затем процеживают и доводят объем жидкости до первоначального кипяченой водой. Принимают по 1 стол вой ложке 3—4 раза в день.

Отвар листьев и плодов земляники помогает при заболеваниях почек, мочевого пузыря, ночном недержании мочи и используется как мочегонное средство при нарушении солевого обмена. Для этой цели 20 г сухого измельченного сырья заливают 1 стаканом горячей воды и кипятят 5—10 минут, затем настаивают в течение 2 часов, процеживают и доводят объем жидкости до первоначального кипяченой водой. Пьют по 1 столовой ложке 3 раза в день.

При мочекаменной болезни с лечебной и профилактической целью, особенно в предоперационном периоде, когда не установлен тип камней, применяют настой листьев земляники: 20 г сухого измельченного сырья настаивают 2 часа в 1 стакане кипятка, процеживают и пьют по 1 столовой ложке 4 раза в день.

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
სამკურნალო მცენარეები

Post by khoteura » 14 აპრ 2009, 12:04

Tamari-ch.
ერთი შენიშვნა მექნება :)
მიუხედავად დიდი პატივისცემისა რუსული შემოქმედებისა, მგონი უპრიანე იქნება თუ ქართულ ან გადმოქართულებულს დავდებთ და საერთოდაც ეს ამერიკულ-რუსული ზეგავლენები დავივიწყოთ, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეტყველებას.

P.S. დედაენის დღეს გილოცავთ

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამკურნალო მცენარეები

Post by Tamari-ch. » 14 აპრ 2009, 23:10

khoteura
ახლა თავი დამანებე...
:lol:
მე დროის სიმცირის გამო შეიძლება
ციტირება გავაკეთო რუსულენოვანი ტექსტის -
რეცეპტი ისეთი რამეა -
რუსულად ყველა გაიგებს...

ახლა კიდევ ერთი საინტერესო მცენარე -

მწყავი - ანუ იგივე წყავი -
Лавровишня (Laurocerasus)

Image

ეს ხე - გვხვდება ძირითადად დასავლეთში
მას აქვს დამახასიათებელი გრძელი ფოთლები და შავი ნაყოფი

ძველ ხალხურ მედიცინაში გამოყენებოდა წყავის წყალი, ნერვული სისტების, გულის და ფილტვის დაავადებების დროს. კარაბადინში ვხდებით წყავის თესლს რომელსაც უწოდებდნენ ზიბისთანს და წყავის ყვავილს (ფურცელს) რომელსაც ეწოდებოდა როდანი. ხალხურ მედიცინაში მას იყენებდნენ ყივანახველას დროს.
ასევე ეპილეფსიისას.
მოწოდებულია მისი გამოყენება როგორ დამამშვიდებელი უძილობის, გულისცემის და გულის არეში მოჭერის შეგრძნების დროს
ბოლო წლებში გაჩნდა ცნობები იმსი შესახებ, რომ ეს მცენარე წარმატებით გამოიყენება ლიმფური ჯირკვლების სიმსივნეს დროს, (ლიმფოგრანულომატოზი) . ასევე ფილტვის კიბოს და სხვადასხვა ორგანოს სიმსივნეებისას.
http://zr.onimia.ru/doc/products_extr_cherrylaurel.php
ჰოლანდიაში ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა წყავის რძეში ნახარში
ონკოლოგიური დაავადებების დროს - კერძოდ კი ფილტვის კიბოს დროს.


Image

ჰომეოპათიაში გამოიყენება გულის დაავადებების დროს - კერძოდ კი გულის უკმარისობისას, რასაც ახლავს ცივი ოფლი და ქოშინი. ასევ ხმარობენ მას სპაზმური ხველის დროს - განსაკურებით ყივანახველას დროს ბავშვებში.
იხმარება ასევე ფილტვის ტუბერკულოზის დროს.


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამკურნალო მცენარეები

Post by Tamari-ch. » 15 აპრ 2009, 23:33

გლედიჩია -

Гледичия (лат. Gleditsia)

Image

ეს არის დეკორატიული მცენარე -
ხე ,
რომელიც ძირითადად ბოტანიკურ ბაღში გვხვდება -
მინახავს რამდენიმე ხე მუშტაიდის ბაღში -

აქვს დიდი ეკლები და აი ასეთი ნაყოფი -

Image
არსებობს მისი რამდენიმე სახეობა
ჩვენთანაა Gleditsia triacanthos L.

გლედიჩია (Gleditsia), ფოთოლმცვივანი ხეების გვარი ცეზალპინიასებრთა ოჯახისა. ღეროსა და ტორებზე აქვთ მარტივი ან დატოტვილი ეკლები: ფოთლები ფრთართულია, პატარა მომწვანო ყვავილები მტევნებად არის შეკრებილი. ნაყოფი ბრტყელი პარკია. გლედიჩიას 12 სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ზომიერსა და სუბტროპიკულ აზიაში, ტროპიკულ აფრიკაში. თალიშში (აზერბაიჯანი) ველურად აზრდება მხოლოდ ერთი სახეობა - კასპიური გლედიჩია (Gleditsia caspia), რომელიც კავკასიაში შემორჩენილი მესამეული პერიოდის ფლორის რელიქტია. კულტივირებულია 7 სახეობა. მათგან ძვირფასმექნიანი ჩრდილოამერიკული ჩვეულებრივი გლედიჩია (Gleditsia triacanthos) ძველთაგანვეა მოშენებული ყირიმის, კავკასიის (კერძოდ, საქართველოს) და შუა აზიის ბაღებსა და პარკებში. გლედიჩია სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალვაგამძლე მცენარეა; იტანს ნიადაგის სუსტ დამლაშებას. იყენებენ ცოცხალ ღოდებ, მინდორსაცავი ტყის ზოლების გასაშენებლად და სხვა მერქნისაგან ამზადებენ სხვადასხვა ნაკეთობებს, ნაყოფისაგან - ყავის სუროგატს. თაფლოვანია.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92% ... 8%E1%83%90


რაოდენ დიდი იყო ჩემი გაკვირვება, როცა ერთხელ შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ თურმე ამ მცენარესაც ჰქონია სამკურნალო თვისებები!

იგი შეიცავს ალკალოიდებს (ტრიაკანტინი) და საკმაოდ ტოქსიკურიცაა -
გარდა ამისა შეიცავს საპონინებს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს. С ვიტამინს, ყვავილებში ეთერეტი რომელსაც აღმოაჩნდა ანტისეპტიკური თვისებები.
სამკურნალოდ გამოიყენება მისი ნაყოფი, ყვავილი, ფოთლები და ფესვი.

ალკალოიდ ტრიაკანტინი აფართოვებს სისხლძარღვებს, კორონარებს და ამცირებს არტერიულ წნევას. ხსნის სპაზმებს.

როგორ გაირკვა გლედიჩია გამოიყენება ბრონქულ ასთმის სპაზმის მოსახსნელად, წნევის დამწევად, გულის სტენოკარდიული შეტევის წინააღმდეგ - ასევე კუჭის წყლულის დროს. ასევე გამოიყენება მუცელში სპაზმური ხასიათის კოლიკების დროს.
ასვე ბრონქიტების და ლარინგიტებისას როგორც ამოსახველებელი.

50 -100 გრ ნაყოფი (ლობიოს ჰგავს) აქუცმაცებენ და 5 -6 წუთი ადუღებენ 3 ლ წყალში და სვამენ 1/5 ჭიქას 3 ჯერ დღეში ჭამის წინ

მოკლედ გლედიჩიას აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიტიკური, სისხლძარღვების გამაფართოებელი და წნევის დამწევი თვისებები...

User avatar
khoteura
ბოდიალა
Posts: 201
Joined: 08 აპრ 2009, 00:24
სამკურნალო მცენარეები

Post by khoteura » 16 აპრ 2009, 15:02

წავედი მე სააღდგომო მოგზაურობაში, რომ ჩამოვალ აუცილებლად შემოვუერთდები ამ მეტად საჭირო თემას. :)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამკურნალო მცენარეები

Post by Tamari-ch. » 16 აპრ 2009, 22:41

უნაბი -

Image

Zizyphus Juss. -
Ююба Унаби, Китайский финик, Ююба китайская
род растений из семейства крушинных (Rhamnaceae).

უნაბი ხარობს კარგად დასავლეთ საქართველოში -
კეროდ კი სამეგრელოში

ბებიაჩემს ჰქონდა ეზოში უნაბის ხე..
:)
საჭმელად გამოიყენება მისი ნაყოფი -
მისგან კეთდება ჩირიც..

უნაბის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით С ვიტამინს, პოლისაქარიდებს, ასევე ცილოვან ნაერთებს.
ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს-
კერძოდ კი ხველისას როგორც ამოსახველებელი და ბრონქების ლორწოვანის ამომფენი საშუალება..
ბრონქიტებისას, ყივანახველისას, ლარინგიტებისას შეიძლება მისი ნაყოფის ნახარშის გამოყენება...

ძველ ქართულ კააბადინებში იგი საკმაოდ ხშირად მოიხსენიება -
როცა ავადმყოფს ჰქონდა გულისრევის შეგრძნება-
უნაბის ფოთოლს კევივით აღეჭინებდნენ - იგი ხსნიდა ცუდი გემოს შეგრძნებას პირში.
"უნაბი სისხლსა დასწმენდს, ღვიძლს არგებს და კაცსა გახსნის, სურდოსა, სურავანდსა და ხველასა სამსავე მწოვედ არგებს" - ო სწერია კარაბადინში.
უნაბი ხსნისო სიმხურვალეს ორგანიზმში. - ანუ მას ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები ჰქონია.

ავიცენას მიხედვით - უნაბი აჩერებს თმის ცვენას, ხოლო მისი ფისი აცილებს ქერტლსო.
ფოთლების გამოყენებას ავიცენა ურჩევს ასთმის და ფილტვების ანთების დროს.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამკურნალო მცენარეები

Post by Tamari-ch. » 20 აპრ 2009, 23:12

ბა­ბუ­აწ­ვე­რა | Taraxacum officinale Wigg
Image

აღ­წე­რა

მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რეა რთულ­ყვა­ვი­ლო­ვან­თა ოჯა­ხი­სა, 5-50 სმ. სი­მაღ­ლი­საა და მსხვი­ლი, მთა­ვარ­ღერ­ძა ფეს­ვი აქვს. ფოთ­ლე­ბი ლან­ცე­ტა ან წაგ­რძე­ლე­ბულ-ლან­ცე­ტაა, დაკ­ბი­ლუ­ლი, 10-25 სმ. სიგ­რძის და 1,5-5 სმ. სი­გა­ნი­სა, ფოთ­ლე­ბი ფუ­ძეს­თან რო­ზე­ტა­დაა შეკ­რე­ბი­ლი.
ყვა­ვი­ლე­ბი ოქ­როს­ფერ-ყვი­თე­ლი ფე­რი­საა და კა­ლა­თა-ყვა­ვი­ლე­დე­ბა­დაა შეკ­რე­ბი­ლი.
ნა­ყო­ფი ღია-წაბ­ლის­ფე­რი, 3-4 სმ. სიგ­რძის თეს­ლუ­რაა.
ყვა­ვის მა­ის-ივ­ნის­ში, ნა­ყო­ფი ერ­თი თვის შემ­დეგ მწიფ­დე­ბა.

დამ­ზა­დე­ბა

ფეს­ვებს შე­მოდ­გო­მით (ფოთ­ლე­ბის ჭკნო­ბი­სას) ან გა­ზაფ­ხულ­ზე, აპ­რილ­ში-მა­ი­სის და­საწ­ყის­ში აგ­რო­ვე­ბენ. ფეს­ვებს სა­გულ­და­გუ­ლოდ ასუფ­თა­ვე­ბენ მი­წის­გან, გვერ­დით, წვრილ ფეს­ვებს აჭ­რი­ან და ცი­ვი წყლით რეც­ხა­ვენ. მსხვილ ფეს­ვებს 10-15 სმ. სიგ­რძის ნაჭ­რე­ბად ჭრი­ან, ახ­მო­ბეს ჰა­ერ­ზე მა­ნამ, სა­ნამ რძეწ­ვე­ნის გა­მო­ყო­ფა არ შეწ­ყდე­ბა. თხელ ფე­ნად გაშ­ლილს აშ­რო­ბენ თბილ, კარ­გი ვენ­ტი­ლა­ცი­ის მქო­ნე შე­ნო­ბა­ში ან საშ­რობ­ში, ღუ­მელ­ში 40-500ჩ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. ინა­ხა­ვენ კარ­გი ვენ­ტი­ლა­ცი­ის მქო­ნე შე­ნო­ბა­ში. შე­ნახ­ვის ვა­და 5 წე­ლი. იყე­ნე­ბენ ხმე­ლი სა­ხით. მზა ნედ­ლე­უ­ლი _ ხმე­ლი ფეს­ვე­ბი მცი­რედ და­ტოტ­ვი­ლია, გა­რე­დან მუ­რა ან მუ­ქი-მუ­რა ფე­რი­საა, 10-15 სმ. სიგ­რძი­სა და 0,3-1,5 სმ. სიმ­სხოა. ნედ­ლე­ულს მწა­რე გე­მო აქვს, სუ­ნი კი _ არა.

ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა

ფოთ­ლე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი კა­რო­ტი­ნო­ი­დებს შე­ი­ცა­ვენ. ფეს­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია: სტე­რი­ნი, ინუ­ლი­ნი, ნი­კო­ტი­ნის მჟა­ვა, ფი­სე­ბი, კა­უ­ჩუ­კი და ცხი­მი.

ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი

ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფეს­ვებს და ბა­ლახს იყე­ნე­ბენ რო­გორც მა­დის მომ­გვრელ სა­შუ­ა­ლე­ბას, ასე­ვე იყე­ნე­ბენ ანა­ცი­დუ­რი გას­ტრი­ტის დროს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ჯირ­კვლე­ბის სეკ­რე­ცი­ის მო­სა­მა­ტებ­ლად.
ფეს­ვებს იყე­ნე­ბენ რო­გორც ნაღ­ვლმდენ და შარ­დმდენ სა­შუ­ა­ლე­ბას.

გა­მო­ყე­ნე­ბა მე­დი­ცი­ნა­ში

უნიშ­ნა­ვენ კუჭ­ში შეკ­რუ­ლო­ბის, დი­ა­ბე­ტის, თირ­კმლის ჭვა­ლის, ნიკ­რი­სის ქა­რის, ეგ­ზე­მის, ფე­რის­მჭა­მე­ლე­ბის, ათე­როს­კლე­რო­ზის დროს.

სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი

ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფეს­ვე­ბის ნა­ყე­ნი: 10 გრ. და­ქუც­მა­ცე­ბულ ფეს­ვებს და­ას­ხით 200 მლ. მდუ­ღა­რე, და­ა­ყე­ნეთ 2 სა­ა­თის გნმავ­ლო­ბა­ში, გა­წუ­რეთ, მი­ი­ღეთ 50 მლ. 4-ჯერ დღე­ში ჭა­მამ­დე 30 წთ.-ით ად­რე ათე­როს­კლე­რო­ზის, გას­ტრი­ტის, ანე­მი­ის, ღვიძ­ლის და ნაღ­ვლის ბუშ­ტის, თირ­კმე­ლე­ბის, შარ­დის ბუშ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, ასე­ვე ნიკ­რი­სის ქა­რის, ალერ­გი­ის, კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რის დროს. ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფეს­ვე­ბის და ბა­ლა­ხის ნა­ყე­ნი: აი­ღეთ 10 გრ. და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი ფეს­ვე­ბი და ბა­ლა­ხი, და­ა­ყე­ნეთ 400 მლ. გა­ცი­ვე­ბუ­ლი ანა­დუ­ღა­რი წყლით 10-12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­წუ­ღეთ. მი­ი­ღეთ 50 მლ. 4-6-ჯერ დღე­ში ჭა­მის წინ ათე­როს­კლე­რო­ზის, ჰი­პო- და ავი­ტა­მი­ნო­ზის, ანე­მი­ის, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დარ­ღვე­ვის, გას­ტრი­ტის, კო­ლი­ტის, ღვიძ­ლის, თირ­კმე­ლე­ბის, კუჭ­ქვე­შა ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, კუჭ­ში სპას­ტი­კუ­რი ტკი­ვი­ლის, თა­ვის ტკი­ვი­ლის, ცუ­დი მა­დის, კუჭ­ში შეკ­რუ­ლო­ბის, ნიკ­რი­სის ქა­რის, ალერ­გი­ის დროს.
ბა­ბუ­აწ­ვე­რას ყვა­ვი­ლე­ბის და ბა­ლა­ხის ნა­ხარ­ში: აი­ღეთ ოც-ოცი გრა­მი ბა­ბუ­აწ­ვე­რას ყვა­ვი­ლი და ბა­ლა­ხი, და­ას­ხით 400 მლ. წყა­ლი, ადუ­ღეთ 10 წთ.-ის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ა­ყე­ნეთ 30 წთ., გა­წუ­რეთ. მი­ი­რეთ 50 მლ. 3-4-ჯერ დღე­ში ჭა­მის შემ­დეგ ღვიძ­ლის, თირ­კმე­ლე­ბის, შარ­დგა­მომ­ყვა­ნი გზე­ბის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს.
ბა­ბუ­აწ­ვე­რას ყვა­ვი­ლე­ბის ნა­ხარ­ში: 10 გრ. ყვა­ვილს და­ას­ხით 200 მლ. წყა­ლი, ადუ­ღეთ 15 წთ., და­ა­ყე­ნეთ 20-30 წთ., გა­წუ­რეთ. მი­ი­ღეთ 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღე­ში უძი­ლო­ბის, ჰი­პერ­ტო­ნი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის, მე­ტე­ო­რიზ­მის, კუჭ­ში შეკ­რუ­ლო­ბის, ჭი­ე­ბის დროს.
ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფეს­ვე­ბის და ბა­ლა­ხის ნა­ხარ­ში: აი­ღეთ ოც­და­ათ-ოც­და­ა­თი გრა­მი ბა­ბუ­აწ­ვე­რას ხმე­ლი ბა­ლა­ხი და ფეს­ვე­ბი, და­ას­ხით 1 ლ. წყა­ლი და ადუ­ღეთ 15 წთ., და­ა­ყე­ნეთ 45 წთ., გა­წუ­რეთ. მი­ი­ღეთ 100 მლ. 3-ჯერ დღე­ში ფუ­რუნ­კუ­ლო­ზის და კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რის, ავი­ტა­მი­ნო­ზის, სა­ერ­თო სი­სუს­ტის (რო­გორც მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა) დროს, ასე­ვე გას­ტრი­ტის (კუ­ჭის წვე­ნის და­ბა­ლი მჟა­ვა­ნო­ბა) დროს.
ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფეს­ვე­ბის ნა­ხარ­ში: 3 ს.კ. და­ქუც­მა­ცე­ბულ ფეს­ვებს და­ას­ხით 2 ჩ.ჭ. მდუ­ღა­რე, ადუ­ღეთ 15 წთ., გა­წუ­რეთ, მი­ი­ღეთ 1 ჩ.ჭ. 2-ჯერ დღე­ში ჭა­მამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ად­რე.
ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფოთ­ლე­ბის წვე­ნი: ბა­ბუ­აწ­ვე­რას ნედ­ლი ფოთ­ლე­ბი კარ­გად გა­რეც­ხეთ ცი­ვი წყლით 5 წთ.-ის გან­მავ­ლო­ბა­ში, წყა­ლი გა­და­ას­ხით, ფოთ­ლე­ბი ხორ­ცსა­კეპ მან­ქა­ნა­ში გა­ა­ტა­რეთ. მი­ი­ღეთ 50 მლ. 2-ჯერ დღე­ში გას­ტრი­ტის, სა­ერ­თო სი­სუს­ტის, სიყ­ვით­ლის, შარ­დის ბუშ­ტის ან­თე­ბის, ანე­მი­ის დროს. ნა­ყე­ნი წა­ის­ვით კოჟ­რებ­ზე, მე­ჭე­ჭებ­ზე, ჭორ­ფლზე, პიგ­მენ­ტუ­რი ლა­ქებ­ზე.
ბა­ბუ­აწ­ვე­რას მა­ლა­მო: 5-10 გრ. და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი ფეს­ვი და ბა­ლა­ხი და­ა­ყე­ნეთ 50 მლ. მცე­ნა­რე­ულ ზეთ­ზე 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. წა­ის­ვით დამ­წვრო­ბებ­ზე, ნა­წო­ლებ­ზე.
ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფხვნი­ლის მა­ლა­მო და თაფ­ლი კურ­ნავს ეგ­ზე­მას.
ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფხვნი­ლი: ბა­ბუწ­ვე­რას ხმე­ლი ფეს­ვე­ბი და­ა­ქუც­მა­ცეთ ყა­ვის საფ­ქვავ­ში. მი­ი­ღეთ 1,5-2 გრ. 3-ჯერ დღე­ში ათე­როს­კლე­რო­ზის, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დარ­ღვე­ვის დროს. და­ი­ყა­რეთ და­ჩირ­ქე­ბულ ჭრი­ლო­ბებ­ზე, წყლუ­ლებ­ზე, დამ­წვრო­ბებ­ზე, მო­ყი­ნულ ად­გი­ლებ­ზე, ნა­წო­ლებ­ზე.

გავ­რცე­ლე­ბის ად­გი­ლე­ბი

ბა­ბუ­აწ­ვე­რა გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა რა­ი­ონ­ში, რო­გორც მა­ღალ­მთი­ა­ნეთ­ში, ისე დაბ­ლობ­ში.

http://www.narkozi.com/index.php?newsid=280


ბაბუაწვერა გამოიყენება ჰომეოპათიაშიც -
ძირითადად ინიშნება ბავშვებში უმადობის დროს.
ასევე გამოიყენება როგორც ნაღვლმდენი საშუალება.
მისი პათოგენეზის მთავარი ნიშანია - გეოგრაფიული ენა

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამკურნალო მცენარეები

Post by Tamari-ch. » 25 აპრ 2009, 00:58

ვაზი -

Image

ვაზის და ღვინის ქება დიდებას ახლა არ დავიწყებ - ყველამ იცის
მისი ფასი -
აქ მინდა დავწერო ღვინის და ვაზის სამკურნალო თვისებებზე...



სამედიცინო სტატისტიკა ასეთ ფაქტს ადასტურებს: ფრანგები, რომლებიც სადილობისას ყოველთვის მიირთმევენ თითო ჭიქა კარგ ღვინოს, გაცილებით იშვიათად იღუპებიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ვიდრე კონტინენტის ის მკვიდრნი, რომლებიც ალოჰოლურ სასმელებს მაინცდამაინც არ სცემენ პატივს. ამის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული ღვინო გახლავთ. ბურგუნდიაში ღვინით მკურნალობის საგანგებო ცენტრებიცაა, რომელთაც ენოთერაპიის ცენტრებს უწოდებენ. აქ მკურნალობის შემდეგი პრინციპია დამკვიდრებული: სვით ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად! ღვინის დადებითი ზემოქმედების ეფექტი ამერიკელებმაც დაადასტურეს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც ყოველდღიურად 200-300 მლ ღვინოს სვამს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ლოთები ან პრინციპული არამსმელები.

ენოთერაპიის (ღვინით მკურნალობის) და ამპელოთერაპიის (ყურძნით მკურნალობის) შესახებ დღეს ბევრი იწერება

ენოთერაპია, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის უძველესი მეთოდია, იმის გათვალისწინებით, რომ ვაზი მცენარეა(თან ჩვენთვის ქართველთათვის საკრალური არსის მატარებელი) მისი პროდუქტი ყურძენი და ყურძნის ღვინო ფიტოთერაპიულ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს, ე.ი ბუნებრივი, მცენარეული წამოშობის წამალია.
http://newiveria.com/index.php?s=4a17d8 ... ntry119654

წიგნის - "მედიცინა ღვინის საშუალებით ანუ ღვინო, როგორც უნივერსალური წამალი", ავტორი ექიმი ე. მორი ურჩევს, სხვადასხვა კოლიტებით(ქრონიკული და მსხვილი ნაწლავის ანთებით გამოწვეული დაავადების, რომელიც ძალზე ძნელად ინკურნება) დაავადებულთ, სამკურნალო მიზნით მიიღონ წითელი, ძელგი სუფრის, ტანინით მდიდარი ღვინოები. ტანინი ასტიმულირებს ნაწლავის გლუვ მუსკულატურას, თრგუნავს(ტანინი) პათოგენური მიკროორგანიზმების და უმარტივესთა(პარაზიტებია) აქტივობას, ხელს უწყობს(ტანინი) ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებული გარსის შეხორცებას და აღადგენს დაავადებით შერყეულ იმუნიტეტს. ასეთი ღვინოები უნდა მიეცეთ დიზინტერიით დაავადებულთაც. მაგალითისათვის შეიძლება, გრაფ რიშელიეს დაავადების ისტორიის მოყვანა, რომელიც მრავალი წელი იტანჯებოდა, ჩვეულებრივი ენტეროკოლიტით(სიმპტომებით თუ ვიმსჯელებთ), გრაფის ახალმა ექიმმა, რომელიც გამოცდილი ენოთერაპევტი უნდა ყოფილიყო, ავადმყოფს ურჩია მიეღო სამკურნალო მიზნით მონბაზილიაკის(ფრანგული) ღვინო, რის შემდგომაც პაციენტი რამოდენიმე თვეში განიკურნა, ხოლო ამ ტიპის ღვინოებს "რიშელიეს შინაური წამალი" ქვია.

ყურძნის ნატურალური ღვინის ფენოლური(ორგანული ნივთიერებებია) ნაერთები ეფექტურად ბლოკავენ ათეროსკლეროზის საწყის ეტაპებს და პაციენტს თავიდან აცილებენ ტრომბთა წარმოქმნისაგან გამოწვეულ საშიშროებას, რაც თავის მხრივ, ძვირადღირებული და არც თუ უვნებელი პრეპარატებისაგან, თავის არიდების საშუალებას იძლევა.

ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით გამოყენებისათვის ყველაზე ეფექტურია ფენოლური ნაერთებით მდიდარი ღვინოები - ესენი, პირველ რიგში, სუფრის წითელი ღვინოებია და მათ შორის უპირველესნი - კახური მეთოდით დაყენებული ღვინოები; ძალზე კარგი იქნება, თუ ისინი(კახური მეთოდით დაყენებული, სუფრის წითელი ღვინოები) მომეტებულად გაჯერებულნი იქნებიან კალიუმით, მაგნიუმით და სილიციუმით(ქიმიური მიკროელემენტებია); იგივე ტიპის ღვინოებია რეკომენდებული კაპილაროტოქსიკოზებით, გულის არითმიებით და მიოკარდიტებით დაავადებულთათვის.

გულის მძიმე დაავადებებისას, როცა გული კუნთი ვეღარ აუდის ძირითად მოვალეობას და განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩნდება შეშუპებანი და სითხის შარდთან ერთად გამოდენის ინტენსივობის გაძლიერების აუცილებლობა(ასეთი კოლიზიები მიმდინარეობს გულის კუნთის ქრონიკული უკმარისობის ბოლო სტადიებში), ჯობს გამოყენებული იქნას ბრუტის ტიპის შამპანური.

ექიმი მორი, ასეთ შემთხვევაში რეკომენდაციას უწევს მონტანის(საფრანგეთი) პროვინციის შამპანურს, მდინარე მარნა-ს ხეობის(საფრანგეთშია) ღვინოებს. ეს ღვინოები ხელს უწყობენ ზედმეტი სითხის გამოდევნას ორგანიზმიდან და აწესრიგებენ დარღვეულ ბალანსს სითხესა და მინერალებს შორის. ამ ღვინოების თერაპიული დოზაა - ერთნახევარი ორი ღვინის ჭიქა საკვების მიღებისას, ერთი კვირის განმავლობაში.

საქართველო ერთ-ერთია იმ რამოდენიმე სახელმწიფოთაგან სადაც ღვინოს, უძველესი დროიდან, იყენებდნენ - სამედიცინო მიზნებისათვის. ქართველ ექიმთა და მკურნალთა ენოთერაპიული გამოცდილება ჩამორჩება ამ დარგის ფრანგულ რესურსს, მოსაწესრიგებელი და დასადგენია მეცნიერული სისტემატიზაცია(ენოლოგიური) და ქართულ სამკურნალო ღვინოთა შესაბამისი სტანდარტები; და მიუხედავად აღნიშნულისა უზარმაზარი რესურსები გვაქვს, ვაზის ჯვრის ქვეყანაში, რაც მხოლოდ გონივრული მართვით მიიღწევა.

მაგალითად ოდითგანვე საქართველოში, ღვინო ოჯალეში გამოიყენებოდა სამკურნალოდ, თვით ბავშვებშიც კი 100-150 მლ ანემიებისა და მძიმე დაავადებათა შემდგომი რეაბილიტაციისათვის; II მსოფლიო ომის დროს საქართველოსა და კავკასიის სამხედრო ჰოსპიტალებში ღვინო შედიოდა დაჭრილთა კვების სავალდებულო რაციონში და განკუთვნილი იყო, პირველ რიგში იმ პაციენტთა ფეხზე დაყენებისათვის, რომელნიც დიდი ხნის განმავლობაში საწოლს იყვნენ მიჯაჭვულნი.

ამავე პერიოდში მეღვინეებმა შექმნეს მეთოდი, კაკლის ნაყოფისა და ფოთლებისაგან საკვები ნივთიერების გამოყოფისა და ღვინოში შეტანისა, C და სხვა ვიტამინების ასევე მიკროელემენტების და მინერალების შემცველობის მკვეთრად გასაზრდელად - დაჭრილთა და დასახიჩრებულთა გამაჯანსაღებელი ეფექტის სწრაფად მიღწევის მიზნით, 1944 წელს მეღვინეობის ერთ-ერთმა ტრესტმა გამოუშვა 40 ათასი ლიტრი ვიტამინიზირებული ღვინო!

აღმოჩნდა, რომ კუჭის წვენის დაბალი სიმჟავიანობისას, საკმარისია ქართული ღვინოების წინანდალის და ცოლიკაურის მიღება და ორ კვირაში, ყოველგვარი სხვა წამლის მიღების გარეშე, მიიღწევა სრული გამოჯანსაღება ამ დაბალი სიმჟავიანობისაგან.

ქართული ღვინო საფერავი კი გამოიყენება საპირისპირო ტიპის პრობლემის დასარეგულირებლად - ე.ი კუჭის სეკრეციის ნორმალიზებისათვის მაღალი სიმჟავიანობისას.

ექიმთა გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჩამოთვლილი ქართული ღვინოების(წინანდალი, საფერავი ცოლიკაური) შეყვანა, ზონდის მეშვეობით, თორმეტგოგა ნაწლავში, იწვევდა ისეთივე ნაღვლისმდენ მოქმედებას, როგორც მაგნიუმის სულფატის(არც მთლად უვნებელი) ხსნარი - ნაღვლის მდენი, უძლიერესი სტიმულატორი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადებებისას, ღვინოების - წინანდალის, ცოლიკაურის და საფერავის მოქმედების შესწავლამ ექიმები შემდეგ დასკვნამდე მიიყვანა - აღნიშნული ღვინოები სუფთა ეთილის სპირტისაგან განსხვავებით, არავითარ მავნე ან არასასურველ მოქმედებას არ ახდენს, ამავე დროს დადგინდა, რომ მრავალი ქართული წითელი ღვინო არის წვრილი სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლების გამაგრებელი. საუკეთესო საშუალება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად გამოკვეთილი ზემოქმედების უნარი გააჩნიათ, როგორც მოსალოდნელი იყო, კახური წესით დაყენებულ ღვინოებს.

ქართული სუფრის ღვინის, საფერავის თვისებებისა და მისი ბიოლოგიური მოქმედების თავისებურებათა შესწავლისას დადგენილია, რომ საფერავი დამაჯერებლად თრგუნავს სხვადასხვა მიკროორგანიზმების ზრდის, გამრავლების და ტოქსინების გამომუშავების უნარს, მათ შორის ოქროსფერი სტაფილოკოკისა და ნაწლავის ჩხირის ბიოლოგიურ ციკლებს(ეფექტურად თრგუნავს).
აღმოჩნდა, რომ საფერავის ანტიმიკრობული თვისება განპირობებულია პოლიფენოლური ნაერთებისა და ზოგიერთი ორგანული მჟავის მოქმედებით.
Last edited by Tamari-ch. on 25 აპრ 2009, 01:02, edited 2 times in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამკურნალო მცენარეები

Post by Tamari-ch. » 25 აპრ 2009, 00:58

ყურძნის ღვინის სამკურნალო თვისებები ცნობილი იყო არქაული დროიდან, მაგალითად ჰიპოკრატემ კარგად იცოდა სხვადასხვა ღვინის თვისებები და სამკურნალოდ დანიშვნის პირობები.

ჰალენი აღნიშნავდა ღვინის ბიოენერგეტიკულ მოქმედებას და ახდენთა ღვინოების კლასიფიცირებას, მათი თვისებების მიხედვით.

ცელსიუსი, რომელსაც "მედიცინის ციცერონს" უწოდებდნენ - სამედიცინო თხზულებაში(მკურნალობის შესახებ) იძლევა დეტალურ მონაცემებს სხვადასხვა ღვინოებზე და მათ არომატიზებაზე.

ღვინის სამკურნალო ზემოქმედება, შუა საუკუნეებშიც გა მოიყენებოდა, საინტერესოა სოლერნოს სამედიცინო სკოლის "დიეტის რეცეპტები", დღეისათვის ღვინო დასავლეთ ევროპაში მრავალი ფიზიოლოგიური და კლინიკური კვლევის ობიექტია, შექმნილია ექიმთა ასოციაცია - "ფრანგული ღვინის მეგობრები" და ტარდება საერთაშორისო კონგრესები ყურძნისა და ღვინის მეცნიერული შესწავლისათვის; ღვინის მეცნიერული და კულტუროლოგიური შესწავლა წინააღმდეგობას აწყდება ე.წ. ანტიალკოჰოლური ორგანიზაციებისგან.

ღვინის გამოყენება მედიცინაში მოითხოვს კლინიცისტებსა და პრაქტიკოს ექიმებს შორის სპეციალური შეთანხმების, ანუ ენოთერაპიული კოდექსის შექმნას, ამ მხრივ ევროპაში დიდი გაცდილებაა დაგროვილი. მაგალითად ღვინის პროფილაქტიკური ზემოქმედება კოლიბაცილოზისას აიხსნება, არა მარტო მისი ბაქტერიციდული თვისებებით, არამედ ღვინის ზოგიერთი კომპონენტით:
ტანიდები, რომელნიც იცავენ საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვან გარსს და ახორცებენ ნაკაწრებს - "ინფექციის კარებებს".

ღვინისა და ქინაქინის ნარევი უფრო ეფექტურია მალარიის წინააღმდეგ, ვიდრე მხოლოდ ქინაქინა, ამ ეფექტს "სინერგიზმი" ქვია. არის სტატისტიკური მონაცემები, დაბალი სიკვდილიანობისა ტუბერკულოზით დაავადებულებში მეღვინეობის რაიონებში, "არამეღვინე" რაიონებთან შედარებით, და ტუბერკულოზის ეპიდ. "აფეთქებისა", ღვინის წარმოების შემცირებისას, მაგალითად ვაზის ფილოქსერათი და სოკოთი დაავადებისას.

მეღვინეობის რაიონებში არა ღვინის მწარმოებლებთან შედარებით, ნაკლებია აპენდიციტის დაავადებანი.

ტიფის დროს ღვინო გამოიყენება, როგორც ეფექტური ბიოაქტივატორი, რომელიც ახდენს ორგანიზმის დამცავი საშუალებების მობილიზებას და ადინამიური მდგომარეობიდან ავადმყოფის გამოყვანის შესაძლებლობას მკვეთრად ზრდის.

ღვინო წარმატებით გამოიყენება გრიპოზულ-ბრონქიალური და ფილტვის პათოლოგიებისას, განსაკუთრებით ეფექტურია იგი მოხუცებულთა პნევმონიისას. ტუბერკულოზის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არასწორად თვლიან, ღვინის აკრძალვას, ტუბერკულოზით დაავადებულთათვის, ღვინო აქ უფრო ეფექტურია, ვიდრე სპირტი, რადგან იგი(ღვინო) შეიცავს ტანიდებს, მინერალებს - რკინის, მანგანუმის, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის მარილების სახით, მიკროელემენტებს, გლიცერინს და ბიოაქტივატორებს. ღვინის მიღებისას ორგანიზმის გაღარიბება კალციუმით(როგორც აღნიშნავდნენ ზოგიერთი ავტორები) არ ხდება, პირიქით, ღვინო ახდენს ორგანიზმის რემინერალიზებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტუბერკულოზით დაავადებულის დათრგუნულ ფსიქიკაზე სამკურნალო ღვინის კეთილისმყოფელი გავლენა, ამ დროს რეკომენდებულია ცქრიალა ღვინოები, მაღალი სიმჟავიანობისას - მსუბუქი თეთრი ღვინო, 1/1-ზე ან 2/3-ით გაზიანი მინერალური წყლით განზავებული. ზოგიერთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ წითელ, წყლით განზავებულ ღვინოებს(კაგორი და ვარდისფერი მუსკატი).

ღვინო გამოყენებადია, ქირურგიაში და როგორც გარეგანი საშუალება; როგორც მატონოზირებელი და გამამაგრებელი იგი სასარგებლოა, როგორც ოპერაციამდე ასევე ოპერაციისშემდგომი პერიოდისათვის. განსაკუთრებით ეფექტურია ღვინო ოპერაციის შოკისას, გულყრების და ასფიქსიისას. იგი ზოგჯერ ცვლის ძლიერ ანესტეტიკებს, და ბოლოს, ქიმიური შემადგენლობის წყალობით და სტერილობით დავარგებული ღვინო წარმატებით გამოიყენება ჭრილობათა ჩარეცხვისას, მცირე ჭრილობებისას საყოფაცხოვრებო პირობებში სასარგებლოა წითელი ღვინო.

ღვინო გამოიყენება სხვადასხვა წამლების კომპონენტად, ის აძლიერებს წამლის აქტიური პრეპარატის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას(სინერგიზმი), აუმჯობესებს წამლის არასასიამოვნო გემოს.
არსებობს მთელი კლასი განსაკუთრებული სამედიცინო ღვინოების - სამედიცინო ღვინოებად იწოდებიან ღვინოები ერთი რომელიმე ფარმპრეპარატის დამატებისას(მარტივი სამედიცინო ღვინო) და თუ ღვინოს რამდენიმე ფარმპრეპარატი ემატება იგი უკვე რთულ სამედიცინო ღვინოდ იწოდება.

ძველი ქართული სამკურნალო წიგნები შეიცავენ ათობით ენოთერაპევტულ რეცეპტურას, ხოლო ავსტრიულ ფარმაკოპეაში კი მოყვანილია 35 სახის სამედიცინო ღვინო.
http://newiveria.com/index.php?s=4a17d8 ... ntry119654

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამკურნალო მცენარეები

Post by Tamari-ch. » 27 აპრ 2009, 01:10

Image

ეს ყველასათვის კარგად ცნობილი ბზაა -
საყოველთაოდ გავრცელებული დეკორატიული მცენარე -

ბზა (Buxus),
Самшит
-

- ორლებნიან მცენარეთა გვარი ბზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე დაბალი ხეები ან ბუჩქებია. აქვს მოპირისპირე სქელი ფოთლები და ერთსქესიანი ყვავილები. შეიცავს 70-მდე სახეობას
კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება 2 რელიქტური სახეობა: კოლხური ბზა (Buxus colchica) და ჰირკანული ბზა (Buxus hyrcana). საქართველოში მოშენებულია ბზის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბზა (Buxus sempervirens); წვრილფოთოლა ბზა (Buxus microphylla); იაპონური ბზა (Buxus japonica) და ბალეარული ბზა (Buxus balearica).
ცოცხლობს 500-600 წელს, იზრდება ნელა. მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს. კარგად პრიალდება. იყენებენ (ძირითადად კოჟრებს) სხვადასხვა ნაკეთობისათვის; კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია "კავკასიური პალმის" ან "პალმის ხის" სახელწოდებით. ბზის ფოთლებისა და ტოტებისაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს;

Image

თურმე მასაც ჰქონია სამკურნალო თვისებები -
ქერქისა და ფოთლების ნაყენს იყენებენ მედიცინაში, შეიცავს (განსაკუთრებით ფოთლები) ალკალოიდ ბუქსინს.

ძველ კარაბადინებში ბზა ასევე გვხვდება შიშმატის სახელწოდებით -

უფრო სწორედ შიშმატს ბზის ფოთოლს უწოდებდნენ -

კარაბადინში იგი პიტნასთან ერთად გამოიყენებოდა ყურის ტკივილისას -

როგორც წვეთების, ასევე პატრუქის სახით.

ბზის ფოთოლს ძველად საქართველოში ხმარობდნენ ასევე "სასუნებლად" ანუ სასუნთქად - შავი ბალღმის სენისას -

ბზას ანტიკურ ხანაშიც ხმარობდნენ ხველის დროს და კუჭ ნაწლავის ინფექციისას.
გამოიყენებოდა ის ასევე მალარის დროს და მის მოქმედებას ქინაქინას ადარებდნენ. ეს არცაა გასაკვირი - ბზას აღმოაჩნდა სიცხისდამწევი და ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები...
ბზა საკმაოდ ტოქსიკურია - ის შეიცავს ბილოგიურად აქტიურ ნაერთებს - 70-მდე ალკალოიდს, ტანინს, ეთერზეთებს.
ბზით მოწამვლას შეუძლია გამოიწვიოს ღებინება, კრუნჩხვები. გასანკუთრებით შხამიანია ფოთლები.
ჰომეოპათიაში მას ხმარობენ რევმატიზმის დროს.

თბილისის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში შესწავლილი იყო ბზის სპაზმოლიტიკური თვისებები
და დადგენილი იყო, რომ ის ხსნის სპაზმებს.
მაგ ბრონქებში ასთმის დროს,
შეუძლია ასევე იმოქმედოს როგორც ჰიპოტენზიური საშუალება (წნევის დამწევი), შარდმდენი, ნაღვლმდენი, და სიცხის დამწევიც კი

გარეგანი სახით იყენებენ გამელოტებისას და თავის სებორეის დროს. (ანუ ქერტლის დროს) - ამისათვის იყენებენ ფოთლების სპირტზე ნაყენს -
.. 50 გრ ფოთლებს ასხამენ 500 მლ 45% - იან სპირტს და 2 კვირა აყენებენ ბნელ ადგილას.
მერე თავში იზილავენ .


1/2 ჩაის კოვზ ბზის ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალზე აყენებენ
(1/3 ჭიქა 3Xდღეში)
დასალევად-


მაგრამ ბზის ფართოდ გამოყენების მთავარი პრობლემა
მისი ტოქსიკურობაა -
ზედოზირება საკმაოდ საშიშია.



Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სამკურნალო მცენარეები

Post by ლეონტი » 27 აპრ 2009, 09:15

Tamari-ch.
khoteura

ძაან კარგი ინფორმაციაა, გმადლობთ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]