სამკურნალო მცენარეები

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამკურნალო მცენარეები

Post by Tamari-ch. » 30 აპრ 2009, 23:17

ლობიო (Phaseolus),

Image

ერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მოიცავს 150-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ამერიკის, აზიისა და აფრიკის ტერიტორიაზე იზრდება. კულტურაშია დაახლოებით 20 სახეობა, რომელთაგანაც სასურსათო მნიშვნელობა 7-ს აქვს. უფრო გავრცელებული სახეობაა ჩვეულებრივი ლობიო (Phaseolus vulgaris), რომელიც ყველა კონტინენტზე მოჰყავთ. ეს არის საგაზაფხულო ერთწლოვანი ფორმის ღეროს სიმაღლე 20-45 სმ, ხოლო ხვიარა ფორმებისა — 2—5 მ აღწევს. ნაყოფი პარკია, რომლის სიგრძე 7-იდან 28 სმ-მდეა, აქვს 3—7 თესლი. თესლი სფეროსებრი, წაგრძელებული და თირკმელისებრია, ფერად თეთრი, მოწითალო, ყავისფერი ან ჭრელი. 1000 თესლის მასა 250-იდან 400 გ-მდეა. მცენარე სითბოს და სინათლის მოყვარულია, შედარებით გვალგამძლეა, ხარობს თიტქმის ყველანაირ ნიადაგზე. როგორც ჩვეულებრივი ლობიო, ისე მისი ყველა სხვა კულტურული სახეობა სასურსათო ცხოველთა საკვები, სასიდერაციო და დეკორატიული მცენარეა. ლობიოს მარცვალი შეიცავს 31%-მდე ცილას (კრისტალური გლობულინი ფაზეოლინი), ამინომჟავებს, 50-60% ნახშირწყლებს, 3,6%-მდე ცხიმს (ქოლესტერინს).
მიკროელემენტებდან შეიცავს ქრომს, ფლავონები, არგინინი, დექსკტრინი, ლიმონმჟავას, პროტეაზას და სხვ)
ლობიოს კალორიულობა 100 გრ მასაზე - მერყეობს 80 -დან 309-350 კკალ მდე ლობიოს სახეობის მიხედვით. მწვალე ლობიო დაბალკალორულია, მშრალი ლობიო კი მაღალკალორულია...
გაგახსენებთ რომ საქონლის ხორცის კალორიულობა მერყეობს 100- დან 200 კკალ - მდე...

საჭმელად იყენებენ მწიფე თესლს (მარცვალს) და მისგან დამზადებულ ფქვილს, მწვანე პარკს; ცხოველთა საკვებად — მწვანე მასას, მის სილოსს (სიმინდთან ერთად), ჩალას.
Image
ლობიოს ბევრი სახეობის სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა. ჩვეულებრივი ლობიო ამერიკიდან ევროპაში შემოიტანეს XVI საუკუნეში. რუსეთში მისი მოყვანა XVIII საუკუნის დამდეგიდან დაიწყეს. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიასა და სამეგრელოში ლობიო XVI საუკუნიდანაა კულტივირებული. აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მოგვიანებით გავრცელდა. ლობიოს საქართველოში უკავია — 11,3 ათასი ჰა ფართობი (1979), იგი სამარცვლე პარკოსანთა შორის პირველ ადგილზეა. მაღალმთიანი ზონის გარდა ყველგან მოჰყავთ.
დარაიონებული ჯიშებია: წითელი, ინდური, ლიახვი, ჩიტიკვერცხა, ბერპი, ცანავა — 3 და სხვა

Image

სამკურნალო თვისებები:
ლობიო შეიცავს ნივთიერება არგინინს და ფასცეოლინს, რომელთაც აქვს შადმდენი თვისებები.
ეს თვისება გამოხატული აქვს ლობიოს ულვაშს და ფუჩეჩს. გერმანიაში მას იყენებენ როგორც შარდმდენს თირკმლის კენჭის წარმოქმნის საწინააღმდეგოდ.

1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ლობიოს ფუჩეჩს 1/4 ლიტრ წყალში ადუღებენ 3- 5 წუთის განმავლობაში - სვამენ როგორც ჩაის -
თირკმლის კენჭის დროს, შეშუპებებისას, ნეფრიტების, რევმატიზმის, პოდაგრის დროს. ასევე ეკზემის დროსაც
ყურადღებას იქცევს ლობიო, როგორც შაქრის დამწევი საშუალება - ლობიოს ფუჩეჩის ნახარშს ნიშნავენ დიაბეტის დროს -პირველად ლობიოს პარკის შაქრის დამწევი თვისება შეამჩნიეს 1930 წელს. კვლევები ჩატარდა კიევის მედინსტიტუტშიც - დაადგინეს, რომ ლობიოს პარკის ნაყენს აქვს უნარი დასწიოს შაქრის რაოდენობა სისხლში 30-40 % - ით 10 საათის განმავლობაში. ასეთი ტიპის კვლევები დღესაც გრძელდება.
(Экстракт из шелухи бобов назначается по 10—15 капель 3 раза в день, 20%-ная спиртовая настойка — по 40—50 капель на прием, отвар из 100 г шелухи фа­соли на 1 л (кипятят до 500 г) выпивают за день.)

გამოიყენება ასევე ჰომეოპათიაში Phaseolus vulgaris L. var. nanus (L.) Aschers
რომელსაც იყენებენ ასციტის დროს და თირკმლის უკმარისობისას.

საინტერესო კი ისაა, რომ ლობიოს მკუხე თესლები შხამიანი ყოფილა.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამკურნალო მცენარეები

Post by Tamari-ch. » 05 მაი 2009, 00:37

სიმინდი -

Zea mays L., Gramineae - ოჯახს ეკუთვნის.
Кукуру́за, маи́с

Image
უძველესი არქეოლოგიური ნამარხების მიხედვით, სიმინდი, როგორც კულტურა, ხმარებაში გაჩნდა 7 - 12 ათასი წლის წინათ მექსიკის ტერიტორიაზე. სიმინდმა ითამაშა უდიდესი როლი ამერიკის უძველესი ცივილიზაციების - ოლმეკების, აცტკების და მაიას კულტურის ჩამოყალიბებაში. ის იმდენად მნიშვნელოვანი მარცვლეული იყო და
იმდენად განსაკუთრებული ადგილი ეკავა ამ ხალხთა ცხოვრებაში, რომ სიმინდი დროთა განმავლობაში თაყვანისცემის საგნად იქცა და მითოლოგიაში მას ცალკე სიმინდის ღმერთი მიუძღვნეს: იუმ - ვიილა მაიას ტომში და სენტეოტლი აცტეკების მითოლოგიაში.
Image
ინდიელები ამ ღმერთებს სწირავდნენ პირველ მოსავალს.

საქართველოში სიმინდი შემოტანილია მხოლოდ XVII საუკუნეში.
მას მოიხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი მარცვლეულთა შორის.
სიმინდი - ფართოდ გავრცელებული ერთწლიანი ერთწლიანი მარცვლოვანი მცენარეა.
სიმინდის თავისებურება იმაშია რომ მას ცალსქესიანი ყვავილები აქვს - არის სიმინდის მამრობითი და მდედრობითი ყვავილები
Image
სამკურნალო თვალსაზრისით საინტერესოა მდედრობითი ყვავილის დინგები,
რომელსაც აღმოაჩნდა სამკურნალო თვისებები..
სიმინდისგან ძველად ხარშავდნენ ჰასოს - "ჰასოი არაბულად იმას ჰქვიან რომელ თხელად ფქვილი მოჰკიდოს წყალსა" - ჰასო დიეტურ საჭმელად ითვლებოდა და ავადმყოფს ასმევდნენ თირკმლის დაავადებების დროს. სავარაუდოდ შარდმდენი თვისებების გამო.
სიმიდის მარცვალი შეიცავს წყალს, ცილოვან ნივთიერებებს, სახამებელს, ცხიმს, ნაცარს, ცხიმზეთს, მწარეებს, ეთერზეთს, ქლოროფილს; K, B1, B2, B6, D და E ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას. ფოჩისა და ღეროს პრეპარატები გამოიყენება, როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი საშუალება.
მისი მიღებისას ძლიერდება ნაღვლის სეკრეცია, მცირდება მისი სიბლანტე, ბილირუბინის რაოდენობა - სისხლში მატულობს პროთრომბინის რაოდენობა და სისხლის შედედებისუნარიანობა მატულობს.
სიმინდის შემადგენლობაშია გლუტამინის მჟავა, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და ნივთიერებათა ცვლას თავის ტვინში.
სიმინდის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელც დიდ როლს თამაშობს სასქესო ჰორმონების ცვლაში - მას სიბერის საწინააღმდეგო ვიტამინსაც უწოდებენ.
ჩინური მედიცინის მიხედვით - სიმინდი "ხსნის კუჭს" - ანუ აძლერებს პერისტალტიკას, აჩქარებს მოუნელებელი საკვების გამოდევნას, რაც ხელს უშლის ყაბზობის ჩამოყალიბებას. სიმინდის კერძები სასარგებლოა კანის სიმშრალეს დროს, ის აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს ნერწყვდენას.
ჩინელები სიმინდის სახამებლისგან აკეთებენ ე.წ. საგოს - რომელიც მდიდარია ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებით. საგო სასარგებლოა კუtჩნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს და დიეტური საკვებად გამოიყენება.
ქართულ კულინარიაში მას ღომი ცვლის.

Image

უნდა ითქვას, რომ ნამდვილ ძველ ღომს ახლა ღომის ღომს, ღუმუს, ღუმუშის, ჩხვერის ეძახიან - მას იყენებდნენ მეგრელები ღომის გასაკეთებლად სანამ სიმინდი შემოვიდოდა საქართველოში. მას უფრო წვრილი მარცვლები აქვს - ეს არის მცენარე Setaria italica - მისი გურული სახელია ჩხორი, ჭანურად ეწოდება ქურუმი, ქვრიმა, ნჩხვაი, ნჩხვარი, ხოლო რუსულად гоми, чумиза, просо итальянское.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამკურნალო მცენარეები

Post by Tamari-ch. » 14 მაი 2009, 18:48

იასამანი -

Image
(Syringa),
Сирень

მცენარის გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი პატარა ხე ან ბუჩქია. ცნობილია 30-მე სახეობა. გავრცელებულია აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში. კულტურაში მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი, სპარსული, უნგრული და ჩინური იასამნები. ჩვეულებრივი იასამანი, 5-7 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. მისი სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული და მცირე აზია. მუქი მწვანე წვეტიანი ფოთოლი აქვს. ფუძე გულისებრი, სურნელოვანი, თეთრი, ლილისფერი ან იისფერი ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა. იზრდება ნათელ ადგილებში, ყვავილობს ადრე გაზაფხულზე, ყინვა- და გვალვაგამძლეა. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. სპარსული იასამანი 2 მ სიმაღლის ბუჩქია. აქვს ლანცეტისებრი ფოთოლი. გვალვაგამძლეა, ცუდად იტანს ზამთარს. მრავლდება უმთავრესად ვეგეტატიურად. უნგრული იასამანი სიმაღლით 3-4 მ-იანი ბუჩქია. აქვს ელიფსური ფოთოლი, წვრილი ყვავილი ლილისფერია ან იისფერი. მრავლდება თესლითა და კალმით. გვალვაგამძლეა, კარგად იტანს ზამთრის პირობებსაც. ჩინური იასამანი ჩვეულებრივი და სპარსული იასამანის ჰიბრიდია. მრავლდება ვეგეტატიურად. იასამანი კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ.

პარფიუმერიაში იყენებენ იასამნის ყვავილოს ექსტრატს, სადურგლო საქმეში - მერქანს.


Image

იასამანი ყველამ იცის -
მისი სურნელი დაუვიწყარია -
მაგრამ ბევრმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ეს მცენარე სამკურნალოდაც გამოიყენება -

მას უძველესი დროიდან ხმაობდნენ აქიმები -
ავადმყოფს ხშირად ასუნინებდნენ ხოლმე მას და ის კეთილსურნელოვან ყვავილად ითვლებოდა, მძიმე დაავადებების გადატანს მერე ავადმყოფთან იასამნის თაიგულს დგამდნენ.
იასამნის წყალს უწვეთებდნენ ცხვირში ცნობიერებადაკარგულ ადამიანს.
კარაბადინებში იასამანი გვხვდება თავის ტკივილის სამკურნალო ნაერთებში.
იასამნის ზეთით უზილავდნენ ტანს ნერვული დაავადებების დროს.
ყურის ტკივილისას და ყურებში შუილისას გამოიყენებოდა იასამნის ზეთი ჩასაწვეთებლად. ეს ზეთი შედიოდა რთულ წამლების შემადგენლობაში და მალამოებშიც
იასამნის ფოთლები და ყვავილები შეიცავს ეთერზეთებს, ფენოგლიკოზიდს, სირინგინს და სხვ. ასევე შეიცავს С ვიტამინს.

იასამანს აღმოაჩნდა სიცხისდამწევი, ოფლმდენი, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტისპაზმური, ტკივილგამაყუჩებელი და შარდმდენი ეფექტები.
ფოთლები გამოყენებოდა ჭრილობების სამკურნალოდ - მათში აღმოჩნდა ანტიმიკრობული ნაერთები. ფოთლების ნაყენით ხდებოდა ჩირქოვანი ჭრილობების დამუშავება. (2 ს.კ. დაქუცმაცებული ფოთლები+1 ჭიქა მდუღარე წყალი)
იასამნის სიცხისდამწევი თვისებები ცნობილი იყო ხალხურ მედიცინაში - 2 ს.კ. ფოთლებს ასხამდნენ 1 მდუღარეს და აყენებდნენ 1 საათი.
აძლევდნენ ავადმყოფს 1 ჭიქას 3 ჯერ დღეში

რევმატიზმის, მარილების დაგროვებისას სახსრებში, გამოიყენებოდა იასამნის ყვავილების სპირტხსნარი 1:10 ზე შეფარდებით (40% იანი სპირტით)
ასმევდნენ 30 წვეთს 2 -3 ჯერ დღეში და ადგილობრივად ხდებოდა იასამნის სპირტხსნარის ან ზეთით დაზელვა მტკივნეულ სახსარში.

ადრე მას იყენებდნენ ასევე მალარიის სამკურნალოდაც

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ იასამანს აქვს ასევე შაქრის დამწევი თვისებებიც.
დიაბეტის დროს ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ვიყენებთ იასამნის ყვავილების ნაყენს ტყის ქონდართან ერთად.

მეტად ეფექტურია იასამნის ზეთი რადიკულიტების და ოსტეოქონდროზის დროს.
პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით...
:wink:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამკურნალო მცენარეები

Post by Tamari-ch. » 18 ივლ 2009, 01:03

ვაგრძელებ

ლაშქარა -
Symphytum caucasicum - Окопник кавказский

Image

ამ მცენარეს ძალიან საინტრესო სახელი აქვს
ლაშქარა და Окопник
და ეს შემთხვევითი არაა
მას იყენებდნენ ლაშქრობების და ომის დროს
მოტეხილობებზე.
მისი ლათინური სახელი უკავშირდება სიტყვა სიმფიოს, რაც შეერეთებას ნიშნავს,

Латинское название происходит от греческого «συμφυω» (symphyo) — сращивать, соединять.

Английское название растения comfrey — это, вероятно, искажённое латинское «conferveo» — залечиваться, срастаться.


Image

ლაშქარა (Symphytum), მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვთ ღია ყვითელი, იისფერ-ლურჯი, იშვიათად თეთრი ყვავილები, კაკლუჭა ნაყოფი. ცნობილია 25-მდე სახეობა, რომელთა არეალი მოიცავს ევროპას, დასავლეთ აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას. საქართველოში გავრცელებულია 5. იზრდება ტენიან, დაჩრდილულ ან მშრალ ადგილებზე, მდინარის ნაპირებზე, ტყისა და სუბალპურ სარტყელში, და, როგორც სარეველი — საძოვრებზე, მინდვრებსა და ბოსტნებში, ზოგჯერ რედერალურ ადგილებზე. ლაშქარის ზოგი სახეობა (Symphytum peregrinum, Symphytum asperum) საქონლის საკვებია,

ზოგი ხალხურ მედიცინაში სამკურნალო მცენარედაა ცნობილი, მაგ., (მელენის) ფესვები B2ვიტამინს შეიცავს და სვანები უძველესი დროიდან იყენებენ მოტეხილობის სამკურნალოდ. Symphytum officinale-ს ფესვები და ფესურები ალკალოიდებს და მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს.


ლაშქარაზე წერდნენ ძველბერძენი ბოტანიკოსი თეოფრასტი და დიოსკორიდე.
ნახსენებია და აღწერილია ის ავიცენას კანონშიც.

ჭრილობებზე და მოტეხილობებზე ხმარობდნენ მას ევროპელი ექიმებიც -
მაგ. პარაცელსი. ხმარობდნენ მის აბაზანებსაც.

Image
Парацельс и аббатиса Хильдегарда Бингенская пользовались окопником для заживления ран.Средневековый чешский врач и ботаник Ян Черни в травнике «Herbař aneb zelinař» рекомендовал применять корни окопника при переломах. В польской книге «Herbarz Polski», написанной в 1565 году, сообщается, что вытяжки корней окопника помогают при внутренних кровотечениях.

დღეს მას იყენებენ ჰომეოპათიაში, სწორედ მოტეხილობების დროს.

В наши дни окопник находит применение в народной медицине и гомеопатии как средство, ускоряющее восстановление повреждённых костей и лечение гнойных ран. В практической медицине окопник не используют[2]. Алкалоиды, входящие в окопник, ядовиты.

В России в аптеках продаются препараты из окопника — «Мазь окопника» с витамином Е (доктора Тайсса) и «Бальзам для тела Живокост».
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]