თახვი - მითი და სინამდვილე

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2009, 11:18

თახვზე მინდა დავწერო -
იმიტომ რომ იმსახურებს დაცვას
და თავის დროზე რომ დაეცვათ -
დღეს ჩვენი საქმე კარგად იქნებოდა...

ასე და ამგვარად....
მაЫ - ვინაა ეს პატივცემული...

აი ისიც...
речной бобр (лат. Castor fiber)
Image

ყოველ დღე ნელ ნელა დავდებ საინტერესო მასლებს -
ბევრი რამ მაქვს მოძიებული ამ ცხოველზე ....

Image

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by Kavtaradze » 10 აპრ 2009, 11:38

გელოდებით, ასევე ველით გადაშენების ისტორიას, რა ადგილი უკავია რეწვაში და დღეს რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მხრივ?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2009, 11:43

სამსახურში მაქვს ეგ მასალები
დღეს წამოვიღებ -
მოკლედ ვიტყვი , რომ საქართევლოში თახვი ბოლო 100 წელია რაც გადაშენდა.
მასზე ნადირობდნენ ბეწვის გამო -
არადა არსებობს ანტიკური ავტორებს მონაცემები (იმასაც დავაციტირებ)
სადაც საუბრობენ პონტოურ ყაირზე.

ყაირი ეს არის თახვის სპეციფიური ჯირკვლებიდან გამოყოფილი სეკრეტი.
ყაირის სამკურნალო თვისებებზე ლეგენდები დადიოდა

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by qvevri » 10 აპრ 2009, 13:27

ჩემს ბავშვობაში მცხეთის ჭალებში და არაგვის სანაპიროებზე იმდენი იყო, რომ ყოველთვის ვხედავდი თუ ჩუმათ წავეპარებოდი ნაპირებს. დღეს ერთი წყვილიც კი აღარ არის, მთლიანად განადგურდა.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by lama » 10 აპრ 2009, 14:39

qvevri
თახვი არა მარა

დედოფლისწყაროს რაიონში სოფელ ზემო ქედში, ბარვის დროს ძალიან ბევრჯერ მინახავს თხუნელა

საყვარელი ცხოველია

წინ გაშვერილი ცხვირთან მიკრული ყვითელი თათებით
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2009, 19:43

qvevri wrote:ჩემს ბავშვობაში მცხეთის ჭალებში და არაგვის სანაპიროებზე იმდენი იყო, რომ ყოველთვის ვხედავდი თუ ჩუმათ წავეპარებოდი ნაპირებს. დღეს ერთი წყვილიც კი აღარ არის, მთლიანად განადგურდა.

მე კი მეგონა არც მაშინ იქნებოდა საქართველოში -

არადა მართლა ბევრი იყო თახვი ოდესღაც საქართველოში -


თახვი ეკუთვნის მღრღნელთა ოჯახს - მისი წიაპარი 30 მლნ წლის წინ წარმოიშვა და ზომებით შავი დათვის ზომებს აღწევდა. ამ სახეობის ჩონჩხი ჩრდ ამერიკის ერთ ერთ გამოქვაბულში იპოვეს

დღეს კი მსოფლიო ფაუნას შემორჩა თხვის ორი სახეობა -
ესაა კანადური თახვი castor canadensis და ევრაზიული castor fiber
(იგიევ მდინარეს) თახვი


თახვი მეტად საინტერესო ცხოველია -
მასზე არსებოსბ უამრავი ლეგენდა და თქმულება..

ჩრდილო ამერიკის ინდიელები მას ტყის პატარა კაცუნას უწოდებენ

Image
არის ისეთი მომენტები - როვა თახვი წყვეტს თავის ფუსფუსს და უკანა ფეხებზე დგება -

Image


თავს სწევს მაღლა და რაღაც რამდენიმე წუთით შტერდება ხოლმე იყურება რა ზევით -
არის ამ პოზაში რაღაც ადამიანური

Image
Last edited by Tamari-ch. on 10 აპრ 2009, 22:58, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2009, 19:54

ერთ ერთი მეცნიერის - დამსის აღწერით ძველი გერმანელები თახვს საკულტო ცხოველად მიიჩნევდნენ და წარმართულ ხანაში მას ღმერთებს სწირავდნენ ლიხენშტეინზე შვაბიაში.

თახვი მთელი თავისი ცხოვრება შრომობს...

მისი გენტიკური პროგრამა და ინსტიქტი აიძულებს მას აშენოს და აშენოს შეუჩერებლივ თავისი სახლი მდინარეზე -

თახვის სახლი კი - აი ესაა რაც ყველაზე საინტერესოა ბუნებაში -

თახვი აგებს მეტად რთული კონსტრუქციის სახლს მდინარეზე - კაშხალს

-
იგი ჭრის ფოთლოვან ხეებს თავისი ეშვებით

Image

და მოჭრილი ხეებისგან აგებს კაშხალს მდინარეზე.

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2009, 20:02

თახვის მჭრელი კბილები ცალკე აღნიშვნის ღირსია -


Image
თახვს აქვს ოთხი დიდი მჭრელი კბილი. ამ კბილებს იგი ერთმანეთზე წკაპუნით განუწყვეტლივ ლესავს, ვინაიდან დღე-ღამეში კბილები 0,7-0,8 სმ-ით ეზრდება. ასე, რომ ლესვის შეწყვეტას მათი უზომო ზრდა-განვითარება, და, ბუნებრივია ცხოველის დაღუპვა მოჰყვება. სამართებელივით მჭრელი კბილებით თახვს შეუძლია ცერად გაკვნიტოს ნეკა თითისსიმსხო ვერხვის ტოტი ერთი დარტყმით. ამ კბილებით იგი თავისუფლად ჭრის დიდ ხეებსაც. ცნობილია, რომ უძველესი ადამიანი თახვის კბილებს საჭრელ იარაღად იყენებდა.



აი ეს ხე თახვის კბილებითა მოჭრილი
დღეში მას შეუძლია რამდენიმე ასეთი ხე მოჭრას კბილებით
Image


ეს თახვის ჩონჩხია - და აქ კარგად ჩანს რამდენად გრძელია წიან ორი მჭრელი სხვა კბილებთან შერდარებით -

Image

მას აქვს წინა ორი მჭრელი ეშვი-კბილი - რომლითაც იგი ხეებს აქცევს
ეს არის უმტკიცესი კბილები -
მათ თავისუფლად შეუძლიათ ერთი დარტყმით მოკვნიტონ მის ცხვირთან
მიტანილი ადამიანის თითი


Image


თათებზე მას აქვს აპკები - ლასტებივით -
რაც საშუალებას აძლევს სწრაფად იცურაოს მდინარეში -
და მოუხედავად იმისა, რომ იგი მღრღნელია ანუ ხმელეთის ცხოველია -
წყალში თახვი ბევრად სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ხმელეთზე

Image

ეს საცურაო
ლასტი-თათები თახვს უკანა კიდურებზე უფრო გამოხატული აქვს -
Image
Last edited by Tamari-ch. on 10 აპრ 2009, 23:03, edited 3 times in total.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by ლეონტი » 10 აპრ 2009, 20:05

Tamari-ch.
კარგია , თუმცა ძალზე მწირი ინფორმაციაა.
რა განსხვავებაა თახვსა და წავს შორის, და ნუტრია რაღა არის?
დავიჯერო ბუნებასი აღარაა?
ან სახლში ხომ არ ყავს ვინმეს მოჩვეული, მოშინაურებული?
აბა სეკრეტი რას მკურნალობს?
თახვის პოპულაციის არდგენაზე ვინ ზრუნავს.
კავკასიკასაც ეცოდინება.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2009, 20:07

ლეონტი
ყველაფერს დავწერ -
ახლავე...
:)

ცოტა მაცალეთ -
გილზებიანი არაყი კი მეპრანჭება -
და ავტომატებიც კი მიყვარს -

მარა ავტომატივით ვერ ვწერ სწრაფად...
:lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2009, 20:10

ჯერ მთავარზე დავწერ -
ანუ იმაზე - რაც გადაარჩენს საქართევლოს -
:D

თახვი აშენებს თავის სახლს მდინარეზე -

ეს სახლი არის მეტად უცნაური კონსტრუქციის -

ანუ შესასვლელი ამ სახლში არის მდინარიდან და წყალში ჩაყვინთვით შედის ამ კაშხალის შიგნით ოთახში -
ეს არის დაცვა მტაცებელი ცხოველებისგან-
ამ სახლში აჩენს თახვი შვილებს და იცავს მათ

ახლავე მოვძებნი ამ კაშხალის ჭრილს ინეტში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by ლეონტი » 10 აპრ 2009, 20:15

და რა გადაარჩენს საქართველოს?
Image
Last edited by ლეონტი on 10 აპრ 2009, 20:24, edited 1 time in total.

oto
ბოდიალა
Posts: 161
Joined: 29 აპრ 2007, 22:44
Location: Tbilisi
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by oto » 10 აპრ 2009, 20:16

Tamari-ch. wrote:ლეონტი
ყველაფერს დავწერ -
ახლავე...
:)

ცოტა მაცალეთ -
გილზებიანი არაყი კი მეპრანჭება -
და ავტომატებიც კი მიყვარს -

მარა ავტომატივით ვერ ვწერ სწრაფად...
:lol:
:D :D ჩაგეთვალა

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2009, 20:16

აი ვიპოვე ჭრილი -

Image

ასე გამოიყურება თახვის კაშხალი გარედან -


იგი მეტად მტკიცე კონსტრუქციისაა -
თახვი ერთანეთზე ისე ადებს ხეებს, რომ მათი დაშლა შეუძლებელია -

ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს თახვს შეაჩეროს ეს მშენებლობა -
ყოფილა შემთხვევები როცა თახვს დინამიტით აუფეთქეს ეს კაშხალი -
მან რამდენიმე დღეში ისევ ააგო ის-


Image

ახლა კარგად დააკვირდით ამ ბოლო ფოტოს -

კაშხალის უკან გუბდება წყალი...
ამ დაგუბებულ წყალში დროთა განმავლობაში ილექება ფოთლები და წლების მერე ამ ადგილას წარმოიშვება საუკეთესო შავმიწა ნიადაგი..

გარდა ამისა-
როცა გაზაფხულზე წყლის დონე მატულობს - თახვი სასწრაფოდ იწყებს ხეების დამატებას კაშხალზე და ამით ზრდის კაშხალის სიმაღლეს -
ანუ თახვი თავისი ინსტიქტის წყალობით ატარებს წყალდიდობის პროფილაქტიკას მდინარეზე!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
თახვი - მითი და სინამდვილე

Post by Tamari-ch. » 10 აპრ 2009, 20:25

ბოლო წლებში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ თახვის ოჯახი ეს არის ნამდვილი მიკროეკოსისტემა ბუნებაში - იქ სადაც ცხოვრობს თახვი, თავს იყრიან ფრინველთა და ცხოველთა (მწერთა) გარკვეული სახეობები - იცვლება ლანდშაფტი, ნიააგი, ფლორა და მლიანად ბუნება, ჩნდება ახალი ნორჩი ტყეები -

ეს იმდენად ტიპიური მოვლენა ყოფილა, რომ ბოლ ოწლებში დაიწყეს თახვის ოჯახების ხელოვნურად გადაყვანა ამათუ იმ ადგილებში - სადაც ნიადაგს უჭირს... შეამჩნიეს ,რომ როცა გადაჰყავდათ ხელოვნურად თახვის ოჯახი - მათ უკან მოსდევდატ გარკვეული ჯიშის ფრინველები და თახვებსი გადაყვანა ტრანსპორტით ნამდვილ ექსკორტს ჰგავდა..

ერთი ამერიკელი აგრონომის აზრით, აშშ - ის შტატ ვისკონსინის ფერმერთა მოსავლის შემცირების მიზეზი გამხდარა ნიადაგის მკვეთრი სწრაფად პროგრესირებადი ეროზია წყალდიდობების და წვიმების შედეგად, რის გამოც ბოლო 100 წლის მანძილზე წარმოქმნილი საუკეთესო შავმიწა ნიადაგები ჩამოირეცხა და წყალმა ზღვაში ჩაიტანა...

მკვლევარებმა დაიწყეს მიზეზის ძიება - და აღმოჩნდა რომ ამ მდინარეების სათავეებიდან სხვაგან გადასულა საცხოვრებლად თახვების ოჯახები...
აგრონომები პირდაპირ ამას უკავშირედბნენ ნიადაგს გაფუჭებას


Image
Last edited by Tamari-ch. on 10 აპრ 2009, 22:52, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]