თრუსოს ხეობას საფრთხე ემუქრება

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
თრუსოს ხეობას საფრთხე ემუქრება

Post by Archil » 13 მარ 2009, 01:44

ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე წერილი მოვიდა. როგორც წესი, ასეთ მოვლენას ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ წერილი თრუსოს ხეობას ეხებოდა. იქაურობა რომ მოგვწონს, მაგი საკამათო არაა - ბევრი კარ(ა)ველი ყოფილა იქ და დამტკბარა იქაურო სილამაზით.

ჰოდა თურმე რა ყოფილა....
წაიკითხეთ ქვემოთ
.................................

2005 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შპს `კასარაზე~ 25 წლის ვადით გასცა ლიცენზია თრუსოს ხეობაში ნახშირორჟანგის მოპოვებაზე. აღსანიშნავია, რომ სალიცენზიო ობიექტს, თავისი უნიკალურობისა და განსაკუთრებული მიმზიდველობის გამო, ბუნების ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტატუსი ოფიციალურად არც გაუქმებულა, საქართველოს ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საბჭოთა პერიოდის სამართლებრივი აქტები ძალადაკარგულია და თრუსოს ხეობაში ნახშირორჟანგის მოპოვებაზე ლიცენზია აუქციონზე გამოიტანა.

ლიცენზიის გაცემიდან სამწლიანმა პერიოდმა აჩვენა, რომ ჭაბურღილმა ვერ იმუშავა, გარემოს კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. კერძოდ, ხეობამ დაკარგა თეთრ-ნარინჯისფერი შეფერილობა, რასაც ტრავერტინის ქანები აძლევდა. გაუქმდა აღმავალი წნევიანი წყლების ზედაპირზე ბუნებრივი ამოსასვლელები, რაც თრუსოს ხეობის მცირე ტბების `დუღილს~ განაპირობებდა. ხელშეუხებელი ბუნების ძეგლის ადგილას კი რკინის რეზერვუარები, უფუნქციო ჭაბურღილი და გადათხრილი ტერიტორია დარჩა. ერთ-ერთი მთავარი ხიბლი დაეკარგა მცხეთა-ანანური-გერგეთ-თრუსოს მარშრუტს, რაც ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, ყველაზე დატვირთული მარშრუტი იყო.

აღნიშნული საკითხით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და შესაბამისობის სამეურვეო საბჭო (CSC) დაინტერესდა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინსიტროს გარემოს დაცვის ინსპექციას დამოუკიდებელი კვლევის შედეგებით მიმართა. შედეგად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შპს `კასარაზე~ გაცემული ლიცენზია გააუქმა, ინვესტორს კი საკონსერვაციო სამუშაოების შესრულება დაევალა.

ჩვენ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ინვესტორი ჭაბურღილის ჩაბეტონებას გეგმავდა. საექსპერტო დასკვნებით, ამ საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შესაძლოა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.

CENN-მა და CSC-მა რამოდენიმეჯერ მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალური წერილით, სადაც აღნიშნული იყო, რომ შპს `კასარას” მიერ განხორციელებული
საქმიანობით ზიანი მიადგა სახელმწიფო ქონებას. კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული ზიანის მიზეზის

დადგენის ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს. შესაბამისად, სახელმწიფო, კერძოდ კი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო პასუხისმგებელია გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენაზე და იმ საფრთხეებზეც, რაც ბუნების ძეგლს ლიცენზიის გაუქმების შემდეგ ემუქრება. შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმებით საკითხი არ იწურება და ის სახელმწიფოს მხრიდან რიგი სამუშაოების შესრულებას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ შპს `კასარას” საქმიანობის შედეგად მიყენებული ზიანის დადგენისათვის სპეციალური ექსპერტიზის შექმნის ორგანიზება სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაავალა.

კომისიის მიზანი თრუსოს ხეობაში გარემოზე შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ზარალის მონეტარული ღირებულების დადგენაა.

ასოციაცია CENN და შესაბამისობის სამეურვეო საბჭო დადებითად აფასებს ხელისუფლების ადეკვატურ გადაწყვეტილებას. სპეციალისტების პროგნოზით, კომისიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა თრუსოს ხეობაში განხორციელებული ინვესტიციისა და გარემოში მომხდარ ცვლილებებს შორის უშუალო კავშირს დაადგენს. კომისიამ ასევე უნდა შეისწავლოს ნახშირორჟანგის საბადოს კონსერვაციისა და გარემოზე მიყენებული ზიანის შერბილების შესაძლებლობები, რომლის განხორციელებაც, სავარაუდოდ, ინვესტორს დაეკისრება. კანონმდებლობის მიხედვით, ინვესტორს კომისიის მიერ ჩატარებული სამუშაოების ღირებულების დაფარვაც მოუწევს. თუმცა, გარკვეული წინააღმდეგობები აქაც არსებობს.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
თრუსოს ხეობას საფრთხე ემუქრება

Post by teo- » 13 მარ 2009, 03:04

ვაა სასწაულებიც ხდება??? ხაჩიძე გადაარჩენს ბუნებას :D :D :D :D

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
თრუსოს ხეობას საფრთხე ემუქრება

Post by teo- » 13 მარ 2009, 03:16

უი ბოლო აბზაცი ეხლა წავიკითხე, ინვესტიციაოოოო.... :lol: :lol: მეთქი რა ეტაკა ამ ხაჩიძეს.. და საერთოდ რა მაინტერესებს, დავუშვათ დაითვალეს ზარალი მერე რა?გარემოს რა წაადგება მაგით?

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
თრუსოს ხეობას საფრთხე ემუქრება

Post by Druides » 13 მარ 2009, 03:43

ტურიზმი თუ ინდუსტრია

რატომ გაშავდა თრუსოს ნარინჯისფერი ლანდშაფტი

რეზო გეთიაშვილი, CENN
9 ივლისი, 2008 წ
შავი ქვები, რომლებიც თრუსოს ხეობის მწვანე ლანდშაფტის ფონზე კონტრასტულად და უადგილოდ ჩანს, ცოტა ხნის წინ ნამდვილად თეთრ-ნარინჯისფერი იყო. ვინც ხეობაში ერთხელ მაინც ყოფილა, ქვების ეს მასივები აუცილებლად დაამახსოვრდებოდა და ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი ფერს შეიცვლიდნენ.

ეს ქვები ტრავერტინის ქანებია, რომლებიც მცენარეების ანაბეჭდებს და ხმელეთისა და მტკნარი წყლების მოლუსკების ნიჟარებს ინახავს და ტურისტებს თრუსოს ხეობაში იზიდავს.

ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტი სწორედ თრუსოს ხეობაზე გადის. ორდღიან მარშრუტში მცხეთა, ანანური, გერგეთი და თრუსოს ხეობა შედის. ტრავერტინის ქანების გარდა, აქაურობა ტურისტისთვის სხვა მხრივაცაა საინტერესო, მაგრამ შეიძლება ამ გაშავებული ქვებისა და ტურისტების ნაკადის შემცირების მიღმა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც იყოს.

ერთი უფუნქციო ჭაბურღილის გამო დაკარგული ხეობა
ბოლო დროს თრუსოს ხეობა საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა. ხეობის განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების თუ არასამთავრობო სექტორის მხრიდან გამოთქმული განსხვავებული აზრების, პოზიციებისა და არგუმენტების მიუხედავად, ყველა აცხადებდა, რომ ყველაფერი, რაც მომავალში ამ ხეობასთან დაკავშირებით დაიგეგმება, სერიოზულ კვლევას საჭიროებს.

საბოლოოდ, გადაწყვეტილება ყოველგვარი კვლევებისა და დასაბუთების გარეშე მიიღეს. 2005 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ შ.პ.ს. «კასარაზე» 25 წლის ვადით გასცა ლიცენზია თრუსოს ხეობაში ნახშირორჟანგის მოპოვებაზე.

ნახშირორჟანგის კიდევ ერთი საბადო იქვე ახლოს, სოფელ ოქროყანაშიც არსებობს. გაურკვეველი მიზეზების გამო შ.პ.ს. «კასარამ» არჩევანი მაინცდამაინც თრუსოს ხელშეუხებელ ხეობაზე შეაჩერა და უნიკალურ ლანდშფტში ჭაბურღილი ჩადგა. პროექტი ეკოლოგიური ნორმების დაცვის გარდა, «მთელი ხეობის აყვავებას» ითვალისწინებდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ვარაუდით, საბადოს ათვისებით ცნობილი ბრენდი იყო დაინტერესებული, რომელსაც ნახშირორჟანგი რუსეთის ბაზარზე უნდა გაეყიდა. შესაბამისად, ჭაბურღილმა რუსეთის ბაზრის დაკეტვის გამო არ იმუშავა. მოხევეები არც იმას გამორიცხავენ, რომ ვიღაცისთვის ხეობაში ფეხის მოკიდება გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნახშირორჟანგის მოპოვება.

ასეა თუ ისე, დღემდე ამ უფუნქციო ჭაბურღილიდან მხოლოდ წყლის ჭავლი იღვრება. ტრავერტინის ქვების გაშავების საკითხით კი არც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დაინტერესებულა და არც ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. არადა, მსგავსი შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან, სულ მცირე, რეაგირებას მაინც საჭიროებს.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენლების აზრით, თრუსოს შემთხვევა ზუსტად ასახავს ბოლო პერიოდში დამკვიდრებულ პრაქტიკას, როცა ლიცენზიები რესურსის წინასწარი შესწავლისა და მის ათვისებასთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასების გარეშე გაიცემა. ამასთან, «რესურსების კერძო მართვაში გადაცემა სახელმწიფოს მხრიდან ყველა პასუხისმგებლობის მოხსნას არ უნდა ნიშნავდეს», _ აცხადებენ CENN-ის ოფისში.

სამინისტროში ჭაბურღილის მავნე ზემოქმედების შესაძლებლობას ადასტურებენ

თრუსოს ხეობაში დიდი რაოდენობით აღმავალი წნევიანი წყლებია და ძირითადი ქანებიდან გამოტანილი ჭარბტენიანი მინერალების დალექვის შედეგად იქმნება ტრავერტინი, რომელიც ზედაპირზე მოხვედრის შემდეგ იჟანგება და სხვადასხვა შეფერილობას იღებს.

გეოლოგების თქმით, თუ ჭაბურღილის ბურღვა იმ წყაროების ცირკულაციის ზონაში ხდება, რომლებიც ამ ქვებს ნარინჯისფერ შეფერილობას ანიჭებს, მაშინ ფერის შეცვლის მიზეზი სხვაგან აღარ უნდა ვეძიოთ.

გარემოში მომხდარ ცვლილებებზე ჭაბურღილის შესაძლო გავლენა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროშიც დაგვიდასტურეს.

ემილ წერეთელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, გეოლოგიის დეპარტამენტი: «სავსებით შესაძლებელია, ქვების ფერის შეცვლა სწორედ ჭაბურღილს უკავშირდებოდეს. თუმცა, ქვების ფერის შეცვლის გარდა არ უნდა ველოდოთ გარემოზე სხვა სახის მავნე ზემოქმედებას, რამაც შეიძლება ხეობის ბიომრავალფეროვნებაზე იმოქმედოს, ანდა საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას. ჭაბურღილმა მხოლოდ მიმდებარე გარემო შეცვალა».

ასეა თუ ისე, ერთი რამ ამთავითვე ცხადია: თრუსოს ხეობის ეკოსისტემაში ბალანსი აშკარად დაირღვა. ახლა გასარკვევია, რა უფრო უღირს სახელმწიფოს - ხელშეუხებელი ბუნება და ტურიზმი თუ კიდევ ერთი ინვესტიცია, რომელიც სულ რამდენიმე სამუშაო ადგილს შექმნის?

მოხევეები ხელისუფლებას ურჩევენ, დროდადრო მაინც მოსწყდნენ კომპიუტერებს და პრობლემები ადგილზე შეისწავლონ. ასეთ შემთხვევაში, ლიცენზიების გაცემაზე ასე გულუხვები აღარ იქნებიან.
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
თრუსოს ხეობას საფრთხე ემუქრება

Post by Druides » 13 მარ 2009, 03:45

იქნებ ერთი კაი აქცია მოუწყოთ ხაჩიძეს გაააჯაზეს მართლა რააა
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
თრუსოს ხეობას საფრთხე ემუქრება

Post by teo- » 13 მარ 2009, 03:50

ვა ფოტოები მაინტერესებს,ეესეთი მკვეთრი ცვლილებაა...

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
თრუსოს ხეობას საფრთხე ემუქრება

Post by Druides » 13 მარ 2009, 03:51

ელექტრო სადგურიც ააშენონ და მთლად ავშენდებით



"24 საათი "
# 72
ოთხშაბათი, 4 აპრილი, 2006 წელი

ახალი ჰიდროელექტროსადგური თრუსოს ხეობაში: პოტენციური ინვესტორისთვის ბიზნესგეგმა მომზადებულია

ანა შარვაშიძე

წყლის და მასთან დაკავშირებული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი საქართველოს ბუნებრივ რესურსებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ატმოსფერული ნალექების სიუხვე და მთიანი რელიეფი წყლის პოტენციური ენერგიის დიდ მარაგს განაპირობებს. ქართველი ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსი, მოთხოვნასთან შედარებით, მნიშვნელოვანი დეფიციტით და ამოუღებელი თანხების დიდი ოდენობით ხასიათდება. შპს "ხევმა," საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, შეიმუშავა ბიზნესგეგმა, რომელიც თრუსოს ხეობაში, კერძოდ მდინარე თერგზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გულისხმობს.

ამჟამად ქვეყანაში ენერგიის მომხმარებელთა შორის 50-57 პროცენტს მოსახლეობა შეადგენს, სამრეწველო ობიექტების მოხმარების წილი (კომერციული და საბიუჯეტო მომხმარებელთა ჩათვლით) კი 23-30 პროცენტს შეადგენს. ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, ქსელში ტექნიკური და კომერციული დანაკარგები გამომუშავებული ენერგიის 16-20 პროცენტია. სიახლე არ არის, რომ ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტს განიცდის საქართველოს მთიანი რეგიონები, "რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ადგილებზე მეწარმეობის განვითარებას, დასაქმებისა და მიგრაციის მწვავე პრობლემის რეგულირებას," - ნათქვამია ბიზნესგეგმაში. აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი მიზანი პოტენციური ინვესტორისთვის პროექტის აღწერილობის და შინაარსის ვრცლად წარდგენაა.

როგორც "24 საათისთვის" გახდა ცნობილი, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მდინარე თერგის დინების ზედა წელშია დაგეგმილი. "ყაზბეგის რაიონის ენერგეტიკული უზრუნველყოფის მიზნით, ეს უბანი მდინარის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალისა და ხელსაყრელი ბუნებრივი და სამშენებლო პირობების გამო ყველაზე პერსპექტიულადაა მიჩნეული. ენერგიის მომხმარებელი ობიექტების მნიშვნელობა და სიახლოვე, ადგილებზე მცირე საწარმოთა ქსელის სწრაფი განვითარების პერსპექტივა, ასევე დემოგრაფიული და მიგრაციული პროცესების რეგულირების რეალური შესაძლებლობა, ობიექტის პროექტის რეალიზაცის საკითხს დიდ უპირატესობას ანიჭებს," - ნათქვამია პროექტში.

ჰიდროელექტროსადგური ყაზბეგის რაიონის სოფელ ოქროყანის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. ენერგიის წლიური გამომუშავება სავარაუდოდ 30 მილიონ კილოვატსაათს შეადგენს. "ჰიდროელექტროსადგურის წლიური მოთხოვნილება მასალებსა და ტექნიკურ საშუალებებზე - 12.500 ამერიკული დოლარი, მომსახურე პერსონალის რაოდენობა - 10, მომსახურე პერსონალის საშუალო წლიური ხელფასი - 36000 ამერიკული დოლარი".

სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მომხმარებლები დაბა ყაზბეგი, სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური, 40-მდე სოფელი, მცირე საწარმოები და სავაჭრო ქსელი, სასტუმრო და ტურისტული კომპლექსები, ადმინისტრაციული შენობები, საბაჟო, საკარიერო და სხვა იქნება. ჰეს-ის სრულ სიმძლავრეზე გაყვანის შემდეგ კი, საერთო ქსელის მეშვეობით, ჭარბი ენერგია სარეალიზაციოდ საბითუმო ბაზარს გადაეცემა.

სპეციალურად ამ პროექტის განხორციელებისთვის შპს "ხევი" ელექტროენერგიის გენერაციის საწარმოს ქმნის. იქამდე კი ყველა საქმიანობას შპს "ხევი" აწარმოებს.

პროექტის რეალიზაციისთვის 5,5 მილიონი ამერიკული დოლარია საჭირო, რომლის 35 პროცენტი, ანუ 1950000 ამერიკული დოლარი ტექნოლოგიური და მანქანა-დანადგარების შეძენაზე დაიხარჯება. კიდევ 3575000 დოლარი პროექტირების, სამშენებლო და სამონტაჟო გამშვებგასამართი სამუშაოების ჩასატარებლად, ასევე გზებისა და დროებითი ნაგებობების ასაშენებლად და მოსაწყობადაა გათვალისწინებული.

ენერგიის სარეალიზაციო ფასს შპს "ხევი" განსაზღვრავს. კერძოდ, ტარიფი შემდეგი პრინციპით გამოითვლება: ფასს დამატებული საწარმოო დანახარჯები. როგორც პროექტშია აღნიშნული, შესაძლოა, მომხმარებლისათვის გამოყენებული იქნას ფასწარმოქმნის "ელასტიური" სტრატეგია, რომელიც ბაზარზე მოთხოვნილებასა და მოწოდების ფარდობაზე სწრაფად რეაგირებს. "არ არის გამორიცხული, გამოყენებული იქნეს "პრესტიჟული ფასის" სტრატეგიაც იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც მზად არიან, ენერგია გაზრდილი ტარიფით შეიძინონ. გარკვეულ შემთხვევებში გამოყენებული იქნება "სახელშეკრულებო ფასის" ვარიანტიც, რომლის დროსაც ტარიფის შემცირებაა ნავარაუდევი. სამომავლოდ გამოყენებული იქნება გრძელვადიანი "მყარად ჩამოყალიბებული" ფასების სისტემაც," - ნათქვამია დოკუმენტში.

გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე ჰესი სახელმწიფო მაგისტრალური ქსელით, გამომუშავებულ ჭარბ ენერგიას შეღავათიანი ტარიფებით ენერგობაზარს გადასცემს. წყალმცირეობის პერიოდში (იანვარი, თებერვალი, მარტი) კი გაცემული ჭარბი ენერგიის სანაცვლოდ, ლოკალური ქსელი საერთო სისტემიდან დეფიციტის შესავსებ ენერგიას მიიღებს.

როგორც პროექტშია ნათქვამი: "ვვარაუდობთ, რომ ობიექტის ფუნქციონირების დაწყებისათვის ენერგიის წლიური მოხმარება რეგიონში გაიზრდება 30.000.000 კვტ/საათამდე. ბაზრის წილი, რომლის დაუფლებასაც ჩვენ ვვარაუდობთ, შეადგენს საპროგნოზო მოცულობის 20-30%-ს."

შემოსავლების მიღება ჰეს-ის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის რეალიზაციის შედეგად მოხდება. დღეისთვის საქართველოში მარეგულირებელი კომისიის მიერ შემდეგი ტარიფია დადგენილი - 0,124 ლარი კვტ/ს (0,06 ამერიკული დოლარი კვტ/ს) ქალაქებისათვის, ხოლო რაიონებისათვის 0,08 ლარი კვტ/ს (0,036 ამერიკული დოლარი). პროექტის ავტორების თქმით, უახლოეს მომავალში ტარიფების გაზრდაა მოსალოდნელი, რის გამოც მოყვანილი პროგნოზები "სიფრთხილეს" მოითხოვს.
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
თრუსოს ხეობას საფრთხე ემუქრება

Post by Nini_A » 13 მარ 2009, 03:53

:twisted: :twisted: :twisted: :cry: :twisted: :twisted: :twisted:

Druides
teo-
Archil

ისა ეხლა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში იგეგმება კარავის მიერ გამოცემულ კალენდარზე დატანილი ტბების გამოფენა

კარავს დაპატიჯებენ აბა რაააა :wink:
ხოოოოდაააააა ხოოო :wink:
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
თრუსოს ხეობას საფრთხე ემუქრება

Post by Druides » 13 მარ 2009, 03:54

teo-
https://p12.secure.hostingprod.com/@www ... /Truso.doc - ნახდე მართალია ვორდის ფაილია და პატარა ფოტოებია შიგნით მაგრამ გაარჩევ
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
თრუსოს ხეობას საფრთხე ემუქრება

Post by Druides » 13 მარ 2009, 03:57

Nini_A
ხოდა მე ვერ მოვალ საზღვარგარეთ და ჩემს მაგივრად გაულაწუნეთ კი არა და "კოლუმბიური გალსტუკი" გაუკეთეთ ვისაც ლიცენზიების გაცემა ეხება
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
თრუსოს ხეობას საფრთხე ემუქრება

Post by Archil » 13 მარ 2009, 09:47

Nini_A

მაგი როგორ არ ვიცი, მაგი ჯერ მე მითხეს და ეგრე მოხდა.

მე მინდოდა უბრალოდ ამ სამწუხარო ფაქტზე გაგემახვილებინა თქვენი ყურადღება და თუ რამე შეგვიძლია, ვქნათ :)

თუ არადა ვივიშვიშოთ მაინცა :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
თრუსოს ხეობას საფრთხე ემუქრება

Post by ARCHILI » 13 მარ 2009, 11:53

ხაჩიძემ დარეკა, უკვე გადავარჩინე და ა, ბატონო ღონისძიებაო:

"დარია თუ ავდარია,
თრუსო მაგარია!"

- ეგეც გეყოფათ, მეტს ნუ შემაწუხებთო...

:wink:
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]