ალპური ზონა

მცენარეების და ცხოველების შესახებ

Moderators: Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica, Druides, caucasica

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ალპური ზონა

Post by Truli » 30 დეკ 2008, 12:28

ასეთი კითხვა მაქვს... წავიკითხე 7 წელი ტიბეტ)ში და იქ აღწერილია ლჰასას ტირიფებიანი და სხვა მცენარეებიანი ბაღები. ლჰასა მდებარეობს 3600 მეტრის სიმაღლეზე. რამდენადაც ვიცი 2200 მეტრზე ზემოთ ალპური ზონაა და ხეები არ იზრდება... ხელოვნურად შესაძლებელია მათი გაშენება? თუ რაზეა ეს დამოკიდებული?
მი მალატ შვან

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ალპური ზონა

Post by caucasica » 30 დეკ 2008, 13:40

:D

საქართველოს ბიომრავალფეროვნება

საქართველოს ბიომრავალფეროვნების გლობალური მნიშვნელობა

ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 34 (2005წ) "ცხელ წერტილს" (Conservation iunion). მათ შორის საქართველოს ტერიტორიას მოიცავ ორი კავკასიის (დიდი კავკასიონის მიმდებარე ტერიტორია) და ირანო_ანატოლიის ცხელი წერტილი(მცირე კავკასიონი, აჭარის და სამცხის ნაწილი).”ცხელი წერტილი” ეს არის შედარებით მცირე ტერიტორია (დედამიწის მაშტაბით), სადაც ბინადრობს მრავალი სხვადასხვა მცენარე და ცხოველი. ბევრი მათგანი გვხვდება მხოლოდ ამ ადგილზე და სხვაგან არსად ასეთ სახეობებს ენდემური ეწოდება.
კავკასია ასევე 200 გლობალურ ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (wwfF) მიერაა გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება, ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.
საქართველოს მცენარეთა და ცხოველთა სამყარო

საქართველო ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორისტული თვალსაზრისით. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში ჭურჭლოვან მცენარეთა 4 100-ზე მეტი სახეობაა (მთელს კავკასიაში 6 350-მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია (600 კავკასიის, 300 საქართველოს ენდემი). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. აქ 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი.

საქართველოს ბიომები

მდიდარია და მრავალფეროვანი საქართველოს ეკოსისტემები. ეს აიხსნება საქართველოს ფიზიკო_გეოგრაფიული, მათ შორის კლიმატური პირობების მრავალფეროვნებით და სხვადასხვა გენეზისის ფიტოლანდშაფტების შესაყარზე მისი მდებარეობით. რელიეფის ძლიერმა დანაწევრებამ (განსაკუთრებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონზე) და ქედების რთულმა კონფიგურაციამ საქართველოში გამოიწვია ეკოსისტემების გეოგრაფიული და ეკოლოგიური იზოლაცია. ამით აიხსნება ადგილობრივი ენდემიზმის მაღალი დონე.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლიმატის არსებითმა განსხვავებამ განაპირობა მათი ეკოსისტემების სხვადასხვაგვარობა,რაც ვერტიკალური სარტყლიანობის სტრუქტურაშიც ვლინდება. დასავლეთ საქართველოში სრულიად არ არის სემიარიდული და არიდული მცენარეულობის უტყეო სარტყელი: ტყეებით დაფარულია ვაკეები და მთისწინა ფერდობები ზღვის ნაპირიდანვე. Aმიტომ აქ მხოლოდ 5 ძირითადი საეტყელია: ტყის (ზ.დ. 1900-მდე), სუბალპური (1900-2500მ.), ალპური (2500-3000მ.), სუბნივალური (3000_3600მ.), ნივალური ( >3000მ.). აღმოსავლეთ საქართველოში ვერტიკალური სარტყლურობა უფრო რთულია. Aქ ძირითადად 6ძირითადი სარტყელია გამოხატული: 1) ნახევარუდაბნოების, მშრალი ველების და არიდული მეჩხერი (ნათელი) ტყეების (150-600მ.), 2) ტყის (600-1900მ.), 3)სუბალპური (1900-2500მ.), 4) ალპური (2500-3000მ), 5) სუბნივალური (3000-3700მ.), 6) ნივალური (>3700მ.).
სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტყის და სუბალპურ სარტყლებში ალაგ-ალაგგანვითარებულია აგრეთვე სემიარიდული ეკოსისტემების უტყეო ფორმაციები, რომლებშიც ჭარბობს მთის სტეპის მცენარეულობა.

ჭალის ტყის ბიომი

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობებსა და მთისწინეთში ჭალის ტყეების ბიომები განვითარებულია მხოლოდ მდ.: მტკვრის, ივრის, ალაზნის და ქციის ქვემო წელის გასწვრივ. მათში ჭარბობს მუხა. quercus, აგრეთვე ვერხვი populus caneusო, Pოპულუს ჰყბრიდა, ქაცვი –Hყპოპჰაე რჰამნოიდეს და სხვა. Aლაზნის დაბლობის ტყეებში გვხვდება აგრეთვე ლაფანი-Pტეროცარყა პტეროცარპა, ეს ტყეები მდიდარია ლიანებით: შმილახ ეხცელსა, Pერიპლოცა გარაეცა,ჩლემატის ვიტალბა,ჩ.ორიენტალის და სხვა.
დასავლეთ საქართველოს ჭალის ტყეებში წამყვანი პოზიცია უჭირავს ჩვეულებრივ მურყანს Aლნუს ბარბატა-ს ბიოცენოზებს, თითქმის გაუვალ რაყებს ქმნის მაყვალი ღუბუს ანტალიცუს.

ნახევარუდაბნოს ბიომი

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობები უჭირავთ ნახევარუდაბნოს ბიომებს, რომლებშიც ალაგ-ალაგ ჩართულია დამლაშებული (ბიცობი) უდაბნოს ფრაგმენტები, რომლებშიც ძირითადად გვხვდება ჩარანი –შალსოლა ერცოდეს, შ.დენდროიდეს –ყარღანი. Uდაბნოს ბიომის ერთ-ერთი ფრაგმენტს წარმოადგენს Nიტარია სცჰობერი-ის თანასაზოგადოებები, რომლებიც გავრცელებულია შიდა ქართლში, კახეთსა და მესხეთში. Eროზიული უდაბნოს ერთ-ერთი ვარიანტია იორის ზეგანზე გადარეცხილ ნიადაგზე გავრცელებული მცენარეულობა, რომელშიც მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სახეობა: წივანა – Fესტუცა სულცატა ,ვაცვიწვერა შტიპა სზოვიტსიანა, Aრტემისია ფრაგანს – ავშანი და სხვა. შწორედ ასსეტ ადგილებში გვხვდება ისეთი იშვიათი ენდემური მცენარე, როგორიცაა თულიპა ეიცჰერი, Iრის იბერიცა – ეიხლერის ტიტა და ქართული ზამბახი. აღსანიშნავია აგრეთვე ავშნიანი ეკოსისტემა ეფემერებით, რომლებიც გავრცელებულიაქ ქვემო ქართლში. ეფემერებიდან გვხვდება: ცხვირსატეხელა Aდონის აესტივალის, Aსტრაგალუს ბრაცჰყცერას-გლერძი და სხვა..

სტეპის ბიომი

რამდენადმე მაღლა ნახევარუდაბნოსთან შედარებით, აღ. საქართველოში გავრცელებულია სტეპის მცენარეულობა (300-700მ.). ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად სტეპის ბიომში შესულია ტყის და ბუჩქნარი მცენარეულობს ეკოსისტემა. სტეპის ბიომის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ ეკოსისტემას წარმოადგენს უროიანი ველი(ანუ სტეპი).
არიდული მეჩხერი (ნათელი) ტყისა და ჰემიქსეროფილური ბიჩქნარის ბიომი
აღ.საქართველოს ნახევარუდაბნოსა და სტეპპეს სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე ნათელი ტყის მცენარეულობა. Eს ბიომი შდეგება ტყის ქსეროფილური მცენარეებისაგან და საკმაოდ გვალვაგამძლე ბალახოვანი საფარისაგან. Iგი ყველაზე კარგად არის გამოხატული მდ.ალაზნისა და ივრის ზეგანებს შორის განლაგებულ ვშლოვანის ნაკრძალში, მისი ძირითადი ეკოსისტემებია საკმლის ხე, ღვია, ბერყენა, კვკასიური აკაკი.

ტყის ბიომი

საქართველოში ტყის სხვა მცენარეულ ტიპებთან შედარებით ყველაზე დიდი ფართობი უკავია. თყის სხვადასხა დომინანტს ქვეყნის ტერიტორიის სხვადასხვა ფართობი უკავია. ასე, მაგალიტად, წიფლის ტყეებს-51%, კავკასიურ სოჭს-10%, აღმოსავლურ ნაძვს-6.3%, მუხის სხვადასხვა სახეობებს-3.3%, ფიჭვი-3.6%, მურყანი-3%, წაბლი-2.1%, არყი-2%.საქართველოს ტყეების დანარჩენი ფართობი უკავიათ:რცხილას, ნეკერჩხალს, იფანს,ცაცხვს და სხვა. ტყით არ არის დაფარული ჯავახეთის პლატო,ტყეს ძალიან მცირე ფართობი უკავია ხევისა და მთიანი თუშეთის რეგიონებში. Dას. საქარტველოში ტყე ზღვისპირიდანაა გავრცელებული, ხოლო აღ. საქართველოში ტყის სარტყელი 600-700 მეტრიდან იწყება.

სუბალპური ბიომი

განსაკუთრებით უნდა გამოიყოს სუბალპური სარტყლს (2400-2750 მ.ზღ.დ.-დან) ტყის ზედა საზღვრის მცენარეულობა, რომელიც გამოირჩევა როგორც დიდი ფლორისტული და ფიტოცენოზური მრავალფეროვნებით, ისე იშვიათი ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. შუბალპური სარტყლის მცენარეულობისათვის დამახასიათებელია შემდეგი ფორმაციები: (1) მეჩხერი ტყე, (2) ტანბრეცილი ტყე, (3) გართხმული ბუჩქნარები, (4) მაღალბალახეულობა, (5) ფართოფოთლოვანი მდელოები.
გართხმულ ბუჩქნარს მიეკუთვნებიან ფლორისტული შემადგენლობითა და ბიოლოგიური თვისებურებებით განსხვავებული ფორმაციები, რომელთაც ქმნიან:დეკა, უნგერის შქერი, გართხმული ღვია,, კავრა მელიქაური და სხვა.
Dაბურული (შეკრული) ტყის ბიომი დაახლოებით 1800-1900მ. ზღვის დონიდან იცვლება გამეჩხერებული ანუ როგორც მას უწოდებენ “პარკისებური ტყის” ბიომით. თყის გამეჩხერების ძირითად ბუნებრივ მიზეზად თვლიან თესლით განახლების დათრგუნვას ძლიერ განვითარებული ბალახოვანი საფარით. გამეჩხერაება რიგ შემთხვევებში გამოწვეულია ადამიანის ზემოქმედებით (ძოვებით).
თანბრეცილი ტყეების ყველაზე დამახასიათებელი ნიშანთვისება ისაა, რომ მათი შემქნელი ხემცენარეები და ბუჩქები თოვლის ქვეშ ნიადაგზე გართხმული იზამთრებენ.
თყის ზედა სარტყელის მცენარეულობის განსაკუთრებუი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი პროცესების, კერძოდ მდინარეების რეჟიმის რეგულაციისათვის. ტყის ზედა მცენარეულობა განლაგებულია უმთავრესად წყალშემკრები აუზის ზედა ნაწილში და კავკასიაში თითქმის ყველგან სუბალპურ სარტყელში მოდის მაქსიმალური ნალექები.გარდა ამისა, ზამთრის ბოლოს აქ გროვდება თოვლის დიდი მასები, ადგილობრივთან ერთად ფერდობის ზედა ნაწილებიდან დაცურებული და ქარისაგან მოტანილიც. Kავლასიის ბევრ ნაწილში წყალმოვარდნის კულმინაცია დაემთხვევა ხოლმე თოვლის დნობას სუბალპებში. ღაც უკეთ არის შენარჩუნებული სუბალპური ტყე-ბუჩქნარი, მით უფრო მშვიდია გაზაფხულის ნიაღვრები.თოვლის გვიანი და ტანდათანობითი დნობა ხელს უწყობს წყაროების და ნაკადულების კვებას ზაფხულობით. Eს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მდინარეებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი მყინვაროვანი კვება და წლის ცხელ პერიოდში ძალიან იკლებენ. ღვტცოფთა ჩასახვის კერებიც კავკასიის მტებში აგრეთვე სუბალპურ სარტყელშია. შხვა თანაბარ პირობებში ისინი მით უფრო ძლიერ იჩენენ თავს, რაც უფრო დაბალია სუბალპური ტყე.

ალპური სარტყლის ბიომი

ალპური სარტყელი საქართველოში მდებარეობს 2400-2500მ.-დან-2900-3000მ-დე ზღვის დონიდან. აქ გავრცელებულია შემდეგი ძირითადი ეკოსისტემები: ალპური მდელოები (მკვრივკორდიანი, მეჩხერკორდიანი, მარცვლოვანი და ნაირბალახოვანი), ალპური ხალები, ბუჩქნარი და კლდისა და ნაშლების მიკროდაჯგუფებები (მიკროეკოსისტემები). Aლპური მკვრივკორდიანი მდელოების ეკოსისიტმები გვხვდება როგორც ცივ და ტენიან, ისე შედარებით მშრალ და ცივ ეკოტიპის პირობებში.

სუბნივალური და ნივალური ბიომი

სუბნივალური ბიომი საქართველოს მაღალმთიანეთში ყველაზე კარგად არის გამოხატული ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონზე. სუბნივალურ სარტყელში პროცენტულად ენდემურ სახეობათა რაოდენობა მაღალია60-70%. Kავკასიის სუბნივალურ სარტყელში 250 სახეობაა გავრცელებული.

ჭაობის და წყლის ბიომები


ჭაობები საქართველოში ლანდშაფტების ტიპიური კომპონენტია. ჭაობები განსაკუთრებით დამახასითებელია კოლხეთის დაბლობისა და სამხრეთ საქართველოს ვულკანური პლატოსთვის. ჭაობი გავრცელებულია როგორც დაბლობ ზონაში, ისე სუბალპურ და ალპურ სარტყელში. საქართველოში განსაკუთრებით ფართოდ არის წარმოდგენილი ეუტროფული ჭაობები (არც თუ ისე ღრმა წყალსატევი, რომელიც კარგად თბება და გამოირჩევა ორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობით და, შესაბამისა, მაღალი პროდუქტულობით), ხოლო მეზოტროფულს (საშუალო პროდუქტულობის-საშუალოდ დაბინძურებულს ორგანული ნივთიერებებით) და ოლიგოროფულს (დაბალი პროდუქტულობის, ღრმა წყალსატევი. ძედა ფენებში ჟანგბადის მაღალი შემცველობით) შედარებიტ შეზღუდული არეალი უკავია. შფანგუმიანი ჭაობები დას. საქართველობებში ზღვის დონიდან სუბალპურ სარტყლამდეა გავრცელებული.ალპური სარტყელი ამ ჭაობისათვის მკაცრი კლიმატის გამო არ არის ოპტიმალური.
უხერხემლოები


.

P.S. ეს საქართველოსთვისაა (ზოგადად კავკასიისათვის) საქართველოსათვიდამახასიათებელი... მსოფლიო კი შედარებით დიდი და მრავალფეროვანია... სამწუხაროდ (ჩემდა) არ ვიცნობ ჰიმალაების ბიოგეოგრაფიას და ეკოლოგიას....

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ალპური ზონა

Post by Truli » 30 დეკ 2008, 15:45

კავკასიკ და.. აქ ისეა... ალპური ზოლი მდებარეობს რაღაც სიმაღლეზე საქართველოში, კი მარა სხვაგან შეიძლება ზოლების სიმაღლეები განსხვავდებოდეს?
მი მალატ შვან

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ალპური ზონა

Post by caucasica » 30 დეკ 2008, 16:04

:D აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ამ ზონების სხვაობა 100მეტრამდეა და რა თქმა უნდა სხვაგანაც შესაზლებელია..... ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორებზე, ტენი, ტემპერატურა და სხვ...

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ალპური ზონა

Post by Truli » 30 დეკ 2008, 16:19

caucasica
ანუ, თუნდაც ტიბეტის პლატოზე 3600 მეტრი შეიძლება ალპური იყოს და არა ნივალური?
მი მალატ შვან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]