Page 4 of 8

თუთიყუშები

Posted: 30 იან 2009, 11:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
Int3lig3nt wrote:ჰაა მეთქიი!

Image
Int3lig3nt
შენი გულადი ჭყიპო მომეწონა.
როგორ ერკინება ფრინველთა მეფეთა მეფე არწივს, ა?
ყოჩაღ!
რა ხნიდან დაიწყე მისი გალიიდან გამოშვება?

თუთიყუშები

Posted: 30 იან 2009, 12:35
by Linda
მემგონი მეც მომინდა თუთიყუში :-)

საინტერესოა რომლის ყოლა ჯობს, დედალის თუ მამალის? რომელი უფრო ადვილად სწავლობს ლაპარაკს?

დანარჩენი ინფორმაციები უკვე ამოვიკითხე ამ თემაში :-)

სახელი უკვე მოვიფიქრე რასაც დავარქმევდი რომ მყავდეს :D

ისე თიკოსას ტანკლი-ტუნკლი ქვია, ნაიასას ჭიჭიკო, ინტელასას ჭყიპო.. გოგა შენს თუთიყუშს რა სახელი აქვს? :-)

თუთიყუშები

Posted: 30 იან 2009, 12:45
by Druides
Linda

მე რამდენადაც ვიცი თუთიყუშის ეულად დატოვება არ შეიძლება და ასევე არ შეიძლება ერთი სქსის თუთIყუშების შეშვება განსაკუთრებით მდედრობითის დახოცავენ ერთმანეთს :D და მოწყენილები რომ არ იყონ უნდა შეუშვა დედალ მამალი მაგრამ ეგენიც ძალიან კაპრიზულები არიან :))) თუ ვერ გაუგეს მუდმივი წივილ-ჭყიპინი იქნება არამარტო გალიაში მთელ დიდ დიღომს....

თუთიყუშები

Posted: 30 იან 2009, 12:52
by Linda
Druides

წინა გვერდებზე ასე წერია
თუ გინდათ რომ ლაპარაკი ისწავლოს, სარკე არ დაუდოთ და მეწყვილე არ მოუყვანოთ

ალბათ არ აქვს მნიშვნელობა რომელი სქესის იქნება

თუთიყუშები

Posted: 30 იან 2009, 12:55
by Druides
Linda

ნუ შეიძლება მოლაპარაკეს ხოოო მოლაპარაკე თუთიყუშები არ მყოლია :D

თუთიყუშები

Posted: 30 იან 2009, 16:02
by tiko_r
Linda
ცნობილია, რომ ლაპარაკს სწავლობენ მხოლოდ მამრობითი სქესის თუთიყუშები :D
სულელმა მდედრმაც შეიძლება ისწავლოს 1-2 სიტყვა

უნდა იყოს ყველაზე დიდი 1 ან 1.5 თვის როცა სახლში მიიყვან.

გოგას თუთიყუშს ჟიჟი ქვია :D

Int3lig3nt როგორ გააქტიურებულა შენი ჭყიპო :) ძალიან საყვარელია

თუ გინდათ რომ ლაპარაკი ისწავლოს, სარკე არ დაუდოთ და მეწყვილე არ მოუყვანოთ

მეწვილის ამბავი მართალია
სარკის მთლად არა
ნუ არ ვიცი
ჩემსას გალიაში სარკე არ უდევს, მაგრამ გარეთ რომ გამოდის ყოველ დღე ჯდება სარკესთან და თავის თავს ეჭუკჭუკება და კოცნის.

თუთიყუშები

Posted: 30 იან 2009, 17:16
by Int3lig3nt
GAMARJOBA SAKARTVELO
რა ხნიდან დაიწყე მისი გალიიდან გამოშვება?
რა ვიცი, თიკოს რჩევით, სახლში მოყვანიდან 2-3 კვირაში.

თუმცა თავისი ნებით არ გამოდის.
გალიის თავს ავხდი ხოლმე და ძალით ამოვაგდებ. მერე ისევ შიგ მიფრინავს, ცოტა ხანში.

რაღაც პერიოდის შემდეგ, შეიძლება თავად ამოძვრეს და იმ თაროზე იბოდიალოს, სადაც გალია დევს. სხვაგან არ მიფრინავს.

ეს ფოტოებიც ერთ-ერთი ბოდიალის დროს გადავიღე.

ორი-სამი დღის წინ კი რაღაც პლასტმასის პატარა ბოთლუკა იპოვა თაროზე და ეთამაშებოდა. ხან წააქცევდა, ხან ფეხზე დააყენებდა :D.
თუ გინდათ რომ ლაპარაკი ისწავლოს, სარკე არ დაუდოთ და მეწყვილე არ მოუყვანოთ
სარკესთან დაკავშირებით არ ვეთანხმები ამ ტექსტს.
ჭყიპოს გალიასი პატარა სარკე უკიდია, სატრიალო.
სულ ატრიალებს და ელაპარაკება (ნუ, როგორც შეუძლია :D).

თუთიყუშები

Posted: 30 იან 2009, 18:41
by gobe
Linda wrote:საინტერესოა რომლის ყოლა ჯობს, დედალის თუ მამალის? რომელი უფრო ადვილად სწავლობს ლაპარაკს?
Linda,
ლაპარაკს მამალი უფრო ადვილად სწავლობს, მაგრამ, სამაგიეროდ დედალი, მამალთან შედარებით უფრო გარკვევით და სუფთად ლაპარაკობს.

თუთიყუშები

Posted: 09 თებ 2009, 23:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
Linda wrote:მემგონი მეც მომინდა თუთიყუში :-)

საინტერესოა რომლის ყოლა ჯობს, დედალის თუ მამალის? რომელი უფრო ადვილად სწავლობს ლაპარაკს?

დანარჩენი ინფორმაციები უკვე ამოვიკითხე ამ თემაში :-)

სახელი უკვე მოვიფიქრე რასაც დავარქმევდი რომ მყავდეს :D

ისე თიკოსას ტანკლი-ტუნკლი ქვია, ნაიასას ჭიჭიკო, ინტელასას ჭყიპო.. გოგა შენს თუთიყუშს რა სახელი აქვს? :-)
თუთიყუშის შეძენას მართლა გირჩევ.
ჩემს თუთიყუშს თიკო-ერის რჩევით, ჟიჟი დავარქვი.
მისი დის თუთიყუშსაც იგივე სახელი რქმევია.
გობეს ოჯახის ნაჩუქარია

თუთიყუშები

Posted: 12 თებ 2009, 19:11
by GAMARJOBA SAKARTVELO
gobe wrote:
Linda wrote:საინტერესოა რომლის ყოლა ჯობს, დედალის თუ მამალის? რომელი უფრო ადვილად სწავლობს ლაპარაკს?
Linda,
ლაპარაკს მამალი უფრო ადვილად სწავლობს, მაგრამ, სამაგიეროდ დედალი, მამალთან შედარებით უფრო გარკვევით და სუფთად ლაპარაკობს.
და რა ასაკიდან იწყებენ ლაპარაკს?

თუთიყუშები

Posted: 08 მარ 2009, 01:50
by Naia
ჩემი თუთიყუში ამ ბოლო დროს ლამისაა გამელოტდეს, ისე ცვივა ბუმბული :( ასე უნდა იყოს თუ რამე დაემართა ნეტავ? :roll:

თუთიყუშები

Posted: 08 მარ 2009, 02:51
by Sarajistka
უი, ნაია, შენ სიტყვებზე ის გამახსენდა, აღარ მინდა ბუმბულებიო და იქენბა და მაგასაც აღარ უნდა? :roll:

თუთიყუშები

Posted: 09 მარ 2009, 12:57
by gobe
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
gobe wrote:
Linda wrote:საინტერესოა რომლის ყოლა ჯობს, დედალის თუ მამალის? რომელი უფრო ადვილად სწავლობს ლაპარაკს?
Linda,
ლაპარაკს მამალი უფრო ადვილად სწავლობს, მაგრამ, სამაგიეროდ დედალი, მამალთან შედარებით უფრო გარკვევით და სუფთად ლაპარაკობს.
და რა ასაკიდან იწყებენ ლაპარაკს?
ნიჭს გააჩნია... :) ჩემს მეგობარს ყავს ჩემი თუთიყუშების შვილი, რომელმაც მგონი ~4-5 თვისამ დაიწყო ლაპარაკი. ჰქვია ზიპო და ამბობს: ზიპო ჭკვიანი ბიჭია.

პ.ს. უკაცრავად ძალიან დაგვიანებული პასუხისთვის :oops:

თუთიყუშები

Posted: 11 მარ 2009, 15:17
by gobe
Naia wrote:ჩემი თუთიყუში ამ ბოლო დროს ლამისაა გამელოტდეს, ისე ცვივა ბუმბული :( ასე უნდა იყოს თუ რამე დაემართა ნეტავ? :roll:
Naia,
არ არის გამორიცხული, რომ გაზაფხულის გამო ხდებოდეს ეგ. ისე კი, კარგი იქნება, თუ პერიოდულად მისცემ ვიტამინებს ანდა სულაც, ვიტამინების ნაცვლად გალიაში დაუკიდებ გარეცხილ მწვანილს, კვირტებიან ტოტებს, წყალში ჩაუწვეთებ ლიმონს (3-4 წვეთს).

თუთიყუშები

Posted: 11 მარ 2009, 16:15

ვიტამინებს რეგულარულად ვაძლევ საკვებთან ერთად. აი, ლიმონს, მწვანილს და კვირტებიან ტოტებს აუცილებლად ჩავამატებ მენიუში :)