Page 1 of 8

თუთიყუშები

Posted: 30 ნოე 2008, 03:32
by GAMARJOBA SAKARTVELO
მეგობრებო, რა ვიცით თუთიყუშებზე, მათი ცხოვრების ნირზე, შინაურ პირობებში ცხოვრებაზე?
ლაპარაკი როგორ თუთიყუშებს შეუძლიათ და როგორ ვასწავლოთ სიტყვები?
თუთიყუშების რა ჯიშები არსებობს?

ბმულებზე მეტად თქვენი ცოდნა-გამოცდილება მაინტერესებს

თუთიყუშები

Posted: 30 ნოე 2008, 14:44
by lama
GAMARJOBA SAKARTVELO
მე მყავდა თუთიყუში და ლექსებს ამბობდა

თავისით ისწავლა ლაპარაკი

მე არაფერი არ მომიმოქმედებია იმისთვის, რომ მას ლაპარაკი ესწავლა :D

მოკლედ ძალიან მწყდება გული....

კატამ შემიჭამა :(

ჩემი მარჩელო მასტროიანი ;( :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry: :cry:

თუთიყუშები

Posted: 01 დეკ 2008, 09:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვიცი, რომ "კარავზე" ბევრს ჰყავს თუთიყუში, გობეს წყალობით, 2 თვეა, მეც თუთიყუშის პატრონი შევიქენი.
ვიმედოვნებ, მალე სერიოზულ გამოცდილებას შევიძენ

თუთიყუშები

Posted: 01 დეკ 2008, 10:04
by Kavtaradze
ხო არის ჯიშები რომლებიც ადვილად სწავლობენ ლაპარაკს?

თუთიყუშები

Posted: 01 დეკ 2008, 10:48
by Naia
Kavtaradze wrote:ხო არის ჯიშები რომლებიც ადვილად სწავლობენ ლაპარაკს?
კი.

მაგალითად, ტალღისებრი ჯიშის თუთიყუში, რომელიც ასე მრავლადაა კარავზე, საკმაოდ ადვილად სწავლობს ლაპარაკს. როგორც ვიცი, ყოველ დღე მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში პატარა პაუზებით უნდა უმეორო ერთიდაიგივე სიტყვა. დიდი მნიშვნელობა აქვს თუთიყუშის ასაკსაც. რაც უფრო პატარაა მით უფრო ადვილად სწავლობს.

პს. ჩემს ჯერ ვერ ამოვაღებინე ხმა :(

თუთიყუშები

Posted: 01 დეკ 2008, 11:46
by Mta Mkvarebia
Naia wrote:
პს. ჩემს ჯერ ვერ ამოვაღებინე ხმა :(
ერთი ტანკლიტუნკლი გვყავს ენაგატლეკილი. აი მისი საგვირგვინო ფრაზა: "ჩემო გიშრისთვალება მარგალიტო" :lol:. ოღონდ მე არაფერ შუაში ვარ, თიკო ეძახის ასე და ისიც იმეორებს :D .

თუთიყუშები

Posted: 01 დეკ 2008, 17:02
by tiko_r
ImageImage



რაღაც ურევს იმიჯშეკა, ამიტომ დააჭირეთ გასადიდებლად
ესეც ჩემი ტანკლიტუნკლი


ლაპარაკი 4 თვეში დაიწყო.
სასურველია სახლში მიყვანა 1.5 თვის ასაკში, როცა ჯერ ძალიან შტერია, მაგრამ ნორჩი ტვინი აქვს და ადვილად ითვისებს.

აცალეთ 4 თვე, თუ ხმა არ ამოიღო შEგიძლიათ სახლიდან გააგდოთ.
ელაპარაკეთ დილა-საღამოს
ღამე გადააფარეთ ნაჭერი რომ დაიძინოს და ყურადღება არ გაეფანტოს.

პირველი რამოდენიმე კვირა გალიაში ხელი არ შეყოთ, თორემ დაფრთხება და მერე ხელის შიში გაუჩნდება.

სულ ტკბილი სიტყვებიტ ესაუბრეთ... მოფერებას გრძნობენ

რაც შეეხება საჭმელს - თავისი საჭმლის გარდა აჭამეთ მოხარშული კვერცხი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ვაშლი.
ძირსნაყარი არ ჭამოს იატაკიდან

გალია დაუდეთ თქვენივე სახის სიმაღლეზე რომ მუხლებზე არ გიყუროთ.

მერე კიდევ რამე გაამხსენდება და დავწერ.

თუთიყუშები

Posted: 01 დეკ 2008, 18:00
by Makena
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მეგობრებო, რა ვიცით თუთიყუშებზე, მათი ცხოვრების ნირზე, შინაურ პირობებში ცხოვრებაზე?
ლაპარაკი როგორ თუთიყუშებს შეუძლიათ და როგორ ვასწავლოთ სიტყვები?
თუთიყუშების რა ჯიშები არსებობს?

ბმულებზე მეტად თქვენი ცოდნა-გამოცდილება მაინტერესებს
GAMARJOBA SAKARTVELO

თუთიყუში ჩემთვის მეტად მტკივნეული თემაა, 15 წელი მყავდა კუბური ამაზონი, სახელად კოკო, მშვენიერი თუთიყუში რომელიც მამაჩემმა კუბიდან ჩამოიყვანა, ფაქტიურად ოჯახის წევრი იყო. უაღრესად ჭკვიანები არიან, გალია ყოველთვის ღია იყო, დადიოდა სახლში თავის ჭკუაზე, ხან დაფრინავდა, გარეგნულად ძალიან ლამაზი იყო ამავდროულად ძალიან მოსიყვარულე, სახლში რომ მივიდოდი მაშინვე ჩემს ბეჭზე დაფრინდებოდა და მორჩა ვეღარ ვიშორებდი :) კუბური ამაზონები განსაკუთრებული გონიერებით გამოირჩევიან.
სამწუხაროდ ასე 6 თვეა რაც დაიღუპა და ძალიან გული დაგვწყდა ყველას.

რაც შეეხება მოვლას, ძალიან მგრძნობიარეები არიან, არ უყვართ მარტო დიდხანს რომ ტოვებენ ანუ სულ უნდათ რომ ეურთიერთო.
საუბრის ნიჭი თუ აქვს დაიწყებს ლაპარაკს ანუ გაიმეორებს რასაც ეტყვი.
დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ კვებას, ხილი და ბოსტნეული უნდა აჭამო გარდა თავისი სტანდარტული საკვებისა.
წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, უნდა გამოუცვალო დღეში 2 ჯერ.
არ უნდა გაუბრაზდე მაგრად რაც არ უნდა დააშაოს, რადგან შეიძლება შეშინდეს და საერთოდ დაანებოს თავი ლაპარაკს.
უნდა მოარიდო მტრედების სიახლოვეს, მტრედებს ორნიტოზი გადააქვთ ანუ დაავადება რომელიც თუთიყუშებს კლავს.

აი კოკოს ფოტოები:
Image
Image
Image

თუთიყუშები

Posted: 01 დეკ 2008, 18:43
by Naia
Makena
ძალიან ლამაზია!!!

არ ვიცოდი ამ ჯიშის თუთიყუში საქართველოში თუ ჰყავდა ვინმეს და რა დასანანია რომ დაიღუპა :(

პს. გაჯავრება თუ არ შეიძლებოდა არ ვიცოდი. ჩემს ჭიჭიკოს ხშირად ვუჯავრდები :oops: მოფერებით რა თქმა უნდა მაგრამ მაინც...

თუთიყუშები

Posted: 01 დეკ 2008, 18:46
by ნინი_85
მე გოშა მყავდა :D ხუთი წლის რომ ვიყავი მამამ მოგვიყვანა მე და ჩემს ძმას. ძალიან საყვარელი იყო, პაწაწინა და ლაპარაკიც მალევე ისწავლა: გოშა კარგი ბიჭია...
მთელი ოჯახი ვუვლიდით, ვესაუბრებოდით, გალიიდან ვუშვებდით ცოტა ხნით, შემოიფრენდა ოთახს და უკან ბრუნდებოდა, კაი ტიპი იყო...

დედა ქეთევანი გამახსენდა, სამთავროს დედათა მონასტერიდან :D ღამის სამ საათზე ლოცვაზე რომ ავედით მე და კიკი და მორჩილებისთვის განკუთვნილ ადგილას დავდექით, ჩემს ფეხთან უცნაური ხმები შემომესმა, თურმე უზარმაზარი გალია დევს ნაჭერგადაფარებული, შიგ კიდევ იღუმენიას თუთიყუშია :D

თუთიყუშები

Posted: 02 დეკ 2008, 13:21
by Naia
ჩემს თუთიყუშს საკვების გარდა მწვანილსაც ვაჭმევ. ბევრმა მითხრა მწვანილი არ მისცეო, მაგრამ ხილს და ბოსტნეულს თითქმის არ ეკარება, მწვანილი კი ძალიან უყვარს.

თუ გინდათ რომ ლაპარაკი ისწავლოს, სარკე არ დაუდოთ და მეწყვილე არ მოუყვანოთ :)

ჰო, კიდევ თუთიყუშებს ძალიან უყვართ თამაში, ამიტომ ძალიან გაახარებთ თუ გალიაში მძივს, ან რამე ფერად ასხმულა სათამაშოს ჩამოუკიდებთ.

პს. თუ კიდევ გამახსენდა რამე დავწერ

თუთიყუშები

Posted: 02 დეკ 2008, 16:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
Makena
რა ლამაზი თუთიყუში გყოლია.
პრინციპში, დღეს უკვე შეიძლება თუთიყუშის სპეციალური გზავნილით საქართველოში ჩამოყვანა და ჰომ არ გეცადა?

თუთიყუშები

Posted: 02 დეკ 2008, 16:44
by GAMARJOBA SAKARTVELO
ღობე-ბიძიას ანასგან ვიცი, რომ თუთიყუშებს ვიტამინები სჭირდებათ და ისინი საკვებში უნდა გავურიოთ.

ნაია

შენ მართალი ხარ, თუთიყუშებს ძნ უყვართ მძივის სახით ჩამოკიდული სათამაშო და 1-2 ზანზალაკიც

თუთიყუშები

Posted: 05 დეკ 2008, 01:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
tiko_r wrote: პირველი რამოდენიმე კვირა გალიაში ხელი არ შეყოთ, თორემ დაფრთხება და მერე ხელის შიში გაუჩნდება.

ვა, აი, ეგ არ ვიცოდი.
რა საწყენია, რომ ჩემი თუთიყუშის გალიაში ხელის შეყოფა ვიჩქარე.
გველისნაკბენიანივით დაფრთხა.
მდა...

თუთიყუშები

Posted: 05 დეკ 2008, 02:00
by Int3lig3nt
ჩემს ჭყიპოს, წყალს რომ ვუცვლი ხოლმე, ხორბლის მარცვლებს ვპოულობ შიგ...

ე.ი. საჭმლის ჭურჭელიდან მიაქვს და წყალში ყრის. ვერ მივხვდი რატომ აკეთებს.
სხვა მარცვლებიც ხომ უყრია (სტანდარტულ საჭმელს ვაჭმევ)... მაინცდამაინც ხორბალს არჩევს...

ერთი ვერსია მაქვს ის, რომ შეიძლება ნისკარტში ეჭედება ან რჩება ხორბლის დიდი მარცვალი და წყალს რომ სვამს, ჭურჭელში ცვივა.

ან ”კბილები” არ უვარგა და წყალში ალბობს.
და რადგანაც ყვინთვა არ იცის, უკან ვეღარ იღებს ;).

სხვა ახსნა არ მაქვს :).