Page 2 of 4

მღრღნელები

Posted: 24 ნოე 2008, 02:25
by ARCHILI
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ვირთხებზე რა ვიცით?

რა ვიცი, გუშინ დარეკეს, კარგად ჩავედითო...

ხელფასი ცოტაა, მაგრამ ცოტ-ცოტას დავგროვებთ, ბინის ყიდვა გვინდაო...

აქედან ტყემლის და ლორის გაგზავნა ითხოვეს...


:wink:

მღრღნელები

Posted: 24 ნოე 2008, 02:39
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHIL_i wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ვირთხებზე რა ვიცით?

რა ვიცი, გუშინ დარეკეს, კარგად ჩავედითო...

ხელფასი ცოტაა, მაგრამ ცოტ-ცოტას დავგროვებთ, ბინის ყიდვა გვინდაო...

აქედან ტყემლის და ლორის გაგზავნა ითხოვეს...


:wink:
თავხედები.
ჩემგან იმდენი თხილი წაიღეს და ახლა ტყემალსა და ლორს ითხოვენ, არა?
მომიკითხე ბიძიკო ვირთხები, მომიკითხე.
ჰოდა, მათ შესახებ თუ რამე იცი კიდო, გაგვაგებინე

მღრღნელები

Posted: 24 ნოე 2008, 02:40
by GAMARJOBA SAKARTVELO
გამიგია, რომსპილოებს თაგვების ეშინიათო.
ვითომ რათაო?

მღრღნელები

Posted: 24 ნოე 2008, 02:47
by Int3lig3nt

მღრღნელები

Posted: 24 ნოე 2008, 03:00
by GAMARJOBA SAKARTVELO
Int3lig3nt
ვნახე ბმული და ბევრი ვიცინე, როგორ კუდამოძუებული გაიქცნენ სპილოები მღრღნელის დანახვისას

მღრღნელები

Posted: 24 ნოე 2008, 03:33
by Archil
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ვირთხებზე რა ვიცით?
გამიგია, რომ დიდი ქალაქის მეტროგვირაბებში არანორმალური სიდიდის ვირთხები დაძრწიან
სახელმწიფო დაწესებულებებშიც ;)

ადამიანის ხელა ვირთხები :P


ისე, ვირთხებთან ბრძოლის საკმაო გამოცდილება დამიგროვდა. ზემოდან ძლიერი ჯავშანი აქვთ. მუცლის მხრიდან უფრო ადვილია მათი მოკვლა. ადამიანის დახტომა თუ ფეხის დარტყმა საკმარისი არაა მათ მოსაკვდინებლად (თაგვებისთვის საკმარისია). რამოდენიმე დარტყმა სჭირდება მოსაკვლავად. ისე აქვს აგებულება, რომ შეუძლია ძალიან ვიწრო ჭრილშიც გაძვრეს. კატებს ეომება, ამიტომ კატა თუ გამოცდილი არაა მათთან ბრძოლაში, შეუშინდება. მუცლის მხრიდან ხრავენ კატები ვირთხებს.

სათაგურში მოხვედრისას ხშირად მაშინათვე არ კვდებიან და წივილით იკლებენ იქაურობას. ამიტომ მათი ფიზიკურად მოკვლა ხდება საჭირო. ხაფანგში მოხვედრილი მოკვლა ადუღებული წყლის დასხმით ხდება - წივილი მაშინ ნახეთ როგორია. მაგრამ მოსაკლავი უნდა მოკვდეს....

მათთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება დონა ტრულას თქმის არ იყოს, ხვრელების ამოლესვაა. ბეტონის თხელი მასით სჯობია ხვრელების ძირფესვიანად ამოლესვა. ასევე საჭმელი არ უნდა დაუტოვო. ვირთხები და თაგვები ერთმანეთს ცვლიან - თაგვების მომრავლება ვირთხებს ართმევს საკვებს და პირიქით.

მღრღნელები დაავადებების და მკბენარების გადამტანები არიან და ამდენად სჯობია ახლოს არ გაიკაროთ.

ვირთხები რადიაციას უძლებენ რამდენადაც მახსოვს.

მღრღნელები

Posted: 24 ნოე 2008, 11:03
by GAMARJOBA SAKARTVELO
Archil

ჰო, მაგრამ თუ ჭერში დარბიან, 2მოების ამოლესვა საქმეს არ უშველის.
ჯავშნიანი ზედაპირის თაობაზე არ ვიცოდი.
რა დაავადებები გადააქვთ?

მღრღნელები

Posted: 24 ნოე 2008, 11:10
by Int3lig3nt
გამიგია, ვირთხას სადმე თავი თუ გაეტია, ე.ი. გაძვრება.
ვირთხას რომელიღაც მეტალის გახვრეტაც შეუძლია კბილებით.
მაღალ სიმაღლეზე (ზუსტად არ მახსოვს, რამდენზე) ახტომაც შეუძლია.

მთელი სამყარო რომ განადგურდეს, ვირთხები და ტარაკნები მაინც გადარჩებიან :).

მღრღნელები

Posted: 24 ნოე 2008, 14:18
by Varvara
GAMARJOBA SAKARTVELO

მე ვარ ვირთხა :wink: :) :) :)

გადაგვაქვს შავი ჭირი და სხვა ათასი უბედურება (ეპიდემიები) - ამის გამო მედიცინის ისტორიაშიც კი ვართ შესულები (ლონდონში 2-ჯერ ლამის მთელი მოსახლეობა გაწყვიტა შავმა ჭირმა).

აბა სხვა რა კითხვები გაქვთ ბატონებო :P

მღრღნელები

Posted: 24 ნოე 2008, 14:32
by ARCHILI
მე მაინც ვფიქრობ, რომ ძველი თაობის ვირთხები მაინც უფრო ზრდილობიანები იყვნენ, შემოვიდოდნენ სახლში, მოგიკითხავდნენ, გაგიტეხდნენ პურს, სხვა რამესაც... თუ მოეწონებოდათ შენთან ყოფნა, რაიოანიდან ჩამოსული ნათესავებივით სამუდამოდ შენთან დარჩებოდნენ...

ისე, მათგან განსახვავებით (ნათესავები), ვირთხები უფრო უპრეტენზიოები არიან, არ ითხოვენ განსაკუთრებულ პირობებს და რასაც საჭმელად დატოვებ, უპრეტენზიოდ ყაბულს არიან...

ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ორიოდე ვირთხის შინ ყოლა ბევრად უფრო უპრიანია, ვიდრე ორიოდე ნათესავის, ხმაურითაც უფრო ნაკლებს ხმაურობენ და არიან თავისთვის პატარა ხვრელში გამოკეტილები, ხანდახან თუ გამოვლენ ორიოდე წამით, შესანსლავენ შესასანსვლელს და სწრაფადვე ბრუნდებიან უკან...

კარგად გაწვრთნილი ვირთხა შეგიძLიათ მეზობლებზე დაგეშოთ, საკმარისია ნაკოლი მისცეთ :wink:

ვირთხები მიწისძვრასაც წინასწარ გრძნობენ, გემის ჩაძირვასაც, სახლის ნგრევასაც, წყალდიდობასაც, ძალიან უყვართ ადამიანები და მოკლედ, რა გიდათ ამ ვირთხებისაგან ვერ გავიგე, მშვენიერი არსებები არიან, თუ მათი სიბინძურეა პრობლემა, დაბანეთ ბატონო, კარგი საჭმელი აჭამეთ და იქნებიან ფორმაში სუფთები და ფითქინები...

ახლა ისე ვმსჯელობ, რომ მგონი გავვარდები ახლა და ერთ-ორ ვირთხუნიეს დავიჭერ და მოვიშინაურებ..

:wink:

მღრღნელები

Posted: 25 ნოე 2008, 00:45
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHIL_i wrote: ვირთხები მიწისძვრასაც წინასწარ გრძნობენ, გემის ჩაძირვასაც, სახლის ნგრევასაც, წყალდიდობასაც
რაში გამოიხატება მათი წინათგრძნობა სტქიების მიმართ?
რა ქცევები ახასიათებთ?

მღრღნელები

Posted: 25 ნოე 2008, 22:12
by ARCHILI
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
რაში გამოიხატება მათი წინათგრძნობა სტქიების მიმართ?
რა ქცევები ახასიათებთ?
თათის გულები ექავებათ ხოლმე და კუდი რადიოტალღებს იჭერს!



ან სმს მისდით მობილურზე, სადაც წერია, რომ ასე და ასე მოხდება და ისინიც...

:!:

მღრღნელები

Posted: 27 ნოე 2008, 23:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
ARCHIL_i wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
რაში გამოიხატება მათი წინათგრძნობა სტქიების მიმართ?
რა ქცევები ახასიათებთ?
თათის გულები ექავებათ ხოლმე და კუდი რადიოტალღებს იჭერს!



ან სმს მისდით მობილურზე, სადაც წერია, რომ ასე და ასე მოხდება და ისინიც...

:!:
ხუმრობა კგ და გულიანი გაქვს.
ამ ჯერზე ეს იქით იყოს და ჩემს კითხვებზე პასუხი კი, მართლაც გულით მაინტერესებს

მღრღნელები

Posted: 28 ნოე 2008, 21:02
by ARCHILI
GAMARJOBA SAKARTVELO

მაგდენი არ ვიცი, მაგრამ, ამბობენ, რომ პირველები ტოვებენ საკუთარ სახლს წინათგრძნობის დროს...

და თუ სადმე კორპუსთან ვირთხების რბოლა ყველანაირი ოფიციალური მიზეზის გარეშე აღმოაჩინე, მაშინ ჩაიდე შენი საბუთები, ფოტოაპარატი, გამარჯობა საქართველოს გვერდის ლინკი და დავაი მერე იქიდან ფართხა-ფურთხით...

:wink:

მღრღნელები

Posted: 29 ნოე 2008, 00:42
by GAMARJOBA SAKARTVELO
გამიგია, რომ სამედცინო კვლევებისთვის ვირთხებს იყენებენ, რადგან შინაგი 2განოების აგებულება თუ რაღაც
ამდგავარი, ძნ წააგავს ადამიანისას
ARCHIL_i wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

მაგდენი არ ვიცი, მაგრამ, ამბობენ, რომ პირველები ტოვებენ საკუთარ სახლს წინათგრძნობის დროს...

და თუ სადმე კორპუსთან ვირთხების რბოლა ყველანაირი ოფიციალური მიზეზის გარეშე აღმოაჩინე, მაშინ ჩაიდე შენი საბუთები, ფოტოაპარატი, გამარჯობა საქართველოს გვერდის ლინკი და დავაი მერე იქიდან ფართხა-ფურთხით...

:wink:
ვიდრე ამ ყველაფერს თავს მოვაბამ, არ სჯობს, კარის ზღურბლზე დავდგე?